დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6155-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.05.001.016709 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (17/04/2014 - 11/12/2014)
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
მუხლი 1. კოდექსის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ამ კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.
2. ეს კოდექსი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე ამ კოდექსის მიზნიდან გამომდინარე.
3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი, ვეტერინარული კონტროლი და ფიტოსანიტარიული კონტროლი, რომლებიც უკავშირდება საქონლის საბაჟო საზღვარზე გადაადგილებას (იმპორტი, რეექსპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი), რეგულირდება ამ კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
4. ეს კოდექსი არეგულირებს და განსაზღვრავს:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს;
ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების სახელმწიფო კონტროლის სახეებს;
გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიკვლევადობასთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;
დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციებს;
ე) ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს;
ვ) ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა დაცვისა და სიჯანსაღის ძირითად მოთხოვნებსა და პირობებს;
ზ) საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კარანტინს და მცენარეთა კარანტინს;
თ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის მოთხოვნებს;
ი) ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას.
5. ამ კოდექსის მოთხოვნებთან ერთად საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული გამარტივებული მოთხოვნები ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე:
ა) რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და რომელიც ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას;
ბ) რომელიც ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ს, გადამუშავება ს ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას;
გ) რომელიც მაღალმთიან რეგიონში არაქარხნული წესით ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას .
6. ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაზე, ასევე პირველად წარმოებაზე , რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად არის ოჯახური წარმოების სუბიექტი (შემდგომ – ოჯახური წარმოების სუბიექტი).
7. ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფარგლებში ოჯახური წარმოების სუბიექტზე ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული, ამ სუბიექტთან დაკავშირებული დებულებები.
ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი ასევე მოიცავს ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინს და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს: ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველებს (გარდა იმ ცხოველებისა, რომლებიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად, ადამიანის მიერ მოხმარებისათვის), მცენარეებს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო და ჰომეოპათიურ საშუალებებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, კოსმეტიკურ საშუალებებს, ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს;
ბ) პირველადი წარმოება – პროცესი, რომელიც მოიცავს: მცენარის მოყვანას (მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით); ცხოველის გაზრდას, მოშენებას დაკვლამდე, აგრეთვე რძის წველას. პირველადი წარმოება ასევე მოიცავს ნადირობას, თევზჭერას და ველური მცენარეების შეგროვებას;
გ) ვეტერინარია (ვეტერინარული მედიცინა) – საქმიანობა, რომლის მიზანია ცხოველის (მათ შორის, შინაური ცხოველის) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა, უვნებელი ცხოველური პროდუქტის წარმოება, ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა;
დ) ბიოწარმოება – მეურნეობის მართვის ერთიანი სისტემა წარმოების ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, შეესაბამება ბიოწარმოების წესით დადგენილ მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპებზე და ეს შესაბამისობა დადასტურებულია შესაბამისობის სერტიფიკატით;
ე) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი − ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;
ვ) პირველადი პროდუქტი − ადამიანის ან ცხოველის საკვებად განკუთვნილი პროდუქტი, რომელიც მიღებულია პირველადი წარმოებიდან გადამუშავებამდე (მათ შორის, ნიადაგიდან) ცხოველის მოშენების, ნადირობის ან თევზჭერის შედეგად;
ზ) ცხოველის საკვები – ცხოველის საკვებად გამოსაყენებელი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი ნივთიერება ან პროდუქტი (საკვებდანამატის ჩათვლით);
თ) ცხოველური პროდუქტი − ცხოველური წარმოშობის სურსათი, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;
ი) მცენარეული პროდუქტი − მცენარეული წარმოშობის სურსათი, აგრეთვე მცენარეული წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, რომელიც, თავისი ბუნებიდან ან გადამუშავების თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლოა მავნე ორგანიზმების გაჩენისა და გავრცელების რისკს ქმნიდეს;
კ) ცხოველი − ნებისმიერი ხერხემლიანი თუ უხერხემლო ცხოველი (ყველა სახეობის ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი, წყალხმელეთა ძუძუმწოვარი, ამფიბია, კიბოსნაირი, მოლუსკი, საინკუბაციო კვერცხი, განაყოფიერებული ქვირითი);
ლ) შინაური ბინადარი ცხოველი − ნებისმიერი სახეობის ცხოველი, რომელიც ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად;
მ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია − ცხოველისათვის ან/და ცხოველთა ჯგუფისათვის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მისი ნიშანდება და ერთიან რეესტრში შეტანა;
ნ) ცხოველის კეთილდღეობა − ცხოველის მოვლა-შენახვისა და ბუნებრივი ქცევისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელიც მოიცავს ცხოველის საკვებისა და წყლის ხელმისაწვდომობას, დაავადებისაგან, ტკივილისაგან, შიშისა და სხვა სტრესისაგან მის დაცვას;
ო) მცენარე − ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები (თესლისა და გენეტიკური მასალის ჩათვლით);
პ) სახელმწიფო კონტროლი – უფლებამოსილი პირის ქმედება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ჟ) კომპეტენტური ორგანო − სახელმწიფო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი;
რ) მაკონტროლებელი ორგანო − იურიდიული პირი, რომელსაც კომპეტენტური ორგანოს მიერ დელეგირებული აქვს სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცანის შესრულება;
ს) უფლებამოსილი პირი – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირი, რომელსაც უფლებამოსილებას კომპეტენტური ორგანო ანიჭებს;
ტ) გადამუშავება − ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის პირველად პროდუქტს (მათ შორის, გაცხელება, შებოლვა, გახმობა, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გაწურვა, ექსტრაქცია, ექსტრუზია ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია);
უ) გადაუმუშავებელი სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელსაც არ გაუვლია გადამუშავება და რომელიც დაიკლა, გატყავდა, დანაწილდა, დაიჩეხა, დანაწევრდა, დაიჭრა ნაჭრებად, გამოეცალა ძვლები, დაიფქვა, დაქუცმაცდა, გაიწმინდა, მოიჭრა, მოსცილდა ხაოიანი ნაწილი, გაიფცქვნა, გაცივდა, გაიყინა, სწრაფად გაიყინა ან გალღვა;
ფ) გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელიც მიიღება გადაუმუშავებელი სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავების შედეგად. გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც აუცილებელია მის საწარმოებლად ან მისთვის სპეციფიკური თვისებების მისანიჭებლად;
ქ) საკვებდანამატი – ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება სურსათად/ცხოველის საკვებად, მაგრამ ემატება სურსათს/ცხოველის საკვებს წარმოების, გადამუშავების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც ეს ნივთიერება ან მისი გარდაქმნის პროდუქტი სურსათის/ცხოველის საკვების ინგრედიენტი ხდება;
ღ) მავნე სურსათი/ცხოველის საკვები − ისეთი სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც არ შეესაბამება სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს;
ყ) ბიზნესოპერატორი – პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის;
შ) მცირე ბიზნესი − იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 200 000 ლარს;
ჩ) აღიარება − რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება;
ც) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები – პროცესის ყოველი ეტაპი, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის იმპორტის, ექსპორტის, პირველადი წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეგროვების, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ჩათვლით;
ძ) ტრადიციული მეთოდი – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, გადამუშავება ან/და დისტრიბუცია, აგრეთვე პირველადი წარმოება ისტორიულად ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობისთვის გადაცემული მეთოდების გამოყენებით, ტრადიციული ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებისა და სხვა ტრადიციული სამეურნეო საქმიანობების ჩათვლით;
წ) მაღალმთიანი რეგიონი – გეოგრაფიული არეალი, რომელიც შეესაბამება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიანი რეგიონის ცნებას;
ჭ) ოჯახური წარმოება – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და პირველადი წარმოება არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით;
ხ) ოჯახური წარმოების სუბიექტი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას ან/და პირველად წარმოებას არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით;
ჯ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილი − ნაკვეთის ან ნაგებობის ერთეული ან ამ ერთეულთა ერთიანობა, რომელიც იმართება ფიტოსანიტარიული მოთხოვნების შესაბამისად;
ჰ) ბაზარზე განთავსება – ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, აგრეთვე გადაცემის სხვა ფორმები;
ჰ1) საცალო ვაჭრობის პუნქტი – ობიექტი, სადაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდება;
ჰ2) საბოლოო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც სურსათს/ცხოველის საკვებს, ცხოველს, მცენარეს, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებს, ვეტერინარულ პრეპარატს, პესტიციდს ან/და აგროქიმიკატს სარეალიზაციოდ არ იყენებს;
ჰ3) საფრთხე – სურსათში/ცხოველის საკვებში, ცხოველში, მცენარეში, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებში ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტის არსებობა ან სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების ისეთი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს;
ჰ4) რისკი – საფრთხიდან გამომდინარე, ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე მავნე ზემოქმედების გამოვლენის ალბათობა და სიმძიმე;
ჰ5) ვეტერინარი ექიმი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჰ6) ვეტერინარი ტექნიკოსი − პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული დიპლომი ან სერტიფიკატი;
ჰ7) მიკვლევადობა – სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების, სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ტარისა და შესაფუთი მასალის, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა მათი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;
ჰ8) პარტია – ერთი სახეობისა და დასახელების სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან აგროქიმიკატის იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის მიერ ერთი და იმავე ცვლის დროს და გაფორმებული ერთნაირი ეტიკეტით;
ჰ9) ეტიკეტი – სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან ან აგროქიმიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, განთავსებული შეფუთვაზე ან/და მასთან დაკავშირებულ თანდართულ დოკუმენტზე;
ჰ10) შეუსაბამობა − სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა;
ჰ11) აკრედიტებული ლაბორატორია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში, ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია;
ჰ12) დაავადება – ინფექციის კლინიკური ან/და პათოლოგიური გამოვლინება, აგრეთვე სხვადასხვა ზემოქმედების შედეგად ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების (ცხოველმყოფელობის) დარღვევა;
ჰ13) ინფექცია – ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში პათოგენური აგენტის შეჭრა, ადაპტაცია, გამრავლება და მასპინძელი ორგანიზმის საპასუხო რეაქცია;
ჰ14) დასნებოვნებული კერა – ზონა, რომელშიც დადასტურებულია გადამდები დაავადების ან მისი აღმძვრელის არსებობა;
ჰ15) ეპიზოოტია – დროის გარკვეულ მონაკვეთში, განსაზღვრულ ტერიტორიაზე გადამდები დაავადებით ერთდროულად მრავალი ცხოველის დასენიანება;
ჰ16) გადამდები დაავადება – ცხოველის ინფექციური ან ინვაზიური დაავადება, რომელიც დაავადებული ორგანიზმიდან ჯანმრთელ ორგანიზმს გადაედება;
ჰ17) ზოონოზური დაავადება – ცხოველის ისეთი გადამდები დაავადება, რომელიც ბუნებრივად გადაედება ცხოველიდან ადამიანს და ადამიანიდან ცხოველს;
ჰ18) ვეტერინარული კეთილსაიმედოობა − განსაზღვრულ ტერიტორიაზე დაავადებების არარსებობა;
ჰ19) კრიზისული მდგომარეობა − ბუნებრივად ან ადამიანის მიერ გამოწვეული მოულოდნელი და სახიფათო მდგომარეობა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს, ინფრასტრუქტურას, გარემოს და დროულ რეაგირებას მოითხოვს;
ჰ20) ვეტერინარული პრეპარატი – ფარმაკოლოგიური, იმუნოლოგიური ან მეტაბოლური ეფექტის მქონე ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ცხოველთა დაავადების დიაგნოსტიკისათვის ან დაავადების სიმპტომების აღმოსაფხვრელად, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე ცხოველთა სასიცოცხლო და ფიზიოლოგიური ფუნქციების აღსადგენად ან/და შესაცვლელად;
ჰ21) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი − ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეესაბამება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილ სერტიფიკატის ფორმას და ადასტურებს, რომ ტვირთი აკმაყოფილებს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს;
ჰ22) ჰიგიენური სერტიფიკატი – სურსათის/სურსათთან დაკავშირებული ტარის უვნებლობის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჰ23) ვეტერინარული სერტიფიკატი – ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) კოდექსების შესაბამისად, წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჰ24) პესტიციდი − ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული პროდუქტებისა და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის;
ჰ25) აგროქიმიკატი – „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სასუქი ან/და ქიმიური მელიორანტი. ეს ტერმინი ვრცელდება ტორფზე, თუ ის სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის სასუქის სახით გამოიყენება;
ჰ26) საკარანტინო ზონა − გეოგრაფიული არეალი, რომელშიც იყო ან არის დაავადებული ცხოველი ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველი და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, აგრეთვე ზონა, რომელშიც არსებობს საკარანტინო მავნე ორგანიზმი და ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი;
ჰ27) მცენარეთა კარანტინი − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრის ან/და გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან მათი სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად;
ჰ28) ვეტერინარული კარანტინი − ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია გადამდები დაავადებების გამოსავლენად ან/და მათი გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
ჰ29) ფიტოსანიტარიული ზომა − პროცედურა, რომელიც გამოიყენება საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრის ან/და გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების მიერ გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად;
ჰ30) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი – მცენარე, მცენარეული პროდუქტი ან სხვა ორგანიზმი, დასაწყობების ადგილი, შეფუთვა, სატრანსპორტო საშუალება, კონტეინერი, ნიადაგი ან მასალა, რომელშიც შესაძლებელია არსებობდეს მავნე ორგანიზმი ან/და რომელიც ხელს უწყობს მის გავრცელებას და რომლის მიმართ აუცილებელია ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენება, განსაკუთრებით საერთაშორისო გადაზიდვების შემთხვევაში;
ჰ31) ცხოველთა საკარანტინო დაავადება – დაავადება, რომელიც ხასიათდება ფართო არეალზე სწრაფი გავრცელებით, ცხოველთა მაღალი ავადობით ან სიკვდილიანობით;
ჰ32) მავნე ორგანიზმი − მცენარეებისათვის ან მცენარეული პროდუქტებისათვის მავნე მცენარის, ცხოველის ან პათოგენური აგენტის ნებისმიერი სახეობა, სახესხვაობა ან ბიოტიპი. მავნე ორგანიზმი შეიძლება იყოს საკარანტინო ან არასაკარანტინო;
ჰ33) საკარანტინო მავნე ორგანიზმი − მავნე ორგანიზმი, რომელსაც პოტენციური ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს საფრთხისადმი დაქვემდებარებული იმ ზონისათვის, რომელშიც ის ჯერ არ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ შეზღუდულად არის გავრცელებული და სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა;
ჰ34) არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი − მავნე ორგანიზმი, რომელიც მოცემული ზონისათვის არ არის საკარანტინო მავნე ორგანიზმი;
ჰ35) ტვირთი − მცენარის ან მცენარეული პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც გადაადგილდება შესაბამისი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით. ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი პარტიისაგან;
ჰ36) სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერება − „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნივთიერება;
ჰ37) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) სისტემა − სისტემა, რომელიც საფრთხეების იდენტიფიცირებით და მათი კონტროლის განხორციელებით უვნებელი სურსათის წარმოების შესაძლებლობას იძლევა;
ჰ38) ცხოველური ნარჩენი − ცხოველის მოვლასთან და შენახვასთან დაკავშირებული ნარჩენი, ლეში, აბორტირებული ან მკვდრადშობილი ნაყოფი, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;
ჰ39) სააგენტო − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის ძირითადი პრინციპებია:
ა) რისკის ანალიზი;
ბ) პრევენცია;
გ) გამჭვირვალობა;
დ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
მუხლი 4. რისკის ანალიზის პრინციპი
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ზომები და ქმედებები რისკის ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს.
2. რისკის ანალიზი მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს:
ა) რისკის შეფასება;
ბ) რისკის კომუნიკაცია;
გ) რისკის მართვა.
3. რისკის ანალიზთან დაკავშირებული ღონისძიებებია:
ა) შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის სამეცნიერო დასკვნის საჭიროებისამებრ წარდგენა;
ბ) რისკის შეფასებისა და სახელმწიფო კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავების ხელშეწყობა და კოორდინირება;
გ) სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების საჭიროებისამებრ მოკვლევა, შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი;
დ) ახალი საფრთხეების საჭიროებისამებრ იდენტიფიცირება და აღწერა;
ე) დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ვ) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება ამ კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად საგანგებო ზომების მიღებისას;
ზ) რისკის ანალიზთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
1. რისკის შეფასება მოიცავს ოთხ საფეხურს:
ა) საფრთხის იდენტიფიცირებას;
ბ) საფრთხის აღწერა-დახასიათებას;
გ) საფრთხის ზეგავლენის შეფასებას;
დ) რისკის დახასიათებას.
2. რისკის შეფასება ეფუძნება ხელმისაწვდომ, მეცნიერულად დასაბუთებულ შედეგებსა და მონაცემებს.
3. რისკის შეფასება ხორციელდება დამოუკიდებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ.
რისკის კომუნიკაცია არის რისკის ანალიზის პროცესში საფრთხის, რისკის, რისკის შეფასების შედეგებისა და რისკის მართვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციისა და დასკვნების დროული და შეუფერხებელი გაცვლა რისკის შემფასებლებს, რისკის მართვაზე პასუხისმგებელ პირებს, მომხმარებლებსა და ბიზნესოპერატორებს შორის.
1. რისკის მართვა არის რისკის შეფასებისაგან განსხვავებული პროცესი, რომლის მიზანია, რისკის შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო ალტერნატივის შერჩევის საშუალებით რისკის პრევენციისა და კონტროლის შესაბამისი ზომების შერჩევა.
2. რისკის შესამცირებლად, აღმოსაფხვრელად და პრევენციისათვის მიღებული ზომები ეფექტიანი, ობიექტური და რისკის პროპორციული უნდა იყოს.
1. განსაკუთრებული გარემოების დროს, როდესაც არსებული ინფორმაციის საფუძველზე არსებობს ეჭვი ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთანავე, დროებით ვერ ხერხდება ამ ინფორმაციის მეცნიერულად დასაბუთება, შესაძლებელია რისკის მართვის დროებითი ზომების მიღება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიღებული ზომები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და უნდა გადაიხედოს გონივრულ ვადაში, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული რისკის ბუნებიდან გამომდინარე.
მუხლი 10. გამჭვირვალობის პრინციპი
1. რისკის შეფასების, რისკის მართვის ზომების შემუშავებისა და განხილვის პროცესი არის საჯარო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. რისკის შესახებ დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ამ რისკის ხასიათიდან, მასშტაბიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, სააგენტო ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე ან მცენარის სიჯანსაღეზე საფრთხის ზეგავლენის და საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ, აგრეთვე იმ ზომების თაობაზე, რომლებიც მიიღება რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად.
მუხლი 101. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის პრინციპი
1. მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან, მცენარესთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან და აგროქიმიკატთან დაკავშირებული აუცილებელი, უტყუარი, სრული ინფორმაცია, რაც მას სწორი არჩევანის საშუალებას მისცემს.
2. ამ კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მომხმარებელი დაცული უნდა იქნეს მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან.
3. დაუშვებელია სურსათის/ცხოველის საკვების იმგვარი ეტიკეტირება, რეკლამა ან წარდგენა (მათ შორის, დაფასოება, შეფუთვა, განთავსება), რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი სურსათის/ცხოველის საკვების ნამდვილ ბუნებასთან, მის შემადგენლობასთან, თვისებებთან ან სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებით.
4. უნდა აღიკვეთოს ან/და თავიდან უნდა იქნეს აცილებული ყველა სხვა ქმედება, რომლებსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი.
5. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სააგენტო ადგენს სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან, მცენარესთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან და აგროქიმიკატთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და ბიზნესოპერატორის მიერ დეკლარირებული ინფორმაციის შესაბამისობას.
6. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სააგენტო ოპერატიულად რეაგირებს იმ შეტყობინებაზე, რომელიც შემტყობინებელი პირისა და შეტყობინებით გათვალისწინებული ინფორმაციის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა.
თავი III. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მოთხოვნები
მუხლი 11. სურსათის უვნებლობის მოთხოვნები
1. ბაზარზე განთავსებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
2. დაუშვებელია მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება.
3. სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ:
ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
ბ) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება.
4. სურსათის უვნებლობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის, აგრეთვე პირველადი წარმოების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ბ) საბოლოო მომხმარებლის მიერ სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა;
გ) სურსათის (მათ შორის, ცალკეული კატეგორიების სურსათის) მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად მომხმარებლისათვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია (ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის ჩათვლით) ან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაცია;
დ) სურსათის არა მხოლოდ შესაძლო მეყსეული, ხანმოკლე ან გრძელვადიანი გავლენა მომხმარებელზე, არამედ მისი ეფექტი მომდევნო თაობებზედაც;
ე) შესაძლო ტოქსიკური კუმულაციური ეფექტი;
ვ) განსაკუთრებული კატეგორიის მომხმარებლის ჯანმრთელობაზე სურსათის ზეგავლენის დონე, თუ ეს სურსათი აღნიშნული კატეგორიის მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი.
5. ადამიანის მიერ სურსათის მოხმარების მიზანშეწონილობის დასადგენად გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად დასაშვებია ადამიანის მიერ სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენება მისი დაბინძურების, დაობების, ლპობის ან მასზე გარეგნული დაზიანების ნიშნების არსებობის გამო.
6. თუ სურსათი მავნეა, ამ სურსათის მთელი პარტია მავნედ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. შემოწმების ხარჯებს ანაზღაურებს ბიზნესოპერატორი.
7. სურსათის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას ბაზარზე მისი განთავსების შეზღუდვისათვის/აკრძალვისათვის ან ბაზრიდან მისი ამოღებისათვის, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ სურსათი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიუხედავად, უვნებელი არ არის.
მუხლი 12. ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნები
1. ცხოველის საკვები არ უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებული ან ცხოველის საკვებად გამოყენებული, თუ იგი უვნებელი არ არის.
2. ცხოველის საკვები, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, მიიჩნევა უვნებლად.
3. ცხოველის საკვები დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის მავნედ მიიჩნევა, თუ:
ა) ეს საკვები რისკს უქმნის ცხოველის ჯანმრთელობას;
ბ) ამ საკვებით გამოკვებილი ცხოველისაგან მიღებული სურსათი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
4. თუ ცხოველის საკვები არ აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ამ ცხოველის საკვების მთელი პარტია მავნედ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს. შემოწმების ხარჯებს ანაზღაურებს ბიზნესოპერატორი.
5. ცხოველის საკვების დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებთან არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას ბაზარზე მისი განთავსების შეზღუდვასთან/აკრძალვასთან ან ბაზრიდან მის ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ, ცხოველის საკვების უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებთან დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობის მიუხედავად, ცხოველის საკვები უვნებელი არ არის.
მუხლი 121. ვეტერინარული მოთხოვნები
1. ვეტერინარულია ის მოთხოვნები, რომლებიც წესდება ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად, დაავადების წარმოშობის შემთხვევაში კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციისათვის, ეპიზოოტიური მდგომარეობის განსაზღვრა-შეფასებისათვის, ცხოველის დაავადების თავიდან აცილებისათვის, ცხოველური პროდუქტების კონტროლისა და ცხოველის კეთილდღეობისთვის.
2. ვეტერინარული მოთხოვნებია:
ა) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა გადამდები დაავადებების გამომწვევების შემოჭრისაგან, შემოტანისა და გავრცელებისაგან;
ბ) ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის მიღწევა ან/და შენარჩუნება;
გ) ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა;
დ) ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა;
ე) ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების სერტიფიცირება;
ზ) ცხოველური პროდუქტების კონტროლი;
თ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;
ი) ვეტერინარული პრეპარატების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
მუხლი 122. მცენარეთა დაცვის მოთხოვნები
1. ქვეყნის ტერიტორია დაცული უნდა იქნეს საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრისაგან, შემოტანისა და გავრცელებისაგან.
2. მცენარე, მცენარეული პროდუქტი, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი დაცული უნდა იქნეს მავნე ორგანიზმებისაგან ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენებით.
3. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:
ა) ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობასა და გარემოზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება;
ბ) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება.
მუხლი 13. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია და აღიარება
1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. რეგისტრაციის გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია.
[3. აღიარებას ექვემდებარება ის ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან.
4. ბიზნესოპერატორის აღიარებას ახორციელებს სააგენტო სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
5. აკრძალულია აღიარების გარეშე იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც აღიარებას ექვემდებარება. (ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)]
მუხლი 17. მიკვლევადობას მოთხოვნები
1. სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.
2. მიკვლევადობის განსახორციელებლად აუცილებელია ბიზნესოპერატორს ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია, აწარმოებდეს შესაბამის დოკუმენტაციასა და ჩანაწერებს. ამისათვის ბიზნესოპერატორს შემოღებული უნდა ჰქონდეს სისტემები და პროცედურები, რომლებიც ამგვარი ინფორმაციით უზრუნველყოფს კომპეტენტურ ორგანოებს მოთხოვნისამებრ.
3. მიკვლევადობის განსახორციელებლად სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
4. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
1. სურსათის ბიზნესოპერატორს დანერგილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად.
2. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებია:
ა) ნებისმიერი საფრთხის იდენტიფიცირება მისი თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო დონემდე შემცირების მიზნით;
ბ) კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა იმ ეტაპზე/ეტაპებზე, როდესაც აუცილებელია განხორციელდეს კონტროლი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აღმოსაფხვრელად ან სათანადო დონემდე შესამცირებლად;
გ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე კრიტიკული ზღვრების დადგენა საფრთხის თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო (მისაღებ) დონემდე შემცირების მიზნით;
დ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე ეფექტიანი მონიტორინგის დანერგვა და განხორციელება;
ე) მაკორექტირებელი ქმედებების განსაზღვრა იმ შემთხვევისათვის, როდესაც მონიტორინგით დგინდება, რომ კრიტიკული საკონტროლო წერტილი დადგენილ კრიტიკულ ზღვარს სცილდება;
ვ) პროცედურების შემუშავება ამ ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების რეგულარულად შესამოწმებლად;
ზ) ამ ნაწილის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შესახებ ჩანაწერების წარმოება.
3. სურსათში, სურსათის წარმოების ნებისმიერ ეტაპსა და პროცესში რაიმე ცვლილებისას ბიზნესოპერატორი ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემაში.
4. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა არ არის სავალდებულო იმ ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც პირველად წარმოებას ახორციელებს.
5. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებისა და გადამუშავების სახეები, რომელთათვისაც სავალდებულოა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები (მათ შორის, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები), ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
2. ეტიკეტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება სახელმწიფო კონტროლის დროს.
3. დაუშვებელია სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე ან თანდართულ დოკუმენტში ტერმინების − „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ − ნებისმიერი კომბინაციის მითითება, თუ იგი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ბიოწარმოების წესს და ეს შესაბამისობა არ დასტურდება შესაბამისობის სერტიფიკატით.
4. დაუშვებელია ბაზარზე ისეთი სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის განთავსება, რომლებიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მათი ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება.
მუხლი 181. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში
1. ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.
2. თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად. თუ ასეთი სურსათი/ცხოველის საკვები მიწოდებულია საბოლოო მომხმარებლისთვის, ბიზნესოპერატორმა მომხმარებელს ეფექტიანად, მომხმარებლისათვის გასაგები ფორმით უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან ამოღების მიზეზების შესახებ. თუ ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები საკმარისი არ არის, ბიზნესოპერატორმა უნდა გამოითხოვოს მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათი/ცხოველის საკვები.
3. თუ სააგენტოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები მავნეა, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს მითითების შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად, ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად ან/და მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათის/ცხოველის საკვების გამოსათხოვად.
4. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული ზომების თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს სააგენტოს.
მუხლი 182. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები ვეტერინარიის სფეროში
1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა მოშენებას, გადარეკვას, გადაზიდვას, რეალიზაციას ან/და დაკვლას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) განახორციელოს ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებები, მათ შორის, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მკურნალობა და გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები;
ბ) ცხოველის დაკვლა მისი რეალიზაციის მიზნით განახორციელოს ვეტერინარული ზედამხედველობით;
გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;
დ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას;
[ე) უზრუნველყოს ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) კეთილდღეობა; (ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან)]
ვ) უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაზიდვა და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) უზრუნველყოს ცხოველური ნარჩენების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„თ“ ქვეპუნქტები ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც.
3. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველური პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) უზრუნველყოს, რომ ცხოველური პროდუქტები არ უნდა უქმნიდეს რისკს ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს;
ბ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;
გ) უზრუნველყოს ცხოველური პროდუქტების გადაადგილება და რეალიზაცია შესაბამისი ვეტერინარული დოკუმენტის თანხლებით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც.
5. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარული პრეპარატის წარმოებასა და დისტრიბუციას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) სარეალიზაციოდ განკუთვნილი ვეტერინარული პრეპარატი რეგისტრირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) დაცული უნდა იქნეს ვეტერინარული პრეპარატის ხარისხთან/უსაფრთხოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
6. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი სხვა ბიზნესოპერატორები თავიანთ საქმიანობას უნდა ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 183. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები მცენარის დაცვის სფეროში
1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს მცენარისა და მცენარეული პროდუქტის წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ვალდებულია:
ა) დაიცვას მცენარე, მცენარეული პროდუქტი, აგრეთვე მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილი საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან;
ბ) არ დაუშვას გამოყენებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მავნე ზემოქმედება ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე და გარემოზე;
გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები იმ განსაკუთრებით საშიში ან/და საკარანტინო მავნე ორგანიზმების მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან მცენარის სიჯანსაღეს;
დ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;
ე) საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;
ვ) აწარმოოს მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილზე მავნე ორგანიზმების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩატარებული დაცვითი ღონისძიებების და გამოყენებული მცენარეთა დაცვის საშუალებების აღრიცხვა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც.
თავი IV. სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად, ხოლო საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას − საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომ − სამსახური) ამ კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა;
ბ) სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) ღონისძიებებისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული კრიზისული მდგომარეობის მართვის უზრუნველსაყოფად;
დ) საერთაშორისო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) რისკის ანალიზის ორგანიზება.
სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:
ა) სურსათის უვნებლობის ნორმებისა და პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა;
ბ) მომხმარებელთა სპეციალური ჯგუფებისათვის მოთხოვნების (მათ შორის, ბავშვთა და ჩვილ ბავშვთა კვებასთან და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების) განსაზღვრაში მონაწილეობა;
გ) სურსათით გამოწვეული დაავადებების მონიტორინგის, კვლევისა და კონტროლის განხორციელება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება, რეკომენდაციებისა და წესების შემუშავება დაავადებათა პრევენციის, ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მიზნით;
დ) ზოონოზური დაავადებისა და სურსათით გამოწვეული დაავადების გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს ინფორმირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული კრიზისული მდგომარეობის მართვაში მონაწილეობა და ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR-2005) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში:
ა.ა) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ა.ბ) მიკვლევადობის მოთხოვნების შემოწმება მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ა.გ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ა.დ) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებაზე ზედამხედველობა;
ა.ე) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია, რომ ეს სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის მავნეა;
ბ) ვეტერინარიის სფეროში:
ბ.ა) ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება;
ბ.ბ) გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, მათი საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება;
[ბ.გ) ცხოველთა კეთილდღეობაზე კონტროლის განხორციელება; (ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან)]
ბ.დ) ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია და კონტროლი, ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების განადგურებაზე ზედამხედველობა;
ბ.ე) ცხოველური ნარჩენების შეგროვებაზე, უტილიზაციასა და განადგურებაზე ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ.ვ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე ზედამხედველობა;
ბ.ზ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;
ბ.თ) ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ.ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება;
ბ.კ) ვეტერინარიის სფეროში დასაქმებული ბიზნესოპერატორების საქმიანობის კოორდინაცია;
ბ.ლ) საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის შემუშავება;
ბ.მ) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ ვეტერინარულ პრეპარატებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია მათი მავნე ზემოქმედება ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე;
ბ.ნ) ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;
გ) მცენარეთა დაცვის სფეროში:
გ.ა) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია, მათი გამოყენებისა და მიმოქცევის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ.ბ) მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება;
გ.გ) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
გ.დ) მცენარეთა კარანტინის ორგანიზება;
გ.ე) განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვება, მათი გამოვლენა და დიაგნოსტიკა;
გ.ვ) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის შემუშავება;
გ.ზ) განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მასობრივი გავრცელებისა და განვითარების პროგნოზირება;
გ.თ) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და ლოკალიზაციის/სალიკვიდაციო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
გ.ი) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების დამუშავებაზე ზედამხედველობა საერთაშორისო გადაზიდვების შემთხვევაში;
გ.კ) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ აგროქიმიკატებთან და პესტიციდებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია მათი მავნე ზემოქმედება ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე და გარემოზე;
გ.ლ) მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ტერიტორიის ან მავნე ორგანიზმების დაბალი გავრცელების ტერიტორიის სტატუსის მინიჭება;
გ.მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებამდე, ტვირთის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების შემდეგ, მისი ხელახალი ინვაზიისა და შემადგენლობის ჩანაცვლების თავიდან ასაცილებლად სათანადო პროცედურების განხორციელება;
დ) ბიზნესოპერატორთა აღიარება;
ე) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
ვ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ ბიზნესოპერატორთა და მომხმარებელთა ინფორმირება;
ზ) უფლებამოსილ პირთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება;
თ) სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ი) ნებართვების, სერტიფიკატებისა და ლიცენზიების გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის შემუშავება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წარდგენა;
ლ) გარემოს დაბინძურების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების ინფორმირება;
მ) სახელმწიფო კონტროლის შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა.
მუხლი 221. სააგენტოს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან
სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის პრინციპია ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარიის სფეროებში ღონისძიებების განხორციელებისას საერთო პრობლემების ერთობლივად გადასაჭრელად ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს:
ა) მცენარეთა კარანტინის და ვეტერინარული კარანტინის დროს საკარანტინო მავნე ორგანიზმებისა და დაავადებების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის კარანტინის ან სხვა შეზღუდვის დაწესებას, მოხსნას და მისი განხორციელების ხელშეწყობას;
ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას;
გ) არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას.
