„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 23 დეკემბრის №12068 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 7266
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 01/05/2012
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016091
  • Word
7266
01/05/2012
ვებგვერდი, 13/06/2012
000000000.00.00.016091
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 23 დეკემბრის №12068 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №7266

2012 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებაში დამატებებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 23 დეკემბრის №12068 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):

ა) 91 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი:

„კ2) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული მიკრო - ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა;“;

ბ) მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ8“ ქვეპუნქტი:

„პ8) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული მიკრო -ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა;“.

2. „შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოების თანამშრომელთა შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 23 დეკემბრის №12068 ბრძანების:

ა) მე-2 პუნქტში სიტყვები „ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული სამმართველოების საგადასახადო ოფიცრების ფუნქციებია:“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული სამმართველოების უბნის საგადასახადო ოფიცრების ფუნქციებია:“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) გადასახადის გადამხდელისათვის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს დაქვემდებარებული მიკრო ბიზნესის ან/და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება;“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული სამმართველოების უბნის საგადასახადო ოფიცრები უფლებამოსილნი არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვრონ ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.“;

დ) მე-4 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ ) სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფა;“;

ე) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული მიკრო -ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა;“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი ჯ . ებანოიძე