საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51(58), 24/12/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.717
  • Word
97
24/12/1999
სსმ, 51(58), 24/12/1999
200.000.000.05.001.000.717
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32,  24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.    271-ე მუხლის მეორე ნაწილის ქვეპუნქტში სიტყვები 2000 წლის 1 იანვრიდან შეიცვალოს სიტყვებით ‘2000 წლის 31 დეკემბრიდან.

2. 273-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. 2002 წლის 1 ივლისამდე ელექტროენერგიის იმპორტი განთავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადისაგან, ხოლო ელექტროენერგიის წარმოება და მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებელზე მიწოდებისა, დაიბეგროს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. ელექტროენერგეტიკული სექტორის იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ახდენენ ელექტროენერგიის განაწილებას, ასევე  საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდებას, საკანალიზაციო წყლების გატარება-ჩაშვებისა და გაწმენდის სამუშაოებსა და მომსახურებას, აგრეთვე საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისათვის 2000 წლის 1 იანვრამდე საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების მოცულობა განისაზღვრება ფაქტობრივად ანაზღაურებული ღირებულების მიხედვით. ამასთან, ამ საწარმოების მიერ მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიხედვით დღგ-ის ჩათვლა განხორციელდეს მათი ღირებულების ფაქტობრივად ანაზღაურების შემთხვევაში. ელექტროენერგეტიკული სექტორის საწარმოებისათვის ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 1999 წლის 22 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. აღნიშნული ნორმის მოქმედება 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ კვლავ გავრცელდეს იმ დებიტორულ დავალიანებებთან მიმართებაში, რომლებიც წარმოიშვა 2000 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ მიწოდებულ ელექტრო-ენერგიაზე. ელექტროენერგეტიკული სექტორის იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ახდენენ ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებელზე მიწოდებას, ასევე  საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდებას, საკანალიზაციო წყლების გატარება-ჩაშვებისა და გაწმენდის სამუშაოებსა და მომსახურებას, 2000 წლის 1 იანვრიდან 2000 წლის 1 ივლისამდე გადასახდელი დღგ განისაზღვროს საქონლის მიწოდების მოცულობის 40%-დან, ხოლო 2000 წლის 1 ივლისიდან 2001 წლის 1 იანვრამდე – 60%-დან. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ანაზღაურება მეტია, მაშინ დღგ-ს გადახდა განხორციელდეს ფაქტობრივი ანაზღაურებიდან. ამ საწარმოების მიერ (უშუალოდ ელექტროენერგეტიკულ სექტორში; სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდებაში; საკანალიზაციო წყლების გატარება-ჩაშვებასა და გაწმენდის სამუშაოებსა და მომსახურებაში) მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიხედვით დღგ-ის ჩათვლა განხორციელდეს მათი ღირებულების ფაქტობრივად ანაზღაურების შემთხვევაში, მაგრამ 2000 წლის 1 იანვრიდან 2000 წლის 1 ივლისამდე არა უმეტეს 40 %-ის, ხოლო 2000 წლის 1 ივლისიდან 2001 წლის 1 იანვრამდე 60 %-ის შესაბამისად გადახდილი დღგ-ის თანხისა. მიწოდებული ელექტროენერგიის მინიმალური ღირებულების გაანგარიშება განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ელექტროენერგეტიკული სექტორის კომპანიების (რომლებზეც ელექტროენერგეტიკულ საქმიანობაზე ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემულია ლიცენზია) საგადასახადო ვალდებულება შეიძლება დაიფაროს მესამე პირის (გადასახადის არაუშუალო გადამხდელების, მათ შორის გადასახადის გადამხდელის მოვალეების) მიერ, საგადასახადო ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე;

ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. შ.პ.ს. საქართველოს რკინიგზისათვის 2001 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნებულ იქნეს დღგ-ით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ცენტრალიზებული წესი. ამასთან, დღგ-ის მიხედვით დეკლარაციის წარდგენა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება ხდება საანგარიშოს მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის, ხოლო მოგების გადასახადი ჩაირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში და დადგენილი წესით გადანაწილდება ბიუჯეტებს შორის;

გ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. 2001 წლის 1 იანვრამდე ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა სარკინიგზო ტრანსპორტისათვის განხორციელდეს ძირითად საშუალებათა საერთო საბალანსო ღირებულების 7%-მდე ოდენობით;

დ) 28-ე ნაწილში სიტყვები 2000 წლის 1 იანვრამდე შეიცვალოს სიტყვებით 2001 წლის 1 აპრილამდე".

3. 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 35-ე და 36-ე ნაწილები:

35. 2002 წლის 1 ივლისამდე ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურები) იმპორტირებული და მიწოდებული ბუნებრივი აირი მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების გადასახადით არ იბეგრება.

36. 2002 წლის 1 ივლისამდე ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურები) ბუნებრივი აირის მიწოდება და იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადით არ იბეგრება.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      . შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 24 დეკემბერი.

97რს