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებისას სამსახური ახორციელებს:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლს;
ბ) ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლს;
გ) ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს .
მუხლი 24. სააგენტოსა და სამსახურის თანამშრომლობა
1. სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის ან/და მცენარის საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევისას, ასევე საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას სააგენტო და სამსახური თანამშრომლობენ.
2. სააგენტოსა და სამსახურის თანამშრომლობა ხორციელდება შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:
ა) ინფორმაციის გაცვლა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის ან/და მცენარის შესახებ არსებული და შესაძლო რისკების თაობაზე, ასევე როგორც საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, ისე მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ან განთავსების შემდეგ განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;
ბ) საინფორმაციო ბაზის ხელმისაწვდომობა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყონ თავიანთ მიერ წარმოებულ შესაბამის საინფორმაციო ბაზასთან ერთმანეთის დაშვება და მისი ხელმისაწვდომობა, რაც საჭიროა სააგენტოსა და სამსახურის მიერ სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად;
გ) სწრაფი განგაშის სისტემის მეშვეობით ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან ორგანიზება გაუწიონ სწრაფი განგაშის სისტემის ეფექტიან მუშაობას, ასევე ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყონ სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან ან/და მცენარესთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თანამშრომლობისა და მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე შექმნან სახელმწიფო კონტროლის ერთიანი სისტემა. დაუშვებელია ურთიერთსაწინააღმდეგო, შეუთანხმებელი ან ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.
თავი V. სახელმწიფო კონტროლის სახეები და მისი განხორციელების მექანიზმები
მუხლი 25. სახელმწიფო კონტროლის სახეები
სახელმწიფო კონტროლის სახეებია:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი, რომლის მიზანია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველყოფა;
ბ) ვეტერინარული კონტროლი, რომლის მიზანია ცხოველის ჯანმრთელობის დაცვა;
გ) ფიტოსანიტარიული კონტროლი, რომლის მიზანია მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვა.
[მუხლი 25. სახელმწიფო კონტროლის სახეები
სახელმწიფო კონტროლის სახეებია:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი – ქმედება, რომელიც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ბ) ვეტერინარული კონტროლი – ქმედება, რომელიც ხორციელდება ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
გ) ფიტოსანიტარიული კონტროლი − ქმედება, რომელიც ხორციელდება მცენარეთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. (ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)]
მუხლი 26. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმები
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის, ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების მექანიზმებია:
ა) გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება;
ბ) ზედამხედველობა;
გ) მონიტორინგი;
დ) ნიმუშის აღება;
ე) დოკუმენტური შემოწმება.
[მუხლი 26. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმები
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის, ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების მექანიზმებია:
ა) ინსპექტირება;
ბ) მონიტორინგი;
გ) ზედამხედველობა;
დ) დოკუმენტური შემოწმება;
ე) ნიმუშის აღება.
2. სააგენტომ შესაძლებელია სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანების შესრულების დელეგირება მოახდინოს ერთ ან ერთზე მეტ მაკონტროლებელ ორგანოზე, თუ:
ა) არსებობს იმ ამოცანების ზუსტი აღწერილობა, რომლებიც შესაძლებელია შეასრულოს მაკონტროლებელმა ორგანომ;
ბ) მაკონტროლებელი ორგანო არის მიუკერძოებელი და ინტერესთა კონფლიქტისგან თავისუფალი მისთვის დელეგირებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით.
3. მაკონტროლებელი ორგანო აკრედიტებული უნდა იყოს საქართველოს ან ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების შესაბამისი ორგანოს მიერ. (ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)]
[მუხლი 26 1 . სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები
1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად, ბიზნესოპერატორის წინასწარი გაფრთხილების გარეშე და რომელიც მოიცავს:
ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;
ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას;
გ) დადგენილი წესით ნიმუშის აღებას და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარებას.
2. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და გაზომვები სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად, სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, რომლის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:
ა) წინა წლებში მოსახლეობასა და ცხოველებში კვებითი მოშხამვების, სურსათით/ცხოველის საკვებით განპირობებული ნაწლავთა ინფექციების, ეპიდემიების, სხვა საკვებისმიერი მასობრივი დაავადებების გაჩენის შემთხვევები;
ბ) სურსათის/ცხოველის საკვების მიკრობიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური დაბინძურების შემთხვევები;
გ) გარემოს დაბინძურების შემთხვევები;
დ) მომხმარებელთა მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის შემთხვევები;
ე) სააგენტოს მიერ საანგარიშო წელს და წინა წლებში განხორციელებული საქმიანობების შედარებითი ანალიზი.
3. მონიტორინგის ფარგლებში არსებული მდგომარეობა შეისწავლება ნიმუშის აღებისა და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარების გზით, რისკის შეფასების განხორციელებისათვის, რომლის დროსაც:
ა) მოწმდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მაჩვენებლების, ეტიკეტისა და წარდგენის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ბ) ხორციელდება დოკუმენტური შემოწმება.
4. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება. დაკვირვება ხორციელდება:
ა) სურსათის განადგურებაზე;
ბ) ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთაზე, ბაზრიდან და მომხმარებლისგან გამოთხოვაზე;
გ) ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულებაზე.
5. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექანიზმებთან ერთად ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.
6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად, რათა განისაზღვროს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკი.
7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად. (ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)]
[მუხლი 26 2 . ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები
1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება ცხოველის, ცხოველური პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ცალკეული ასპექტების გამოკვლევა მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად და რომელიც მოიცავს:
ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, აგრეთვე ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და კეთილდღეობის შესაფასებლად;
ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას;
გ) სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას და ლაბორატორიულ გამოკვლევას ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად.
2. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და მონაცემების მოპოვება ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის, ცხოველური პროდუქტებისა და ვეტერინარული პრეპარატების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად და რომელიც მოიცავს:
ა) სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას რისკის შესაფასებლად;
ბ) ვეტერინარული პრეპარატების ნიმუშების აღებას;
გ) ცხოველის, ცხოველური პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტის შემოწმებას;
დ) ცხოველთა საცხოვრებელი გარემოს დათვალიერებას და ინფორმაციის შეგროვებას;
ე) ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენების წესის დაცვის შემოწმებას.
3. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება ცხოველზე, ცხოველურ პროდუქტზე, ვეტერინარულ პრეპარატზე, ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება. დაკვირვება ხორციელდება:
ა) ცხოველის დაკვლის, დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ პროცესებზე;
ბ) საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაზე;
გ) გადამდები დაავადებებისა და მასობრივი არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე;
დ) ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების განადგურებაზე;
ე) ცხოველური ნარჩენების შეგროვებაზე, უტილიზაციასა და განადგურებაზე;
ვ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე;
ზ) ცხოველის საკვების განადგურებაზე;
თ) ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულებაზე.
4. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება ვეტერინარიის სფეროში ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.
5. ვეტერინარულ კონტროლს ახორციელებს ვეტერინარი ექიმი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად, რათა განისაზღვროს ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკი.
7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად. (ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)]
[მუხლი 26 3 . ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები
1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ვიზუალურ შემოწმებას (დახედვას) მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის დროს, აგრეთვე საკარანტინო ზონაში:
ა) მცენარესთან, მცენარეულ პროდუქტთან, სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას;
ბ) ტვირთის იდენტურობისა და მთლიანობის შემოწმებას;
გ) დამუშავების ეფექტიანობის შემოწმებას;
დ) ფიზიკურ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში − ნიმუშის აღებას.
2. ინსპექტირების დროს ხორციელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემოწმების სახეებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე ერთად.
3. მონიტორინგი არის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შემოწმების ხანგრძლივი პროცესი ან/და ხანგრძლივი კვლევა მავნე ორგანიზმის პოპულაციის მახასიათებლების შესამოწმებლად და იგი მოიცავს:
ა) საკარანტინო მავნე ორგანიზმების განვითარების პროგნოზირებას, მიწათმოსარგებლის დროულ გაფრთხილებას საკარანტინო მავნე ორგანიზმის გამოჩენისა და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების ვადების შესახებ;
ბ) ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების აღებას;
გ) სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ტყეების კვლევას საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელების არეალის განსაზღვრის, მათი მავნეობის დადგენის და მათი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
4. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს:
ა) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის კორექტირებისა და საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონების დაზუსტების მიზნით მოცემულ ზონაში კვლევებით, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე და სხვა პროცედურების საშუალებით საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობის ან არარსებობის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და რეგისტრაციის ოფიციალურ პროცესს, რომლის დროსაც ხორციელდება:
ა.ა) სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტყეებზე დაკვირვება;
ა.ბ) საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მონაცემთა შეკრება და გამოკითხვა;
ა.გ) ნიმუშის აღება;
ა.დ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის (მათ შორის, ხის ტარის, შესაფუთი მასალის) დამუშავებასა და განადგურებაზე დაკვირვება;
ბ) პესტიციდისა და აგროქიმიკატის შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შემოტანის, დაფასოების, გამოყენებისა და მარკირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.
5. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება მცენარის დაცვის სფეროში ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.
6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება მავნე ორგანიზმების გამოვლენის, აგრეთვე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მახასიათებლების სამომხმარებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად. (ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)]
მუხლი 27. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა და ანგარიში
1. სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
2. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა მოიცავს წლის განმავლობაში განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის სახეებს, მექანიზმებს და რაოდენობას.
3. სააგენტო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველწლიურად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის შედეგების წლიურ ანგარიშს, რომელიც შეიცავს:
ა) განხორციელებული კონტროლის სახეებს, მისი განხორციელების მექანიზმებს და რაოდენობას;
ბ) გამოვლენილი შეუსაბამობის რაოდენობას, დარღვევის ტიპის მითითებით;
გ) გამოვლენილი შეუსაბამობის საპასუხოდ მიღებულ ზომებს.
[თავი VI. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)]
მუხლი 28. ინსპექტირების ზოგადი პრინციპები
1. საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლს და მის კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო კონტროლის მიზნით სააგენტო ახორციელებს არაგეგმურ ინსპექტირებას, ხოლო საინსპექციო ორგანო – გეგმურ ინსპექტირებას.
3. სახელმწიფო კონტროლის კოორდინაციის მიზნით სააგენტო საინსპექციო ორგანოს მიერ გეგმური ინსპექტირების განხორციელებას ზედამხედველობს შემდეგნაირად:
ა) საინსპექციო ორგანოს მიერ წარდგენილი შესაბამისობის შეფასების აქტის ასლის დოკუმენტური შემოწმების მეშვეობით;
ბ) საინსპექციო ორგანოს მიერ ინსპექტირების შედეგად მოპოვებული სხვა, დამატებითი მასალის დოკუმენტური შემოწმების მეშვეობით;
გ) ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საინსპექციო ორგანოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების მეშვეობით.
4. საინსპექციო ორგანო ანგარიშვალდებულია სააგენტოს წინაშე გეგმური ინსპექტირების შედეგად მოპოვებული დოკუმენტური მასალის სააგენტოსათვის წარდგენის გზით, რომელიც ხორციელდება ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
5. სააგენტო ახორციელებს გეგმურ ინსპექტირებას საინსპექციო ორგანოსაგან ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შეტყობინების მიღებამდე ამ კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ საინსპექციო ორგანო ახორციელებს გეგმურ ინსპექტირებას შეტყობინებაში მითითებულ ტერიტორიასა და წარმოების სახეობაზე.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო განაგრძობს გეგმურ ინსპექტირებას იმ ტერიტორიასა და წარმოების სახეობაზე, სადაც არ არის საინსპექციო ორგანო.
