საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6446-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016821
  • Word
6446-რს
12/06/2012
ვებგვერდი, 25/06/2012
200000000.05.001.016821
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54 , 12 .10 .2010 , მუხ. 343 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 261  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 261 . ტურისტული საწარმო

1. ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდებას მათი იჯარით უკან მიღების მიზნით და უზრუნველყოფს შენობის, როგორც სასტუმროს, ფუნქციონირებას ტურისტული საწარმოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული იჯარა არის პირის მიერ ტურისტული საწარმოსაგან სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის შეძენა და ამავე საწარმოსათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ფასიან სარგებლობაში გადაცემა გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ.

3. სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტული საწარმო ვალდებულია:

ა) დადგენილი ოდენობის ფართობი გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრებისათვის გამოსაყენებლად;

ბ) უზრუნველყოს, რომ შენობის (სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღებიდან არა უმეტეს 10 კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული ობიექტიდან (სასტუმროდან) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული შემოსავალი ჯამურად (გარდა დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) არ იყოს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდების შედეგად ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ საკომპენსაციო თანხაზე ნაკლები.

4. პირს ტურისტული საწარმოს სტატუსს კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით ანიჭებს შემოსავლების სამსახური, რომელიც უფლებამოსილია ტურისტულ საწარმოს მოსთხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა, რომელთა ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიწოდებული აქტივების საკომპენსაციო თანხის 18 პროცენტს.

5. პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირების და გაუქმების წესს, აგრეთვე შენობის მთლიანი ფართობიდან სასტუმრო ნომრებად გამოსაყენებელი მინიმალური ფართობის ოდენობას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიხედვით და სხვა მოთხოვნებს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.

2. 39-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას.“.

3. 57-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის მისი მემკვიდრე სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად, სამკვიდრო მოწმობის მიღების დღიდან.“.

4. 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;“.

5. 62-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელი იმპორტისა და ექსპორტის გადასახდელების გადახდის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

6. 63-ე მუხლის 51  ნაწილი ამოღებულ იქნეს.

7. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 60 დღის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევის შედეგად სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული სარგებელი;“.

8. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 60 დღის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევის შედეგად წარმოშობილი შემოსავალი (უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი) და სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული სარგებელი;“.

9. 107-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საწარმოში, რომლის წილის (აქციების) 20 პროცენტზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებულ იურიდიულ პირს, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამოსაქვითი პროცენტების თანხის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება გადამხდელის მიერ პროცენტის სახით მიღებული ნებისმიერი შემოსავლისაგან და პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა და პროცენტის სახით გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლად განსაზღვრული დასაბეგრი მოგების 50 პროცენტის მიხედვით.“.

10. 134-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 11  ნაწილი:

„11 . შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით.“;

ბ) მე-5 ნაწილი:

„5. ამ კოდექსის მიზნებისათვის შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

1 1. 136-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი ინაარსის 41  ნაწილი:

„41 . საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება.“.

1 2. 161-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ტურისტული საწარმოს სტატუსის მოქმედების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას სტატუსის გაუქმების მომენტი, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა არის სხვაობა ტურისტული საწარმოს მიერ მიწოდებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის საკომპენსაციო თანხასა და სასტუმროს ფუნქციონირების შედეგად დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ თანხას შორის.“.

1 3. 168-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჟ) სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული) ) პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);“;

ბ) მე-4 ნაწილის:

ბ.ა) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ფ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული) ) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე), გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ბ.ბ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

ღ) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისა­თვის მიწოდება მისი იჯარით უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში იჯარით უკან მიიღებს ამავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება ჩათვლის უფლებით და ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, წარადგინოს მიწოდების შესაბამისი პერიოდის შესწორებული დეკლარაცია;

ყ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 60 დღის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ მიწოდება.“.

 1 4. 171-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქონლის იმპორტისას დღგ გადაიხდება იმპორტის გადასახდელისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“.

1 5. 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

1 6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1751  მუხლი:

„მუხლი 1751 . ანგარიშ-ფაქტურა

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია შემოიღოს ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც შეიცავს როგორც სასაქონლო ზედნადებით, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით) გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, და განსაზღვროს მისი გამოწერისა და წარდგენის წესი.

2. ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება:

ა) როგორც სასაქონლო ზედნადების, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერაზე უფლებამოსილი პირის მიერ;

ბ) როგორც სასაქონლო ზედნადების, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერის ვალდებულების შემთხვევაში.

3. ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემთხვევაში:

ა) მისი გამომწერი თავისუფლდება როგორც სასაქონლო ზედნადების, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერის ვალდებულებისაგან;

ბ) მისი მიმღები უფლებამოსილია გამოიყენოს იგი როგორც ტრანსპორტირების, ისე ჩათვლის დოკუმენტის სახით.

4. ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადო სამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას.

5. ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესის დარღვევისას გამოიყენება შესაბამისად სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერისა და წარდგენის წესთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული პასუხისმგებლობის ზომები.“.

1 7. 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმპორტის გადასახადი გადაიხდება იმპორტის გადასახდელის გადახდისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“.

1 8. 223-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონელი (გარდა გადამუშავებული საქონლისა) იდენტიფიცირების შემთხვევაში შესაძლებელია დაბრუნებულ იქნეს დეკლარირებიდან 3 წლის ვადაში (ხოლო დროებით, დაბრუნების პირობით გატანილი საქონელი − ნებისმიერ დროს), იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:

„4. საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტით გატანილ საქართველოს საქონელზე (გარდა გადამუშავებული საქონლისა), რომელზედაც განხორციელდა გადამუშავების ოპერაცია და რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ბრუნდება დეკლარირებიდან 3 წლის ვადაში (ხოლო დროებით, დაბრუნების პირობით გატანილი საქონელი − ნებისმიერ დროს), მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში, იმპორტის გადასახდელები განისაზღვრება ამ კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

5. საქართველოში რეგისტრირებულ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დროებით გატანილ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც განხორციელდა გადამუშავების ოპერაცია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნებისას იმპორტის გადასახდელები განისაზღვრება ამ კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.“.

1 9. 229-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას იმავე მდგომარეობაში იყო, რომელშიც ექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.“.

20. 286-ე მუხლის მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) საგანგებო სიტუაციებში და გადაუდებელი დახმარების გაწევის ( სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის, ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების ან საკანალიზაციო სისტემების ავარიული დაზიანების აღმოფხვრის) აუცილებლობის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას ;

ზ) თუ , საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება.“.

2 1. 309-ე მუხლის:

ა) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება გადამუშავების სასაქონლო ოპერაციები, გარდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისა, რომელიც გამოიყენება საქონლის შერევის (კომპაუნდირების) და გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით.“;

ბ) 57-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 58-ე ნაწილი:

„58. ფიზიკური პირისათვის ან არარეზიდენტი საწარმოსათვის (რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2006 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდებში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად და პირს ეკისრება საგადასახადო აგენტის ვალდებულება, ხოლო შემდგომ პერიოდში ფაქტობრივად ანაზღაურების შემთხვევაში შესაბამისი შემოსავალი გადახდის წყაროსთან აღარ დაიბეგრება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                    . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 12 ივნისი.

№6446-რს