საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ

  • Word
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/02/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 15/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.050.130.05.001.000.729
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
150
23/02/2000
სსმ, 8, 15/03/2000
110.050.130.05.001.000.729
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (17/03/2006 - 29/12/2006)

Fსაქართველოს კანონი

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

            მუხლი 1. კანონის მიზანი

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, საერთო სასამართლოებში დისციპლინური საქმეების განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების წესს.

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

            მუხლი 2. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები

1. საერთო სასამართლოს მოსამართლეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

2. დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

ა) საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევა;

ბ) კორუფციული სამართალდარღვევა ან თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენება;

გ) მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან მოსამართლის მოვალეობებთან ინტერესთა შეუთავსებლობა;

დ) მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას;

ე) საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება, მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ანდა შრომის დისციპლინის სხვაგვარი დარღვევა;

ვ) მოსამართლეთა თათბირის ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნება;

ზ) დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან მისადმი უპატივცემულობა;

თ) სამოსამართლო ეთიკის ნორმების სხვაგვარი დარღვევა.

შენიშვნა:

1. კანონის უხეშ დარღვევად ჩაითვლება კანონმდებლობის არსებითი დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა (ან შეეძლო მიეყენებინა) პროცესის მონაწილის, მესამე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ან საჯარო ინტერესებს. კანონის არაერთგზის დარღვევად ჩაითვლება კანონმდებლობის 3-ჯერ და მეტჯერ დარღვევა. მოსამართლის მიერ კანონის უხეშ ან/და არაერთგზის დარღვევად არ ჩაითვლება კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა.

2. კორუფციული სამართალდარღვევა არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევა, თუ იგი არ იწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1752-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.232

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

         

            მუხლი 3. დისციპლინური სამართალწარმოების ვადები

მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი, ხოლო დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების (გადაწყვეტილების) მიღების დღიდან – 1 წელი.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

            მუხლი 4. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახეები

1. დისციპლინური სახდელებია:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) მკაცრი საყვედური;

დ) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება;

ე) საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა;

2. დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებია:

ა) მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა;

ბ) სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება.

3. რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის მიმართ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1752-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.232

            მუხლი 5. დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალობა

დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები, სახელმწიფო მოხელეები და მათი დამხმარე პერსონალი ვალდებულნი არიან დაიცვან ყველა ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დისციპლინური სამართალწარმოების დროს, ამ კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა.

                                                                              თავი II

დისციპლინური საქმის გამოკვლევა

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

            მუხლი 6. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი

მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი შეიძლება იყოს:

ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა;

ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;

გ) ზემდგომი სასამართლოს კერძო განჩინება ან სხვა აქტი, რომლითაც დადგენილია მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევა;

დ) გამომძიებლის ან პროკურორის შეტყობინება;

ე) სხვა მოსამართლის ან სასამართლოს კერძო დადგენილება (განჩინება) მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის თაობაზე;

ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს;

ზ) სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება მოსამართლის მიმართ ახალი საფუძვლით დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1353-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.125

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

            მუხლი 7. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება

1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, შეიძლება დაიწყოს:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ (ან მისი მოვალეობის შემსრულებელმა) – საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ;

ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ (ან მისი მოვალეობის შემსრულებელმა) – შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მიმართ.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლება აქვს საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით.

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

            მუხლი 8. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და წინასწარი შემოწმება

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ან საბჭოს სხვა წევრი (ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დავალებით – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელე) მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიღებიდან 2 თვეში, წინასწარ ამოწმებს მის საფუძვლიანობას. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ – „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში წინასწარი შემოწმება აუცილებელი არ არის და შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის შემდგომი მსვლელობის თაობაზე.

3. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმებისას გამოვლინდა.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1353-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.125

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1752-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.232

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

            მუხლი 9. დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შეფასება

1. წინასწარი შემოწმების შედეგად სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აფასებს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე.

2. მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს დისციპლინური დევნის საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტის მითითებით.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის შეწყვეტის თაობაზე განსახილველად წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განაახლებს დისციპლინურ დევნას და იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1353-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.125

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 10. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინფორმაციით უზრუნველყოფა

1. მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს ამ მოსამართლის მიმართ იმავე დარღვევისათვის დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება.

2. თუ ერთ ფაქტზე დისციპლინური სამართალწარმოება ორ ან მეტ უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს აქვს დაწყებული, საქმის წარმოებას აგრძელებს ის ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელმაც უფრო ადრე დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 11. დისციპლინური საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება

შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი უფლებამოსილია თავისი დადგენილებით (გადაწყვეტილებით) ერთ წარმოებად გააერთიანოს ერთი მოსამართლის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით წარმოებული ორი ან მეტი დისციპლინური საქმე.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 12. დისციპლინური საქმის გამოკვლევა

1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვეში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 კვირით.

2. ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა საჩივრის (განცხადების) ავტორსა და იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. დისციპლინური საქმის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. ის ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, და მისი მოთხოვნის შემთხვევაში ჩამოართვას მას დამატებითი ახსნა-განმარტება.

3. სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს ქვემდგომი სასამართლოდან, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს – ყველა სასამართლოდან გამოითხოვოს შესაბამისი სასამართლო საქმე, განხილვის პროცესში მყოფი საქმეების გარდა.

4. დისციპლინური სამართალწარმოებისას აკრძალულია მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმება, იმ შემთხვევის გარდა, როცა დისციპლინური სამართალწარმოება ხორციელდება მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევის საფუძვლით.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 13. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება

1. დისციპლინური საქმის წარმოება შეჩერდება, თუ:

ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის მასალები ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს;

ბ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის წინააღმდეგაც წარმოებს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი დადგენილებით (გადაწყვეტილებით) აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი ვალდებულია განაახლოს საქმის წარმოება;

გ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას კანონის უხეშ დარღვევაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის წარმოება შეიძლება შეჩერდეს ზემდგომი სასამართლოს მიერ ამ საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ კანონით დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის დადგენილ ვადაში, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ერთწლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ ხუთწლიან ვადაში.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1353-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.125

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 14. დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა

მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი იღებს, თუ:

ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეული ჩადენა არ დადასტურდა;

ბ) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა;

გ) გაგზავნილი მასალის საფუძველზე მოსამართლის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა;

დ) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

        მუხლი 15. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ან დისციპლინური დევნის შეწყვეტა

1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ, დისციპლინური დევნის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლოს თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს წინადადებით მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ.

2. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს წინასწარი შემოწმების შედეგებს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიღოს საპირისპირო გადაწყვეტილება. ის აგრეთვე უფლებამოსილია არ დაეთანხმოს შემოწმების იურიდიულ შეფასებებს, მოკვლეული ფაქტობრივი მასალების გათვალისწინებით შეცვალოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საფუძველი.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 16. დადგენილება (გადაწყვეტილება) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ

1. დადგენილებაში (გადაწყვეტილებაში) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადმოცემული უნდა იყოს მოსამართლისათვის წარდგენილი დისციპლინური ბრალდების შინაარსი.

2. იმავე დადგენილებით (გადაწყვეტილებით) შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში ნიშნავს თავის წარმომადგენელს საქმის განხილვის დროს დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად. შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი უფლებამოსილია ბრალდების მხარდამჭერად დანიშნოს რამდენიმე წარმომადგენელი.

3. დადგენილების (გადაწყვეტილების) ასლი გადაეცემა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს.

4. დადგენილება (გადაწყვეტილება) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ მისი მიღებიდან 1 კვირაში დისციპლინურ საქმესთან ერთად ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. დისციპლინური საკითხის განხილვაში საქართველოს პრეზიდენტი, როგორც წესი, არ მონაწილეობს და სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინურ საკითხზე გამართულ სხდომაში და გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის საბჭოს ის წევრი, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრია.

4. დისციპლინური საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე განიხილავს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, ასევე მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ მასალებს. მას უფლება აქვს სხდომაზე მიიწვიოს მოსამართლე, საჩივრის (განცხადების) ავტორი, მოისმინოს მათი ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 18. ინფორმაციით უზრუნველყოფა

მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან ინფორმაციის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 10 დღეში უნდა ეცნობოს ან გაეგზავნოს შესაბამის პირს ან ორგანოს.

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 19. მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა

1. თუ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისას ან დისციპლინური საქმის გამოკვლევისას უტყუარად დადგინდება მოსამართლის მიერ ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რომლისთვისაც მიზანშეუწონლად იქნება მიჩნეული მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს უფლება აქვს შეწყვიტოს დისციპლინური სამართალწარმოება და მოსამართლეს მიმართოს კერძო სარეკომენდაციო ბარათით.

2. გარემოებები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვას, აგრეთვე ამ ბარათის შინაარსი და ტექსტი კონფიდენციალურია.

3. მოსამართლისადმი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კერძო სარეკომენდაციო ბარათს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 20. საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილების აკრძალვა

დაუშვებელია საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილება მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების, მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების გამო, ამ კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

თავი III

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვა

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 21. დისციპლინური საქმეების განმხილველი ორგანო და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია (შემდგომში – სადისციპლინო კოლეგია).

2. სადისციპლინო კოლეგია საქმიანობას ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით.გარდა.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 22.(ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 23. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობა

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 24. სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესი

1. სადისციპლინო კოლეგია შედგება 6 წევრისაგან, რომელთაგან 3 არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიის წევრებს თავისი შემადგენლობიდან 2 წლის ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. სადისციპლინო კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც თანამდებობრივად შედის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში;

დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც არა აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

3. მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო კოლეგიის წევრი, თუ მას ბოლო 5 წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

4. სადისციპლინო კოლეგიის წევრობისაგან გათავისუფლების საფუძველია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისაგან გათავისუფლება;

გ) დისციპლინური საქმის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება;

დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;

ე) უფლებამოსილების ვადის გასვლა.

5. სადისციპლინო კოლეგიის წევრობისაგან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს სამოსამართლო ეთიკის სხვა ნორმების დარღვევა.

6. გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის წევრობისაგან გათავისუფლების შესახებ იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ვალდებულია შეამოწმოს სადისციპლინო კოლეგიის წევრის გათავისუფლების საფუძველი. ის უფლებამოსილია სხდომაზე მიიწვიოს შესაბამისი წევრი და მოისმინოს მისი მოსაზრება.

7. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინურ საქმეს სადისციპლინო კოლეგია განიხილავს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2792-სსმI, №7, 20.03.2006წ., მუხ.56

    მუხლი 25. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე

სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სადისციპლინო კოლეგია. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე თავმჯდომარეობს კოლეგიის სხდომებს და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №251-სსმI, №15, 25. 04.2000წ., მუხ.37

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 26(ამოღებულია).

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 27. მოვალეობების ანაზღაურების გარეშე შესრულება

სადისციპლინო კოლეგიის წევრი შესაბამისი მოვალეობების შესრულებისათვის დამატებით ანაზღაურებას ან ხელფასის დანამატს არ იღებს.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 28. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის ადგილი

სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის ადგილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილსამყოფელი.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 29. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ფარგლები

სადისციპლინო კოლეგიას უფლება არა აქვს გასცდეს დისციპლინური ბრალდების ფარგლებს (ბრალდების ფაქტობრივ მხარეს). მას აგრეთვე არა აქვს უფლება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე არსებითი მსჯელობის საგნად აქციოს ის ფაქტები ან გარემოებები, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება მოსამართლისათვის წაყენებულ დისციპლინურ ბრალდებას, ანდა ცნოს მოსამართლე ბრალეულად ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, რომლის გამოც დისციპლინური ბრალდება მისთვის არ წაუყენებიათ, და დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

    მუხლი 30. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის პრინციპები

1. სადისციპლინო კოლეგია საქმის განხილვისას მოქმედებს როგორც სასამართლო. (ძალადაკარგულია)[ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/209, 276-სსმIV, №31, 06.07.2004წ., გვ.2]

2. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კოლეგიის არანაკლებ 4 წევრი.ადგილსამყოფელი.

3. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მიუკერძოებლად და ობიექტურად, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე.

4. სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – კონფიდენციალური. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებული არიან დაიცვან ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/209, 276-სსმIV, №31, 06.07.2004წ., გვ.2

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 31. დისციპლინური საქმის განხილვის ვადა

სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მისი მიღებიდან არა უგვიანეს ორ თვეში.

    მუხლი 32. დისციპლინური საქმის განხილვის ადგილი

სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სპეციალურად გამოყოფილ დარბაზში. დისციპლინური საქმის სასამართლო დარბაზში განხილვა დაუშვებელია.

