„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6454-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.016825
  • Word
6454-რს
12/06/2012
ვებგვერდი, 25/06/2012
430050000.05.001.016825
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne . gov.ge), 08.12.2011 , სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05. 001. 016497) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი საქართველოდან წარმომავლობა ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილება დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული სათანადო დასკვნით. შესაბამისი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების დადასტურების მიზნით გამოიყენოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებ ლი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მის საქართველოდან წარმომავლობას ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას, ასევე აღნიშნული პირის მიერ წარმოდგენილ იმ მოწმეთა ჩვენებები , რომლებ იც საქართველოს მოქალაქეები არიან , ან/და იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი , რომელიც დაინტერესებული უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებ თან დაკავშირებული საკითხებით.

3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი არასრულწლოვან პირს მიენიჭება ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების უფლება ასევე ვრცელდება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის ახლო ნათესავებ ზე. მათზე რ ვრცელდება საქართველოდან წარმომავლობის ან/და მათი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების დადასტურების ვალდებულება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი            . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 12 ივნისი.

№6454-რს