დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6211-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.016749 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო მოთხოვნისა და საგადასახადო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის, აგრეთვე გადასახადის თანხის დამატებით დარიცხვისა და საგადასახადო სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა აითვლება შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის/საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. თუ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუ დგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, გადასახადის თანხის დამატებით დარიცხვისა და საგადასახადო სანქციის დაკისრების, აგრეთვე საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა გრძელდება ერთი წლით.“.
2. მე-18 მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. 2007 წლის 1 სექტემბრიდან „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის მიწოდებისას საგადასახადო მიზნებისათვის საბაზრო ფასად მიჩნეულ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ (მათ შორის, გაფორმებული შეთანხმებით) განსაზღვრული ფასი.“.
3. 241 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სპეციალური სავაჭრო კომპანია არის საწარმო, რომელსაც მოგების გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.“;
ბ) მე-4 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბაჟო საწყობიდან განახორციელოს უცხოური საქონლის რეექსპორტი;
ბ) საბაჟო საწყობში განახორციელოს უცხოური საქონლის მიწოდება როგორც სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე, ისე ამ სტატუსის არმქონე საწარმოებისთვის;
გ) საბაჟო საწყობში შემდგომი რეექსპორტის ან/და მიწოდების მიზნით არანაკლებ საბაჟო ღირებულებით შეისყიდოს უცხოური საქონელი სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე საწარმოსაგან;“.
4. 25-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.“.
5. 39 -ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი :
„ნ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას – „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია.“.
6. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 50. პირადი საგადასახადო მრჩეველი
1. ამ კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით.
2. პირადი საგადასახადო მრჩეველი არის საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უწევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას. პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურება არ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრას.
3. გადასახადის გადამხდელსა და პირად საგადასახადო მრჩეველს შორის ურთიერთობა, პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით სარგებლობის წესი და პირობები, მომსახურების ფარგლები და სახეები განისაზღვრება გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.
4. პირადი საგადასახადო მრჩევლის მიერ გადასახადის გადამხდელისათვის გასაწევი მომსახურების სახეების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
7. 54 -ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი :
„ 11 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბანკო დაწესებულების ვალდებულება არ ზღუდავს პირის უფლებას, საინკასო დავალების სრულად შესრულებამდე ან ნაწილობრივ შესრულების შემდეგ განკარგოს საინკასო დავალების გაუნაღდებელი თანხის ზემოთ არსებული ფულადი სახსრები.“.
8. 61-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.“.
9. 69-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილებ ი:
„4. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების ან დოკუმენტური/ბუღალტრული რევიზიის დანიშვნიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ საგადასახადო ორგანოს შეტყობინება ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ძალადაკარგულად ჩაითვლება. “.
10. 71-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და საწარმოს/ორგანიზაციას გაუხსნას საბანკო ანგარიში გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი მონაცემების საფუძველზე, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; “;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შემოსავლების სამსახურს მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვადისა და პირობების დაცვით აცნობოს მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ანგარიშების გახსნის ან/და დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ პირების საიდენტიფიკაციო ნომრების მითითებით გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა გაავრცელოს მათ საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლებში, რაც არ ზღუდავს საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლების ზემოთ არსებული ფულადი სახსრების განკარგვის უფლებას, ხოლო საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლებში ფულადი სახსრების სრული მოცულობით არარსებობის შემთხვევაში გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს მათ ყველა საბანკო ანგარიშზე;“.
1 1. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) პრივატიზების წესით (მათ შორის, უსასყიდლოდ), ასევე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან ეკომიგრანტების მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში ბინების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი;“;
ბ ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ფიზიკური პირის (I რიგის მემკვიდრის) მიერ ჯამურად მის და მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;“.
1 2. 954 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. პირს უფლება აქვს, გადავიდეს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე საანგარიშო წლის ნებისმიერ თვეს. ამასთანავე, პირი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონედ და, შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად ითვლება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“.
13 . მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების შემცირებით, აგრეთვე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით მიღებული სარგებელი.“.
14. 105-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს:
ა) მისთვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდების შედეგად წარმოშობილი სარგებელი, ამ კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ საანგარიშო წელს, როდესაც ეს საქონელი ან მომსახურება გამოყენებული იქნება ეკონომიკურ საქმიანობაში;
ბ) რეკლამის მიზნით, უსასყიდლოდ გავრცელებულ, დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლების მქონე საქონელზე დარიცხული დღგ-ის თანხა, თუ ამ ოპერაციაზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.“.
15 . 113-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. თუ არამატერიალური აქტივებ ის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსთვის 1000 ლარზე ნაკლებია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა გამოი ქვითებ ა.“.
16. 122-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 122. ზარალის გადატანის ვადის გაგრძელება
1. პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადით. აღნიშნულის თაობაზე პირმა ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადის გასვლამდე განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაა 11 წელი და იგი აითვლება იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის ზარალის გადატანასაც ითხოვს პირი წარდგენილ განცხადებაში. ამასთანავე , ხანდაზმულობის 11- წლიანი ვადა მოიცავს ზარალის გადატანის მთლიან, 10- წლიან საანგარიშო პერიოდს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულების გამოყენებისას პირს ზარალის დაფარვის შემთხვევაში უფლება აქვს, არჩეული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადა კვლავ შეცვალოს ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადით, რისთვისაც მან ზარალის დაფარვიდან ნებისმიერ შემდგომ საგადასახადო წელს საგადასახადო ორგანოს უნდა აცნობოს ისევ 5-წლიან ვადაზე გადასვლის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დებულებების გამოყენებისას ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის ზარალის გადატანის ვადის გაგრძელებაც მოი თხოვა პირმა , ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებამდე პერიოდის ვადით, რომელიც არ შეიძლება იყოს 6 წელზე ნაკლები და 11 წელზე მეტი.“.
17 . 123-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ, თუ საგადასახადო ორგანო არ დაამტკიცებს, რომ მისი ვალი ხუთჯერ აღემატება მის საკუთრებაში არსებული აქტივების საბაზრო ღირებულებას.“.
18 . 134-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1 “ ქვეპუნქტი:
„დ1 ) ფიზიკური პირისთვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა − ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით;“.
19 . 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა;“.
20 . 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) პირი, რომელიც უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა, თუ ქონების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს აღემატება;“.
21 . 161-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არა უგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე , საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვებ ის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.“.
22. 162-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საბაჟო საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში, თუ:
ა) საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისაგან გათავისუფლებული, იმპორტიორი იმპორტისას გადასახდელ დღგ-ის თანხას გადაიხდის იმპორტის თანხიდან გამომდინარე, ხოლო იმპორტიორის მიერ საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხა დღგ-ით დაი ბეგრებ ა უკუდაბეგვრის წესით;
ბ) საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით ი ბეგრებ ა, იმპორტიორის მიერ საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულება დღგ-ით ი ბეგრებ ა უკუდაბეგვრის წესით;
გ) საქონლის იმპორტი დღგ-ით ი ბეგრებ ა, ხოლო საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, იმპორტიორი იმპორტისას გადასახდელ დღგ-ის თანხას გადაიხდის იმპორტის თანხიდან გამომდინარე.“.
23 . 168-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1 “ ქვეპუნქტი:
„ფ1 ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება;“;
ბ) მე-4 ნაწილის:
ბ.ა) „გ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ2) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;“;
ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) მიერ საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის , თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ. დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს (გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე;“;
ბ.გ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ს) საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება, გარდა ამ კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 ნაწილი თ გათვალისწინებული შემთხვევისა;“.
24 . 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
25 . 174-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც ამ კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის ქვემოთ მოცემულ, შესაბამის ვადაში წარმოდგენილ ერთ-ერთ დეკლარაციაში მაინც:
დ.ა) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, ი მავე ვადა ში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით);
დ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის მე-4 კვარტალის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, ი მავე ვადა ში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით);
ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის ქვემოთ მოცემულ, შესაბამის ვადაში წარმოდგენილ ერთ-ერთ დეკლარაციაში მაინც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, ი მავე ვადა ში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით);
ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, ი მავე ვადა ში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით); “;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31 . ამ მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, აგრეთვე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონული ფორმით გამოწერის შემთხვევებზე.“;
გ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 ნაწილი:
„101 . ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მხარეების მიერ წერილობითი შეტყობინებისა და საგადასახადო ანგარიშგების განხორციელების შემდეგ, საგადასახადო შემოწმებით დადგინდება, რომ განხორციელებული ოპერაცია არ არის საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება, მყიდველი უფლებამოსილია მიიღოს კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე, ხოლო მიმწოდებელს ამ ოპერაციის მიხედვით ამ კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება.“.
26. 17 5-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.“.
27. 176-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საბაჟო საწყობში ამ კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში ექცევა.“;
ბ) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის − პირი, რომელიც საქონელს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში აქცევს.“;
გ) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
გ.ა) თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისაგან გათავისუფლებული − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე;
გ.ბ) თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებაზე.“.
28 . 188-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ ნაწილში აღნიშნული აქციზური საქონელი იბეგრება აქციზის შემდეგი განაკვეთებით:
№ | კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად | საქონლის დასახელება | ზომის ერთეული | აქციზის განაკვეთი (ლარი) |
1 | ლუდი | |||
2203 00 | ალაოს ლუდი | 1 ლ | 0.4 | |
2 | ეთილის სპირტი და ალკოჰოლური სასმელები | |||
2206 00 | სხვა დადუღებული სასმელები (მაგალითად, სიდრი, პერი (მსხლის სიდრი), თაფლის სასმელი); ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი | 1 ლ | 2.5 | |
2207 | ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი; ეთილის სპირტი და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაციით | 1 ლ | 2.6 | |
2208 20 | – სპირტის ნაყენები, მიღებული ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით (გამოხდით) | 1 ლ | 4.6 | |
2208 30 | – ვისკი | 1 ლ | 5 | |
2208 40 | – რომი და ტაფია | 1 ლ | 5 | |
2208 50 | – ჯინი და ღვიის ნაყენი | 1 ლ | 5 | |
2208 60 | – არაყი | 1 ლ | 3 | |
2208 70 | – ლიქიორები | 1 ლ | 4.6 | |
2208 90 110 00 | – – – არაკი (arrack) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები | 1 ლ | 2.5 | |
2208 90 190 00 | – – – არაკი (arrack) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ-ზე მეტი | 1 ლ | 2.5 | |
2208 90 330 00 | – – – ქლიავის, მსხლის ან ალუბლის სპირტიანი ნაყენები
(ლიქიორების გარდა) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები | 1 ლ | 3 | |
2208 90 380 00 | – – – ქლიავის, მსხლის ან ალუბლის სპირტიანი ნაყენები (ლიქიორების გარდა) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ-ზე მეტი | 1 ლ | 3 | |
2208 90 410 00 | – – – – უზო | 1 ლ | 3.5 | |
2208 90 450 00 | – – – – – – – კალვადოსი | 1 ლ | 4 | |
2208 90 480 00 | – – – – – – – დანარჩენი | 1 ლ | 3 | |
2208 90 520 00 | – – – – – – – კორნი | 1 ლ | 4 | |
2208 90 540 00 | – – – – – – – ტეკილა | 1 ლ | 4 | |
2208 90 560 00 | – – – – – – – დანარჩენი | 1 ლ | 3 | |
2208 90 690 01 | – – – – – – სპირტის ფაქტობრივი კონცენტრაციით არა უმეტეს 7 მას.%-ისა | 1 ლ | 1 | |
2208 90 690 09 | – – – – – – დანარჩენი | 1 ლ | 3 | |
| – – – 2 ლ-ზე მეტი ტევადობის ჭურჭელში |
|
| |
2208 90 710 00 | – – – – – ხილისაგან გამოხდილი | 1 ლ | 3.5 | |
2208 90 750 00 | – – – – – ტეკილა | 1 ლ | 4 | |
2208 90 770 00 | – – – – – დანარჩენი | 1 ლ | 3 | |
2208 90 780 00 | – – – – დანარჩენი სპირტიანი სასმელები | 1 ლ | 3 | |
| – – ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, ჭურჭელში ტევადობით |
|
| |
2208 90 910 00 | – – – 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები | 1 ლ | 3 | |
2208 90 990 00 | – – – 2 ლ-ზე მეტი | 1 ლ | 3 | |
3 | თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა ) | |||
2402 10 000 01 | – – სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით | 1 ღერი | 0.9 | |
2402 10 000 02 | – – სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით | 20 ღერი | 1 | |
2402 20 | ფილტრიანი სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით | 20 ღერი | 0.6 | |
უფილტრო სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით | 20 ღერი | 0.15 | ||
2403 11 000 00 * | – – ყალიონით მოსაწევი თამბაქო, ამ ჯგუფის სუბპოზიციისათვის 1-ლი შენიშვნის შესაბამისად | 1 კგ | 20 | |
2403 19 000 00 * | – – დანარჩენი | 1 კგ | 20 | |
2403 99 100 00 | – – – საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქო | 1 კგ | 20 | |
4 | მსუბუქი ავტომობილები (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – სა ბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით) , ძრავის მოცულობის 1 სმ³ | |||
8703 | ა) 1 წლამდე | 1 სმ³ | 1.5 | |
ბ) 1 წლის | 1 სმ³ | 1.5 | ||
გ) 2 წლის | 1 სმ³ | 1.4 | ||
დ) 3 წლის | 1 სმ³ | 1.3 | ||
ე) 4 წლის | 1 სმ³ | 1.2 | ||
ვ) 5 წლის | 1 სმ³ | 1 | ||
ზ) 6 წლის | 1 სმ³ | 0.7 | ||
თ) 7 წლის | 1 სმ³ | 0.5 | ||
ი) 8 წლის | 1 სმ³ | 0.5 | ||
კ) 9 წლის | 1 სმ³ | 0.5 | ||
ლ) 10 წლის | 1 სმ³ | 0.5 | ||
მ) 11 წლის | 1 სმ³ | 0.5 | ||
ნ) 12 წლის | 1 სმ³ | 0.5 | ||
ო) 13 წლის | 1 სმ³ | 0.6 | ||
პ) 14 წლის | 1 სმ³ | 0.7 | ||
ჟ) 14 წელზე მეტის | 1 სმ³ | 0.8 | ||
5 | ნავთობპროდუქტების აირები და ბუნებრივი აირი (გარდა მილსადენით გადაადგილებულისა ) | |||
2709 00 100 00 | – აირის კონდენსატი ბუნებრივი | 1000 მ3 | 80 | |
2711 11 000 00 | – – ბუნებრივი აირი (გათხევადებული) | 1000 მ3 | 80 | |
2711 12 | – – პროპანი | 1 ტ | 120 | |
2711 13 | – – ბუტანები | 1 ტ | 120 | |
2711 14 000 00 | – – ეთილენი, პროპილენი, ბუტილენი და ბუტადიენი | 1 ტ | 120 | |
2711 19 000 00 | – – დანარჩენი | 1 ტ | 120 | |