    მუხლი 33. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმეების განაწილების წესი

დისციპლინურ საქმეებს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე ანაწილებს საქმეთა რიგითობის გათვალისწინებით.

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 34. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილება

1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც მას ხელს შეუშლის ამ საქმის მიუკერძოებლად და ობიექტურად განხილვაში.

2. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ მის მიერ ან მისი მონაწილეობით გამოტანილი სასამართლოს განჩინება, დადგენილება, კერძო განჩინება, სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება, ანდა მისი მოხსენებითი ბარათი საფუძვლად დაედო მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრას.

    მუხლი 35. სადისციპლინო კოლეგიის აცილება

1. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს, აგრეთვე დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს ან თანამდებობის პირის წარმომადგენელს უფლება აქვს სადისციპლინო კოლეგიის წევრს ან კოლეგიის მთელ შემადგენლობას მისცეს აცილება. იგი ვალდებულია დაასახელოს და დაასაბუთოს აცილების მოტივი. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს აგრეთვე უფლება აქვს აცილება მისცეს მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს ან თანამდებობის პირის წარმომადგენელს, რომელიც მის საქმეზე დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად არის დანიშნული.

2. შუამდგომლობას სადისციპლინო კოლეგიის, მისი წევრის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შესახებ განიხილავს სადისციპლინო კოლეგია სათათბირო ოთახში.

3. აცილების შესახებ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ სადისციპლინო კოლეგიის წევრის, კოლეგიის მთელი შემადგენლობის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიუკერძოებლობისადმი ეჭვი საფუძვლიანია.

4. სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიერ წარსულში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიკერძოებისა და აცილების საფუძვლად. ამავე დროს, თუ სადისციპლინო კოლეგიის წევრი ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენელი, როგორც ზემდგომი სასამართლოს მოსამართლე, მონაწილეობდა ქვემდგომი სასამართლოს მოსამართლის მიერ საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაში ან შეცვლაში და მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ამ საქმის განხილვის დროს კანონის უხეშ დარღვევას უკავშირდება, ეს გარემოება ჩაითვლება აცილების საფუძვლად.

5. სადისციპლინო კოლეგიის წევრის აცილების შესახებ შუამდგომლობა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, თუ არსებობს ამ კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება.

6. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია სადისციპლინო კოლეგიის აცილებული წევრის გარეშე აგრძელებს საქმის განხილვას.

7. სადისციპლინო კოლეგიის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შემთხვევაში საქმის განხილვის გადადების ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური სახდელის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ ვადაში.

8. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია იმავე სხდომაზე აგრძელებს საქმის განხილვას.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1752-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.232

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 36. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის გამო

1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ არის ამოწურული მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ამ კანონით დადგენილი ვადა.

2. თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურულია, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და აცნობოს ეს გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს ან თანამდებობის პირს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა.

    მუხლი 37. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო

1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ქმედება, რომელიც საფუძვლად დაედო მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას.

2. თუ დისციპლინური საქმის მასალების მიხედვით მოსამართლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა აშკარაა, სადისციპლინო კოლეგია არ იწყებს საქმის განხილვას, აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას, საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის ორგანოს და ამის შესახებ აცნობებს მოსამართლეს, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა, აგრეთვე მის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს ან თანამდებობის პირს.

3. თუ მოსამართლის წინააღმდეგ მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება ან აღძრული საქმე შეწყდება, შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ სადისციპლინო კოლეგია განაახლებს შეჩერებული დისციპლინური საქმის წარმოებას, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურული არ არის.

    მუხლი 38. დისციპლინური საქმის განსახილველად მომზადება

1. სადისციპლინო კოლეგია, რომელსაც დაევალა დისციპლინური საქმის განხილვა, წინასწარ ეცნობა მას და ნიშნავს კოლეგიაში საქმის განხილვის დღეს.

2. სადისციპლინო კოლეგიამ საქმის განხილვის ადგილი, დღე და საათი დროულად უნდა აცნობოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს ან თანამდებობის პირს და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოსამართლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური საქმე.

3. სადისციპლინო კოლეგია იწვევს მოწმეებსა და სხვა პირებს საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და აცნობებს მათ საქმის განხილვის ადგილს, დღესა და საათს.

    მუხლი 39. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვა

1. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მომხსენებელი წევრი.

2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომას ხსნის კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე.

3. დისციპლინური საქმის განხილვა იწყება კოლეგიის ერთ-ერთი წევრის მოხსენებით, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არის გადმოცემული დისციპლინური საქმის წარმოების ეტაპები და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები.

4. მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს, პირველად – მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს ან თანამდებობის პირის წარმომადგენელს დისციპლინური ბრალდების წარსადგენად, შემდეგ – დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს ისარგებლოს დამცველის დახმარებით. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი, ნებისმიერი მოსამართლე ან სხვა წარმომადგენელი.

5. მხარეებს უფლება აქვთ სრულად გამოხატონ და სათანადოდ დაიცვან თავიანთი პოზიციები, დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები, წარადგინონ წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებები, აღძრან შუამდგომლობები სხვადასხვა დოკუმენტების, მასალების ან ინფორმაციის გამოქვეყნების, ანდა სხდომაზე მიწვეულ პირთა ინფორმაციების მოსმენის, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის ან დამატებითი პირების მიწვევისა და მათი ინფორმაციების მოსმენის, შესაბამისი სასამართლო საქმის გამოთხოვის შესახებ, აგრეთვე განახორციელონ სხვა ღონისძიებები. შუამდგომლობებს განიხილავს სადისციპლინო კოლეგია.

6. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია დაუსვას შეკითხვები მხარეებს ან საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ პირებს, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, მასალები ან ინფორმაცია, დამატებით მიიწვიოს სხვა პირები მათი

ინფორმაციის მოსასმენად, გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს ორი კვირით და განახორციელოს სხვა ღონისძიებები.

7. დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი შემოიფარგლება მხოლოდ დისციპლინური ბრალდების წაყენებითა და მისი დასაბუთებით. მას არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსამართლისათვის კონკრეტული დისციპლინური სახდელის დაკისრება და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეფარდება.

8. სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დგება ოქმი.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 40. მხარეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა

1. სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მხარეებს შეუქმნას თანაბარი პირობები და შესაძლებლობები თავიანთი პოზიციების გამოსახატავად და დასაცავად.

