„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 201
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 240090000.10.003.016874
  • Word
201
08/06/2012
ვებგვერდი, 12/06/2012
240090000.10.003.016874
„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება 201

2012 წლის 8 ივნისი

. თბილისი

 „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 240090000.10.003.016164) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. პორტალის ტერიტორიაზე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ექსკლუზიურად განხორციელების უფლების მინიჭების მოთხოვნით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება – შესაბამისი პორტალის ტერიტორიაზე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის მხოლოდ ერთი ნებართვის გაცემის თაობაზე.“ .

2 . მე-5 მუხლ:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულების მხარე შემოსავლების სამსახურია) საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;“;

ა.ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში – ამ ინსტრუქციის IV თავით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების თაობაზე, გარდა ამავე ინსტრუქციის 51 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევისა;“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 – მე-8 პუნქტები:

„5. თუ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა უნდა განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების თაობაზე ხელშეკრულების ნაცვლად, შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ამ ინსტრუქციის 51 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება.

6. შესაბამისი პორტალის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, შესაბამის პორტალზე ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის ექსკლუზიურად განხორციელებისათვის შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე ნებართვის გაცემამდე გადაიხადოს შემოსავლების სამსახურსა და ნებართვის მაძიებელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.

7. შესაბამისი პორტალის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის თაობაზე უარის თქმის შემთხვევაში ან ამ ინსტრუქციის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების არსებობისას შემოსავლების სამსახურის მიერ შესაბამისი შენობა-ნაგებობის აუშენებლობის შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელს/მფლობელს უბრუნდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადახდილი თანხა.

8. შესაბამისი პორტალის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის შემდეგ, თუ საქართველოს კანონმდებლობით აიკრძალება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა ან გაუქმდება შესაბამისი პორტალი, ნებართვის მფლობელს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადახდილი თანხა უბრუნდება სანებართვო საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობის პერიოდის პროპორციულად.“ .

3 . მე-5 მუხლშემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51

1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია პირთან გააფორმოს ხელშეკრულება:

ა) შემოსავლების სამსახურის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აღმართვის შემდეგ ამ შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განსახორციელებლად (წინარე ხელშეკრულება);

ბ) შემოსავლების სამსახურის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აღმართვის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განსახორციელებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ამავე პუნქტში აღნიშნულ პირზე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე ნებართვის გამცემს წარუდგინოს დოკუმენტური ინფორმაცია ამ ინსტრუქციის IV თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განხორციელების უფლება ეძლევა ამ ინსტრუქციის IV თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების ნებართვის გამცემის მიერ დადასტურების შემდეგ.“.

4 . მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ ინსტრუქციის 51 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მაძიებელზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულებები.“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური