დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6116-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 010290000.04.001.016041 |
საქართველოს ორგანული კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 51 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო)“.
3. 22-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „საქართველოს იუსტიციის სამინისტროში“ შეიცვალოს სიტყვებით „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“.
4. 23-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“;
ბ) მე-8 პუნქტში სიტყვები „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“.
5. 24-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“.
6. 25-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემოწირულებად ითვლება პარტიის ანგარიშზე საქართველოს მოქალაქის მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) და მომსახურება (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი).“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21 . შემოწირულებად ითვლება აგრეთვე პარტიის ან ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული პირის მხარდასაჭერად გაცემული ფულადი სახსრები, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით გაცემული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა ან გაწეული მომსახურება (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი).
22 . შემოწირულებისთვის ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები და რეგულაციები ასევე ვრცელდება პარტიის ან ამავე კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული პირის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაცემულ ფულად სახსრებზე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით გაცემულ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულ ობაზე ან გაწეულ მომსახურებაზე (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი).“.
7. 251 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1 . პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის/საარჩევნო სუბიექტის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რაც დადგენილია საქართველოს კონტროლის პალატის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის პარტიას/საარჩევნო სუბიექტს.“;
ბ) პირველი პუნქტი ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11 . დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო წლიური ხარჯების საერთო ოდენობის ზედა ზღვარი განისაზღვრება შემდეგი წესით: პარტიისათვის საარჩევნო კამპანიაში დაშვებული ხარჯების ზედა ზღვარი (საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%) უნდა გაიყოს ქვეყანაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე და მიღებული რიცხვი უნდა გამრავლდეს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობაზე.“;
გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების მიერ და მათ სასარგებლოდ გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.“.
8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 252 მუხლი:
„მუხლი 252
1. პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (პარტიის კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარების − მაისურების, კეპების, ქუდების, დროშების და სხვა მსგავსი ნივთების − გარდა), ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით საქონლის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება, საბაზრო ფას ზე მეტ ფასად საქონლის ან მომსახურების შესყიდვა, უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, ან საქართველოს მოქალაქის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა ან მომსახურების (მათ შორის, ფიქციური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების) მიწოდებით ან დაპირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ასევე ეკრძალება ნებისმიერ პირს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა არ შეეხება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებ ს, რომლებ იც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.“.
9. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტიდან სიტყვები „ფინანსური და მატერიალური“ ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემოწირულე ბის განხორციელებისას პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პარტიის შემოწირულე ბების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, და შემომწირველის რეგისტრაციის ადგილის შესახებ ინფორმაცია, საჯაროა. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს კონტროლის პალატა. საქართველოს კონტროლის პალატამ ყოველთვიურად უნდა უზრუნველყოს პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა ვებგვერდის მეშვეობით. “.
10. 261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ მუხლი 261
1. პარტიისთვის ამ თავით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.
2. თუ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კანონის არაერთგზის დარღვევისათვის, ან თუ პირის მიერ ამ კანონის დარღვევა უკავშირდება 30 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას, მასზე ვრცელდება ფინანსური გამჭვირვალობის ამ თავით დადგენილი წესი.
3. ფიზიკური პირი, რომელსაც განცხადებული აქვს საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისათვის გასწევს ხარჯებს, ვალდებულია შექმნას სპეციალური ფონდი. აღნიშნულ პირზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დადგენილი შეზღუდვები.
4. ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ვრცელდება ნებისმიერ ქმედებაზე და პირზე, რომლის მიზანია ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისათვის თავის არიდება, მათ შორის, მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებებზე.
5. შეზღუდვების მიზანია პარტიის და განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირის პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების რეგულირება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ამ მუხლით განსაზღვრული პირების მიმართ შეზღუდვები გავრცელდება მხოლოდ იმ ქმედებებზე, რომლებიც უკავშირდება პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისათვის ფინანსური ან სხვა მატერიალური ან არამატერიალური რესურსების გამოყენებას. შეზღუდვები არ ვრცელდება ეკონომიკურ/სამეწარმეო საქმიანობაზე, საკუთრების უფლებაზე, სხვა კერძო სამართლებრივ უფლებებსა და თავისუფლებებზე, თუ ისინი არ უკავშირდება საარჩევნო მიზნებს ან/და არ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისათვის გვერდის ავლის მიზნით.
6. ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა მიზანია პოლიტიკური გაერთიანებების ინსტიტუციური განვითარება, რაც არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას.
7. ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივობის განხორციელების და წინასაარჩევნო აგიტაციის წინააღმდეგ.
8. ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვები უქმდება არჩევნების შედეგების შეჯამების დღეს.
9. თუ აღარ არსებობს ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებები, საქართველოს კონტროლის პალატა, საკუთარი ინიციატივით ან ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის განცხადების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს პირისათვის შეზღუდვების გაუქმების საკითხს.“.
11. 27-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტიდან სიტყვები „ფინანსური და მატერიალური“ ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შ ემდეგი რედაქციით:
„7. თუ შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან (ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან ან მათთან დაკავშირებული პირებისაგან), მაშინ მათ მიერ ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს, ამასთანავე, თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულებების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს. ამ მუხლით გათვალისწინებული ზღვრების დარღვევასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გაერთიანებებსა და შემომწირველებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, თუ მათთვის ცნობილი არ იყო შესაბამისი ნორმის დარღვევის შესახებ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს კონტროლის პალატა ვალდებულია განსაზღვროს არანაკლებ 5 დღის ვადა შესაბამისი დარღვევის აღმოსაფხვრელად.“.
12. 271 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემოწირულების მიღების, ასევე საწევრო შენატანის განხორციელების შესახებ ინფორმაცია პარტიამ 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს საქართველოს კონტროლის პალატას.
2. თუ შემოწირულების მიღებით, ასევე საწევრო შენატანის განხორციელებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს/საწევრო შენატანის განმახორციელებელ პირს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ პარტიამ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა შემოწირულების უკანონობის შესახებ, თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს კონტროლის პალატის მოთხოვნის მომენტიდან.“.
13. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
14. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხებს მიიღებენ მხოლოდ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ უკანასკნელი საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით. ამ პუნქტის შესაბამისად პოლიტიკური გაერთიანებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გაანგარიშების მიზნით შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთანავე, ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის (საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებებისათვის ჯამურად) განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს.“.
15. 32-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარტია ვალდებულია წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ასახოს ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ გაწეული ის ხარჯები, რომლებიც პარტიის საარჩევნო მიზნებსა და საქმიანობას მოხმარდა. აღნიშნულ ხარჯებში არ იგულისხმება ამ კანონის 261 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ პარტიის ინსტიტუციური მხარდაჭერის მიზნით გაწეული ხარჯები.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. იმ პარტიას, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 1000 ლარს, უფლება აქვს, წლიური საფინანსო დეკლარაცია წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე.“.
16. 341 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“−„ო“ ქვეპუნქტები:
„ლ) პირისაგან გამოი თხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე;
მ) პირზე ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების ასლი მხარეს უნდა გადაეცეს აქტის გამოცემის მომდევნო დღის 18 საათამდე;
ნ) შეიმუშაოს პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მეთოდოლოგია;
ო) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.“.
17. 342 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 342
1. პარტიის მიერ ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან დამალვა −
გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და დაჯარიმებას მიღებული შემოწირულების/საწევრო შენატანის ხუთმაგი ოდენობით.
2. ფიზიკური ან იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ პარტიის ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის განხორციელება −
გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას შემოწირულების/საწევრო შენატანის ხუთმაგი ოდენობით.
3. პირის მიერ პარტიის ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების/საწევრო შენატანის თაობაზე ინფორმაციის დამალვა −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას შემოწირულების/საწევრო შენატანის ხუთმაგი ოდენობით.
4. პარტიის მიერ ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.
5. საქართველოს კონტროლის პალატისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.
6. ამ კანონის 252 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, აგრეთვე საარჩევნო მიზნით ფიზიკური პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უკანონო საჩუქრის, შემოსავლის, მომსახურების მიღება, თუ ქონების (მომსახურების) ან გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს, −
გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების (მომსახურების) ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით.
7. ამ კანონის 331 მუხლით გათვალისწინებული გარიგების დადება −
გამოიწვევს დაჯარიმებას გარიგების ღირებულების ხუთმაგი ოდენობით.
8. ამ კანონის 251 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ხუთმაგი ოდენობით.
9. ამ მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ან ჩადენილი ერთი პირის მიერ სხვადასხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მეშვეობით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
10. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.
11. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქართველოს კონტროლის პალატის უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
12. თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შესაძლოა დააბრკოლოს სამართალდარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, საქართველოს კონტროლის პალატა უფლებამოსილია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად, პარტიის ან/და პირის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა შესაბამისი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად წარედგინება სასამართლოს.
13. სასამართლო ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და ყადაღის დადების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ყადაღის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში 48 საათის განმავლობაში. გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის მოქმედებას. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს 48 საათში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2−მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 201 2 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6116- Iს
დოკუმენტის კომენტარები