საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6238-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 010010000.01.001.016006

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . საქართველოს კონსტიტუცი აში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან .“ .

2. კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1044   მუხლი:

     „მუხლი 1044  

1. 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული რიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11  პუნქტით დადგენილი შეზღუდვები . “.

მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 მაისი.

№6238- I

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.