დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6179-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360060000.05.001.016742 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (29/05/2012 - 04/05/2017)
მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს, რომელთა საერთო ფართობია 8733 ჰექტარი, მიენიჭოს დაცული ტერიტორიის კატეგორიის – ეროვნული პარკის – სტატუსი და ეწოდოს მაჭახელას ეროვნული პარკი.
2. მაჭახელას ეროვნული პარკის საერთო ფართობისათვის მიკუთვნებული ტერიტორია იყოფა შემდეგ ბუნებრივ-გეოგრაფიულ ნაწილებად:
ა) მაჭახელას ეროვნული პარკის ჩრდილოეთი ნაწილი – მისი საერთო ფართობია 2945 ჰექტარი. ჩრდილოეთი ნაწილი მდებარეობს ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე და მოიცავს:
ა.ა) ხელვაჩაურის ყოფილი სატყეო მეურნეობის მაჭახელას სატყეოს №2 კვარტალის №10 და №№12−13 ლიტერებსა და №№3−11 კვარტალებს – სულ 1500 ჰექტარს;
ა.ბ) ხელვაჩაურის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის აჭარისწყლის ტყის უბნის №12 კვარტალის №4ა ლიტერის ნაწილსა და №5 ლიტერს, №16 კვარტალის №1ა და №2 ლიტერების ნაწილსა და №3, №3ა და №5 ლიტერებს – სულ 81 ჰექტარს;
ა.გ) ხელვაჩაურის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის ქედქედის ტყის უბნის №№1−6 კვარტალების ნაწილს – სულ 201 ჰექტარს;
ა.დ) ხელვაჩაურის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის ჩხუტუნეთის ტყის უბნის №№1−6 კვარტალების ნაწილს, №7 კვარტალს, №№8−9, №№13−14, №16 და №20 კვარტალების ნაწილსა და №№21−22 კვარტალებს – სულ 1028 ჰექტარს;
ა.ე) ქედის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის დოლოგნის ტყის უბნის №32 კვარტალის №6დ ლიტერის ნაწილს, №33 კვარტალის №1ბ , №3ბ , №№4ა −4ბ , №№5−5ა და №6ა ლიტერებს, №36 კვარტალის №№1−2ა და №№3−4 ლიტერების ნაწილსა და №№5−5ბ , №№6−6ა და №7 ლიტერებს – სულ 135 ჰექტარს;
ბ) მაჭახელას ეროვნული პარკის სამხრეთი ნაწილი – მისი საერთო ფართობია 5788 ჰექტარი. სამხრეთი ნაწილი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე და მოიცავს:
ბ.ა) ხელვაჩაურის ყოფილი სატყეო მეურნეობის მაჭახელას სატყეოს №№12−29 კვარტალებს – სულ 2809 ჰექტარს;
ბ.ბ) ხელვაჩაურის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის კირნათის ტყის უბნის №13 კვარტალის ნაწილს, №14 კვარტალს, №15 კვარტალის ნაწილსა და №№16−19 კვარტალებს – სულ 660 ჰექტარს;
ბ.გ) ხელვაჩაურის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის ქედქედის ტყის უბნის №№7−19 კვარტალების ნაწილსა და №15 კვარტალს – სულ 1099 ჰექტარს;
ბ.დ) ხელვაჩაურის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის ჩხუტუნეთის ტყის უბნის №№10−12, №15, №№17−19 და №№23−27 კვარტალების ნაწილსა და №№28−30 კვარტალებს – სულ 1220 ჰექტარს.
3. მაჭახელას ეროვნული პარკის საერთო ფართობისათვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სატყეო და სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობების, სატყეოების/ტყის უბნების, კვარტალებისა და ლიტერების, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტითაა განსაზღვრული, მიხედვით აღწერის საფუძველია:
ა) ხელვაჩაურის ყოფილი სატყეო მეურნეობისათვის – ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზებისა და განვითარების 1997–2007 წლებისათვის შედგენილი გეგმის პროექტი;
ბ) ხელვაჩაურის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობისათვის – ხელვაჩაურის სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზებისა და განვითარების 1983–1993 წლებისათვის შედგენილი გეგმის პროექტი;
გ) ქედის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობისათვის – ქედის სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზებისა და განვითარების 1983–1993 წლებისათვის შედგენილი გეგმის პროექტი.
