„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 194
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 330110000.10.003.016867
  • Word
194
24/05/2012
ვებგვერდი, 30/05/2012
330110000.10.003.016867
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 1 94

2012 წლის 24 მაისი

. თბილისი

  საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 25.11.2010 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გამოყოფა – კონკრეტული სამსახურებისათვის ამ დებულებით დადგენილი ნუმერაციის რესურსის განსაზღვრა;“;

ბ) მე-2 პუნქტის „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირება – კომისიის მიერ ნუმერაციის გეგმით განსაზღვრული კონკრეტული რესურსების დაგეგმარება, რეზერვირება, მსურველი პირებისათვის ამ რესურსებით სარგებლობის უფლების პირველადი მინიჭება და სარგებლობის უფლების გაუქმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი რეესტრის წარმოება, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების თანმდევი ვალდებულებებისა და პირობების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი მოდიფიცირება, მათი გამოყენების პირობების დაცვის ზედამხედველობა და კონტროლი, მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ნუმერაციის რესურსების გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ პირებს შორის, ასევე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;“;

გ) მე-2 პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჰ2) ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის მინიჭებისას ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისას;“;

 დ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ23“ ქვეპუნქტი:

„ჰ23) მოკლეტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები – ციფრების კომბინაცია, რომელზეც ხდება მომხმარებლის მიერ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების გაგზავნა სხვადასხვა სახის მომსახურებების მიღების მიზნით.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის უფლების პირველადი მინიჭებისას ან მეორადი მიმოქცევისას, ავტორიზებული პირების შერწყმის ან შეძენისას, ერთი ან რამდენიმე ურთიერთდამოკიდებული ავტორიზებული პირის ხელში ნუმერაციის რესურსის კონცენტრაციისა და კონკურენციის შეზღუდვის მიზნით საბაზრო უპირატესობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება;“.

 3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის პირობები

 1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელმა პირმა უნდა:

ა) უზრუნველყოს კომისიის გადაწყვეტილებით პირველადი მინიჭების საფუძველზე განსაზღვრული ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის პირობების დაცვა, გამოყოფილი ნუმერაციის რესურსების შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა და მათი სარგებლობა საკუთარი აბონენტებისათვის (მეორადი მინიჭება);

ბ) საკუთარი აბონენტისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოს საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების და საკუთარი კომპანიის საინფორმაციო-საცნობარო და დაზიანებების აღმოფხვრის სამსახურების სატელეფონო ნომრები;

გ) უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით სარგებლობისას მომხმარებლის უფლებების დაცვა და მომხმარებლის არადისკრიმინაციული არჩევანის შესაბამისად არჩეული მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის მომსახურების მიღება, ყოველ გამოძახებაზე მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის მოკლე კოდის გამოყენებით ან წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის წინასწარი არჩევით;

დ) ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად გაააქტიუროს და საკუთარი აბონენტებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს: ურთიერთჩართული ოპერატორების სააბონენტო ნომრები ან ოპერატორების არჩევის, აგრეთვე მომსახურების სახეებთან დაშვების მოკლე ნომრები (კოდები); უფასო, განაწილებული ხარჯებით დამატებული ღირებულებისა და მომსახურების სხვადასხვა ფართო სახეობების მიმწოდებელი პირების ან მათი ტერმინალური მოწყობილობების საიდენტიფიკაციო (სააბონენტო) ნომრები;

ე) მისთვის პირველადი მინიჭების საფუძველზე გამოყოფილი ნუმერაციის რესურსი აითვისოს პირველადი მინიჭებით განსაზღვრული პირობებით და ვადაში;

ვ)„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთარი ხარჯებით განახორციელოს ამ დებულებით განსაზღვრული ნუმერაციის სისტემაზე გადასვლის სამუშაოები.

 2. მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს სიმბარათის გარეშე მობილური სატელეფონო აპარატიდან თავის ქსელში შესულ საგანგებო (ექსტრემალურ) ნომრებზე ზარის განხორციელება.“.

4. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დამისამართების პრეფიქსებს;

 ვ) მოკლეტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებს.“.

5. მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) კომისია ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით.“.

6. მე-10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ე“ ქვეპუნქტი:

„დ.ე) VOIP – ინტერნეტპროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის;“.

