„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 200030000.10.003.016879
  • Word
206
08/06/2012
ვებგვერდი, 14/06/2012
200030000.10.003.016879
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 206

2012 წლის 8 ივნისი

. თბილისი

 „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის 278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის 278 დადგენილებაში (www.matsne. gov.ge, 14.07.2011, 200030000.10.003.016438) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმეის წესისა და პირობების:  

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

დ) სპეციალური სავაჭრო ზონის (შემდგომში – სსზ) სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების მიზნით;

ე) მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საგადასახადო შეთანხმება არ ფორმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე, ამავე კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხული მიმდინარე გადასახდელების თანხებსა და იმ მოსაკრებლის თანხებზე, აგრეთვე ამ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ ჯარიმებსა და საურავზე, რომელთა გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6–მე-9 პუნქტები:

„6. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების შესახებ განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების დაწყებამდე.

7. მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს მიმდინარე საგადასახადო პერიოდის დასრულებამდე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადება წარედგინება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ თარიღამდე არსებულ პერიოდზე, რომელიც დასრულებულია განცხადების შემოტანამდე.

9. მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ან/და შემცირება შესაძლებელია მხოლოდ იმ გადასახადის მიმართ, რომლის საგადასახადო პერიოდი არის კალენდარული წელი, გარდა ქონების გადასახადისა.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – გადასავადებელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, გადასახადის სახეების მიხედვით ვალდებულების წარმოშობის პერიოდის/პერიოდების მითითებით; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასავადებელი თანხის გადახდის ვადას, ასევე საგადასახადო ვალდებულების შესრულების 3 წელზე მეტით გადავადების მოთხოვნის შემთხვევაში – შემოთავაზებული წლიური სარგებლის ოდენობას;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – შესამცირებელი საგადასახადო ვალდებულების ზღვრულ ოდენობას, გადასახადის სახეების მიხედვით საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის პერიოდის/პერიოდების მითითებით;

ე) მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, გადასახადის სახეების მიხედვით შესათანხმებელი პერიოდის მითითებით; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელად შემოთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.“.

3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

ბ) არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – გადასახდელი გადასახადის სახე, საგადასახადო პერიოდი/პერიოდები, გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა;

გ) მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – გადასავადებელი გადასახადის სახე, საგადასახადო პერიოდი/პერიოდები, გადასავადებელი თანხის ოდენობა, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადა, წლიური სარგებლის ოდენობა;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – საგადასახადო შეთანხმების პირობები, მათ შორის, შესამცირებელი გადასახადის სახე, საგადასახადო პერიოდი/პერიოდები შესამცირებელი საგადასახადო ვალდებულების ზღვრული ოდენობა;

ე) მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში – გადასახდელი გადასახადის სახე, შესათანხმებელი პერიოდი, გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა.“.

4. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადში.

2. საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად და გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება გადაუხდელი თანხის 10 პროცენტი.“.

5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო პერიოდის/პერიოდების მიხედვით გადასახადის გადამხდელს განუსაზღვრავს არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების ოდენობას.“.

6. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 92 მუხლები:

     „მუხლი 91. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირება

1. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური სსზ-ის სტატუსის მქონე პირს შეუმცირებს საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრულ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დეკლარირებლ საგადასახადო ვალდებულებას, ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

2. საგადასახადო ვალდებულების შემცირებისას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე შესაბამისი ოპერაციები ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

    მუხლი 92. მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ან/და შემცირება

1. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით გადასახადის გადამხდელს განუსაზღვრავს საგადასახადო ვალდებულების ოდენობას.

2. გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა მის პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ- მინისტრი        ნ. გილაური