2. დაუშვებელია სადისციპლინო კოლეგიის წევრების რომელიმე მხარესთან წინასწარი შეხვედრა ანდა მისგან რაიმე ინფორმაციის მიღება მეორე მხარის დაუსწრებლად, ან მისთვის ამ ინფორმაციის შინაარსის გაუცნობლად, თუ ეს საქმის ორგანიზაციულ მხარეს არ ეხება.

3. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია საქმის განხილვამდე და განხილვის პროცესში არ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ან წინასწარი განწყობა ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, რამაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს სადისციპლინო კოლეგიის მიუკერძოებლობა.

    მუხლი 41. დისციპლინური საქმის განხილვაში მხარეთა სავალდებულო მონაწილეობა

1. დისციპლინური საქმის განხილვისას სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლისა და მისი პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს ან თანამდებობის პირის წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა. თუ რომელიმე მხარე სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე არ გამოცხადდა, კოლეგია ვალდებულია გადადოს საქმის მოსმენა არა უმეტეს ორი კვირით. ეს ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ორთვიან ვადაში.

2. თუ დადასტურდა, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე თავს არიდებს და არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია მის დაუსწრებლად განიხილოს საქმე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ცნოს იგი ბრალეულად და დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

3. თუ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე მძიმე ავადმყოფობის ან სხვა დაუძლეველი ძალის გამო ვერ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, კოლეგია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით შეაჩეროს დისციპლინური საქმის წარმოება სამ თვემდე ვადით. ეს ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების სამწლიან ვადაში. თუ ამ ვადაში საქმის წარმოების შეჩერების მიზეზები არ აღმოიფხვრება, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია განიხილოს საქმე მოსამართლის დაუსწრებლად.

    მუხლი 42. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლისათვის დისციპლინური ბრალდების მოხსნის ან მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში

1. დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს ან თანამდებობის პირის წარმომადგენელს უფლება აქვს დისციპლინური საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე) მოხსნას მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია განხილვის ეტაპის მიუხედავად შეწყვიტოს საქმის განხილვა და შესაბამისად – დისციპლინური საქმე.

2. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს საქმის განხილვის დაწყებამდე სრულად აღიაროს დისციპლინური ბრალდება და სთხოვოს სადისციპლინო კოლეგიას დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დააკმაყოფილოს მოსამართლის შუამდგომლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 43. სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროებით შეჩერება

1. თუ დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე სადისციპლინო კოლეგია მიიღებს იმავე მოსამართლის მიმართ აღძრულ სხვა დისციპლინურ საქმეს, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დროებით შეაჩეროს პირველი საქმის განხილვა, გააერთიანოს დისციპლინური საქმეები, ერთდროულად განიხილოს ისინი და ორი ან მეტი გადაცდომისათვის ბრალეულად ცნობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში დააკისროს მოსამართლეს ამ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი სახდელი.

2. თუ სადისციპლინო კოლეგიისთვის ცნობილი გახდება, რომ იმავე მოსამართლის მიმართ სხვა ბრალდებით აღძრულია დისციპლინური დევნა, იგი უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს დისციპლინური საქმის განხილვა და დაელოდოს ამ საკითხის გადაწყვეტას.

2.(ამოღებულია).

3. სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროებით შეჩერება ხდება აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. საქმის დროებით შეჩერების ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ორთვიან ვადაში.

5. დისციპლინური საქმის განხილვის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია განაახლებს საქმის განხილვას.

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 44. საქმის უწყვეტად განხილვის პრინციპის დაუცველობა

დისციპლინურ სამართალწარმოებაში არ მოქმედებს საქმის განხილვის უწყვეტობის პრინციპი. დისციპლინური საქმის განხილვის გადადების ან დროებით შეჩერების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგიის წევრებს უფლება აქვთ განიხილონ სხვა დისციპლინური საქმე და შემდეგ გააგრძელონ გადადებული ან დროებით შეჩერებული საქმის განხილვა. მათ უფლება აქვთ განიხილონ დისციპლინური საქმე იმის მიუხედავად, მონაწილეობენ თუ არა სხვა საქმეების (სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან სხვა საქმეები) განხილვაში.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 45. საქმის შესახებ არსებითი გადაწყვეტილების მიღება

სადისციპლინო კოლეგია ადგენს, ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება, და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა. სადისციპლინო კოლეგია ასევე ადგენს, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. მხოლოდ სამივე ამ გარემოების არსებობისას არის სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია შეცვალოს მოსამართლის ქმედების კვალიფიკაცია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დისციპლინური გადაცდომით.

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

    მუხლი 46. სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება ახალი ბრალდებით დისციპლინური სამართალწარმოების დასაწყებად

თუ დისციპლინური საქმის განხილვის დროს სადისციპლინო კოლეგიაში წარმოიშვა მოსამართლის მიერ სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია წარდგინებით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს მოსამართლის მიმართ ახალი ბრალდებით დისციპლინური სამართალწარმოების დასაწყებად. თუ საჭიროდ მიიჩნევს სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია შეაჩეროს არსებული ბრალდებით დისციპლინური საქმის წარმოება სხვა დისციპლინური გადაცდომისათვის მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადაწყვეტამდე.განხილვაში.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 47. სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. სადისციპლინო კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში.

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კოლეგიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.გადაწყვეტამდე.განხილვაში.

3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით და მას ხელს აწერენ კოლეგიის წევრები.

4. სადისციპლინო კოლეგიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება დისციპლინური საქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, წერილობით აყალიბებს თავის აზრს, რომელიც თან ერთვის საქმეს.

5. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სადისციპლინო კოლეგიაში საჩივრის შეტანით.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 48. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების სახეები

1. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიტანოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების შესახებ;

ბ) დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;

გ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ;

დ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ;

ე) მოსამართლის გამართლების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ.

    მუხლი 49. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

1. სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ:

ა) მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა;

ბ) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა მოსამართლეს დისციპლინური ბრალდება მოუხსნა;

გ) მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ანდა მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება;

დ) სადისციპლინო კოლეგიის მიერ გაგზავნილი მასალების საფუძველზე მოსამართლის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ანდა არ აღიძრა მოსამართლის ბრალის, ან იმ ფაქტების დაუდასტურებლობის გამო, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინურ ბრალდებას.

2. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სადისციპლინო კოლეგიას შეუძლია მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე.