2711 21 000 00 | – – ბუნებრივი აირი (აირისებრ მდგომარეობაში) | 1000 მ3 | 80 | |
6 | ნავთობპროდუქტები , ნავთობის დისტილატები და ნამუშევარი ნავთობპროდუქტები | |||
2710 12 | – – მსუბუქი დისტილატები და პროდუქტები | 1 ტ | 250 | |
2710 19 110 00 | – – – – გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის | 1 ტ | 220 | |
2710 19 150 00 | – – – – ქიმიური გარდაქმნებისათვის პროცესებში, 2710 19 110 00 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა | 1 ტ | 220 | |
2710 19 210 00 | – – – – – – რეაქტიული სათბობი | 1 ტ | 220 | |
2710 19 250 00 | – – – – – – დანარჩენი | 1 ტ | 220 | |
2710 19 290 00 | – – – – – დანარჩენი | 1 ტ | 220 | |
2710 19 310 00 | – – – – – გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის | 1 ტ | 150 | |
2710 19 350 00 | – – – – – ქიმიური გარდაქმნებისათვის პროცესებში, 2710 19 310 00 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა | 1 ტ | 150 | |
2710 19 410 00 | – – – – – – გოგირდის შემცველობით არა უმეტეს 0,05 მას.%-ისა | 1 ტ | 150 | |
2710 19 450 00 | – – – – – – გოგირდის შემცველობით 0,05 მას.%-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 0,2 მას.%-ისა | 1 ტ | 150 | |
2710 19 490 00 | – – – – – – გოგირდის შემცველობით 0,2 მას.%-ზე მეტი | 1 ტ | 150 | |
2710 19 710 00 | – – – – – გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის | 1 ტ | 400 | |
2710 19 750 00 | – – – – – ქიმიური გარდაქმნებისათვის პროცესებში, 2710 19 710 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა | 1 ტ | 400 | |
2710 19 810 00 | – – – – – – ძრავას ზეთები, კომპრესორის საპოხი ზეთი, ტურბინის საპოხი ზეთი | 1 ტ | 400 | |
2710 19 830 00 | – – – – – – სითხეები ჰიდრავლიკური მიზნებისათვის | 1 ტ | 400 | |
2710 19 850 00 | – – – – – – ღია ფერის ზეთები, ვაზელინის ზეთი | 1 ტ | 400 | |
2710 19 870 00 | – – – – – – ზეთი კბილანებისათვის და ზეთი რედუქტორებისათვის | 1 ტ | 400 | |
2710 19 910 00 | – – – – – – ლითონების დასამუშავებელი შედგენილობები, ფორმების გასაპოხი ზეთები, ანტიკოროზიული ზეთები | 1 ტ | 400 | |
2710 19 930 00 | – – – – – – ელექტრული საიზოლაციო ზეთები | 1 ტ | 400 | |
2710 19 990 00 | – – – – – – დანარჩენი საპოხი ზეთები და ზეთები დანარჩენი | 1 ტ | 400 | |
2710 20 110 00 | – – – – – – გოგირდის შემცველობით არა უმეტეს 0,05 მას.%-ისა | 1 ტ | 150 | |
2710 20 150 00 | – – – – – – გოგირდის შემცველობით 0,05 მას.%-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 0,2 მას.%-ისა | 1 ტ | 150 | |
2710 20 190 00 | – – – – – – გოგირდის შემცველობით 0,2 მას.%-ზე მეტი | 1 ტ | 150 | |
2710 20 390 00 | – – დანარჩენი | 1 ტ | 400 | |
2710 91 000 00 | – – პოლიქლორბიფენილების, პოლიქლორტრიფენილების ან პოლიბრომბიფენილების შემცველობით | 1 ტ | 400 | |
2710 99 000 00 | ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი | 1 ტ | 50 | |
ნამუშევარი ნავთობპროდუქტები დანარჩენი | 1 ტ | 400 | ||
7 | ბიოდიზელი | |||
3826 00 000 00 | ბიოდიზელი და მისი ნარევები, რომლებიც შეიცავს ან არ შეიცავს მასის 70 მას.%-ზე ნაკლები ოდენობით ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებულ ნავთობს ან ნავთობპროდუქტებს | 1 ტ | 150 | |
8 | პიროლიზის თხევადი პროდუქტი | |||
3911 90 | პიროლიზის თხევადი პროდუქტი | 1 ტ | 400 | |
9 | ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდილი სხვა პროდუქტები | |||
2707 99 110 00 | — — — — გაუწმენდავი მსუბუქი ზეთები, რომელთა 90 მოც.% ან 90 მოც.%-ზე მეტი გამოიხდება 200° C ტემპერატურამდე | 1 ტ | 350 | |
2707 99 190 00 | – – – – დანარჩენი | 1 ტ | 350 | |
2707 99 300 00 | – – – დაგოგირდებული მსუბუქი ზეთები | 1 ტ | 350 | |
2707 99 500 00 | – – – ძირითადი პროდუქტები | 1 ტ | 350 | |
2707 99 700 00 | – – – ანთრაცენი | 1 ტ | 350 | |
2707 99 990 00 | – – – – დანარჩენი | 1 ტ | 350 | |
10 | მისართი , გამხსნელი , ანტიდეტონატორი | |||
2707 10 100 00 | – – სათბობად გამოსაყენებელი | 1 ტ | 400 | |
2707 10 900 00 | – – სხვა მიზნებისათვის | 1 ტ | 400 | |
2707 20 100 00 | – – სათბობად გამოსაყენებელი | 1 ტ | 400 | |
2707 20 900 00 | – – სხვა მიზნებისათვის | 1 ტ | 400 | |
2707 30 100 00 | – – სათბობად გამოსაყენებელი | 1 ტ | 400 | |
2707 30 900 00 | – – სხვა მიზნებისათვის | 1 ტ | 400 | |
2707 50 100 00 | – – სათბობად გამოსაყენებელი | 1 ტ | 400 | |
2707 50 900 00 | – – სხვა მიზნებისათვის | 1 ტ | 400 | |
2707 99 800 00 | – – – ფენოლები | 1 ტ | 400 | |
2712 20 100 00 | – – სინთეზური პარაფინი მოლეკულური მასით 460 ან 460-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 1560-ისა | 1 ტ | 400 | |
2712 20 900 00 | – – დანარჩენი | 1 ტ | 400 | |
2902 11 100 00 | – – – სათბობად გამოსაყენებელი | 1 ტ | 400 | |
2902 11 900 00 | – – – სხვა მიზნებისათვის | 1 ტ | 400 | |
2902 19 100 00 | – – – ციკლოტერპენები | 1 ტ | 400 | |
2902 19 800 00 | – – – დანარჩენი | 1 ტ | 400 | |
2902 20 000 00 | – ბენზოლი | 1 ტ | 400 | |
2902 30 100 00 | – – სათბობად გამოსაყენებელი | 1 ტ | 400 | |
2902 30 900 00 | – – სხვა მიზნებისათვის | 1 ტ | 400 | |
2905 11 000 00 | – – მეთანოლი (მეთილის სპირტი) | 1 ტ | 400 | |
2905 12 000 00 | – – პროპან-1-ოლი (პროპილის სპირტი) და პროპან-2-ოლი (იზოპროპილის სპირტი) | 1 ტ | 400 | |
2905 13 000 00 | – – ბუტან-1-ოლი (ნ-ბუთილის სპირტი) | 1 ტ | 400 | |
2905 14 100 00 | – – – 2-მეთილპროპან-2-ოლი (ტრეტბუტილის სპირტი) | 1 ტ | 400 | |
2905 14 900 00 | – – – დანარჩენი | 1 ტ | 400 | |
2905 16 100 00 | – – – 2-ეთილჰექსან-1-ოლი | 1 ტ | 400 | |
2905 16 200 00 | – – – ოქტან-2-ოლი | 1 ტ | 400 | |
2905 16 800 00 | – – – დანარჩენი | 1 ტ | 400 | |
3811 11 100 00 | – – – ტეტრაეთილტყვიის ფუძეზე | 1 ტ | 400 | |
3811 11 900 00 | – – – დანარჩენი | 1 ტ | 400 | |
3811 19 000 00 | – – დანარჩენი | 1 ტ | 400 | |
3811 21 000 00 | – – ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების შემცველობით | 1 ტ | 400 | |
3811 29 000 00 | – – დანარჩენი | 1 ტ | 400 | |
3811 90 000 00 | – დანარჩენი | 1 ტ | 400 | |
3814 00 100 00 | – ბუტილაცეტატის ფუძეზე | 1 ტ | 400 | |
3814 00 900 00 | – დანარჩენი | 1 ტ | 400 | |
11 | საპოხი მასალები და საშუალებები | |||
3403 11 000 00 | – – ტექსტილის მასალების, ტყავის, ბეწვეულის ან დანარჩენი მასალების დამამუშავებელი საშუალებები | 1 ტ | 400 | |
3403 19 100 00 | – – – ნავთობისაგან ან ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული ნავთობპროდუქტების არაძირითადი კომპონენტის სახით შემცველობით 70 მას.% ან 70 მას.%-ზე მეტი | 1 ტ | 400 | |
3403 19 910 00 | – – – – მანქანების, მექანიზმებისა და სატრანსპორტო საშუალებების საპოხი საშუალებები | 1 ტ | 400 | |
3403 19 990 00 | – – – – დანარჩენი | 1 ტ | 400 | |
3403 91 000 00 | – – ტექსტილის მასალების, ტყავის, ბეწვეულის ან დანარჩენი მასალების დამამუშავებელი საშუალებები | 1 ტ | 400 | |
3403 99 100 00 | – – – მანქანების, მექანიზმებისა და სატრანსპორტო საშუალებების საპოხი საშუალებები | 1 ტ | 400 | |
3403 99 900 00 | – – – დანარჩენი | 1 ტ | 400 |
შენიშვნა: ამ ცხრილის მე-3 სტრიქონში აღნიშნული 2403 11 000 00 და 2403 19 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 500 გრამ ისა.“.
