„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 24/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016055
158
11/07/2012
ვებგვერდი, 13/07/2012
480610000.22.030.016055
„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №158

2012 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საკონსულო  აღრიცხვაზე  დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/10/2011წ.) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

     ა) წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,დ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

     ,,დ) ცნობა საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან.“;

     ბ) წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,8. სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხორციელდება საქართველოს მოქალაქის მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის განცხადება-ანკეტის (დანართი №5) შევსების საფუძველზე, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადება-ანკეტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვის განხოციელებისას არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი (გარდა პირველი პუნქტის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტისა) პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“;

     გ) ამ წესის №2 დანართით დამტკიცებული ,,საკონსულო  აღრიცხვაზე  დაყენების  შესახებ განცხადება-ანკეტის შევსების წესის“ მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ განცხადება – ანკეტის (დანართი №1, დანართი №5) პირველი – მე-7, აგრეთვე მე-9 და მე-12 პუნქტების შევსება სავალდებულოა, ხოლო მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტების შეუვსებლობა არ წარმოადგენს საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების დამაბრკოლებელ გარემოებას.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიგრიგოლ ვაშაძე