„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა) ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა) ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 200
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.016873
  • Word
200
05/06/2012
ვებგვერდი, 07/06/2012
290160000.10.003.016873
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა) ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა) ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 200

2012 წლის 5 ივნისი

. თბილისი

„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა) ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა) ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2012, 290160000. 10.003.016838) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (შემდგომში – საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა (შემდგომში – შშმ ბავშვი) და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში – მკვეთრად გამოხატული შშმპ) ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის თანდართული პირობები (შემდგომში – ვაუჩერის პირობები) (დანართი №1).“;

გ) მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ 2012 წლის 10 მაისამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიაწოდოს განახლებული მონაცემები 0-5 წლის (ჩათვლით) და საპენსიო ასაკის მოსახლეობის შესახებ შეთანხმებული ფორმატით.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2012 წლის 10 მაისამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიდან დევნილი 0-5 წლის (ჩათვლით) და საპენსიო ასაკის მოსახლეობის შესახებ შეთანხმებული ფორმატით.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2012 წლის 1 ივლისამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები სტუდენტების შესახებ №1 დანართის მე-2 მუხლის მე‑3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეთანხმებული ფორმატით.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ დადგენილებით განსაზღვრულ დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები გაითვალისწინონ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებში.

5. ამ დადგენილებით დამტკიცებული ვაუჩერის პირობების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებები განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №53/ნ ბრძანებით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების და საპენსიო ასაკის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობები):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობები“;

ბ) მე‑2 მუხლის:

ბ.ა) მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ დადგენილების მოსარგებლეები არიან შემდეგი კატეგორიის პირები:

ა) 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეები და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, გარდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;

ბ) საპენსიო ასაკის საქართველოს მოქალაქეები და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, ასევე საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები, გარდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;

გ) სტუდენტი – საქართველოს მოქალაქე, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, ასევე საქართველოს მოქალაქე პროფესიული სტუდენტი, რომელიც სწავლობს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურებზე და ის პირები, რომლებიც სწავლობენ პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით, გარდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;

დ) შშმ ბავშვი საქართველოს მოქალაქე, გარდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;

ე) მკვეთრად გამოხატული შშმპ საქართველოს მოქალაქე, გარდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.“;

ბ.ბ) მე‑8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დაევალოთ სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ა(ა)იპ) და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებს, რომლებშიც სახელმწიფოს საკუთრებაში აქვს 50%-ზე მეტი წილი (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისა და მათი სტრუქტურული ერთეულებისა), სააგენტოს ვებგვერდიდან მოიპოვონ ინფორმაცია ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვეული მოქალაქეების შესახებ და მოახდინონ იდენტიფიცირება მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრებისა, რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეული საბიუჯეტო სახსრებით. დაუშვებელია ორმაგი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა ისეთ სადაზღვევო პირობებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან ამ დადგენილებებით. იმ შემთხვევაში, თუ პირი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი ან თავისი ოჯახის წევრის საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან ამ დადგენილებებით განსაზღვრულ დაზღვევაზე უარის თქმის შესახებ, მაშინ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს აღნიშნულ პირთა სია წერილობით არა უგვიანეს ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღისა, ხოლო სააგენტო ვალდებულია აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს დაზღვევის მოქმედება. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს.“;

გ) მე‑2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑9 და მე‑10 პუნქტები:

„9. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების და ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ა(ა)იპ) და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებს, რომლებშიც ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს/ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში აქვთ 50%-ზე მეტი წილი, სააგენტოს ვებგვერდიდან მოიპოვონ ინფორმაცია ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვეული მოქალაქეების შესახებ და მოახდინონ იდენტიფიცირება მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრებისა, რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეული საბიუჯეტო სახსრებით. დაუშვებელია ორმაგი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა ისეთ სადაზღვევო პირობებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან ამ დადგენილებებით. იმ შემთხვევაში, თუ პირი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი ან თავისი ოჯახის წევრის საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან ამ დადგენილებებით განსაზღვრულ დაზღვევაზე უარის თქმის შესახებ, მაშინ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს აღნიშნულ პირთა სია წერილობით არა უგვიანეს ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღისა, ხოლო სააგენტო ვალდებულია აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს დაზღვევის მოქმედება. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს.

10. იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთდროულად მიეკუთვნება ამ დადგენილებით განსაზღვრულ ერთზე მეტ კატეგორიას, მაშინ კატეგორიებისთვის მიკუთვნება მოხდება შემდეგი წესით: უპირატესობა ენიჭება შშმპ სტატუსს ან საპენსიო ასაკის პირის სტატუსს, ხოლო თუ პირი მიეკუთვნება ერთდროულად ამ ორ უკანასკნელ კატეგორიას, მაშინ უპირატესია საპენსიო ასაკის პირის სტატუსი.“;

დ) მე‑3 მუხლის პირველი პუნქტის:

დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფიული, ნებისმიერი ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები (რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია, მამოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია) – კომპიუტერული ტომოგრაფია ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს;“;

დ.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სტაციონარული მომსახურება:

გ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებთან და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია. ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს და ასევე გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა, ნეონატალური ასაკისა და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევებისა და ასევე 0‑5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის ინკურაბელურ პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისა, რომლებიც სრულად ანაზღაურდება;

გ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული (პერიოპერაციული) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები – სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი. ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს და ასევე გარდა ნეონატალური ასაკისა და 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვების კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციებისა და მათთან დაკავშირებული გამოკვლევებისა, რომლებიც სრულად ანაზღაურდება;

გ.გ) ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა, კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია, აგრეთვე ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები – სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი. ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს და ასევე გარდა 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისა, რომელთათვისაც სრულად ანაზღაურდება მომსახურების ხარჯები;

გ.დ) მშობიარობა (საკეისრო კვეთის ჩათვლით) – სადაზღვევო ლიმიტი 500 ლარი. ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;

დ) ამბულატორიული სამკურნალო საშუალებები:

დ.ა) 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის პირებისათვის ანაზღაურდება სამკურნალო საშუალებათა დამტკიცებული ნუსხით. მზღვეველის მიერ ანაზღაურდება პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის 50 ლარის ფარგლებში, 50%‑ის თანაგადახდით მოსარგებლის მხრიდან;

დ.ბ) საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის, მკვეთრად გამოხატული შშმპ და შშმ ბავშვებისათვის ანაზღაურდება სამკურნალო საშუალებათა დამტკიცებული ნუსხის მიხედვით. მზღვეველის მიერ ანაზღაურდება პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის 200 ლარის ფარგლებში, 50%‑ის თანაგადახდით მოსარგებლის მხრიდან.“;

ე) მე‑4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სადაზღვევო ურთიერთობის სუბიექტები

1. სადაზღვევო ურთიერთობის სუბიექტები არიან:

ა) დამზღვევი – ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა.ა) „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვები და შშმ ბავშვები) – ბავშვის მშობელი ან მეურვე/მზრუნველი, რომელიც აფორმებს სადაზღვევო ხელშეკრულებას მზღვეველთან;

ა.ბ) „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (საპენსიო ასაკის პირები, სტუდენტები და მკვეთრად გამოხატული შშმპ) – თვით მოსარგებლე, მშობელი ან მისი მეურვე/მზრუნველი;

ბ) დაზღვეული – ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლე;

გ) მზღვეველი – სადაზღვევო კომპანია/ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა სადაზღვევო საქმიანობას და ვაუჩერის პირობების შესაბამისად უზრუნველყოფს ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეების დაზღვევას.

2. ამ დადგენილების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საცხოვრებელი ადგილი – ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთა რეგისტრაციის მისამართი, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შემთხვევაში მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილი (დევნილის რეგისტრაციის ადგილი), დადგენილების მე‑2 მუხლის მე‑2 პუნქტით მიწოდებული მონაცემების შესაბამისად;

ბ) სასწავლებელი ადგილი – იმ ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ფაქტობრივი მისამართი, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით რეგისტრირებულია სტუდენტი;

გ) სამედიცინო მედიაციის სამსახური – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო მედიაციის სამსახური;

დ) ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი (შემდგომში – პოლისი) –მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც მოიცავს, როგორც მინიმუმ, ინფორმაციას მზღვეველის, დამზღვევის, დაზღვეულისა და დაზღვევის პირობების შესახებ. პოლისის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო სადაზღვევო ორგანიზაციასთან შეთანხმებით.“;

ვ) მე‑5 მუხლის მე‑8 და მე‑9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონში გამარჯვებული მზღვეველისათვის მოსარგებლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

9. მოსარგებლე უფლებამოსილია (მათ შორის, კერძო დაზღვევის მქონე პირების შემთხვევაში) უარი განაცხადოს დაზღვევაზე. უარის შემთხვევაში აუცილებელია სააგენტოში წერილობითი შეტყობინების წარდგენა, რომელიც ხელმოწერილია მოსარგებლის, მშობლის ან მეურვის/მზრუნველის მიერ.“;

ზ) მე‑6 მუხლის მე‑5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლის სტატუსის მოხსნის შემთხვევაში. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის შემთხვევაში სტატუსის მოხსნად ჩაითვლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა ორსულობას, მშობიარობასა და ბავშვის მოვლასთან (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების შესაბამისად) და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეწყვეტისა ან შეჩერებისა, მაგრამ არა უმეტეს 1 კალენდარული წლისა.“;

თ) მე‑7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. სადაზღვევო პერიოდი

1. ამ დადგენილებით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან უვადოდ.

2. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის პირები) სადაზღვევო პერიოდის მოქმედება იწყება:

ა) 2012 წლის 1 ივლისამდე სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული პირებისათვის – 2012 წლის 1 სექტემბრიდან;

ბ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ დაბადებული და სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული პირებისათვის – დაბადების თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა), მიუხედავად სადაზღვევო ბაზაში რეგისტრაციამდე ახალშობილის გარდაცვალებისა;

გ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული პირებისათვის (ეს არ შეეხება დაბადებისთანავე აღრიცხულებს) – აღრიცხვისთვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან.

3. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის პირები) სადაზღვევო პერიოდის მოქმედება სრულდება 6 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

4. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (საპენსიო ასაკის პირები) დაზღვევის მოქმედება იწყება:

ა) 2012 წლის 1 ივლისამდე სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული საპენსიო ასაკის პირებისათვის – 2012 წლის 1 სექტემბრიდან;

ბ) სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ – საპენსიო ასაკის მიღწევის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა);

გ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ აღრიცხულ იმ პენსიონერთათვის, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები – პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან.

5. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (სტუდენტები) დაზღვევის მოქმედება იწყება:

ა) 2012 წლის 1 ივლისამდე სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული სტუდენტებისათვის – 2012 წლის 1 სექტემბრიდან;

ბ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემთა ბაზაში 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ რეგისტრირებული სტუდენტებისათვის – რეგისტრაციის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა).

6. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (სტუდენტები) დაზღვევის მოქმედების ვადად განისაზღვრება სწავლის საფეხურების შესაბამისად:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხური და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა – 36 თვე;

ბ) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა – 48 თვე;

გ) დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა – 60 თვე;

დ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა – 24 თვე;

ე) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – 12 თვე.

7. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (სტუდენტები) სტატუსის მოხსნა ავტომატურად გამოიწვევს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან სადაზღვევო პერიოდის შეწყვეტას. სტატუსის აღდგენის შემთხვევაში სადაზღვევო პერიოდი კვლავ აღდგება, თუმცა ჯამურად დაზღვევის მოქმედების ვადა ვერ იქნება ამავე მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრულ პერიოდზე მეტი.

8. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (შშმ ბავშვები) დაზღვევის მოქმედება იწყება:

ა) 2012 წლის 1 ივლისამდე სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული შშმ ბავშვებისათვის – 2012 წლის 1 სექტემბრიდან;

ბ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული შშმ ბავშვებისათვის – რეგისტრაციის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა).

9. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (შშმ ბავშვები) სადაზღვევო პერიოდის მოქმედება სრულდება 18 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

10. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (მკვეთრად გამოხატული შშმპ) დაზღვევის მოქმედება იწყება:

ა) 2012 წლის 1 ივლისამდე სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული მკვეთრად გამოხატული შშმპ-ებისათვის – 2012 წლის 1 სექტემბრიდან;

ბ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული (მკვეთრად გამოხატული შშმპ-ებისათვის – რეგისტრაციის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა).

11. სადაზღვევო ხელშეკრულება ვადაზე ადრე წყდება დაზღვევის საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში.

12. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებს, რომელთათვის პოლისის გადაცემა ვერ მოხერხდა სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, რის გამოც გაუუქმდათ პოლისი, სააგენტოში განცხადებით მიმართვისა და სრულყოფილი მონაცემების წარდგენის (დადგენის) შემთხვევაში დაზღვევის პერიოდი და, შესაბამისად, სადაზღვევო პრემიის გადახდა დაეწყებათ მიმართვის თვის პირველი რიცხვიდან.

13. 2012 წლის 1 სექტემბრიდან და შემდგომ გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება ერთი წლით (გარდა ვაუჩერის პირობების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), იმავე მზღვეველთან ავტომატური განახლების პირობით, 2013 წლის 31 დეკემბრამდე (გარდა ვაუჩერის პირობების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტისა).“;

ი) მე‑8 მუხლის:

ი.ა) მე‑12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით განსაზღვრული წესით.“;

ი.ბ) მე‑16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     

„16. თვითმმართველ ქალაქებში სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ამბულატორიული სერვისების მიწოდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და/ან რაიონული პრინციპის დაცვით და მოსარგებლეთა რაოდენობის გათვალისწინებით: 2 000 მოზრდილზე – არანაკლებ ერთი ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნისა, ხოლო 700 ბავშვზე – არანაკლებ ერთი ოჯახის ექიმის ან უბნის პედიატრისა და ექთნისა.“;

კ) მე‑8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑17 პუნქტი:

„17. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (სტუდენტები) სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპი დაიცვას სასწავლებელი და საცხოვრებელი ადგილების შესაბამისად.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის (სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი):

ა) მე‑2 მუხლის მე‑5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მთლიან სადაზღვევო პორტფელში იგულისხმება 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით არსებულ დასაზღვევთა საერთო საპროგნოზო რაოდენობა (ვაუჩერის პირობების მე‑2 მუხლის მე‑3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეები), ხოლო საკონკურსოდ გამოტანილ სადაზღვევო პორტფელში – ქ. თბილისის შესაბამის სამედიცინო (სადაზღვევო რაიონში) 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით არსებულ დასაზღვევთა საპროგნოზო რაოდენობა.“;

ბ) მე‑3 მუხლის მე‑5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საწყისი საკონკურსო ერთეულის ფასი (წლიური სადაზღვევო პრემია) ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთა თითოეული კატეგორიისათვის არის 192 ლარი. კონკურსში მონაწილე თითოეულ პრეტენდენტს უფლება აქვს სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით. ამასთან, კლებადობის მინიმალური ბიჯი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ლარს.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართი (სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონები, 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით მოსარგებლეთა საპროგნოზო რაოდენობა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„დანართი №3

სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონები

2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით მოსარგებლეთა საპროგნოზო რაოდენობა

 

სამედიცინო რაიონი

საპენსიო ასაკის პირები

0-5 წლის (ჩათვლით) მოსახლეობა

სტუდენტები

შშმ ბავშვები

მკვეთრად გამოხატული შშმპ

 

თბილისი

112 920

58 627

35 138

1 225

3 858

1

გლდანი-ნაძალადევი

28 924

18 000

9 253

 349

1 144

2

ისანი-სამგორი,

ძველი თბილისი

34 389

20 255

10 282

 438

1 371

3

დიდუბე-ჩუღურეთი, ვაკე‑საბურთალო,

დიდგორი

49 607

20 372

15 603

 438

1 343

4

ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული, თერჯოლა

48 933

16 692

7 251

 453

1 410

 

ქუთაისი

24 880

9 100

5 339

 313

 931

 

წყალტუბო

11 110

3 791

 840

 59

 287

 

ტყიბული

5 371

1 361

 454

 20

 67

 

თერჯოლა

7 572

2 440

 618

 61

 125

5

მესტია, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ

33 706

13 510

2 565

 136

 541

 

მესტია

1 621

1 124

 110

 8

 10

 

ზუგდიდი

22 247

8 651

1 657

 77

 353

 

წალენჯიხა

5 546

2 077

 466

 23

 96

 

ჩხოროწყუ

4 292

1 658

 332

 28

 82

6

გორი, კასპი

26 533

12 033

3 310

 203

 543

 

გორი

18 246

9 171

2 746

 160

 430

 

კასპი

8 287

2 862

 564

 43

 113

7

ხარაგაული,

ზესტაფონი, ჭიათურა

25 522

8 801

2 337

 147

 375

 

ხარაგაული

5 233

1 550

 221

 33

 44

 

ზესტაფონი

11 415

4 220

1 281

 79

 185

 

ჭიათურა

8 874

3 031

 835

 35

 146

8

თელავი,

ახმეტა,

ყვარელი

21 194

8 814

2 327

 146

 439

 

თელავი

9 433

3 931

1 270

 60

 215

 

ახმეტა

6 188

2 822

 531

 56

 102

 

ყვარელი

5 573

2 061

 526

 30

 122

9

ყაზბეგი, მცხეთა, ახალგორი, დუშეთი, თიანეთი

15 483

6 180

1 279

 74

 195

 

ყაზბეგი

 605

 257

 103

 3

 2

 

მცხეთა

6 868

3 324

 622

 40

 103

 

ახალგორი

 0

 0

 35

 6

 5

 

გუდაური

 0

 0

 0

 0

 0

 

დუშეთი

5 656

1 934

 362

 18

 65

 

თიანეთი

2 354

 665

 157

 7

 20

10

ლანჩხუთი,

 ოზურგეთი, ჩოხატაური

22 172

7 627

1 659

 171

 423

 

ლანჩხუთი

6 013

2 125

 479

 50

 116

 

ოზურგეთი

12 141

4 236

 940

 86

 262

 

ჩოხატაური

4 018

1 266

 240

 35

 45

11

სენაკი, აბაშა, მარტვილი

18 697

6 664

1 241

 146

 347

 

სენაკი

7 606

2 646

 573

 60

 139

 

აბაშა

4 329

1 532

 258

 23

 62

 

მარტვილი

6 762

2 486

 410

 63

 146

12

შუახევი, ქედა, ხულო

6 948

6 871

 976

 122

 248

 

შუახევი

2 093

1 972

 297

 54

 84

 

ქედა

1 821

1 501

 309

 22

 86

 

ხულო

3 034

3 398

 370

 46

 78

13

საგარეჯო, გურჯაანი

18 463

6 849

1 523

 107

 231

 

საგარეჯო

7 261

3 517

 542

 43

 109

 

გურჯაანი

11 202

3 332

 981

 64

 122

14

ლაგოდეხი, წნორი, დედოფლისწყარო

19 744

7 447

1 464

 116

 289

 

ლაგოდეხი

6 810

3 640

 445

 76

 150

 

წნორი

7 689

2 051

 572

 21

 79

 

დედოფლისწყარო

5 245

1 756

 447

 19

 60

15

თეთრიწყარო, წალკა, მარნეული

19 073

12 946

 625

 190

 460

 

თეთრიწყარო

4 855

1 482

 216

 9

 33

 

წალკა

3 709

1 474

 101

 13

 52

 

მარნეული

10 509

9 990

 308

 168

 375

16

ხაშური, ქარელი

15 341

7 162

1 497

 112

 309

 

ხაშური

8 263

3 739

 940

 70

 222

 

ქარელი

7 078

3 423

 557

 42

 87

17

ბათუმი, ხელვაჩაური

19 488

13 363

4 512

 359

1 082

 

ბათუმი

10 800

6 971

3 783

 258

 804

 

ხელვაჩაური

8 688

6 392

 729

 101

 278

18

ქობულეთი, ჩაქვი

9 017

5 419

 992

 134

 404

 

ქობულეთი

9 017

5 419

 992

 134

 404

 

ჩაქვი

 0

 0

 0

 0

 0

19

გარდაბანი, რუსთავი

21 308

13 410

4 062

 228

 639

 

გარდაბანი

9 586

6 632

 710

 107

 234

 

რუსთავი

11 722

6 778

3 352

 121

 405

20

ბოლნისი, დმანისი

11 994

6 983

 628

 101

 185

 

ბოლნისი

8 096

4 635

 456

 75

 146

 

დმანისი

3 898

2 348

 172

 26

 39

21

სამტრედია, ხონი

14 434

4 594

1 195

 80

 236

 

სამტრედია

9 237

3 001

 858

 53

 163

 

ხონი

5 197

1 593

 337

 27

 73

22

ბაღდათი, ვანი

10 884

3 114

 822

 54

 191

 

ბაღდათი

4 957

1 499

 472

 31

 126

 

ვანი

5 927

1 615

 350

 23

 65

23

ახალციხე, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი

15 702

7 326

1 913

 112

 423

 

ახალციხე

7 132

2 954

 881

 40

 158

 

ასპინძა

1 740

 962

 230

 12

 44

 

ადიგენი

2 343

1 502

 282

 28

 59

 

ბორჯომი

4 487

1 908

 520

 32

 162

 

ბაკურიანი

 0

 0

 0

 0

 0

24

საჩხერე

7 020

2 854

 901

 100

 176

25

ფოთი, ხობი

10 784

4 887

1 112

 147

 308

 

ფოთი

5 500

2 578

 749

 68

 153

 

ხობი

5 284

2 309

 363

 79

 155

26

ცაგერი, ლენტეხი

4 271

1 292

 282

 16

 27

 

ცაგერი

3 162

 771

 180

 7

 16

 

ლენტეხი

1 109

 521

 102

 9

 11

27

ამბროლაური, ონი

5 665

 942

 273

 9

 39

 

ამბროლაური

3 776

 588

 189

 8

 30

 

ონი

1 889

 354

 84

 1

 9

28

ახალქალაქი, ნინოწმინდა

11 698

7 190

 265

 68

 232

 

ახალქალაქი

7 832

4 875

 167

 51

 164

 

ნინოწმინდა

3 866

2 315

 98

 17

 68

 

სულ:

546 994

251 597

80 149

4 756

13 610“.

    

5. დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართის (ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგების წესი):

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასაზღვევი პირების სიების ფორმირების წყაროს წარმოადგენს დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოები – სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.“;

ბ) მე‑11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პოლისების დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის დარიგება/გაცემა ხორციელდება სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე, გარდა ამ წესის მე-12 და მე-13 პუნქტებისა და ამავე დადგენილების ვაუჩერის პირობების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

გ) მე‑13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ წესის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ იმ პირებს, რომლებზეც არ განხორციელდა პოლისების დარიგება/გაცემა, უუქმდებათ დაზღვევაზე უფლება, რაც ეცნობება სადაზღვევო ორგანიზაციას. ასეთი პირების დაზღვევა განხორციელდება ვაუჩერის პირობების მე-7 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი              ნ. გილაური