7. მე-11 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტები:

„ბ.ე) არასატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად;

 ბ.ვ) სატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად.“.

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 1XX (XXX) ფორმატის ნუმერაციის ზონაში მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდის კონკრეტული პირველადი მინიჭება ხორციელდება „კოდის ერთი კომბინაცია ერთი ოპერატორისათვის ან ერთგვაროვანი მომსახურების სახისათვის“ პრინციპის შესაბამისად. მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორისათვის არჩევის კოდით სარგებლობის უფლების, ასევე ერთგვაროვანი მომსახურების სახეების მოკლე ნომრების (გარდა ამ დებულებით გამოყოფილი ნომრებისა) პირველადი მინიჭება ხორციელდება კომისიის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ დებულებით გამოყოფილი კონკრეტული სამსახურების მოკლე ნომრებით სარგებლობა ხორციელდება უვადოდ;“;

გ) „ვ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.დ) 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრები (კოდები) გამოიყენება ამ ნუმერაციის რესურსის მფლობელ სამსახურებთან მხოლოდ შემავალი კავშირის დასამყარებლად, გარდა საგანგებო (ექსტრემალური) და კომუნალური მეურნეობის საავარიო სამსახურებისა, რომლებსაც უფლება აქვთ წარმოქმნილი აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელონ სამსახურის გამომძახებელი აბონენტის სატელეფონო ნომერზე უკუკავშირი ან/და გამავალი კავშირი საგანგებო (ექსტრემალურ) სამსახურებთან;“;

დ) „ვ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ე“ ქვეპუნქტი:

„ვ.ე) ფიქსირებული და მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტების მიერ საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების ნომრების აკრეფა ხორციელდება ყოველგვარი პრეფიქსის გარეშე.“;

ე) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორები, რომლებიც სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებენ აბონენტების მომსახურებას, ვალდებული არიან:

თ.ა) უფასოდ უზრუნველყონ ზარის წამოწყება, დასრულება ან ტრანზიტი შემდეგ შემთხვევაში:

თ.ა.ა) აბონენტის მიერ საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ტელეფონების 1XX ფორმატის მოკლე ნომრებზე განხორციელებულ ზარებზე;

თ.ა.ბ) საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების ტელეფონების 1XX ფორმატის მოკლე ნომრებიდან, ამ სამსახურების გამომძახებელი აბონენტის მიმართულებით უკან განხორციელებულ ზარებზე;

თ.ა.გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ მითითებულ, შესაბამისი საგანგებო (ექსტრემალური) მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების კონკრეტულ სააბონენტო ნომრებზე განხორციელებულ ზარებზე;

თ.ბ) უფასოდ გაააქტიურონ საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების 1XX ფორმატის მოკლე ნომრები, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების არჩევის კოდები, მათი საინფორმაციო-საცნობარო და საავარიო სამსახურების 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრები;

თ.გ) უფასოდ გაააქტიურონ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ცხელი ხაზების, კომუნალური მეურნეობის საავარიო სამსახურების, რკინიგზის, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურების 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრები იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული მოკლე ნომრები გადამისამართებულია ამ ორგანოებში არსებულ სატელეფონო ნომრებზე.“.

8. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი – (ISPC) შედგება 14 ბინარული თანრიგისაგან და მისი სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია „ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის“ „ITU“-ის მიერ დამტკიცებული „საერთაშორისო სიგნალიზაციის წერტილების კოდების მინიჭების თაობაზე“ Q.708 რეკომენდაციის შესაბამისად, შემდეგნაირად:

 

საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი (ISPC)

14

13

12

11

10

9

8

7

6

5

4

3

2

1

N

M

L

K

J

I

H

G

F

E

D

C

B

A

სასიგნალო ქსელების ზონის საერთაშორისო კოდი (SANC)

სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორი

ერთი ციფრი „0“-დან „7“-მდე

სამი ციფრი „0“-დან „255“-მდე

ერთი ციფრი

„0“-დან „7“-მდე

 

სადაც: საქართველოს საერთაშორისო სასიგნალო ქსელების ზონალური კოდები (SANC) გამოყოფილია „ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის“ „ITU“-ის მიერ;“.

9. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი (NSPC) შედგება 14 ბინარული თანრიგისაგან და მისი სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია „ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის“ „ITU“-ის მიერ დამტკიცებული „საერთაშორისო სიგნალიზაციის წერტილების კოდების მინიჭების თაობაზე“ Q.708 რეკომენდაციის შესაბამისად, შემდეგნაირად:

 

ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი (NSPC)

14

13

12

11

10

9

8

7

6

5

4

3

2

1

N

M

L

K

J

I

H

G

F

E

D

C

B

A

სასიგნალო ქსელების ზონის კოდი (SANC)

სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორი

A{1} , B{2} , B{3} თანრიგები „0“-დან

 „255“-მდე

„0“-დან „63“-მდე

 

სადაც: სასიგნალო ქსელების ზონალური კოდი (SANC) გამოიყოფა კომისიის მიერ;“.

10. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

     „მუხლი 121. საკომუნიკაციო ქსელების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დამისამართების პრეფიქსები

1. საკომუნიკაციო ქსელების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დამისამართების პრეფიქსები გამოიყენება ფიქსირებულ და მობილურ ქსელებში.

2. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დამისამართების პრეფიქსები მობილურ ქსელებში 3‑ციფრიანია, ხოლო ფიქსირებულ ქსელებში განისაზღვრება 4 ციფრით.

3. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დამისამართების პრეფიქსების მინიჭება ხდება სატელეკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებზე კომისიის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

11. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. კომისია დარგობრივი საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით უზრუნველყოფს მოკლეტექსტური/ მულტიმედიური შეტყობინებების ნომრების გაცემისა და გამოყენების წესის შემოღებას;“.

12. №2 დანართი – „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონების კოდები, აბონენტის ნომრის სიგრძე და ნუმერაციის რესურსი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

13. №3 დანართ 1 XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრები (კოდები) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

14. №4 დანართი – „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითად ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა გეგმა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       . გილაური

 

 

 „დანართი №2

 

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონების კოდები, აბონენტის ნომრის სიგრძე და ნუმერაციის რესურსი

არაგეოგრაფიული ზონის კოდები (NDC)

კოდების რაოდენობა

აბონენტის ნომრის სიგრძე (SN)

ნუმერაციის რესურსის დანიშნულება

1

200-299

100

XX XXXX

რეზერვი

2

500-599

100

XX XXXX

ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის

3

600-699

100

XX XXXX

რეზერვი

4

700

1

XX XXXX

პერსონალური ნომრებით მომსახურებისათვის

5

701-705

5

XX XXXX

მომსახურების სხვადასხვა სახეობებისათვის

6

706-707

2

XX XXXX

VOIP – ინტერნეტპროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისათვის

7

708-729

22

XX XXXX

მომსახურების სხვადასხვა სახეობებისათვის

8

730-739

10

-

ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობისთვის

9

740X -759X

20

-

ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობისათვის

10

760-779

20

XX XXXX

მომსახურების სხვადასხვა სახეობებისათვის

11

780-799

20

XX XXXX

უსადენო შეღწევის სისტემის ქსელებით, მათ შორის, ფიური პრინციპით მომუშავე ქსელებში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელებში აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის

12

800

1

XX XXXX

ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის

801

1

XX XXXX

ინტელექტუალური ქსელებით განაწილებული ხარჯებით მომსახურებისათვის

802-899

98

XX XXXX

ინტელექტუალური ქსელებით მომსახურებისათვის

13

900-909

10

XX XXXX

დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის

910-999

90

XX XXXX

მომსახურების სხვადასხვა სახეობებისათვის

 

 

 


დანართი №3

1 XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრები (კოდები)

 

1 XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) პირველი და მეორე ციფრები

1 XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) მესამე ციფრი

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

1

საოპერატორო კომპანიების არჩევის პრეფიქსული კოდი

სახანძრო-

სამაშველო სამსახური

შსს რეზერვი

საავტომობილო ტრანპორტის მოძრავი ტექ. დახმარება

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

მოკლე ნომრები არაავტო რიზებადი საქმიანობი სათვის

მოკლე ნომრები ავტორი ზებადი საქმიანო ბისათვის

რეზერვი

რეზერვი

2

გადაუდებელი დახმარების ევრონომერი

საპატრულო პოლიცია

ტაქსის გამოძახება

აჭარის და აფხაზეთის (დროებით ქ.თბილისში)

 ა.რ. უმაღლესი საბჭოები

საქართველოს მთავრობის რეზერვი

3

სასწრაფო სამედიცინო დახმარება

შსს რეზერვი

ტრანსპორტის (აეროპორტები, ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები, საზღვაო პორტები, ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის) მოძრაობის საინფორმაციო-საცნობარო სამსახურები

აჭარის და აფხაზეთის (დროებით ქ.თბილისში)

ა.რ. მთავრობა

გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო

4

გაზის საავარიო სამსახური

შსს რეზერვი

რეზერვი

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანი საინფორმაციო სამსახური (რეზერვი)

საქართველოს მთავრობის რეზერვი

5

კომუნალური მეურნეობის (ელექტრო მომარაგება, წყალმომარაგება, სანიაღვრე მეურნეობა) საავარიო სამსახურები

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცი

რეზერვი

აჭარის და აფხაზეთის (დროებით ქ.თბილისში)

 ა.რ. სამინისტროები

ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური და შემოსავლების სამსახური

6

საზოგადოებრივი მომსახურება (ევრონომერი)

შსს რეზერვი

რეზერვი

სახელმწიფო რწმუნებულებისგუბერნატორების ადმინისტრაციები

საქართველოს მთავრობის რეზერვი

7

საქართველოს მთავრობის რეზერვი

შსს რეზერვი

რეზერვი

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლები

8

გაერთიანებული საინფორმაციო-საცნობარო (ევრონომერი)

შსს რეზერვი

რეზერვი

საქართველოს მთავრობის რეზერვი

საფოსტო კავშირის ოპერატო რების საინფორ მაციო სამსახური

9

ელექტრონული კომუნიკაციების საოპერატორო კომპანიების სამსახურების რეზერვი

შსს რეზერვი

რეზერვი

საქართველოს მთავრობის რეზერვი

რეზერვი

0

ელექტრონული კომუნიკაციების საოპერატორო კომპანიების საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურები

შსს რეზერვი

ადგილობრივი თვითმმართველო ბის ორგანოების ცხელი ხაზები

საქართველოს სამინისტროები

საქართველოს სამინისტროები

 

 


2. ნუმერაციის ახალი სისტემა ითვალისწინებს საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების შემდეგ უნიფიცირებულ ერთიან სამნიშნა სპეციალურ მოკლე ნომრებს: სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი 111, საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სამნიშნა ევრონომერი 112, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთიანი სამნიშნა ნომერი 113, გაზის საავარიო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი 114, საპატრულო პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 122, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 125 და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთიანი სამნიშნა ნომერი 153.

3. სახანძრო -სამაშველო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 111, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთიანი სამნიშნა ნომერი – 113 და საპატრულო პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 122 მოქმედებენ საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების ერთიანი სამნიშნა ევრონომერი – 112‑ის სრულად ამოქმედებამდე, ხოლო 112 -ის სრულად ამოქმედების შემდეგ, მოკლე ნომრები – 111 და 122 შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეზერვში, ხოლო მოკლე ნომერი – 113 შეიტანება საქართველოს მთავრობის რეზერვში.

4. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტომატური სატელეფონო კავშირების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიების არჩევის კოდი 10 XX, სადაც XX საოპერატორო კომპანიების განმსაზღვრელია.

 5. ელექტრონული კომუნიკაციების და საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიების სპეციალური სამსახურების ნუმერაცია:

 

სამსახურების დასახელება

მოკლე ნომრები

საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო სამსახური

110 XXX

საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახური

188 XX

 

სადაც XX და XXXსაოპერატორო კომპანიების განმსაზღვრელია.

 

6. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ცხელი ხაზების ნუმერაცია:

 

ორგანო ების დასახელება

მოკლე ნომრები

საქართველოს პარლამენტი

141

საქართველოს მთავრობ

151

საქართველოს სამინისტროები

1400-1409, 1500-1509

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანი საინფორმაციო სამსახური

144

აჭარის და აფხაზეთის (დროებით ქ.თბილისში) ა.რ. უმაღლესი საბჭოები

142

აჭარის და აფხაზეთის (დროებით ქ.თბილისში) ა.რ. მთავრობები

143

აჭარის და აფხაზეთის (დროებით ქ.თბილისში) ა.რ. სამინისტროები

1450-1459

სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციები

146

იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

1471

იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

1472

იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლები

1474

ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური

1551

ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახური

1555;

 (1552-1554, 1556-1559 საბაჟოს სერვის ცენტრები)