29. 194-ე მუხლის :
ა) მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ზ) ამ კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-10 სტრიქონით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, თუ იგი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის. აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი არ ყოფილა გამოყენებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანო უბრუნებს აქციზის გადახდილ თანხას;“;
ბ) მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20 სასაქონლო სუბ პოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის მიწოდება მწარმოებლის მიერ ამავე სასაქონლო სუბ პოზიციით გათვალისწინებული საქონლის მწარმოებლისათვის, საქონლის საწარმოებლად.“.
30. 197-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმპორტის გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:
№ | კოდი | საქონლის დასახელება |
1 | 0105 | შინაური ფრინველი ცოცხალი, ანუ შინაური ქათამი (Gallus domesticus), იხვები, ბატები, ინდაურები და ციცრები |
2 | 0201 | ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული |
3 | 0202 | ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული |
4 | 0204 | ხორცი ცხვრისა ან თხისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
5 | 0205 00 | ხორცი ცხენებისა, ვირებისა, ჯორებისა ან ჯორცხენებისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
6 | 0206 | საკვები სუბპროდუქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ღორებისა, ცხვრებისა, თხებისა, ცხენებისა, ვირებისა, ჯორებისა ან ჯორცხენებისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
7 | 0207 | ხორცი და საკვები სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
8 | 0208 | სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
9 | 0210 | ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცისაგან ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან |
10 | 0401 10 100 00 | – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა |
11 | 0401 20 110 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა |
12 | 0401 20 910 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
|
13 | 0401 30 110 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა |
14 | 0401 30 310 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა |
15 | 0401 30 910 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა |
16 | 0402 10 110 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
17 | 0402 10 910 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
18 | 0402 21 110 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
19 | 0402 21 910 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
20 | 0402 29 150 00 | – – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
21 | 0402 29 910 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
22 | 0402 91 110 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
23 | 0402 91 310 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
24 | 0402 91 510 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
25 | 0402 91 910 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
26 | 0402 99 110 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
27 | 0402 99 310 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
28 | 0402 99 910 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა |
29 | 0403 | დო, აჭრილი რძე და ნაღები, იოგურტი, კეფირი და სხვა ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე, ხილის, კაკლის ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე |
30 | 0407 | ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული |
31 | 0408 | ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე |
32 | 0409 00 000 00 | ნატურალური თაფლი |
33 | 0410 00 000 00 | ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი |
34 | 0701 | კარტოფილი, ახალი ან გაცივებული |
35 | 0702 00 000 00 | პომიდორი, ახალი ან გაცივებული |
36 | 0703 | ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული |
37 | 0704 | თავხვეული კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, კეჟერა კომბოსტო და Brassica გვარის საკვები ანალოგიური ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული |
38 | 0706 | სტაფილო, თალგამი, სუფრის ჭარხალი, თხისწვერა, ფესვურა ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური საკვები ძირნაყოფები, ახალი ან გაცივებული |
39 | 0707 00 | კიტრი და კორნიშონები, ახალი ან გაცივებული |
40 | 0708 | პარკოსანი ბოსტნეული, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, ახალი ან გაცივებული |
41 | 0709 | ბოსტნეული დანარჩენი, ახალი ან გაცივებული |
42 | 0710 | ბოსტნეული (ახალი ან წყალში ან ორთქლზე მოხარშული), გაყინული |
43 | 0711 | დაკონსერვებული ბოსტნეული, ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში, გოგირდიან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი |
44 | 0712 20 000 00 | – თავიანი ხახვი |
45 | 0712 31 000 00 | – – Agaricus გვარის სოკოები |
46 | 0712 32 000 00 | – – ხის სოკო ან აურიკულარიები (Auricularia spp.) |
47 | 0712 33 000 00 | – – საფუარი სოკოები (Tremella spp.) |
48 | 0712 39 000 00 | – – დანარჩენი |
49 | 0713 | პარკოსანი ბოსტნეული ხმელი, დაჩურჩული, სათესლე ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი |
50 | 0714 | მანიოკი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი ანუ ბატატი და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ან გრანულების სახით; საგოს პალმის ნაყოფის გული |
51 | 0802 | კაკალი დანარჩენი, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე |
52 | 0803 | ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან ხმელი |
53 | 0805 | ციტრუსები, ახალი ან ხმელი |
54 | 0806 | ყურძენი, ახალი ან ხმელი |
55 | 0807 | ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი |
56 | 0808 | ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი |
57 | 0809 | გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი |
58 | 0810 | ხილი დანარჩენი, ახალი |
59 | 0811 | ხილი და კაკალი, წყალში ან ორთქლზე თბურად დამუშავებული ან დაუმუშავებელი, გაყინული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე |
60 | 0812 | ხილი და კაკალი, დაკონსერვებული ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში, გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი |
61 | 0813 | ხილი ხმელი, 0801–0806 სასაქონლო პოზიციების ნაყოფების გარდა; მოცემული ჯგუფის კაკლის ან ხმელი ნაყოფების ნარევები |
62 | 0902 | ჩაი საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე |
63 | 1101 00 | ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი |
64 | 1102 | დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა |
65 | 1103 | ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები |
66 | 1105 | კარტოფილის წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი, ფხვნილი, ფანტელები, გრანულები |
67 | 1106 | წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის, საგოს პალმის ნაყოფის გულის, 0714 სასაქონლო პოზიციის ძირნაყოფების ან ბოლქვნაყოფების ან 08 ჯგუფის პროდუქტებისაგან |
68 | 1108 | სახამებელი; ინულინი |
69 | 1109 00 000 00 | ხორბლის წებოვანა, მშრალი ან ტენიანი |
70 | 1512 19 900 00 | – – – დანარჩენი |
71 | 1601 00 | ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; მზა საკვები პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე |
72 | 1602 10 00 | – ჰომოგენიზებული მზა პროდუქტები |
73 | 1602 20 | – ნებისმიერი ცხოველის ღვიძლისაგან |
74 | 1602 31 | – – ინდაურის |
75 | 1602 32 | – – შინაური ქათმის (Gallus domesticus) |
76 | 1602 39 | – – დანარჩენი |
77 | 1602 41 | – – ბარკლები და მათი გადანაჭრები |
78 | 1602 42 | – – ბეჭის ნაწილი და მისი გადანაჭრები |
79 | 1602 49 | – – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით |
80 | 1602 50 | – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცისაგან |
81 | 1701 12 | – – ჭარხლის შაქარი |
82 | 1701 91 000 00 | – – საგემოვნო-არომატული ან საღებარი დანამატებით |
83 | 1701 99 | – – დანარჩენი |
84 |
1702 | დანარჩენი შაქარი, ქიმიურად სუფთა ლაქტოზას, მალტოზას, გლუკოზასა და ფრუქტოზას ჩათვლით, მყარ მდგომარეობაში; შაქრის სიროფები საგემოვნო-არომატული ან საღებარი ნივთიერების დამატების გარეშე; ხელოვნური თაფლი, ნატურალურ თაფლთან შერეული ან შეურეველი; კარამელის კულერი |
85 | 1703 | მელასა, შაქრის ამოღებით ან რაფინირების შედეგად მიღებული |
86 |
1704 | შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომელიც არ შეიცავს კაკაოს |
87 | 19 | მზა პროდუქტები მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისაგან; ცომეული საკონდიტრო ნაწარმი |
88 | 2001 | ბოსტნეული, ხილი, კაკალი და მცენარეთა საკვებად ვარგისი სხვა ნაწილები, ძმრის ან ძმარმჟავას დამატებით დამზადებული ან დაკონსერვებული |
89 | 2002 | პომიდორი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული |
90 | 2003 | სოკო და ტრიუფელი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული |
91 | 2004 | სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა |
92 | 2005 | სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა |
93 | 2006 00 | ბოსტნეული, ხილი, კაკალი, ნაყოფების ქერქი ან მცენარეთა სხვა ნაწილები, შაქრით დაკონსერვებული (შაქრის სიროფით გაჟღენთილი, მოსარკლული ან დაშაქრული) |
94 | 2007 | ჯემი, ხილის ჟელე, მარმელადები, ხილის ან კაკლის პიურე, ხილის ან კაკლის პასტა, თბური დამუშავებით მიღებული, მათ შორის, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით |
95 | 2008 19 | – – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით |
96 | 2008 20 | – ანანასი |
97 | 2008 30 | – ციტრუსები |
98 | 2008 40 | – მსხალი |
99 | 2008 50 | – გარგარი |
100 | 2008 60 | – ალუბალი და ბალი |
101 | 2008 70 | – ატამი, ნექტარინების ჩათვლით |
102 | 2008 80 | – მარწყვი და ხენდრო |
103 | 2008 91 000 00 | – – პალმის გული |
104 | 2008 93 000 00 | – – შტოში , მოცვი (Vaccinium macrocarpon, Vaccinium oxycoccos, Vaccinium vitis-idaea) |
105 | 2008 97 | – – ნარევები |
106 | 2008 99 | – – დანარჩენი |
107 | 2009 | ხილის წვენები (ყურძნის ბადაგის ჩათვლით) და ბოსტნეულის წვენები, დაუდუღებელი და სპირტის დანამატების გარეშე, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე |
108 | 2101 | ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები და მათ ფუძეზე ან ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ფუძეზე დამზადებული მზა პროდუქტები; მოხალული ვარდკაჭაჭა და სხვა მოხალული ყავის შემცვლელები და მათი ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები |
109 |
2103 | პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები; საგემოვნო დანამატები და შერეული საკაზმები; მდოგვის ფხვნილი და მზა მდოგვი |
110 | 2106 90 | – დანარჩენი |
111 | 2201 10 190 09 | – – – – დანარჩენი |
112 | 2201 10 900 00 | – – დანარჩენი |
113 | 2201 90 000 09 | – – – დანარჩენი |
114 | 2201 90 000 99 | – – დანარჩენი |
115 | 2202 | წყლები, მინერალურისა და გაზიანის ჩათვლით, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ან საგემოვნო-არომატული ნივთიერებების დანამატების შემცველობით, და სხვა უალკოჰოლო სასმელები, 2009 სასაქონლო პოზიციის ხილისა და ბოსტნეულის წვენების გარდა |
116 | 2203 00 | ალაოს ლუდი |
117 | 2302 10 | – სიმინდის |
118 | 2302 30 | – ხორბლის |
119 | 2302 40 | – დანარჩენი მარცვლოვანების |
120 | 24 | თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები |
121 |
25 | მარილი; გოგირდი; მიწები და ქვა; საბათქაშე მასალები, კირქვა და ცემენტი |
122 |
3402 | ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები (საპნის გარდა); ზედაპირულად აქტიური საშუალებები, სარეცხი საშუალებები (დამხმარე სარეცხი საშუალებების ჩათვლით) და საწმენდი საშუალებები, საპნის შემცველი ან მის გარეშე (3401 სასაქონლო პოზიციის საშუალებების გარდა) |
123 |
3918 | პლასტმასის იატაკის საფრები, თვითწებვადი ან არათვითწებვადი, რულონებად ან ფირფიტებად; პლასტმასის საფრები კედლებისა და ჭერებისათვის, მოცემული ჯგუფის მე-9 შენიშვნაში მითითებული |
124 |
3922 | აბაზანები, შხაპები, წყლის ჩასადინარი ნიჟარები, პირსაბანი ნიჟარები, ბიდეები, უნიტაზები, დასაჯდომები და სახურავები მათთვის, წყალჩასაშვები ავზაკები და ანალოგიური სანიტარიულ-ტექნიკური ნაწარმი, პლასტმასისაგან |
125 |
3923 | პლასტმასის ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან შეფუთვისათვის; პლასტმასის საცობები, ხუფები, თალფაქები და სხვა საცობი ნაწარმი |
126 |
3924 | სასადილო და სამზარეულო ჭურჭელი და სამზარეულოს საკუთნოები, დანარჩენი საოჯახო ნივთები და ჰიგიენის ან ტუალეტის საგნები, პლასტმასისაგან |
127 | 3925 20 000 00 | – კარები და ზღურბლები მათთვის, ფანჯრები და მათი ჩარჩოები |
128 |
3925 30 000 00 | – დარაბები, შტორები (ვენეციური ჟალუზების ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი და მათი ნაწილები |
129 | 3925 90 | – დანარჩენი |
130 | 3926 90 | – დანარჩენი |
131 |
4407 | ხეტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად გაყოფილი ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით 6 მმ-ზე მეტი |
132 |
4408 | მოსაპირკეთებელი ფურცლები (შრეული მერქნის დაყოფით მიღებულის ჩათვლით), შეწებებული ფანერისათვის ან სხვა ანალოგიური შერეული მერქნისათვის, და სხვა ხის მასალა, გასწვრივ დახერხილი, დაჭრილი ნაწილებად ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით არა უმეტეს 6 მმ-ისა |
133 |