7. იკრძალება ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის პარალელური გეგმური ინსპექტირება სააგენტოსა და საინსპექციო ორგანოს მიერ.
8. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება რისკის ანალიზის საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით შემუშავებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად.
[მუხლი 28. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)]
მუხლი 29. გეგმური ინსპექტირების პერიოდულობა
1. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ბიზნესოპერატორად დარეგისტრირებულ საწარმოში.
2. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ამ კოდექსის 27-ე მუხლის საფუძველზე შემუშავებული და დამტკიცებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად.
3. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება რისკის ანალიზის საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით შემუშავებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შედეგად შერჩეულ ბიზნესოპერატორში, წელიწადში ერთხელ.
მუხლი 30. არაგეგმური ინსპექტირების საფუძველი
1. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება:
ა) მოსახლეობასა და ცხოველებში მასობრივი კვებითი მოშხამვების დადასტურებული შედეგების საფუძველზე;
ბ) მოსახლეობასა და ცხოველებში მასობრივი დაავადებების დადასტურებული შედეგების საფუძველზე;
გ) სააგენტოსათვის მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ მიმართვას თან ახლავს:
გ.ა) ნიმუშის აღების პროცედურის აღწერა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
გ.ბ) აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგი, რომლის მიხედვითაც, სურსათი/ცხოველის საკვები უვნებელი არ არის;
გ.გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა, რომელიც ადასტურებს მომხმარებლის სურსათით განპირობებულ ნაწლავთა ინფექციურ მოწამვლას ან კვებით ინტოქსიკაციას;
დ) ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საინსპექციო ორგანოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას;
ე) ამ კოდექსის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის განმახორციელებელი ვეტერინარი ექიმის მიერ სააგენტოსათვის ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გაგზავნილი დოკუმენტაციის დოკუმენტური შემოწმების შედეგად საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში;
ვ) სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ან საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს;
ზ) სახელმწიფო ან სამართალდამცავი ორგანოს წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე;
თ) ბიზნესოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარ საწარმოში.
2. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება ამ კოდექსის 33-ე მუხლით დადგენილი წესით.
1. საინსპექციო ორგანო ახორციელებს გეგმურ ინსპექტირებას.
2. საინსპექციო ორგანო ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების საინსპექციო ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა მოიცავს საქართველოს ტერიტორიასაც.
3. საინსპექციო ორგანომ საქმიანობის დაწყებამდე სააგენტოს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.
4. საინსპექციო ორგანომ ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შეტყობინებაში უნდა მიუთითოს:
ა) ტერიტორია (დაფარვის არეალი), სადაც საინსპექციო ორგანო განახორციელებს გეგმურ ინსპექტირებას;
ბ) წარმოების სახეობა, სადაც საინსპექციო ორგანო განახორციელებს გეგმურ ინსპექტირებას.
5. სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შეტყობინების მიღების შემდეგ უზრუნველყოს საინსპექციო ორგანოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თავის ვებგვერდზე განთავსების გზით.
6. საინსპექციო ორგანომ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება ამის თაობაზე.
7. საინსპექციო ორგანოს მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში სააგენტო წერილობით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრს შესაბამისი საინსპექციო ორგანოსათვის აკრედიტაციის ჩამორთმევის მიზნით.
მუხლი 32. საინსპექციო ორგანოს მიერ გეგმური ინსპექტირების განხორციელების წესი
1. გეგმური ინსპექტირების განხორციელებისათვის სააგენტო სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის საფუძველზე ადგენს გეგმური ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებული ბიზნესოპერატორების ნუსხას. გეგმური ინსპექტირების განხორციელების შესახებ ინფორმაცია არანაკლებ ერთი თვით ადრე ეგზავნება შესაბამის ბიზნესოპერატორებს.
2. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ბიზნესოპერატორსა და საინსპექციო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. საინსპექციო ორგანო ინსპექტირების განხორციელებისას ადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაბამისობის შეფასების აქტს .
4. საინსპექციო ორგანო ინსპექტირების შედეგად შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორს აძლევს რეკომენდაციებს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად.
5. საინსპექციო ორგანო სააგენტოს უგზავნის განხორციელებული ინსპექტირების შედეგად შედგენილი შესაბამისობის შეფასების აქტის ასლს , ხოლო სააგენტოს მოთხოვნისას − ინსპექტირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა, დამატებით დოკუმენტურ მასალას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) .
6. საინსპექციო ორგანოს მიერ სააგენტოსათვის გაგზავნილი შესაბამისობის შეფასების აქტის ასლისა და სხვა, დამატებითი დოკუმენტური მასალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის გაცემის შესახებ .
7. საინსპექციო ორგანო პასუხისმგებელია თავის მიერ წარმოებული დოკუმენტების სისწორისათვის.
მუხლი 33. საინსპექციო ორგანოს უფლებამოსილებები
1. საინსპექციო ორგანო სახელმწიფო კონტროლის მიზნით, გეგმური ინსპექტირების განხორციელებისას უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს:
ა.ა) სურსათის/ცხოველის საკვების ან/და პირველადი წარმოების ადგილი, საწარმო, სატრანსპორტო საშუალება, ტექნიკისა და აღჭურვილობის მდგომარეობა და გამოყენების პირობები;
ა.ბ) ნედლეული, ინგრედიენტები, ნახევარფაბრიკატები, სხვა საშუალებები და პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად; საბოლოო სურსათი/ცხოველის საკვები, მასალები, რომლებსაც კონტაქტი აქვს სურსათთან;
ა.გ) სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, რომლებსაც ბიზნესოპერატორები იყენებენ საწარმოში;
ა.დ) სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) დადგენილი წესით აიღოს ნიმუში;
გ) გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები ან სხვა მონაცემები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების შესახებ, გადაიღოს მათი ასლები და გააკეთოს ამონაწერები;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ აღებული ნიმუშის (ცხოველის შემთხვევაში – სინჯის, ნაცხის, პათოლოგიური მასალის) ორგანოლეპტიკური შეფასების შედეგების საფუძველზე ლაბორატორიული ანალიზის გაკეთება საჭირო არ გახდა, საინსპექციო ორგანო ვალდებულია ეს აღნიშნოს შესაბამისობის შეფასების აქტის სათანადო ნაწილში.
3. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ხელი შეუწყოს საინსპექციო ორგანოს ინსპექტირების განხორციელებაში.
4. საინსპექციო ორგანო ინსპექტირებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისობის შეფასების აქტით.
5. საინსპექციო ორგანო ინსპექტირებისას ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს ორ ეგზემპლარად.
6. შესაბამისობის შეფასების აქტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) შემოწმების დაწყებისა და დამთავრების თარიღები;
ბ) შემოწმების საფუძველი;
გ) ინსპექტირების ტიპი;
დ) უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი და თანამდე ბობა;
ე) ბიზნესოპერატორის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფ ლე ბამოსილი პირის რეკვიზიტები;
ვ) შემოწმების შედეგები, მათ შორის, შეუსაბამობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ტიპი;
ზ) საინსპექციო ორგანოს მიერ გაცემული რეკო მენ დაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) შეუსაბამობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოსწორებისათვის რეკომენდაციების შესრულების გონივრული ვადა.
7. შესაბამისობის შეფასების აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბიზნესოპერატორს, მეორე ეგზემპლარი რჩება საინსპექციო ორგანოს, ხოლო ასლი ეგზავნება სააგენტოს.
8. თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ეთანხმება საინსპექციო ორგანოს მიერ გეგმური ინსპექტირების შედეგად შესაბამისობის შეფასების აქტში შეტანილ ინფორმაციას, იგი თავის თანხმობას მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში და მას ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და საინსპექციო ორგანოს წარმომადგენელი ხელმოწერებით ადასტურებენ.
9. თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, იგი ამის შესახებ მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში და მას ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და საინსპექციო ორგანოს წარმომადგენელი ხელმოწერებით ადასტურებენ.
მუხლი 34. არაკრიტიკული შეუსაბამობა
1. არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საინსპექციო ორგანო ბიზნესოპერატორს არაკრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს რეკომენდაციებს და გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად, ასევე განუმარტავს რეკომენდაციების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებს.
2. არაკრიტიკული შეუსაბამობის გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავებასა და მათი შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრაში მონაწილეობს ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
3. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ ბიზნესოპერატორი ვალდებულია მოიწვიოს საინსპექციო ორგანო რეკომენდაციების შესრულების გადამოწმების მიზნით.
4. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ საინსპექციო ორგანომ უნდა გადაამოწმოს რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები არ იქნება შესრულებული, საინსპექციო ორგანო ამის შესახებ აცნობებს სააგენტოს. სააგენტო აჯარიმებს ბიზნესოპერატორს და აძლევს მას ახალ გონივრულ ვადას.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები გონივრულ ვადაში არ იქნება შესრულებული, ჯარიმა გასამმაგდება და შე საბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება.
7. თუ ბიზნესოპერატორს სურს შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედების გაგრძელება, მან უნდა მოიწვიოს საინსპექციო ორგანო ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების გადამოწმების მიზნით.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საინსპექციო ორგანო განხორციელებული ინსპექტირების შედეგს უგზავნის სააგენტოს, რის საფუძველზედაც სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედების გაგრძელების თაობაზე.
9. თუ ბიზნესოპერატორი არ ეთანხმება საინსპექციო ორგანოს რეკომენდაციებს, მას უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. უფ ლე ბამოსილი პირის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულდება სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტი ლე ბის მიღების შემდეგ.
10. არაკრიტიკული შეუსაბამობის არსებობისას ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საინსპექციო ორგანოს უფლება არ აქვს, შევიდეს იმავე საწარმოში გაცემული რეკომენდაციების შესრულების გადამოწმების მიზნით.
11. თუ სასამართლო გადაწყვეტილებას ბიზნესოპერატორის სასარ გებ ლოდ მიიღებს, სააგენტო ვალდებულია აუნაზღაუროს ბიზნესოპე რა ტორს ჯარიმის ეკვივალენტური ზიანი.
მუხლი 35. კრიტიკული შეუსაბამობა
1. კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საინსპექციო ორგანო ბიზნესოპერატორს აძლევს რეკომენდაციებს კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით და სააგენტოს აცნობებს საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შესახებ.
2. სააგენტო აჯარიმებს ბიზნესოპერატორს და იღებს კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას საინსპექციო ორგანოს მიერ მიწოდებული ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე ან ამ ინფორმაციის სააგენტოს მიერ არაგეგმური ინსპექტირების განხორციელებით გადამოწმების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის დადასტურების შემთხვევაში.
3. თუ სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ და ბიზნესოპერატორი ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, ბიზნესოპერატორი ვალდებულია შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი.
4. თუ ბიზნესოპერატორი არ ეთანხმება სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაჯარიმებისა და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ, ბიზნესოპერატორს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესოპერატორი ვალდებულია შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას ბიზნესოპერატორის სასარგებლოდ მიიღებს, სააგენტო ვალდებულია აუნაზღაუროს ბიზნესოპერატორს დაჯარიმებისა და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შედეგად მიყენებული ზიანი.
6. კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებასთან ერთად შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედებაც ჩერდება.
7. გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემდეგ ბიზნესოპერატორს უფლება აქვს, მიმართოს სააგენტოს კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე.
8. ბიზნესოპერატორის მოწვევის საფუძველზე სააგენტო ამოწმებს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.
9. თუ ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინსპექტირების განხორციელების შედეგად:
ა) აღმოჩნდა არაკრიტიკული შეუსაბამობა, სააგენტო ბიზნესოპერატორს ანიჭებს კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების უფლებას. ასეთ შემთხვევაში სააგენტო მოქმედებს ამ კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე;
ბ) დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო ბიზნესოპერატორს ანიჭებს კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების უფლებას და უგრძელებს შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედებას.
მუხლი 36. შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი
1. თუ ინსპექტირების განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო ელექტრონულად გასცემს შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატს და ამის თაობაზე ინფორმაცია შეაქვს სპეციალურ ელექტრონულ რეესტრში.
2. ბიზნესოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია გაიცეს შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის ბეჭდური ვერსია ან/და ასლი.
3. შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.
4. შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედება ჩერდება ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 35-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
[თავი VII. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)]
ზედამხედველობა არის ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების მექანიზმი, რომელიც გულისხმობს:
ა) ცხოველის დაკვლის პროცესზე (დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ შემოწმებაზე) მეთვალყურეობას;
ბ) მცენარეთა კარანტინისა და ვეტერინარული კარანტინის ფარგლებში, მოცემულ ზონაში მავნე ორგანიზმების, ცხოველთა დაავადებების არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით მონაცემების შეკრებას, გამოკითხვას, ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღებას, დაკვირვებას და სხვა პროცედურების განხორციელებას;
გ) ცხოველთა გადამდები ან მასობრივი არაგადამდები დაავადებებისა და ზოონოზური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე მეთვალყურეობას;
დ) ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების განადგურებაზე მეთვალყურეობას;
ე) ბიოლოგიური ნარჩენების, გარდა საშიში და სამედიცინო ბიოლოგიური ნარჩენებისა, შეგროვებაზე, უტილიზაციასა და განადგურებაზე მეთვალყურეობას;
ვ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე მეთვალყურეობას.
მუხლი 38. ვეტერინარი ექიმი და ვეტერინარი ტექნიკოსი
1. ამ კოდექსის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზედამხედველობას ცხოველის დაკვლის პროცესზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ვეტერინარი ექიმი ან ვეტერინარი ტექნიკოსი ვეტერინარი ექიმის მეთვალყურეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობა ხორციელდება ბიზნესოპერატორსა და ვეტერინარ ექიმს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ვეტერინარი ექიმი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე სააგენტოს უგზავნის შეტყობინებას საქმიანობის დაწყების თაობაზე, შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შეტყობინებაში უნდა მიეთითოს იმ ბიზნესოპერატორის დასახელება და ფაქტობრივი მისამართი, სადაც ვეტერინარი ექიმი განახორციელებს ზედამხედველობას.
5. სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტის მიღების შემდეგ ვეტერინარ ექიმს გადასცეს საიდენტიფიკაციო ბეჭედი, რომელზედაც მითითებული იქნება ვეტერინარი ექიმის სახელი და გვარი, აგრეთვე საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც სააგენტო ანიჭებს ვეტერინარ ექიმს.
6. თუ ცხოველის დაკვლის პროცესი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ვეტერინარი ექიმი გასცემს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის დოკუმენტს, რომელიც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია.
7. სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში ვეტერინარი ექიმი ზედამხედველობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს.
8. ვეტერინარი ექიმი პასუხისმგებელია თავის მიერ წარმოებული დოკუმენტაციის სისწორისათვის.
9. ვეტერინარი ექიმის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება შესაძლოა გახდეს სააგენტოს მიერ საიდენტიფიკაციო ბეჭდის ერთი წლის ვადით ჩამორთმევის საფუძველი.
10. ვეტერინარი ტექნიკოსი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კოდექსის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობა ცხოველის დაკვლის პროცესზე ვეტერინარი ექიმის მეთვალყურეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვეტერინარი ტექნიკოსი ზედამხედველობის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას წარუდგენს ვეტერინარ ექიმს.
11. ვეტერინარი ექიმი ან ვეტერინარი ტექნიკოსი უფლებამოსილია ბიზნესოპერატორთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს:
ა) ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებები (მათ შორის, ვაქცინაცია);
ბ) დიაგნოსტიკური გამოკვლევები;
გ) ცხოველის შესაბამისი მკურნალობა;
დ) ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
12. ვეტერინარი ექიმი ან ვეტერინარი ტექნიკოსი უფლებამოსილია სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებთან ერთად, განახორციელოს ასევე შემდეგი უფლებამოსილებანი:
ა) ვეტერინარული კარანტინის ფარგლებში, მოცემულ ზონაში ცხოველთა დაავადებების არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით მონაცემების შეკრება, გამოკითხვა, ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება, დაკვირვება და სხვა პროცედურების განხორციელება;
ბ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე მეთვალყურეობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
13. ვეტერინარი ექიმი ან ვეტერინარი ტექნიკოსი ვალდებულია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ცხოველის ინფექციური, მასობრივი გადამდები ან არაგადამდები დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.
[თავი VI II. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)]
1. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც შეისწავლება ბაზარზე არსებული მდგომარეობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
2. მონიტორინგი ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში.
3. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავებისას მონიტორინგის ნაწილში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:
ა) წინა წელს მოსახლეობასა და ცხოველებში კვებითი მოშხამვების, სურსათით/ცხოველის საკვებით განპირობებული ნაწლავთა ინფექციების, ეპიდემი ების, სხვა მასობრივი დაავადებების გაჩენის შემთხვევები; ასევე შესაძლებელია წინა წელს არსებული, ამ კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მომხმარებელთა მიმართვების გათვალისწინება;
ბ) სურსათის/ცხოველის საკვების ბაქტე რი ული, ქიმიური ან ფიზიკური დაბინძურების შემთხვევები;
გ) სააგენტოს მიერ საანგარიშო წელს და წინა წელს განხორციელებული საქმიანობების შედარებითი ანალიზი.
4. მონიტორინგის ფარგლებში ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეისწავლება საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ნიმუშის აღების გზით.
5. თუ მონიტორინგის ფარგლებში აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სურსათი/ცხოველის საკვები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, სააგენტო ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს შესაბამის ბიზნესოპერატორს და მოსთხოვოს მას პროდუქტის ბაზრიდან დაუყოვნებლივ გამოთხოვა.
6. თუ მონიტორინგის ფარგლებში ნიმუშის აღების შედეგად დადგინდა, რომ ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი ან აგროქიმიკატი ფალსიფიცირებულია, არარეგისტრირებულია ან ვადაგასულია, ან აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი ან აგროქიმიკატი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, სააგენტო ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს შესაბამის პირს და მოსთხოვოს მას პროდუქტის ბაზრიდან დაუყოვნებლივ გამოთხოვა.
7. მონიტორინგის ფარგლებში, ნიმუშის აღების გზით მოწმდება პროდუქტის ეტიკეტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოითხოვოს პროდუქტი ბაზრიდან.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროდუქტს ბაზრიდან ამოიღებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.
[თავი I X. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
მუხლი 40. ნიმუშის აღების მიზანი და წესი
1. ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიმუში აიღება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოკვლევის მიზნით, რათა განისაზღვროს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობისათვის, მცენარის სიჯანსაღისათვის მათ მიერ შექმნილი საფრთხე, ასევე პროდუქტის ეტიკეტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
2. ნიმუშის აღება არის ქმედება, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს ინსპექტირებისას, ზედამხედველობისას ან მონიტორინგისას.
3. ნიმუშს იღებს უფლებამოსილი პირი.
4. უფლებამოსილი პირის მიერ კონკრეტულ ობიექტზე ნიმუშის აღებისას ბიზნესოპერატორმა უნდა ითანამშრომლოს უფლებამოსილ პირთან და უნდა დაეხმაროს მას ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებათა განხორციელებისას.
5. ნიმუში აღებულ უნდა იქნეს ამ კოდექსითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
6. ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუში მისი თვისებების შესანარჩუნებლად უნდა განთავსდეს სტერილურ, სითხეგაუმტარ, ჰერმეტულ ჭურჭელში/კონტეინერში და უნდა დაილუქოს. ასევე შესაძლებელია ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუში თავისივე შეფუთვით გაიგზავნოს ლაბორატორიაში.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ლუქის ან/და შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში ნიმუში უვარგისად მიიჩნევა.
8. ნიმუშის ლაბორატორიისათვის გადაცემამდე აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნიმუშის შენახვის სათანადო პირობებისა და ვადების დაცვა.
9. ნიმუში აიღება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი იგზავნება ლაბორატორიაში, ხოლო მეორე რეფერენტული ნიმუშის სახით ინახება სააგენტოში (ნიმუშზე მიეთითება დასახელება, წონა, მოცულობა). განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტის რეფერენტული ნიმუში შესანახად არ აიღება.
10. ბიზნესოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში ნიმუში შესაძლებელია აღებულ იქნეს სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება ბიზნესოპერატორთან. ასეთ შემთხვევაში ნიმუშის მესამე ეგზემპლარს უფლებამოსილი პირი არ შეისყიდის.
11. რეფერენტული ნიმუში ინახება სათანადო პირობებში, ბიზნესოპერატორისათვის შედეგებისა და დასკვნის მიწოდებიდან 1 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ რეფერენტული ნიმუში ნადგურდება დადგენილი წესის შესაბამისად და დგება რეფერენტული ნიმუშის განადგურების აქტი.
12. ლაბორატორიული გამოცდის შესაბამისი შედეგის საფუძველზე პროდუქტის განადგურება ან უტილიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 41. ნიმუშის აღების პროცედურა
ნიმუშის აღების პროცედურა მოიცავს:
ა) პროდუქტის იდენტიფიცირებას;
ბ) არსებული პარტიის იდენტიფიცირებას და მისი რაოდენობის დადგენას ან/და დათვალიერებით გამოვლენილი სხვადასხვა დეფექტის (ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და შენახვის პირობებისა და სხვა დარღვევით გამოწვეული დეფექტების) იდენტიფიცირებას;
გ) კონკრეტული დასახელების პროდუქტისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი რაოდენობითა და წესით ნიმუშის აღებას (საჭიროების შემთხვევაში, წერტილოვანი ნიმუშების რიცხვის დადგენას და მათგან საშუალო ნიმუშის ფორმირებას);
დ) ნიმუშის შერჩევის/აღების პროცესს;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის დალუქვას.
მუხლი 42. ნიმუშის აღება მონიტორინგისას
1. მონიტორინგისას ნიმუში აიღება საცალო ვაჭრობის პუნქტიდან მისი შესყიდვის გზით.
2. სააგენტოს უფლებამოსილი პირი საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ნიმუშის აღებისას ავსებს ნიმუშის აღების აქტს.
3. საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ნიმუშის აღებისა და ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს გაიღებს სააგენტო.
მუხლი 43. ნიმუშის აღება ზედამხედველობისას
ზედამხედველობისას ნიმუში აიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემდეგ შემთხვევებში:
ა) ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობისას;
ბ) მცენარეთა კარანტინისა და ვეტერინარული კარანტინის ფარგლებში;
გ) გადამდები, ზოონოზური და მასობრივი არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისას.
