დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 190 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/03/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 15/03/2000 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.05.001.000.740 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) საქართველოს იუსტიციის საბჭო;“, ხოლო „გ“–„ზ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს „დ“–„თ“ ქვეპუნქტებად.
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები.“
2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს და თანამდებობათა დასახელებას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.“; ხოლო მე-2–7 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-3–8 პუნქტებად.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 7 მარტი.
№190-IIს
დოკუმენტის კომენტარები