4409 | დახერხილი ხეტყე (პარკეტის თამასებისა და ფრიზის ჩათვლით, აუწყობელი) დაპროფილებული პაგონაჟის სახით (ქიმებით, თხემებით, ღარებით, ნარანდიანი, ჩამოთლილი კიდეებით, ნახევრად მომრგვალებული ნარიმანდის შეერთების სახით, ფასონური, მომრგვალებული ან ანალოგიური) ნებისმიერი ნაწიბურის ტორსის ან სიბრტყის გასწვრივ, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე |
134 |
4413 00 000 00 | მერქანი დაწნეხილი, ბლოკების, ფილების, ძელების ან დაპროფილებული ფორმების სახით |
135 |
4418 | ნაწარმი სადურგლო და სახუროო ხის, სამშენებლო, უჯრედოვანი ხის პანელების, აწყობილი ფილა-პარკეტის, სოლ-ყავრისა და სახურავის ყავრის ჩათვლით |
136 |
4420 | ხის ნაწარმი მოზაიკური და ინკრუსტირებული; ზარდახშები და კოლოფები საიუველირო ან დანისებრი და ანალოგიური ნაწარმისათვის, ხის; სტატუეტები და სხვა დეკორაციული ნაწარმი, ხის; ავეჯის ხის საგნები, 94-ე ჯგუფში მიუთითებელი |
137 | 4421 | სხვა ნაწარმი, დანარჩენი |
138 | 6801 00 000 00 | ძელურა, ბორდიურის ქვები და დასაგები ფილები ბუნებრივი ქვისაგან (გარდა ფიქლისა) |
139 | 6802 | ქვა დამუშავებული (გარდა ფიქლისა) ძეგლებისათვის ან მშენებლობისათვის და მისი ნაწარმი, გარდა 6801 სასაქონლო პოზიციის საქონლისა; მოზაიკის კუბურები და ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) ანალოგიური ნაწარმი ფუძეზე ან ფუძის გარეშე; ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) გრანულები, ნაფხვენი და ფხვნილი, ხელოვნურად შეღებილი |
140 | 6804 | დოლაბები, სალესი ქვები, სახეხი რგოლები და ანალოგიური უკარკასო ნაწარმი, განკუთვნილი სახეხად, სალესად, საპრიალებლად, მოსარგებად ან მოსაჩუქურთმებლად, ქვები ხელით სალესად ან საპრიალებლად და მათი ნაწილები ბუნებრივი ქვის, აგლომერირებული ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზივების ან კერამიკისაგან, სხვა მასალების დეტალებთან აწყობილი ან ამ დეტალების გარეშე |
141 | 6805 | ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზიული ფხვნილი ან მარცვალი, გაჭრილ ან გაკერილ, ან განსაზღვრული ფორმის მისაღებად სხვა მეთოდით დამუშავებულ, ან დაუმუშავებელ ქსოვილის, ქაღალდის, მუყაოს ან სხვა ფუძეზე |
142 | 6806 | წიდის ბამბა, მინერალური სილიკატური ბამბა და ანალოგიური მინერალური ბამბები; განშრევებული ვერმიკულიტი, აფუებული თიხები, აქაფებული წიდა და ანალოგიური აფუებული მინერალური პროდუქტები; თბოსაიზოლაციო, ბგერათსაიზოლაციო ან ბგერათშთამნთქმელი მინერალური მასალების ნარევები და ნაწარმი, გარდა 6811 ან 6812 სასაქონლო პოზიციის ან 69-ე ჯგუფის ნაწარმისა |
143 | 6807 | ნაწარმი ასფალტის ან ანალოგიური მასალებისაგან (მაგალითად, ნავთობის ბიტუმის ან ქვანახშირის სქელფისისაგან) |
144 | 6808 00 000 00 | პანელები, ფილები, ბლოკები და ანალოგიური ნაწარმი ცემენტით, თაბაშირით ან სხვა მინერალური შემკვრელი ნივთიერებებით აგლომერირებული მცენარეული ბოჭკოების, ჩალის, ბურბუშელას, ნაფოტის, ნაწილაკების, ნახერხის ან ხეტყის სხვა ნარჩენებისაგან |
145 | 6809 | ნაწარმი თაბაშირის ან მის ფუძეზე დამზადებული ნარევებისაგან |
146 | 6810 | ცემენტის, ბეტონის ან ხელოვნური ქვის ნაწარმი, დაარმატურებული ან დაუარმატურებელი |
147 | 6811 | ნაწარმი აზბესტცემენტის, ცელულოზისბოჭკოებიანი ცემენტის ან ანალოგიური მასალებისაგან |
148 | 6812 91 000 00 | – ტანსაცმელი, ტანსაცმლის საკუთნოები, ფეხსაცმელი და თავსაბურავები |
149 | 6812 92 000 00 | – ქაღალდი, სქელი მუყაო და ქეჩა ან ფეტრი |
150 | 6812 93 000 00 | – – შემამჭიდროებელი მასალა წნეხილი აზბესტის ბოჭკოსაგან, ფურცლებად ან რულონებად |
151 | 6815 | ნაწარმი ქვის ან სხვა მინერალური ნივთიერებებისაგან (ნახშირბადიანი ბოჭკოების, ნახშირბადიანი ბოჭკოების ნაწარმისა და ტორფის ნაწარმის ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი |
152 |
6902 10 000 00 | – Mg, Ca ან Cr ელემენტების შემცველობით 50 მას.%-ზე მეტი ცალ-ცალკე ან ერთად აღებული, MgO, CaO ან Cr2 O3 -ზე გადაანგარიშებით |
153 | 6902 20 100 00 | – – კაჟმიწის (SiO2 ) შემცველობით 93 მას.% ან მეტი |
154 |
6902 20 910 00 | – – – თიხამიწის (Al2 O3 ) შემცველობით 7 მას.%-ზე მეტი, მაგრამ 45 მას.%-ზე ნაკლები |
155 | 6902 20 990 00 | – – – დანარჩენი |
156 | 6902 90 000 00 | – დანარჩენი |
157 |
7113 | საიუველირო ნაკეთობები და მათი ნაწილები ძვირფასი ლითონებისაგან ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისაგან |
158 | 7115 90 100 00 | – – ძვირფასი ლითონებისაგან |
159 |
7116 | ნაკეთობები ბუნებრივი ან კულტივირებული მარგალიტის, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან (ბუნებრივი, ხელოვნური ან რეკონსტრუირებული) |
160 | 7117 | ბიჟუტერია |
161 | 7308 10 000 00 | – ხიდები და ხიდების სექციები |
162 |
7308 40 | – დანადგარები და სხვა მოწყობილობა ლითონური სამშენებლო ხარაჩოების, ყალიბების, კედლის საბჯენების ან შახტის სამაგრებისათვის |
163 | 7308 90 | – დანარჩენი |
164 | 7309 00 100 00 | – აირებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა) |
165 | 7309 00 300 00 | – – მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით |
166 | 7309 00 590 00 | – – – არა უმეტეს 100 000 ლიტრისა |
167 | 7309 00 900 00 | – მყარი ნივთიერებებისათვის |
168 |
7310 | ცისტერნები, კასრები, დოლები, კანისტრები, ყუთები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონებისაგან, ნებისმიერი ნივთიერებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა), არა უმეტეს 300 ლ ტევადობისა, მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით ან მათ გარეშე, მაგრამ მექანიკური ან თბოტექნიკური დანადგარების გარეშე |
169 | 7311 00 | ტევადობები შეკუმშული ან გათხევადებული აირებისათვის, შავი ლითონებისაგან |
170 |
7314 | ლითონური ქსოვილი (უწყვეტი ლენტების ჩათვლით), მავთულის გისოსები, ბადეები და შემოსაღობები შავი ლითონებისაგან; გამცრავ-გამწოვი ფურცელი შავი ლითონებისაგან |
171 | 7315 | ჯაჭვები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან |
172 |
7318 | ხრახნები, ჭანჭიკები, ქანჩები, ყრუ ჭანჭიკები, ჩასახრახნი კაკვები, მოქლონები, სოგმანები, ჭილიპყურები, საყელურები (ზამბაროვანის ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან |
173 | 7320 | ზამბარები, რესორები და ფურცლები მათთვის შავი ლითონებისაგან |
174 |
7321 | ღუმლები გასათბობი, ღუმლები გასათბობ-სახარშავი და საკვების მოსამზადებელი (ცენტრალური გათბობის დამხმარე ქვაბიანი ღუმლების ჩათვლით), ფრიტურნიცები, მაყალები, ქურის სანთურები, საკვების გასათბობი გამათბობლები და ანალოგიური საყოფაცხოვრებო არაელექტრული მოწყობილობები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან |
175 |
7323 | ნაწარმი სუფრის, სამზარეულო ან სხვა ნაწარმი საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან; „მატყლი“ შავი ლითონებისაგან; სამზარეულო ჭურჭლის საწმენდი ნეჭა, გასაწმენდი ან გასაპრიალებელი ბალიშები, ხელთათმნები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან |
2. იმპორტის გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:
№ | კოდი | საქონლის დასახელება |
1 | 0203 | ხორცი ღორისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
2 | 0406 | ყველი და ხაჭო |