მუხლი 2. მაჭახელას ეროვნული პარკის მდებარეობა
მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის გარე პერიმეტრი მდებარეობს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებში:
ა) ჩრდილოეთი ბუნებრივ-გეოგრაფიული ნაწილისა:
|
№ |
X |
Y |
№ |
X |
Y |
№ |
X |
Y |
|
1 |
726980 |
4599912 |
16 |
740096 |
4599904 |
31 |
734736 |
4601023 |
|
2 |
728317 |
4600454 |
17 |
740114 |
4599410 |
32 |
733803 |
4600650 |
|
3 |
735335 |
4601702 |
18 |
739439 |
4599016 |
33 |
733763 |
4601221 |
|
4 |
741206 |
4601751 |
19 |
739411 |
4598769 |
34 |
733591 |
4600671 |
|
5 |
745791 |
4600356 |
20 |
738649 |
4598485 |
35 |
733577 |
4601288 |
|
6 |
741535 |
4596120 |
21 |
738365 |
4599250 |
36 |
731870 |
4600892 |
|
7 |
741139 |
4596373 |
22 |
737875 |
4599258 |
37 |
731016 |
4600481 |
|
8 |
740858 |
4596365 |
23 |
737558 |
4600030 |
38 |
730060 |
4600313 |
|
9 |
739942 |
4596572 |
24 |
737068 |
4599409 |
39 |
729427 |
4599710 |
|
10 |
740186 |
4597302 |
25 |
736241 |
4599970 |
40 |
729239 |
4599950 |
|
11 |
739252 |
4598137 |
26 |
736016 |
4599731 |
41 |
728796 |
4600190 |
|
12 |
740340 |
4598917 |
27 |
735292 |
4600288 |
42 |
728436 |
4599766 |
|
13 |
741391 |
4599370 |
28 |
735062 |
4599888 |
43 |
728104 |
4599827 |
|
14 |
741443 |
4599887 |
29 |
735216 |
4599474 |
44 |
728081 |
4599633 |
|
15 |
740721 |
4600089 |
30 |
733913 |
4600194 |
|
|
|
ბ) სამხრეთი ბუნებრივ-გეოგრაფიული ნაწილისა:
|
№ |
X |
Y |
№ |
X |
Y |
№ |
X |
Y |
|
45 |
726339 |
4594917 |
60 |
735268 |
4595307 |
75 |
738567 |
4596507 |
|
46 |
728251 |
4596390 |
61 |
734966 |
4596256 |
76 |
738606 |
4595487 |
|
47 |
728086 |
4597093 |
62 |
735167 |
4596656 |
77 |
738846 |
4595431 |
|
48 |
728647 |
4597922 |
63 |
734414 |
4597700 |
78 |
738863 |
4595687 |
|
49 |
729651 |
4598103 |
64 |
735524 |
4598142 |
79 |
739566 |
4595735 |
|
50 |
730179 |
4597657 |
65 |
735708 |
4598712 |
80 |
740263 |
4595686 |
|
51 |
731177 |
4598793 |
66 |
736308 |
4598587 |
81 |
741064 |
4596007 |
|
52 |
732191 |
4598927 |
67 |
736541 |
4598145 |
82 |
740827 |
4595763 |
|
53 |
732261 |
4599629 |
68 |
736911 |
4597524 |
83 |
741190 |
4596035 |
|
54 |
733333 |
4599012 |
69 |
736973 |
4597927 |
84 |
741335 |
4596039 |
|
55 |
733159 |
4598528 |
70 |
737851 |
4597776 |
85 |
741522 |
4595912 |
|
56 |
733593 |
4597878 |
71 |
737132 |
4597254 |
86 |
741444 |
4596040 |
|
57 |
733339 |
4597383 |
72 |
737743 |
4597394 |
87 |
741525 |
4596045 |
|
58 |
733483 |
4597069 |
73 |
738091 |
4597423 |
|
|
|
|
59 |
734041 |
4596711 |
74 |
738318 |
4596527 |
|
|
|
მუხლი 3. მაჭახელას ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
1. მაჭახელას ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.
2. მაჭახელას ეროვნული პარკის საერთო ფართობისათვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა და გასხვისებას არ ექვემდებარება.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დასაშვებია ბუნებრივი რესურსებით (გარდა წიაღისა) რაციონალური სარგებლობა, მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე თემებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობის საჭიროებათა გათვალისწინებით.
4. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აკრძალულია წიაღით სარგებლობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა.
მუხლი 4. მაჭახელას ეროვნული პარკის მართვა
1. მაჭახელას ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მაჭახელას ეროვნული პარკის მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული პარკის მართვის ორგანოსთან კოორდინირებული მოქმედების საფუძველზე.
ეს კანონი არ ვრცელდება მაჭახელას ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით);
ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.
მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი
1. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის ინვენტარიზაცია (მიწის ფართობის საზღვრების ნატურაში გამიჯვნა და საბოლოო დაზუსტება) და სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის (რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა) ამოქმედებამდე მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტყის ფონდის მიწებზე არსებულ ტყეებში (ტყით დაფარულ ფართობებზე) დასაშვებია მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე თემებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობის საჭიროებისათვის საშეშე მერქნის დამზადება, აგრეთვე ტყის არამერქნული რესურსებით, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 15 მაისი.
№6179-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები