დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6362-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 20/06/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 010010010.04.001.016044 |
საქართველოს ორგანული კანონი
„ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებ ის შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2012 წლის 17 მაისს მიღებული „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებ ის შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 20 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 25 მაისი.
№6362- Iს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე № 16, 26.07.2008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შედგება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 6 დეპუტატისაგან.“ .
2. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა.“ .
მუხლი 2
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის მორიგ არჩევნებში პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ იქნეს 15 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით – 6 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა, ძალაში შევიდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე.
3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის მორიგი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.
4. ამ კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქარ თველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
ჩაქვი,
2012 წლის 17 მაისი.
№ 165-უ.ს.გ.ს.
დოკუმენტის კომენტარები