დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 231 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 040150000.10.003.016904 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/06/2012 - 28/07/2016)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №231
2012 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე‑6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო ინფორმაციის სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხი მოწესრიგდეს შემდეგნაირად:
1. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე განხორციელდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან მასში ცვლილების რეგისტრაცია, თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არ არსებობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად დაზუსტებული საკადასტრო მონაცემი.
2. დაევალოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს სისტემური რეგისტრაციების საფუძვლად არსებული საკადასტრო ინფორმაციების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ უფლებამოსილების შესასრულებლად სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
3. საკადასტრო ინფორმაციების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის საერთო ღირებულება (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით) დადგინდეს არა უმეტეს 3 (სამი) ლარის ოდენობით ერთეულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც გადახდილი უნდა იყოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
4. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ გავრცელდება იმ სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციაზე, რომელიც მდებარეობს თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან სარეკრეაციო ტერიტორიაზე.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები