დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩოხატაურის მუნციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016121 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/06/2012 - 24/07/2012)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №26
201 2 წლის 25 მაისი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 -ე მუხლის 1 -ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ჩოხატაურის მუნციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს №3 დადგენილებისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილების შესაბამისად საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა გადაადგილების წესი თანახმად დანართისა.
მუხლი 2.
დადგენილების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საკრებულოს აპარატმა.
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
დანართი №1
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტაციულ შენობაში მოქალაქეთა გადაადგილების წესი
მუხლი 1.
ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ჩოხატაურის მუნციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 აგვისტოს №3 დადგენილებისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილების შესაბამისად და ადგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (შემდგომში – შენობა) მოქალაქეთა გადაადგილების პიირობებს, სპეციალური რეესტრისა და საშვის ტიპურ ფორმებს.
მუხლი 2.
1. მოქალაქეთა გადაადგილება შენობაში განხორციელდეს მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე „მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის“ მიერ გაცემული საშვის (დანართი №1) მეშვეობით.
2. საშვის გაცემა განხორციელდეს მოქალაქის პირადობის მოწმობის, პასპორტის ან მოქალაქის ვინაობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ.
3. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებთან და საჯარო მოსამსახურეებთან სამუშაო კაბინეტებში მოქალაქეთა ვიზიტს ორგანიზაციულად უზრუნველყოფენ საკრებულოსა და გამგეობის შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც ვალდებულნი არიან აწარმოონ მოქალაქეთა აღრიცხვის რეესტრი (დანართი №2). რეესტრში შეიტანება მონაცემები ადრესატი თანამდებობის პირის, მოქალაქის ვინაობის, მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის, ვიზიტის მოტივის, ვიზიტის თარიღის, დროისა და საშვის ნომრის შესახებ.
4. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებთან (მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მათ მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე „მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში“ მოქალაქეთა ვიზიტი საშვის გარეშე წარმოებს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან – ყოველი კვირის ორშაბათს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელთან ყოველი კვირის ოთხშაბათს, 110:00 საათიდან 16:00 საათამდე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ დღეებში ვიზიტის მსურველ მოქალაქეთა ორგანიზაციულად მიღების მიზნით, მონაცემები წინასწარ შეიტანება რეესტრში, ვიზიტორთა რიგითობა განისაზღვრება რეესტრში დაფიქსირებული დროის მიხედვით.
მუხლი 3.
შენობაში მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში აკრძალულია.
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეებმა საკუთრი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
მუხლი 5.
შენობაში საშვის დაშვების უფლების მქონე პირთა წრე, აგრეთვე საშვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა ნუსხა განისაზღვრება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 6.
ამ წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი №2
საშვის ტიპური ფორმა
საშვი №––
––––––––––––წ.
თარიღი
შემოვიდა––სთ.––წთ.
მოქალაქე––––––––––––––––––
მიმღები––––––––––––––––––––
პასუხისმგებელი პირი:
წავიდა––სთ.–––––––––
მიმღების ხელმოწერა–––––––––––––
დანართი №3
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| საშვის №– | ადრესატი თანამდებობის პირი/მოსამსახურე | მოქალაქის სახელი, გვარი | მოქალაქის საცხოვრებელი ადგილი | ვიზიტის მოტივი | ვიზიტის თარიღი და დრო | შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები