დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10898 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 02/07/2012 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 02/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016116 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №10898
2012 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):
ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების:
ა) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის “ სტრუქტურული ქვედანაყოფია ექსპერტიზის განყოფილება;
ბ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოს “ სტრუქტურული ქვედანაყოფია რკინიგზის განყოფილება.“;
ბ) მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:
„მუხლი 14. საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ რკინიგზის განყოფილება
საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ რკინიგზის განყოფილება ახორციელებს:
ა) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და საბაჟო კონტროლს;
ბ) საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის გაფორმებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევების აღრიცხვას;
ე) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.
2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯ. ებანოიძე
დოკუმენტის კომენტარები