„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 243
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 200030000.10.003.016914
  • Word
243
06/07/2012
ვებგვერდი, 09/07/2012
200030000.10.003.016914
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №243

2012 წლის 6 ივ ისი

ქ. თბილისი

„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 14.07.2011, 200030000.10.003.016438) და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წეს სა და პირობები:

1. მე-4 მუხლ ს:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვე პუნქტი:

გ) 5 000 000 ლარის ფარგლებში თავად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. “;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი :

„31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებას იხილავს შემოსავლების სამსახურის უფროსი და იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ , საქართველოს პრემიერ‑ მინისტრის ბრძანების გარეშე. “;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით :

„7. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს, ხოლო შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება – გადასახადის გადამხდელს.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          . მერაბიშვილი