3 | 1806 31 000 00 | – – გულსართით |
4 | 1806 32 | – – გულსართის გარეშე |
5 | 1806 90 | – დანარჩენი |
6 | 3305 | თმის საშუალებები |
7 | 3307 | საშუალებები, პარსვამდე, პარსვის დროს ან პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი, ინდივიდუალური დანიშნულების დეზოდორანტები, შედგენილობები აბაზანის მისაღებად, თმების მოსაცილებელი და სხვა საპარფიუმერიო, კოსმეტიკური ან ტუალეტის საშუალებები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი; დეზოდორანტები სათავსებისათვის, არომატიზებული ან არაარომატიზებული, მადეზინფიცირებელი თვისების მქონე ან არმქონე |
8 | 3401 | საპონი; ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები და საშუალებები, გამოსაყენებელი საპნად, ძელაკების, ნაჭრების ან დაყალიბებული ნაწარმის სახით, საპნის შემცველი ან მის გარეშე; ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები და კანის დასაბანი საშუალებები სითხის ან კრემის სახით, დაფასოებული საცალო ვაჭრობისათვის, საპნის შემცველი ან მის გარეშე; ქაღალდი, ბამბა, ქეჩა ან ფეტრი და უქსოვადი მასალები, გაჟღენთილი ან დაფარული საპნით ან სარეცხი საშუალებით |
9 | 3405 | ვაქსები და საცხები ფეხსაცმლისათვის, პოლიროლები და მასტიკები ავეჯის, იატაკის, ავტომობილების ძარების, მინების ან ლითონებისათვის, საწმენდი პასტები და ფხვნილები და ანალოგიური საშუალებები (მათ შორის, ქაღალდი, ბამბა, ქეჩა ან ფეტრი, უქსოვადი მასალები, ფორიანი პლასტმასები ან ფორიანი რეზინი, გაჟღენთილი ან დაფარული ასეთი საშუალებებით), 3404 სასაქონლო პოზიციის ცვილების გარდა |
10 | 3916 | პლასტმასის მონოძაფი 1 მმ-ზე მეტი განივკვეთით, წნელები, ღერძები და ფასონური პროფილები, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი |
11 | 3917 10 | – ხელოვნური გარსაცმები (ძეხვეულის ნაწარმისათვის) გამყარებული პროტეინებისაგან ან ცელულოზის მასალებისაგან |
12 | 3917 21 100 00 | – – – უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი |
13 | 3917 21 900 09 | – – – – დანარჩენი |
14 | 3917 22 100 00 | – – – უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი |
15 | 3917 22 900 09 | – – – – დანარჩენი |
16 | 3917 23 100 00 | – – – უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი |
17 | 3917 23 900 09 | – – – – დანარჩენი |
18 | 3917 29 120 00 | – – – – ქიმიურად მოდიფიცირებული ან არამოდიფიცირებული კონდენსაციის პროდუქტებისაგან ან პოლიმერიზაციის პროდუქტებისაგან გადაჯგუფებით |
19 | 3917 29 150 00 | – – – – პოლიმიერთების პროდუქტებისაგან |
20 | 3917 29 190 00 | – – – – დანარჩენი |
21 | 3917 29 900 09 | – – – – დანარჩენი |
22 | 3917 31 900 00 | – – – დანარჩენი |
23 | 3917 32 | – – დანარჩენი, დაუარმატურებელი ან სხვა მასალებთან არაკომბინირებული, უფიტინგებოდ |
24 | 3917 33 900 00 | – – – დანარჩენი |
25 | 3917 39 120 00 | – – – – ქიმიურად მოდიფიცირებული ან არამოდიფიცირებული კონდენსაციის პროდუქტებისაგან ან პოლიმერიზაციის პროდუქტებისაგან გადაჯგუფებით |
26 | 3917 39 150 00 | – – – – პოლიმიერთების პროდუქტებისაგან |
27 | 3917 39 190 00 | – – – – დანარჩენი |
28 | 3917 39 900 09 | – – – – დანარჩენი |
29 | 3917 40 900 00 | – – დანარჩენი |
30 | 3919 | პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა, ლენტები, ზოლები და დანარჩენი ბრტყელი ფორმები, თვითწებვადი, რულონებად ან არარულონებად |
31 | 3920 | პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები და ზოლები ან ლენტები, დანარჩენი, უფორებო და დაუარმატურებელი, არაშრეული, ფუძეშრის გარეშე და სხვა მასალებთან ანალოგიური წესით შეუერთებელი |
32 | 3921 | პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, ზოლები ან ლენტები, დანარჩენი |
33 | 3925 10 000 00
| – რეზერვუარები, ცისტერნები, ავზები და ანალოგიური ტევადობები მოცულობით 300 ლიტრზე მეტი |
34 | 3926 10 000 00 | – საკანცელარიო ან სასკოლო ნივთები |
35 | 3926 20 000 00
| – ტანსაცმელი და მისი საკუთნოები (ხელთათმნების, ხელჯაგებისა და თათმანების ჩათვლით) |
36 | 3926 30 000 00
| – სამაგრი ნაკეთობები და ფურნიტურა ავეჯისათვის, სატრანსპორტო საშუალებებისათვის ან ანალოგიური ნაწარმი |
37 | 3926 40 000 00 | – ქანდაკებები და სხვა დეკორაციული ნაწარმი |
38 | 7308 20 000 00 | – ბჯენები და ცხაური ანძები |
39 | 7308 30 000 00 | – კარები, ფანჯრები და მათი ჩარჩოები და ზღურბლები კარებისათვის |
40 | 8544 11 | – – სპილენძის |
41 | 8544 19 | – – დანარჩენი |
42
| 8544 20 000 00 | – კოაქსიალური კაბელები და სხვა კოაქსიალური ელექტრული გამტარები |
43 | 8544 30 900 00 | – – დანარჩენი |
31 . 199-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი, მიუხედავად საქონლის გადაადგილების მარშრუტისა (ექსპორტიორი ქვეყნის ტერიტორიიდან საქონლის გადაადგილებისას აღნიშნული შეთანხმების არამონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლის მიუხედავად).“.
32 . მე-200 მუხლის 41 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41 . ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები – მიწები ტყეებით ან მათ გარეშე, რომლებიც გამოიყენება სოფლის მეურნეობის დამხმარე საქმიანობაში და რომლებ იც ითვლება ასეთად.“.
33 . 201-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;“;
ბ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებზე;“;
გ) „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.“.
34 . 202-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება ;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.“;
ბ ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე-6 ნაწილის მიზნებისათვის:
ა) შემოსავლებში არ შეიტანება:
ა.ა) ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;
ა.ბ) ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ა.გ) ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ბ) საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.“.
35 . 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;“.
36 . 204-ე მუხლის:
ა) პირველი და 11 ნაწილებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) წლიურ საბაზისო განაკვეთს ლარებში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ადგენს საქართველოს მთავრობა:
ა.ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის – ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, 1.5 ლარიდან 20 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
ა.ბ) სახნავისა და საკარმიდამოსათვის – ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, 50 ლარიდან 100 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
ა.გ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის − ამ ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით შესაბამისი კატეგორიის მიწისათვის დადგენილი ოდენობის ფარგლებში;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ნაწილის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.გ “ ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.
