ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ

  • Word
ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 21/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016038
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
20/2012
21/06/2012
ვებგვერდი, 22/06/2012
010240060.15.008.016038
ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/06/2012 - 14/07/2016)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 20/2012

201 2ლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. ამ დადგენილების მიზნებისათვის ტერმინს „ფიზიკური მდგომარეობა” აქვს შემდეგი მნიშვნელობა: საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე, რომელიც ზედა კიდურების არ ქონის გამო ვერ ახერხებს საქართველოს ორგანული კანონით ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი ხმის მიცემის პროცედურების (მარკირება, ხელისმოწერა ბიულეტენის მიღებაზე, ბიულეტენის მოთავსება საარჩევნო ყუთში) დამოუკიდებლად შესრულებას.

მუხლი 2. ფიზიკური მდგომარეობის მქონე ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

1.    ასეთი ამომრჩეველი არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურას.

2.    მასზე საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა”, აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა” და აღნიშნულს ადასტურებს პირადი ხელმოწერით.

3.    აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად, მისი თანდასწრებით, ბიულეტენს (ბიულეტენებს) სპეციალურ კონვერტში ათავსებს და შემდეგ საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი (გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა), რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსებაში.

მუხლი 3. ფიზიკური მდგომარეობის მქონე ამომრჩევლის მიერ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა” აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა” და აღნიშნულს ადასტურებს პირადი ხელმოწერით გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრი. აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად ბიულეტენს (ბიულეტენებს) ავსებს, სპეციალურ კონვერტში ათავსებს და კონვერტს აგდებს გადასატან საარჩევნო ყუთში, ამომრჩევლის თანდასწრებით მის მიერ არჩეული პირი (გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა).

მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე      ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი      გ. მჭედლიძე