„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6378-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2012
ძალაში შესვლის თარიღი 17/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016047
  • Word
6378-Iს
05/06/2012
ვებგვერდი, 15/06/2012
010250000.04.001.016047
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანულ კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) 67-ე მუხლის 14   და 15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

14 . ამ მუხლის 12  პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების შემუშავებამდე ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.) საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად განკარგვის მიზნით, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველის (შემდგომქონების მმართველი) თანხმობით , ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

15 . ქონების მმართველი უფლებამოსილია თვითმმართველ ერთეულს მისცეს ამ მუხლის 14  პუნქტით განსაზღვრული ქონების ქონების მმართველის თანხმობის გარეშე განკარგვის უფლება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან .

 

საქართველოს პრეზიდენტი                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 5 ივნისი.

№6378-I