11 . ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) წლიურ საბაზისო განაკვეთს ლარებში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ადგენს საქართველოს მთავრობა ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, 20 ლარიდან 50 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 1 50 პროცენტს.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწა იბეგრება ერთ ჰექტარზე არა უმეტეს 3 ლარით .“.
37 . 205-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 ნაწილი:
„131 . საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.
38 . 206-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მიმოსვლის გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო ხაზები;“;
ბ ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:
„ო1) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;“;
გ ) „ჰ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ჰ1 “, „ ჰ2 “ და „ ჰ3 “ ქვეპუნქტები:
„ჰ1) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);
ჰ2) თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
ჰ3) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი.“.
39 . 218-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს:
ა) საქონლის გაშვებამდე, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა;
ბ) საქონლის გაშვებამდე, დეკლარანტის ინიციატივით, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;
გ) საქონლის გაშვების შემდეგ, დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების ან დოკუმენტური/ბუღალტრული რევიზიის დანიშვნამდე.“.
40 . 240-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მესამე პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ პირის მიმართ განახორციელოს ამ კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.
41 . 241-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ პირის უფლების შეზღუდვას, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან ჩარიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ბიუჯეტში იხდის ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხებ ს ან იხდის სახელმწიფო ბაჟის თანხას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეზე. გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებაში მიეთითება პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და თანხის ოდენობა.“.
42 . 269-ე მუხლის:
ა) 51 , მე-6 და 61 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51 . პირს ამ კარით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, თუ იგი ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს საგადასახადო ანგარიშგებას.
6. დეკლარაციის/გაანგარიშების მიხედვით არასწორად ნაჩვენები ინფორმაციის გამო ამ კარით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება პირს, რომელმაც საგადასახადო ორგანოს წარუდგინა შესწორებული დეკლარაცია/გაანგარიშება საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების ან დოკუმენტური/ბუღალტრული რევიზიის დანიშვნამდე.
61 . საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობის გამო ამ კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია პირს არ დაეკისრება, თუ:
ა) საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა ამავე კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით;
ბ) საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი (გარდა მალულად გადაადგილებულისა), რომლის საბაჟო ღირებულება არ აღემატება დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არა უმეტეს 15 000 ლარისა;
გ) ამ კოდექსის 289-ე მუხლის მე-20 ან 21-ე ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა გამოვლინდა საქონლის გაშვებამდე.“;
ბ) 71 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71 . ამ კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელებისას ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად საქონლის განადგურების შემთხვევაში ანდა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის ჩამორთმევისას პირს აღნიშნულ საქონელთან დაკავშირებით ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7, მე-17 და მე-18 ნაწილებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა არ დაეკისრება, ხოლო დაკისრებული ფულადი ჯარიმა აღსრულებულად ჩაითვლება.“.
43 . 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ კოდექსის 281-ე მუხლით (გარდა პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით, 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით და 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის (გარდა განმეორებით ჩადენილისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.“.
44 . 272-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირს საგადასახადო მოთხოვნა ჩაჰ ბარდა გადასახადის გადახდის ვადის დადგომის შემდეგ, საურავის დარიცხვა განხორციელდება საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან.“.
45 . 280-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება –
იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.“.
46 . 281-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის (გარდა GPRS-ის და CRYPTO-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებ ისა) დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“.
47 . 283 -ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, თუ მას თან ახლავს ფულადი სახსრების ამ კოდექსის 54-ე მუხლის 11 ნაწილისა და 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად სხვა მიმართულებით გადარიცხვა, –
იწვევს დაჯარიმებას სხვა მიმართულებით გადარიცხული თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არა უმეტეს საინკასო/საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ოდენობისა.“.
48 . 286-ე მუხლის მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) გაზეთების, ჟურნალებისა და მათ ი გამომცემლებ ის მიერ მათ თან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა.“.
49 . კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2882 და 2883 მუხლები:
„მუხლი 2882 . ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევა
1. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების პერიოდში ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ საქმიანობის განხორციელება −
იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის დაბეგვრის ობიექტის დამატება საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე −
იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
მუხლი 2883 . სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე მიწოდება, ტრანსპორტირება, ექსპორტი, იმპორტი
სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე მიწოდება, ტრანსპორტირება, ექსპორტი, იმპორტი −
იწვევს მწარმოებლის ან იმპორტიორის დაჯარიმებას მარკირების გარეშე გამოვლენილი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის საბაზრო ღირებულების ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა .“.
50 . 289-ე მუხლის:
ა) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით.“;
ბ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.“;
გ) მე-20 და 21-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას დეკლარანტის მიერ საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება, რასაც არ გამოუწვევია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება, –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
21. ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით.“.
51 . 309-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის (მათ შორის, ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებ ით განსაზღვრულ შემოსავალზე გადასახადის) განაკვეთი 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდის მიხედვით შეადგენს 20 პროცენტს, ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე – 18 პროცენტს.“;
ბ) 23-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობებისათვის 2011 წლის 31 დეკემბრამდე შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა განახორციელოს არა უგვიანეს იმ საანგარიშო პერიოდისა, როდესაც ხდება ამ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება. ამასთანავე, უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოსთვის 2011 წლის 1 იანვრამდე პრივატიზების წესით შეძენილი შენობა-ნაგებობის ამავე საქმიანობისათვის გამოყენების (ექსპლუატაციაში მიღების) შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა მცირდება შესაბამისი ქონების (შენობა-ნაგებობის) პრივატიზების წესით შეძენისას ბიუჯეტში გადახდილი თანხით.“;
გ) 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„37. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2005 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2005 წლის 1 იანვრისათვის რიცხული ყველა გადასახადის ძირითად ნაწილში არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა და პირს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას).“;
დ ) 44-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 31 ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“;
ე ) 46-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 47-ე− 54 -ე ნაწილები:
„47. ამ კოდექსის 122-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ ზარალზე.
48. ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გადაუხდელ თანხებზე.
49 . 2006 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და სხვა ჯარიმების სახით მიღებული/მისაღები შემოსავლების მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 136-ე მუხლის მე-13 ნაწილის გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
50 . ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:
ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონების მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა;
ბ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწის მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ მიწა მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით.
51 . სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულების 2014 წლის 1 იანვრამდე შესრულების შემთხვევაში ფიზიკური პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი შესაბამისი ჯარიმისაგან.
52 . უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის დადგენამდე არსებული საგადასახადო პერიოდის/ პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას:
ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკარგის ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში/ პერიოდებში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილზე მეტი ოდენობით;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან დადგენილზე ნაკლები ოდენობით, გამოყენებული დანაკარგის ნორმის ფარგლებში არსებული ნაკლებობა დანაკლისად არ ჩაითვლება;
გ) არ გაითვალისწინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის ნორმის დადგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის გამოყენებასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულების დაზუსტება, თუ გადასახადის გადამხდელი დანაკარგის ნორმად იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის დადგენილზე ნაკლებ ოდენობას ან საერთოდ არ იყენებდა მას.
53 . ამ მუხლის 52 -ე ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ი მავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
54. „სასიცოცხლო სამოქალაქო დანიშნულების ტრანსპორტით საზღვრის კვეთის ხელშეწყობის შესახებ“ 2007 წლის 30 ოქტომბრის ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული სწავლების (წვრთნების) მიზნებისათვის შემოტანილი საქონელი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის 33-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 35-ე ნაწილისა და 38-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
3. ამ კანონის პირველი მუხლის 51-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პირისათვის გადახდილ თანხებზე.
4. ამ კანონის პირველი მუხლის 51-ე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 47-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 15 მაისი.
№6211-რს
დოკუმენტის კომენტარები