    მუხლი 50. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერების შესახებ

1. გადაწყვეტილებას დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერების შესახებ სადისციპლინო კოლეგია იღებს ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 2. დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერება დაიშვება მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე.

მუხლი 51.  სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომ   ჩადენაშიმოსამართლის ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ

1. სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვისას დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით დადგენილი დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, მაგრამ დარღვევის მცირე მნიშვნელობის, ბრალის უმნიშვნელო ხარისხის გამო ან სხვა მოტივით (საკითხის დელიკატურობის ან სხვა მიზეზით, მოსამართლის პიროვნების გათვალისწინებით) სადისციპლინო კოლეგია მიზანშეუწონლად თვლის მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას და საკმარისად მიიჩნევს მისთვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვას.

2. კერძო სარეკომენდაციო ბარათი არის სადისციპლინო კოლეგიის წერილი დისციპლინური დარღვევის ჩამდენი მოსამართლისადმი, სადაც უარყოფითად არის შეფასებული ამ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. ბარათში აგრეთვე მოცემულია სადისციპლინო კოლეგიის რეკომენდაცია და რჩევა-დარიგება დარღვევების აღმოფხვრის, მოსამართლის მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და პრობლემების დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.

3. კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი კონფიდენციალურია. ბარათი ეგზავნება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ მოსამართლეს. მისი ასლის სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირისათვის გაგზავნა დაუშვებელია. ბარათის ასლი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს დალუქული პაკეტის სახით. მისი გახსნა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში საქმის სადისციპლინო კოლეგიაში განხილვის დროს.

    მუხლი 52. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის გამართლების შესახებ

სადისციპლინო კოლეგია იღებს მოსამართლის გამართლების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ საქმის განხილვის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეულად ჩადენა არ დადასტურდა.

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

    მუხლი 53. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ

სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა და კოლეგია მიზანშეწონილად მიიჩნევს დააკისროს მას ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი სახდელი.

    მუხლი 54. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების საერთო წესი

1. სადისციპლინო კოლეგია მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შერჩევისას ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის შინაარსსა და სიმძიმეს, შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ბრალის ხარისხსა და მოსამართლის პიროვნებას, მის საქმიან და მორალურ რეპუტაციას.

2. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიყენოს მხოლოდ ერთი სახის დისციპლინური სახდელი. დისციპლინური სახდელის დაკისრება შეიძლება დამოუკიდებლად ან ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ დამოუკიდებლად.

3. თუ ადრე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაკისრებული სახდელი გაქარწყლებული არ არის, როგორც წესი, მოსამართლეს ეკისრება უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი.

    მუხლი 55. სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება

სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, აგრეთვე სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებას სადისციპლინო კოლეგია იყენებს მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების – სასამართლოს, კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.

    მუხლი 56. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

1. სადისციპლინო კოლეგია მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ კონკრეტული დისციპლინური გადაცდომების სიმძიმის, რაოდენობის, ასევე მისი საერთო საქმიანი და მორალური რეპუტაციის გათვალისწინებით კოლეგია მიზანშეუწონლად მიიჩნევს ამ მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელებას. სადისციპლინო კოლეგიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ კანონის მძიმე ან/და არაერთგზის დარღვევა.

2. თუ წარსულში მოსამართლეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაეკისრა დისციპლინური სახდელი – მკაცრი საყვედური – დამოუკიდებლად ან კანონით გათვალისწინებულ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად და ეს სახდელი გაქარწყლებული არ არის, ახალი დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის შერჩევისას კოლეგიამ აუცილებლად უნდა იმსჯელოს ამ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე.

3. სადისციპლინო კოლეგიის მიერ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლე კანონით დადგენილი წესით ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივი უფლებამოსილებების განხორციელებისაგან.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1752-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.232

    მუხლი 57. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაში აღინიშნება :

ა) სადისციპლინო კოლეგიის დასახელება;

ბ) სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა;

გ) დისციპლინური საქმის განხილვის დრო;

დ) დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ე) დისციპლინური სამართალწარმოების დამწყები და დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი თანამდებობის პირის ვინაობა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასახელება;

ვ) დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის თარიღები;

ზ) დისციპლინური საქმის გარემოებები;

თ) დისციპლინური ბრალდებისა და მოსამართლის ახსნა-განმარტების შინაარსი;

ი) მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების შინაარსი და მოტივაცია;

კ) დისციპლინური გადაცდომის სახე, რომლისთვისაც მოსამართლეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახეები;

ლ) დისციპლინური საქმის შეწყვეტის, მოსამართლის გამართლების, მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის ან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების საფუძველი.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 58. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა

1. სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან ხუთ დღეში ეგზავნება მოსამართლეს, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს ან თანამდებობის პირს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მოსამართლეთა კონფერენციას.

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლი უნდა დაერთოს მოსამართლის პირად საქმეს.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

    მუხლი 59. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი და მისი შინაარსი

1. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმში აისახება სადისციპლინო კოლეგიის სხდომის თარიღი, მისი დაწყების საათი, სხდომის მიმდინარეობა, სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა, მხარეთა ვინაობა, მათი პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტაცია, მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები, სხდომაზე მიწვეულ პირთა ვინაობა და მათი ინფორმაციები, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი, სხდომის დამთავრების დრო.

2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ სადისციპლინო კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

3. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

თავი IV

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური საქმის განხილვა

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 60. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში (შემდგომში – სადისციპლინო პალატა) მისი გასაჩივრებით. გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. გასაჩივრების უფლება აქვთ დისციპლინური საქმის მხარეებს.

2. საჩივარი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე სადისციპლინო კოლეგიაში შეიტანება 10 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება უშუალოდ სადისციპლინო კოლეგიაში ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა.

3. გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს საბჭოს სხდომაზე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარე – ერთპიროვნულად. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანო ან თანამდებობის პირი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც საქმის განხილვის დროს მხარს უჭერდა დისციპლინურ ბრალდებას.

4. მოსამართლე, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პირადად ან თავისი დამცველის, ანდა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.

5. დისციპლინური საქმის ერთ-ერთი ან ორივე მხარის საჩივრის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს მიღებულ საჩივრებთან ერთად გადასცემს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს დისციპლინური საქმის მხარეებს.

6. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 61. საჩივრის შინაარსი

1. საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) სადისციპლინო პალატის დასახელებას;

ბ) საჩივრის შემტანი პირის დასახელებასა და მისამართს, მოწინააღმდეგე მხარის დასახელებასა და მისამართს;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, ამ გადაწყვეტილების დამდგენი ორგანოს დასახელებას;

დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;

ე) მითითებას გასაჩივრების საფუძვლებზე (საჩივრის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა საჩივრის შემტანი პირი გადაწყვეტილების გაუქმებას (საჩივრის განაცხადი);

ვ) მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს პროცედურული ნორმების დარღვევას, თუ საჩივარი პროცედურული ნორმების დარღვევას ემყარება;

ზ) საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას;

თ) საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.

2. წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივარს უნდა ერთვოდეს მინდობილობა, რომელიც ადასტუ-რებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში.

3. საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის სახით, რამდენი მონაწილეცაა საქმეში.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

მუხლი 62. საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

1. საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სადისციპლინო პალატამ უნდა შეამოწმოს, საჩივარი ამ კანონის 61-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვითაა შეტანილი თუ არა. თუ საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა იღებს მას წარმოებაში.

2. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 61ე მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას გონივრულ ვადას (არა უმეტეს 10 დღისა). თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან თუ საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საჩივარი განუხილველი დარჩება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხს სადისციპლინო პალატა წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.

4. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გაეგზავნოს მოწინააღმდეგე მხარეს. სადისციპლინო პალატას შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს დაუნიშნოს ვადა საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 63. გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და საჩივარზე უარის თქმა

1. თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სადისციპლინო კოლეგიაში წერილობით განაცხადებს უარს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, საჩივარი აღარ დაიშვება.

2. საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია გადაწყვეტილების გამოტანამდე. საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს გადაწყვეტილება.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 64. საქმის განხილვის ვადა, საქმის განხილვის დანიშვნა

1. სადისციპლინო პალატა სადისციპლინო საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 1 თვის განმავლობაში. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში საქმის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეიძლება გააგრძელოს 1 თვით.

2. საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სადისციპლინო პალატა განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.

3. სადისციპლინო პალატა უზრუნველყოფს მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას სადისციპლინო

პალატის სხდომაში მონაწილეობისათვის.

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

მუხლი 65. სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვის ფარგლები და საქმიანობის პრინციპები

1. სადისციპლინო პალატა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი და დაკისრებული სახდელის სამართლიანობის თვალსაზრისით.

2. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის სამართლებრივი პროცედურების დარღვევით განხილვა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამან გამოიწვია საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

3. საჩივრის განხილვის დროს სადისციპლინო პალატა საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 66. სადისციპლინო პალატის მიერ საქმის განხილვა

1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე მიღებული საჩივარი განიხილება სადისციპლინო პალატის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – პალატის სხვა წევრი.

2. სადისციპლინო პალატის სხდომის თავმჯდომარე ხსნის სხდომას და აცხადებს განსახილველ საქმეს.

3. სადისციპლინო პალატის სხდომის მდივანი მოახსენებს, თუ ვინ გამოცხადდა განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან, ეცნობა თუ არა გამოუცხადებელ პირებს სხდომის თაობაზე და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სადისციპლინო პალატა ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას.

4. სხდომის თავმჯდომარე განუმარტავს მხარეებს და მათ წარმომადგენლებს მათ უფლება-მოვალეობებს.

5. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სადისციპლინო პალატის შემადგენლობას, სხდომის მდივნის ვინაობას და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ ასეთი აცილება საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული საქმის სხდომაზე განხილვამდე, ან თუ საქმეს იხილავს სხვა სასამართლო შემადგენლობა და არა ის, რომელიც ცნობილი იყო საქმის მომზადების სტადიაზე.

6. სხდომის თავმჯდომარე ეკითხება მხარეებს, აქვთ თუ არა შუამდგომლობები ან განცხადებები, რომლებიც განცხადებული ვერ იქნა სხდომამდე.

7. პროცესის მონაწილეები ვალდებული არიან დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ სხდომის თავმჯდომარის განკარგულებას. წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს თავმჯდომარე აძლევს გაფრთხილებას.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 67. საქმის არსებითი განხილვა

1. საქმის არსებითი განხილვა იწყება მოსამართლის მიერ საქმის მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს საქმეში წარმოდგენილ მასალებს.

2. მოსამართლის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სიტყვას აძლევს მხარეებს ახსნა-განმარტებისათვის.

3. პირველად ახსნა-განმარტებას იძლევა საჩივრის ავტორი/ წარმომადგენელი, კერძოდ, როგორია მისი მოთხოვნა, რა გარემოებებს ემყარება ეს მოთხოვნა, რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნას, უარს ხომ არ ამბობს საჩივარზე და სხვ.

4. შემდეგ სასამართლო მოისმენს მოწინააღმდეგე მხარის/წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებს, ხომ არ ცნობს საჩივარს და სხვ.

5. თუ სხდომაზე მხოლოდ ერთი მხარე გამოცხადდება, პალატა ახსნა-განმარტებას გამოცხადებული მხარისაგან მიიღებს.

6. სხდომის თავმჯდომარის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა დაუსვას მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა სცილდება განხილვის საგანს და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, სხდომის თავმჯდომარეს მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა.

7. სადისციპლინო პალატის წევრებს უფლება აქვთ მხარეებს დაუსვან შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათი უტყუარობის გამორკვევას.

8. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. პირველად გამოდიან საჩივრის ავტორი და მისი წარმომადგენელი, შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე და მისი წარმომადგენელი.

9. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს საშუალებას, გამოვიდნენ რეპლიკით.

10. პაექრობის შემდეგ სადისციპლინო კოლეგია გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს მხარეებს.

11. სათათბირო ოთახიდან დაბრუნების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს მიღებულ გადაწყვეტილებას, განმარტავს გადაწყვეტილების მიღების საფუძველებს, რის შემდეგაც სხდომას დახურულად აცხადებს.

12. სადისციპლინო პალატის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 68. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება

1. სადისციპლინო პალატა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

2. სადისციპლინო პალატის წევრმა გადაწყვეტილების მიღებისას არ შეიძლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

3. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებაში აღინიშნება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებისა და მიღებული საჩივრების შინაარსი, სადისციპლინო პალატაში საკითხის განხილვის შედეგები, მიღებული გადაწყვეტილების არსი და დასაბუთება.

4. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. სადისციპლინო პალატას მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები, თუ მიზანშეწონილად მიაჩნია შესწორებათა შეტანა. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინება არ საჩივრდება.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

            მუხლი 69. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების სახეები

სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;

ბ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;

გ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, თუ საკითხი ეხება ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;

დ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.საჩივრდება.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 70. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი

1. სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თუ დადგინდება, რომ სადისციპლინო კოლეგიამ კანონიერად გაამართლა მოსამართლე ან შეწყვიტა მის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება, ანდა სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა კოლეგიის სხდომაზე დადგენილ დისციპლინურ გადაცდომას, ამასთანავე, მოსამართლეს კანონიერი და სამართლიანი დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება დააკისრა.

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დასატოვებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობასთან ერთად სავალდებულოა, რომ სადისციპლინო პალატის სხდომაზე დადასტურდეს სადისციპლინო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტებიც (შესაბამისი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, დისციპლინური საქმის შეწყვეტის ან მოსამართლის გამართლების საფუძვლები).

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 71. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი

1. სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, თუ:

ა) სადისციპლინო კოლეგიამ არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებებს და სწორად ვერ განსაზღვრა, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული რომელი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა მოსამართლემ; სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მოსამართლის ქმედება გადააკვალიფიციროს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დისციპლინურ გადაცდომაზე, ბრალეულად ცნოს მოსამართლე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვისაც, თუ ამას მოიცავს დისციპლინური ბრალდების ფაქტობრივი გარემოებანი;

ბ) სადისციპლინო კოლეგიამ გამოიყენა უკანონო, უსამართლო ან მიზანშეუწონელი დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია:

ბ.ა) უცვლელად დატოვოს დისციპლინური სახდელი, მოუხსნას მოსამართლეს ან გამოიყენოს მის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;

ბ.ბ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი და უცვლელად დატოვოს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;

ბ.გ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება, ან გამოიყენოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;

ბ.დ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება შეცვალოს ნებისმიერი დისციპლინური სახდელით ან ეს სახდელი გამოიყენოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად.

2. თუ ერთდროულად არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებები, სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის იურიდიული კვალიფიკაციის, მოსამართლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეცვლის და, შესაბამისად, ამ ნაწილში სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი №1064- სსმI , №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 72. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი

სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, თუ სადისციპლინო კოლეგიამ უკანონოდ გაამართლა მოსამართლე, უკანონოდ შეწყვიტა მის წინააღმდეგ აღძრული დისციპლინური საქმე, ანდა უკანონოდ დააკისრა მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოიყენა დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისთანავე სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გარდა.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 73. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი

სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ, თუ:

ა) საქმე განიხილა სადისციპლინო კოლეგიის არაკანონიერმა შემადგენლობამ;

ბ) სადისციპლინო კოლეგიამ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ ეცნობა სხდომის თაობაზე;

გ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულ იქნა პროცესის კონფიდენციალობის წესები;

დ) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;

ე) გადაწყვეტილება ხელმოუწერელია სხდომის თავმჯდომარის ან მდივნის მიერ;

ვ) საქმეში არ არის სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 74. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ფორმა

1. სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით. მას ხელს აწერენ სადისციპლინო პალატის წევრები.

2. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროცესის მხარეებს და მათ წარმომადგენლებსოქმი.(ამოქმედდეს 2006 წლის 15 მარტიდან)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/209, 276-სსმIV, №31, 06.07.2004წ., გვ.2

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

თავი IV1

სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

                                                          (ამოღებულია)

    საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

  საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 741.(ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

       მუხლი 742. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 743. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 744. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 745. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

      მუხლი 746. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

თავი V

დისციპლინურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

    მუხლი 75. დისციპლინურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება

1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ (თუ ის არ გასაჩივრდა) და სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.სავალდებულოა.(ძალადაკარგულია)[ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/209, 276-სსმIV, №31, 06.07.2004წ., გვ.2]

2. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების აღსრულებაზე პასუხისმგებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება – დაუყოვნებლივ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/209, 276-სსმIV, №31, 06.07.2004წ., გვ.2

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 76. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების, შეფარდებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო პალატა კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 77. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური სახდელის, დაკისრებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო პალატა კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად;

ბ) ყველა სხვა მოსამართლეს – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 78. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება 5 დღეში ეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან ათ დღეში საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წერილით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად. წერილს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი გადაწყვეტილების ასლი.

3. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 79. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის მიერ მოსამართლის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში

1. სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში.

 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვიდან 3 დღეში მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი№1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 80. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ წარდგინების მიღების შემდეგ მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი, კერძოდ:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს – საქართველოს პარლამენტი;

ბ) ყველა სხვა მოსამართლეს – საქართველოს პრეზიდენტი.

2. პირი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, კარგავს „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოსამართლის ხელფასის სრული ოდენობით სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის უფლებას.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

თავი VI

სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება, დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევის შედეგები და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 81. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება

1. სადისციპლინო კოლეგიას და სადისციპლინო პალატას უფლება აქვთ გამოაქვეყნონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, სადაც მითითებულია მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის, დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების შესახებ.

2. მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის, დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების საფუძვლების გამოქვეყნება დაუშვებელია, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევის გარდა.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 82. სადისციპლინო კოლეგიის წევრისა და სადისციპლინო პალატის წევრის მიერ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება

1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და სადისციპლინო პალატის წევრი ვალდებული არიან დაიცვან დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, არ გაამჟღავნონ მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და თათბირის საიდუმლოება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შეუსრულებლობა ჩაითვლება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად და გახდება სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის შემადგენლობიდან მოსამართლის გამოყვანის საფუძველი, აგრეთვე შეიძლება გახდეს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 83. სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი პირის, დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირის, აგრეთვე სადისციპლინო კოლეგიის წევრისა და სადისციპლინო პალატის წევრის დისციპლინური უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება სამსახურის ადგილის მიხედვით.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

თავი VII

დისციპლინური სახდელის გაქარწყლება და მისი დაკისრების სამართლებრივი შედეგები

    მუხლი 84. დისციპლინური სახდელის გაქარწყლება

1. „შენიშვნა“ გაქარწყლებულად ჩაითვლება მისი დაკისრებიდან ექვსი თვის, „საყვედური“ – ცხრა თვის, ხოლო „მკაცრი საყვედური“– ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუ მოსამართლე ამ ვადაში ახალ დისციპლინურ გადაცდომას არ ჩაიდენს.

2. მოსამართლე, რომლის მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მისი ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ, დისციპლინური სახდელის მქონედ არ ითვლება.

3. დაუშვებელია დისციპლინური სახდელის მოხსნა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლამდე.

    მუხლი 85. მოსამართლის დაწინაურების შეზღუდვა

1. მოსამართლეს, თუ მის მიმართ დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის, ეზღუდება თანამდებობრივი დაწინაურების ან საკლასო ჩინის მიღების უფლება.

2. შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა არ უნდა მიანიჭოს ახალი საკლასო ჩინი ან გაამწესოს ზედა ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე, თუ მის მიმართ დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის.

    მუხლი 86. იმავე ბრალდებით მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების დაუშვებლობა

სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის მიერ მოსამართლის ბრალეულად ცნობის ან გამართლების შემდეგ დაუშვებელია იმავე საფუძვლით მის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა, იმავე ბრალდებით მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, იმავე ქმედების გამო მისი ბრალეულად ცნობა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრება.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

თავი VIII

დისციპლინური საქმის შენახვა და სტატისტიკური ინფორმაცია

    მუხლი 87. დისციპლინური საქმის შენახვა

1. დისციპლინური საქმე ინახება სადისციპლინო კოლეგიაში და ხელმიუწვდომელია სხვა პირებისათვის.

2. დისციპლინური საქმის გაგზავნა მოსამართლეთა თანამდებობაზე გამამწესებელ ორგანოებში ან თანამდებობის პირებთან დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის ნებართვით.

3. დისციპლინური საქმის შენახვის ვადაა 10 წელი.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

    მუხლი 88. სტატისტიკური ინფორმაცია

1. სტატისტიკური ინფორმაცია სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობისა და განხილული დისციპლინური საქმეების შესახებ პერიოდულად ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

2. სხვა თანამდებობის პირთათვის, დაწესებულებებისათვის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაციის გადაცემა დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის ნებართვითა და ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვით.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.

თავი IX

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 89. წარმოებაში არსებული დისციპლინური საქმეების განხილვის გაგრძელების წესი

ამ კანონის ამოქმედებამდე „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ დებულების თანახმად წარმოებაში არსებული დისციპლინური საქმეების განხილვა კანონის ამოქმედების დღიდან გაგრძელდეს ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 90. იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილებები გარდამავალ პერიოდში

1. საქართველოს იუსტიციის საბჭო ამ კანონის ამოქმედებიდან 2001 წლის 1 მაისამდე უფლებამოსილია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში აღძრას დისციპლინური დევნა საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გარდა.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო ამ კანონის ამოქმედებიდან 2001 წლის 1 მაისამდე უფლებამოსილია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში აღძრას დისციპლინური დევნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო ამ კანონის ამოქმედებიდან 2001 წლის 1 მაისამდე უფლებამოსილია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში აღძრას დისციპლინური დევნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ.

4. თუ მოსამართლის მიმართ ერთ კონკრეტულ ფაქტზე დისციპლინური დევნის აღძვრისათვის არსებობს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთზე მეტი საბაბი, დისციპლინური დევნის აღძვრის საკითხი განიხილება იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ, რომელმაც პირველად მიიღო ინფორმაცია.

5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2006 წლის 15 მარტამდე უზრუნველყოფს დისციპლინური კოლეგიის ახალი წესით დაკომპლექტებას და ძველი სადისციპლინო საბჭოს ლიკვიდაციას.

6. 2006 წლის 15 მარტამდე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წარმოებაში არსებული საჩივრები სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე განსახილველად გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.

            მუხლი 91. კანონის ამოქმედებამდე მიღებული გადაწყვეტილებები

1. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური საქმეების შესახებ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება რჩება ძალაში,

2. ამ კანონის ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დროებითი დებულებით.

საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №251-სსმI, №15, 25. 04.2000წ., მუხ.37

თავი X

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 92. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის გაუქმება

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 სექტემბრის №534 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ

    მუხლი 93. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 23 თებერვალი.

№150-IIს

საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №251-სსმI, №15, 25. 04.2000წ., მუხ.37

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №251-სსმI, №15, 25. 04.2000წ., მუხ.37

2.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/209, 276-სსმIV, №31, 06.07.2004წ., გვ.2

3.საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი №271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

4. საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი №1064-სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.63

5.საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1353-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.125

6. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1752-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.232

7. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2127-სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.347

8.საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2792-სსმI, №7, 20.03.2006წ., მუხ.56

23. 20/04/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 2194-IIს - ვებგვერდი, 26/04/2018 22. 16/11/2017 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/5/658 - ვებგვერდი, 27/11/2017 21. 16/06/2017 - საქართველოს კანონი - 1051-IIს - ვებგვერდი, 22/06/2017 20. 08/02/2017 - საქართველოს კანონი - 256-IIს - ვებგვერდი, 13/02/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 146-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 18. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4364-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 17. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3381-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 16. 01/05/2013 - საქართველოს კანონი - 581-IIს - ვებგვერდი, 20/05/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 28/12/2012 - საქართველოს კანონი - 193-რს - ვებგვერდი, 30/12/2012 14. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5922-Iს - ვებგვერდი, 19/04/2012 13. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2453 - სსმ, 49, 30/12/2009 12. 19/06/2009 - საქართველოს კანონი - 1278 - სსმ, 13, 01/07/2009 11. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5279 - სსმ, 29, 27/07/2007 10. 19/06/2007 - საქართველოს კანონი - 4953 - სსმ, 24, 02/07/2007 9. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4218 - სსმ, 2, 04/01/2007 8. 17/03/2006 - საქართველოს კანონი - 2792 - სსმ, 7, 20/03/2006 7. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2127 - სსმ, 53, 19/12/2005 6. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1752 - სსმ, 36, 11/07/2005 5. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1353 - სსმ, 19, 28/04/2005 4. 25/02/2005 - საქართველოს კანონი - 1064 - სსმ, 9, 17/03/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 30/06/2004 - საქართველოს კანონი - 271 - სსმ, 20, 16/07/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 28/06/2004 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/3/209,27 - სსმ, 31, 06/07/2004 1. 20/04/2000 - საქართველოს კანონი - 251 - სსმ, 15, 25/05/2000