დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6307-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.05.001.016769 |
საქართველოს კანონი
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამეურვეო ქონება იყიდება აუქციონის გზით, გარდა ფინანსური გირაოს საგნისა, რომლის რეალიზაცია ხდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
2. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. ამ მუხლით გათვალისწინებული კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა არ ვრცელდება იმ კრედიტორზე, რომლის მოთხოვნაც უზრუნველყოფილია ფინანსური გირაოს მეშვეობით. ფინანსური გირაოს მოგირავნეს აქვს ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
3. 551 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის (ასევე მისი ცვლილების) თაობაზე, რეაბილიტაციის საქმის წარმოების დასრულებისა და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების რეგისტრაციის თაობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 25 მაისი.
№6307- Iს
უზენაესი სასამართლოს განმარტებები
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
თქვენი შენიშვნები დაგვეხმარება სისტემის სამომავლო გაუმჯობესებაში.
საიტის გასაუმჯობესებლად
დოკუმენტის კომენტარები