მუხლი 44. ნიმუშის აღება ინსპექტირებისას
1. ინსპექტირებისას ნიმუში აიღება იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების პროცესში გამოვლინდება დარღვევა, რომელმაც შესაძლოა პირდაპირი საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს.
2. ინსპექტირებისას აღებული ნიმუში შესაძლოა ლაბორატორიას არ გადაეცეს, თუ სურსათის/ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკური შეფასებისას დადგენილი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით გამოვლინდება ამ სურსათის/ცხოველის საკვების გაფუჭების აშკარა ნიშნები (მძაფრი და არასასიამოვნო სუნი, კონსისტენციისა და ფერის შეცვლა, ობით ღრმა და მნიშვნელოვანი დაზიანება და სხვა) და თუ უფლებამოსილი პირი სურსათს/ცხოველის საკვებს ადამიანისათვის/ცხოველისათვის საკვებად მავნედ მიიჩნევს.
3. თუ ინსპექტირებისას ორგანოლეპტიკურმა შეფასებამ გამოიწვია უფლებამოსილი პირის, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის აზრთა სხვადასხვაობა, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშს შეიძლება ჩაუტარდეს ლაბორატორიული გამოკვლევა. თუ ლაბორატორიული გამოცდის შედეგად დადასტურდება სურსათის/ცხოველის საკვების ადამიანისათვის/ცხოველისათვის საკვებად მავნედ მიჩნევის ფაქტი, ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს გაიღებს ბიზნესოპერატორი.
4. პირველადი წარმოების ინსპექტირებისას ნიმუში აიღება ცხოველიდან ან/და მცენარიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ეთანხმება ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირს, რომ ცხოველი ან მცენარე პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღებულ ნიმუშს უტარდება ლაბორატორიული გამოკვლევა. თუ ლაბორატორიული გამოცდის შედეგად დადასტურდება, რომ ცხოველი ან მცენარე პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს გაიღებს ბიზნესოპერატორი.
მუხლი 45. ნიმუშის აღების აქტი და შესაბამისობის შეფასების აქტი
1. მონიტორინგის ფარგლებში ნიმუშის აღების შემთხვევაში დგება ნიმუშის აღების აქტი.
2. თუ ამ კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე ნიმუში აიღება ინსპექტირებისას, შესაბამისობის შეფასების აქტში მიეთითება ნიმუშის აღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
3. ნიმუშის აღების აქტი ან შესაბამისობის შეფასების აქტი დგება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება იმ ობიექტში, სადაც აღებულ იქნა ნიმუში, ხოლო მეორე ეძლევა ნიმუშის ამღებ უფლებამოსილ პირს. აქტის ორივე ეგზემპლარის ნომერი იდენტური უნდა იყოს. შესაბამისობის შეფასების აქტის ასლი ეგზავნება სააგენტოს.
4. ნიმუშის აღების აქტის ან შესაბამისობის შეფასების აქტის საფუძველზე უფლებამოსილი პირი ადგენს მიმართვას და ნიმუშს გამოსაცდელად უგზავნის აკრედიტებულ ლაბორატორიას, ხოლო თუ ნიმუში ვეტერინარული გამოკვლევის მიზნითაა აღებული − შესაბამის ლაბორატორიას. მიმართვაში მიეთითება გამოკვლევის კონკრეტული მიზანი და მაჩვენებელი, რომლის განსაზღვრაც სავალდებულოა ლაბორატორიული გამოცდისას. აკრძალულია მიმართვაში ბიზნესოპერატორის დასახელება ან მისი საიდენტიფიკაციო სხვა ინფორმაციის რაიმე სახით მითითება. კვებით ინფექციასა და ინტოქსიკაციაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის კონკრეტული მიზანი ან/და მაჩვენებელი განისაზღვრება ეპიდემიოლოგიური და ეპიზოოტიური მონაცემების და დაავადების კლინიკური სურათის გათვალისწინებით.
5. თუ ლაბორატორიული გამოცდის საფუძველზე სურსათი/ცხოველის საკვები მიჩნეული იქნება მავნედ, სურსათს/ცხოველის საკვებს ანადგურებს ბიზნესოპერატორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. თუ ლაბორატორიული გამოცდის საფუძველზე დადგინდება, რომ ცხოველი ან მცენარე პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ცხოველს ან მცენარეს ანადგურებს ბიზნესოპერატორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ნიმუშის აღების აქტის, შესაბამისობის შეფასების აქტისა და ნიმუშისთვის ლაბორატორიული გამოცდის ჩასატარებლად მიმართვის ფორმებს ადგენს საქართველოს მთავრობა დადგენილებით.
მუხლი 46. რეფერენტული (შედარებითი) გამოცდის ჩატარება
1. რეფერენტული (შედარებითი) გამოცდა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს.
2. რეფერენტული (შედარებითი) გამოცდის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა:
ა) სხვა აკრედიტებული ლაბორატორია;
ბ) სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.
3. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დაესწრონ რეფერენტულ (შედარებით) გამოცდას.
4. რეფერენტული (შედარებითი) გამოცდის დასკვნა საბოლოოა.
5. რეფერენტული (შედარებითი) გამოცდის იმ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებასთან, ფარავს მოდავე მხარე.
6. თუ რეფერენტული (შედარებითი) გამოცდით დადასტურდება ერთ-ერთი მხარის არგუმენტების სისწორე, მეორე მხარე მას უბრუნებს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურისათვის გაწეულ ხარჯებს.
[თავი X. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)]
მუხლი 47. დოკუმენტური შემოწმება
1. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები დოკუმენტური შემოწმების მიზნით.
2. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმი. იგი ხორციელდება:
ა) ინსპექტირების, ზედამხედველობისა და მონიტორინგის დროს;
ბ) გეგმური ინსპექტირების შედეგად საინსპექციო ორგანოს მიერ ამ კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ინფორმაციის შემოწმებისას.
3. ბიზნესოპერატორი ვალდებულია დოკუმენტური შემოწმების ფარგლებში მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მოთხოვნილი დოკუმენტები.
თავი XI. ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაცია
მუხლი 48. ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაცია
1. საქართველოში წარმოებული ან იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.
2. აკრძალულია ისეთი ვეტერინარული პრეპარატის წარმოება, რეალიზაცია და გამოყენება, რომე ლიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში.
3 . ვეტერინარული პრეპარატის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების რეჟიმებია:
ა) ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი, რომელიც გამოიყენება იმ ვეტერინარული პრეპარატის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულმა სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისმა ვეტერინარული პრეპარატის მარეგულირებელმა სახელმწიფო ორგანომ დაუშვა შესაბამის ბაზარზე;
ბ) ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმი, რომელიც მოიცავს სააგენტოს მიერ ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდის საფუძველზე სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას და ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეესტრში შეტანას.
მუხლი 49. პესტიციდისა და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაცია
1. საქართველოში წარმოებული ან იმპორტირებული პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.
2. აკრძალულია ისეთი პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის წარმოება, რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში.
ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე შემოტანა შეიძლება :
ა) ექსპერიმენტული კვლევისათვის;
ბ) რეგისტრაციისათვის – ნიმუშის სახით;
გ) გამოფენის, სიმპოზიუმის, კონფერენციის, ფორუმისა და კონგრესისათვის – ნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე;
დ ) რეექსპორტისათვის;
ე ) საქონლის საწყობში/ტერმინალში შენახვის ან/და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისათვის ;
ვ) განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, ეპიზოოტია, ეპიზოოტიის საშიშროება, ეგზოტიკური დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით;
ზ) თუ ეს არის შუალედური ან/და დაუფასოებელი ვეტერინარული პრეპარატი;
თ) თუ ეს არის ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სადიაგნოსტიკო საშუალება.
თავი XII. საგანგებო ზომები და კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა
მუხლი 51. საგანგებო ზომები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად
თუ დასაბუთებულია, რომ სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის სერიოზულ რისკს შეიცავს და არსებული საშუალებებითა და რესურსებით ვერ ხერხდება მისი თავიდან აცილება, სააგენტო ვალდებულია, შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს შემდეგი ზომები:
ა) ადგილობრივი წარმოშობის სურსათთან/ცხოველის საკვებთან მიმართებით:
ა.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება;
ა.ბ) მოსახლეობას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების მოხმარებისგან დროებით თავის შეკავების შესახებ;
ა.გ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები რისკის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი მაღალი რისკის შემცველ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;
ა.დ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო საგანგებო ზომები;
ბ) იმპორტირებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან მიმართებით:
ბ.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათის/ცხოველის საკვების იმპორტი ექსპორტიორი ქვეყნიდან ან მისი რომელიმე ნაწილიდან, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − ტრანზიტის ქვეყნიდან;
ბ.ბ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები ექსპორტიორ ქვეყანასთან, მის რომელიმე რეგიონთან ან ტრანზიტის ქვეყანასთან მიმართებით რისკის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი მაღალი რისკის შემცველ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;
ბ.გ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო საგანგებო დროებითი ზომები.
მუხლი 52. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა
1. სააგენტო შეიმუშავებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
2. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით კონკრეტულად განისაზღვრება რისკის დონე, რომლის აღკვეთა, აღმოფხვრა ან მისაღებ დონემდე შემცირება გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.
3. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით კონკრეტულად განისაზღვრება იმ ქმედებებისა და ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია კრიზისის სამართავად, კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის, გამჭვირვალობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვის და მომხმარებლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით.
4. კრიზისული მდგომარეობის დროს იქმნება კრიზისის მართვის ჯგუფი, რომლის მუშაობაში, საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო კონსულტაციების გაწევისათვის მონაწილეობენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
5. კრიზისის მართვის ჯგუფს ევალება, შეაგროვოს და შეაფასოს ყველა არსებული ინფორმაცია და განახორციელოს მოქმედების სხვადასხვა ვარიანტის იდენტიფიკაცია, რათა დროულად და ეფექტიანად მოხდეს ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღესა და გარემოზე ზეგავლენის რისკების აღმოფხვრა, შემცირება და თავიდან აცილება.
6. კრიზისის მართვის ჯგუფი უფლებამოსილია დახმარებისათვის მიმართოს ნებისმიერ პირს, რომლის ცოდნა და გამოცდილება საჭირო იქნება კრიზისის ეფექტიანად რეგულირებისათვის.
თავი XIII. ვეტერინარული კარანტინი და მცენარეთა კარანტინი
მუხლი 53. ვეტერინარული კარანტინი
1. ვეტერინარული კარანტინი წესდება საკარანტინო დაავადების გაჩენის შემთხვევაში მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით .
2. ვეტერინარული კარანტინი ცხადდება საკარანტინო დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში .
3. განსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც გამოვლინდება საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილი ცხოველთა საკარანტინო დაავადება, დაუყოვნებლივ წესდება იძულებითი კარანტინი შესაბამისი დაავადებისათვის დადგენილი საკარანტინო ვადით.
4. პროფილაქტიკური კარანტინის ვადა იმპორტირებული ცხოველისათვის არის არა უმეტეს 30 დღე, ხოლო საექსპორტო ცხოველისათვის − არა უმეტეს 21 დღე, თუ იმპორტიორი ქვეყნის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. პროფილაქტიკური კარანტინის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
1. საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა კარანტინი ხორციელდება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციისა (IPPC) და ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების ( I S PM) მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. მცენარეთა კარანტინის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნიდან საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან;
ბ) შემოჭრილი საკარანტინო მავნე ორგანიზმების დროულად აღმოჩენა და გავრცელების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ორგანიზება, აგრეთვე ამ ღონისძიებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
გ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების უზრუნველყოფა.
3. მცენარეთა კარანტინი ვრცელდება:
ა) სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და დეკორატიული კულტურების თესლებსა და სარგავ მასალებზე, მცენარეებსა და მათ ნაწილებზე, აგრეთვე ნებისმიერ მცენარეულ პროდუქტსა და სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტზე, რომლებიც შეიძლება გახდეს საკარანტინო მავნე ორგანიზმის გადამტანი;
ბ) სოკოებსა და მათ კულტურებზე, ბაქტერიებზე, ვირუსებზე, ნემატოდებზე, ტკიპებსა და მწერებზე;
გ) მწერების კოლექციაზე, დაავადებების გამომწვევებსა და ნიმუშებზე, აგრეთვე ჰერბარიუმებსა და თესლების კოლექციაზე;
დ) საქართველოში შემოსულ სატრანსპორტო საშუალებებზე;
ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებზე, ტარასა და შესაფუთ საშუალებებზე;
ვ) იმ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ტერიტორიებსა და შენობებზე, რომლებიც ამზადებენ, ამუშავებენ, ინახავენ მცენარეულ პროდუქტებს და ახორციელებენ მათ რეალიზაციას, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტყეებზე, საკარმიდამო და სააგარაკო ნაკვეთებზე.
მუხლი 55. ვეტერინარული კარანტინისა და მცენარეთა კარანტინის დაწესება და მოხსნა
1. საკარანტინო მავნე ორგანიზმისა და გადამდები დაავადების აღმოჩენისას განსაზღვრული ტერიტორია საკარანტინო ზონად ცხადდება.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარული კარანტინი და მცენარეთა კარანტინი, გარდა ამ კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პროფილაქტიკური კარანტინისა, წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ;
ბ) ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − ამ თვითმმართველ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
3. საკარანტინო ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს სამსახური გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციისა (IPPC) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ დადგენილი წესების და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე.
2. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანა ნებადართულია ამ საქონელზე ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ან სამსახურის ნებართვით.
3. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სასაზღვრო კონტროლს.
4. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ იმპორტის მოთხოვნებს, ექვემდებარება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან დამუშავებას (თუ იგი ექვემდებარება გაუსნებოვნებას), ან მესაკუთრის ხარჯით გადამუშავებას ან განადგურებას.
5. ექსპორტისათვის განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ასევე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს, რაზედაც სამსახური ან სააგენტო გასცემს ჰიგიენურ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს.
მუხლი 571. ექსპორტ-იმპორტისა და რეექსპორტის მოთხოვნები
1. ექსპორტისათვის განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი, აგროქიმიკატი უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს. ექსპორტისათვის სააგენტო ან სამსახური გასცემს შესაბამის ჰიგიენურ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს.
2. საქართველოში იმპორტირებული სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსაყვანი ცხოველი, შემოსატანი მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. საქართველოდან რეექსპორტირებული სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმღები ქვეყნის მიერ სხვა რამ მოითხოვება.
კარი III. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესი
თავი XIV. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესი და მოქმედების პრინციპები
მუხლი 58. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესის მიზანია უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მისი ქცევის მომწესრიგებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება.
2. უფლებამოსილ პირთა ცალკეული კატეგორიისათვის, ამ თავით დადგენილი ქცევის ზოგადი წესის დაცვით, შეიძლება მოქმედებდეს ქცევის სპეციალური წესი.
3. სააგენტოს და მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელები ვალდებული არიან, უზრუნველყონ უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესის ხელმისაწვდომობა და გაცნობა მათდამი დაქვემდებარებული უფლებამოსილი პირებისათვის.
4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაიცვას ქცევის ზოგადი წესი.
მუხლი 59. უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითადი პრინციპები
1. უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ა) პროფესიული დამოუკიდებლობა – სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს დაინტე რესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად;
ბ) ობიექტურობა – სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შედეგად დასკვნების, შეფასებების, რეკომენდაციების ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების დროს დაცული უნდა იქნეს საიმედოობა და მიუკერძოებლობა;
გ) სანდოობა – სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს სწორად, ზუსტად და თანამიმდევრულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) კონფიდენციალურობა – დაცული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენცია ლუ რობა, რომელიც შეგროვდა სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ისეთი ინფორმაციისა, რომელმაც შეიძლება შელა ხოს ბი ზ ნესოპერატორის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავ ში რე ბუ ლი რეპუტაცია. აკრძალულია ამ ინფორმაციის არაპ რო ფე სი ული მიზნებისათვის გამოყენება ან უკანონოდ გავ რცელება;
ე) კეთილსინდისიერება – უფლებამოსილმა პირმა პროფესიული საქმიანობა კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. ბიზნესოპერატორთან მისი ურთიერთობა სამართლიანი და მიუკერძოებელი უნდა იყოს, რაც ბიზნესოპერატორის მხრიდან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიმართ ნდობის ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გახდეს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც დადასტურებულია, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშია.
მუხლი 60. უფლებამოსილი პირის მოვალეობები და პასუხისმგებლობა
1. უფლებამოსილი პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:
ა) დროულად და სრულად უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად;
ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კოდექსის მოთხოვნები;
გ) სამსახურებრივი უფლებამოსილება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად;
დ) თავიდან აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის ან მისი სამსახურის რეპუტაციას;
ე) სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს მიცემული ინსტრუქციების შესაბამისად.
2. უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალეობების შესრულებისას, სათანადო ქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის თხოვნის საფუძველზე წარადგენს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ მოწმობას.
3. უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 61. ინფორმაციის კონფიდენციალურობა
1. უფლებამოსილმა პირმა არ უნდა გაავრცელოს საეჭვო, გადაუმოწმებელი ან/და მცდარი ინფორმაცია.
2. უფლებამოსილმა პირმა უნდა მიიღოს საჭირო ზომები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.
3. აკრძალულია განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ან რისკის ანალიზის შედეგად მოპოვებული, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება უფლებამოსილი პირის მიერ, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ეს წესი მოქმედებს უფლებამოსილი პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც.
4. ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვასთან დაკავშირებით უფლებამოსილმა პირმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს. აუცილებლობის შემთხვევაში მან დაუყოვნებლივ უნდა დასვას ამ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. უფლებამოსილი პირი დაინტერესებული მხარეებისაგან დამოუკიდებელია პროფესიულ საქმიანობაში , შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში .
2. უფლებამოსილ პირს არ უნდა ჰქონდეს ნათესაური კავშირი ან სხვა საქმიანი ურთიერთობა იმ ბიზნესოპერატორთან, რომლის კონტროლსაც ახორციელებს. მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელს და ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელს ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს არ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ეკონომიკური ინტერესი.
3. უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ი გადაწყვეტილებ ის დამოუკიდებლობა სა და მიუკერძოებლობაზე.
მუხლი 63. პასუხისმგებლობის საფუძვლები
1. პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ თავითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
2. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს.
3. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე სამართალდამრღვევს სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
4. ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
5. ინსპექტირებისას შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჯარიმდება ამ კოდექსის მხოლოდ 68-ე მუხლის საფუძველზე.
მუხლი 64. პირის საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის ან/და ბიზნესოპერატორად აღიარების გარეშე
1. პირის საქმიანობა ამ კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე –
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. პირის საქმიანობა ამ კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად ბიზნესოპერატორად აღიარების გარეშე –
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
1. ამ კოდექსის 181 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან ბაზარზე უკვე განთავსებული ან მომხმარებლისთვის მიწოდებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. ამ კოდექსის 181 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბიზნესოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვისა და ამ მიზნით მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინებისთვის თავის არიდება –
გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
3. მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზრიდან დაუყოვნებლივ გამოთხოვასთან დაკავშირებით სააგენტოს მოთხოვნის შეუსრულებლობა −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
1. ამ კოდექსის 182 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცხოველის რეალიზაციის მიზნით მისი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკვლა −
გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. ამ კოდექსის 182 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 183 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, აგრეთვე განსაკუთრებით საშიში ან/და საკარანტინო მავნე ორგანიზმების მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბიზნესოპერატორისას − 500 ლარის ოდენობით.
3. ხორცის ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია –
გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და ხორცის ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული ხორცის გამოთხოვას.
4. ვეტერინარული კარანტინისა და მცენარეთა კარანტინის ფარგლებში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებებისა და მითითებების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბიზნესოპერატორისას – 500 ლარის ოდენობით.
[5. ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან)]
ამ კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების და პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, გამოვლენილი მონიტორინგის დროს, −
გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
1. ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების ახალი გონივრული ვადის გასვლის შემდეგ შეუსრულებლობა −
გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.
3. ისეთი შეუსაბამობის არსებობა, რომლის დროსაც აღმოჩენილია ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნე სურსათი/ცხოველის საკვები და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, −
გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და საწარმოო პროცესის შეჩერებას.
1. ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენების წესის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
მუხლი 70. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის ხელის შეშლა
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან უფლებამოსილების განხორციელებისას მისთვის ხელის სხვაგვარად შეშლა, მათ შორის, დოკუმენტური შემოწმების ფარგლებში მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების მიუწოდებლობა, −
გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატის, აგროქიმიკატის ან პესტიციდის რეალიზაცია –
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
მუხლი 741. სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა
1. სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.
3. ბიზნესოპერატორის მიერ ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევა –
გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 600 ლარის ოდენობით.
მუხლი 742. ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების რეალიზაცია
ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება საბოლოო მომხმარებლისთვის მისაწოდებლად −
გამოიწვევს მცირე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორისას − 500 ლარის ოდენობით.
კარი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
თავი XVI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 75. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.
2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ.
3. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს მთავრობამ მიიღოს:
ა) „ბიოწარმოების შესახებ“ დადგენილება;
ბ) (ამოღებულია - 17.04.2014, №2285).
31. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მისაღები ნორმატიული აქტების ნუსხის დამტკიცება.
4. ინსპექტირების დროს მიკვლევადობის და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის ამ კოდექსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი გასცემს მხოლოდ რეკომენდაციებს მისი გამოსწორებისათვის. აღნიშნული შეუსაბამობის აღმოჩენა არ იწვევს ამ კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე.
5. ამ კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა არ გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე, გარდა იმ პირისა, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
6. იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც ექვემდებარება აღიარებას, არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე.
7. ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა არ გამოიწვევს ამ კოდექსის 741 მუხლის თანახმად დაჯარიმებას 2014 წლის 1 აგვისტომდე.
საქართველოს 2012 წლის 2 1 დეკემბრის კანონი №144 - ვებგვერდი, 30 .12.2012წ.
მუხლი 76. დასკვნითი დებულებანი
1. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 18.01.2006, მუხ. 30);
ბ) საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონი „ვეტერინარიის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27−30, მუხ. 635);
გ) საქართველოს 1994 წლის 12 ოქტომბრის კანონი „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 450);
დ) საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12).
2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, ძალადაკარგულად გამოაცხადოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ის ნორმატიული აქტები, რომელთა ამ კოდექსთან შესაბამისობა არ იქნება უზრუნველყოფილი ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში.
3. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 67-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
4. 2020 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის საქმიანობასა და მომსახურებაზე.
5. ამ კოდექსის 67-ე მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის 31 დეკემბრიდან.
საქართველოს 2012 წლის 2 1 დეკემბრის კანონი №144 - ვებგვერდი, 30 .12.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6155- Iს
დოკუმენტის კომენტარები