საქართველოს მთავრობის რეზერვი

148, 149, 152, 154, 156-159

7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ცხელი ხაზების ნუმერაცია:

 

ორგანოების დასახელება

მოკლე ნომრები

ქ. თბილისის და თვითმმართველი ქალაქების მერიები

1300

ქ. თბილისის და თვითმმართველი ქალაქების საკრებულოები

1301

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობა

1302

ქ. თბილისის ვაკე- საბურთალოს რაიონის გამგეობა

1303

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა

1304

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა

1305

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა

1306

ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობა

1307

მუნიციპალიტეტების გამგეობების ცხელი ხაზი

1308

მუნიციპალიტეტების საკრებულოების ცხელი ხაზი

1309

 

8. კომუნალური მეურნეობის საავარიო სამსახურების ნუმერაცია:

 

სამსახურების დასახელება

მოკლე ნომრები

ელექტრომომარაგება

1151

წყალმომარაგება

1152

სანიაღვრე მეურნეობა

1153

რეზერვი

1154-1159

 

9. ტრანსპორტის მოძრაობის საინფორმაციო-საცნობარო და ტრანსპორტით მომსახურების განმახორციელებელი სამსახურების ნუმერაცია:

 

სამსახურების დასახელება

მოკლე ნომრები

რკინიგზის სადგურები

1331

საზღვაო პორტები

1332

აეროპორტები

1333

საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურები

1334 X

მუნიციპალური ტრანსპორტი

1335

საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი ტექნიკური დახმარება

131 XX

ტაქსის გამოძახება

132 XX

რეზერვი

1336-1339

 

10. საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურების ნუმერაცია116 XXX (ევრონომერი).

11. გაერთიანებული საინფორმაციო საცნობარო სამსახური – 118 XX (ევრონომერი).

12. არაგეოგრაფიული მოკლე ნომრები არაავტორიზებადი საქმიანობის განსახორციელებლად – 16 XXX.

13. არაგეოგრაფიული მოკლე ნომრები ავტორიზებადი საქმიანობის განსახორციელებლად – 17 XXX.

14. მოკლეტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები – 9 XXXX.

15. №3 დანართში კონკრეტული ნომრები გამოყოფილია კონკრეტული სამსახურებისათვის, ხოლო ნუმერაციის რესურსი, რომელიც გრძელდება X-ით, გაიცემა კომისიის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 დანართი №4

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითად ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიება თა გეგმა

 

ღონისძიებათა დასახელება

პასუხისმგებელი შემსრულებლები

ღონისძიებათა შესრულების ვადა

 

შენიშვნა

1

2

3

4

5

1

ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვის სამუშაოების კოორდინაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სხვა დაინტერესებული სამინისტროების, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების უფლებამოსილი წარმომადგენლების და დარგის წამყვანი ექსპერტებისაგან კომისიის შექმნა

სამინისტრო, კომისია

2010 წლის

ნოემბერი დეკემბერი

 

2

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის შესახებ დებულების განხორციელების უზრუნველმყოფი ნორმატიული აქტების მიღება, ლიცენზიებსა და კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში შესაბამისი ცვლილებების (მოდიფიცირება) შეტანა

კომისია

2010 წლის

ნოემბერი

2011 წლის თებერვალი

 

3

გეოგრაფიული ნუმერაციის ზონის კოდების შეცვლა:

კომისია, კომპანიები

ა) კომისიის მიერ ახალი კოდების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება;

კომისია

 

ბ) სამუშაოების განხორციელებამდე სამი თვით ადრე, დადგენილი ფორმით საზღვარგარეთის აღიარებული ოპერატორების ინფორმირება;

კომპანიები, კომისია

 

გ) გეოგრაფიული ნუმერაციის კოდების შეცვლის სამუშაოების განხორციელება;

კომპანიები, კომისია

2011 წლის აპრილი

გარდამავალ ეტაპზე, საკონტროლო თარიღამდე უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ძველი და ახალი კოდების მოქმედება

 

 

დ) კოდების შეცვლის სამუშაოების დაწყებამდე სამი თვით ადრე და სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში კოდების ცვლილებების შესახებ მომხმარებელთა სისტემატური ინფორმირება მასმედიის (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ინტერნეტი და სხვ.) საშუალებით

კომპანიები

 

 

 

 

4

 

არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონის კოდების შეცვლა:

ა) სამუშაოების განხორციელებამდე სამი თვით ადრე, დადგენილი ფორმით საზღვარგარეთის აღიარებული ოპერატორების ინფორმირება;

კომპანიები, კომისია

 

კომპანიები, კომისია

ბ) არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონის კოდების შეცვლის სამუშაოების განხორციელება და სისტემის ტესტირება;

კომპანიები, კომისია

 

გ) კოდების შეცვლის სამუშაოების დაწყებამდე სამი თვით ადრე და სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში კოდების ცვლილებების შესახებ მომხმარებელთა სისტემატური ინფორმირება მასმედიის (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ინტერნეტი და სხვ.) საშუალებით

კომპანიები

2011 წლის აპრილი -ივნისი

 

 

 

 

 

ივნისის მეორე ნახევარი

 

 

5

ფიქსირებული ქსელების ადგილობრივი სატელეფონო სადგურების შვიდნიშნა (ქ. თბილისი) და ექვსნიშნა ნუმერაციაზე გადაყვანა. ქ. რუსთავში ციფრი „1“-ით დაწყებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრების შეცვლა:

ა) სამუშაოების განხორციელებამდე სამი თვით ადრე, დადგენილი ფორმით საზღვარგარეთის აღიარებული ოპერატორების ინფორმირება;

კომპანიები, კომისია

 

 

 

 

კომპანიები, კომისია

 

ბ) ახალ ნუმერაციაზე გადასვლის სამუშაოების განხორციელება და სისტემის ტესტირება;

კომპანიები, კომისია

გ) სამუშაოების დაწყებამდე სამი თვით ადრე და სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სააბონენტო ნომრების ცვლილებების შესახებ მომხმარებელთა სისტემატური ინფორმირება მასმედიის (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ინტერნეტი და სხვ.) საშუალებით

კომპანიები

2011 წლის აპრილი -ივნისი

 

 

 

 

 

 

 

 

 

ივნისის პირველი ნახევარი

 

 

1

2

3

4

5

 

6

ნუმერაციის 0X(X) ფორმატის ახალ IXX(XXX) ფორმატზე გადაყვანა. ფიქსირებულ და მობილურ ქსელებში 1XX(XXX) ფორმატის ნომრების შემოღება:

კომპანიები, კომისია

ა) სამუშაოების განხორციელება და ტესტირება;

კომპანიები, კომისია

ბ) სამუშაოების დაწყებამდე სამი თვით ადრე და სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სააბონენტო ნომრების ცვლილებების შესახებ მომხმარებელთა სისტემატური ინფორმირება მასმედიის (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ინტერნეტი და სხვ.) საშუალებით

კომპანიები

2011 წლის ოქტომბერი

გარდამავალ ეტაპზე, საკონტროლო თარიღამდე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ძველი და ახალი ნომრების მოქმედება

 

7

ოპერატორის არჩევის კოდების 10XX და ეროვნული პრეფიქსის – „0“-ის და საერთაშორისო პრეფიქსის –„00“-ის ამოქმედება

კომპანიები, კომისია

 

2011 წლის ნოემბერი

 

 

8

ნუმერაციის ეროვნული სისტემის საერთო ტესტირება და ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის სამუშაოების დასრულება

კომპანიები, კომისია

2011 წლის დეკემბერი

 

 

9

საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სამნიშნა ევრონომერი – 112‑ის ფუნქციონირების ორგანიზება

სამინისტრო,

კომუნიკაციების ეროვნული კომისია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ – 112,

საოპერატორო კომპანიები

2012 წლის ივნისი

გარდამავალ ეტაპზე ერთიანი საგანგებო ნომრის –112‑ის ამოქმედებიდან ორი თვის განმავლობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ახალი საგანგებო ნომრის – 112 -ის და ძველი საგანგებო ნომრების (111, 113, 122) თანამოქმედება.“.

 

ა) ერთიან საგანგებო ნომერზე – 112‑ზე ეტაპობრივი გადასვლა;

ბ) ერთიანი საგანგებო ნომრის –

112 ‑ის სისტემის ტესტირება;

გ) ერთიანი საგანგებო ნომრის – 112‑ის ამოქმედების სამუშაოების დასრულება;

 

დ) სამუშაოთა დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ერთიანი საგანგებო ნომრის – 112‑ის ამოქმედების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება მასმედიის (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი) საშუალებებით

 

სსიპ – 112