სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 6155-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016709
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6155-Iს
08/05/2012
ვებგვერდი, 25/05/2012
240110000.05.001.016709
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/12/2013 - 17/04/2014)

საქართველოს კანონი

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

კარი I . ზოგადი დებულებანი

თავი I. შესავალი დებულებანი

    მუხლი 1. კოდექსის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კოდექსის მიზანია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა, სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

2. ეს კოდექსი ვრცელდება სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობაზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე.

3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი, ვეტერინარული კონტროლი და ფიტოსანიტარიული კონტროლი, რომლებიც უკავშირდება საქონლის საბაჟო საზღვარზე გადაადგილებას (იმპორტი, რეექსპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი), რეგულირდება ამ კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

4. ეს კოდექსი არეგულირებს და განსაზღვრავს:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების სახელმწიფო კონტროლის სახეებს და მისი განხორციელების მექანიზმებს;

გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ასევე პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;  

დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების სახელმწიფო კონტროლზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციებს;

ე) ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს;

ვ) ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის ძირითად მოთხოვნებსა და პირობებს;

ზ) საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კარანტინს და მცენარეთა კარანტინს;

) ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობებს.

5. ამ კოდექსის მოთხოვნებთან ერთად საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული გამარტივებული მოთხოვნები ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე:

ა) რომელსაც ამ კოდექსის შესა­ბა­მი­სად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და რომელიც ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას;

ბ) რომელიც ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებ ს, გა­და­მუ­შა­ვებ ს ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას;

გ) რომელიც მაღალმთიან რეგიონში არაქარხნული წესით ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას .

6. ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაზე, ასევე პირველად წარმოებაზე , რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად არის ოჯახური წარმოების სუბიექტი (შემდგომ – ოჯახური წარმოების სუბიექტი).

7. ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფარგლებში ოჯახური წარმოების სუბიექტზე ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული, ამ სუბიექტთან დაკავშირებული დებულებები.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სურსათი – დამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული ან გადაუმუშავებელ პროდუქტი. სურსათი ა სევე მოიცავს: ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს) , საღეჭ რეზინს და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას ( წყლის ჩათვლით) , რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოების და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს: ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველებს, მცენარეებს (მოსავლის აღებამდე), პრეპარატებს ან სამკურნალო საშუალებებს , კოსმეტიკას, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, სხვადასხვა ნარჩენსა და დამაბინძურებს;

ბ) პირველადი წარმოება – პროცესი, რომელიც მოიცავს: მცენარის მოყვანას, მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით; ცხოველის გაზრდას, მოშენებას დაკვლამდე , აგრეთვე რძის წველას. პირველადი წარმოება ასევე მოიცავს ნადირობას, თევზჭერას და ველური მცენარეების შეგროვებას ;

გ) პირველადი პროდუქტი – ადამიანის ან ცხოველის საკვებად განკუთვნილი პროდუქტი, რომელიც მიღებულია პირველადი წარმოებიდან გადამუშავებამდე, მათ შორის, ნიადაგიდან, ცხოველის მოშენების, ნადირობის ან თევზჭერის შედეგად;

დ) ცხოველის საკვები – სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველის საკვებად გამოსაყენებელი ნებისმიერი გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი ნივთიერება ან პროდუქტი, საკვებდანამატის ჩათვლით;

ე) სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველი (შემდგომ –ცხოველი) – ყველა სახის ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი, წყალხმელეთა ძუძუმწოვარი, ამფიბია, კიბოსნაირი, მოლუსკი, საინკუბაციო კვერცხი, განაყოფიერებული ქვირითი, რომლებიც გამოიყენება სურსათის საწარმოებლად;

ვ) სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი მცენარე (შემდგომ – მცენარე) − ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები, თესლის ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება სურსათის საწარმოებლად;

ზ) სახელმწიფო კონტროლი – უფლებამოსილი პირის ქმედება, რომელიც ხორციელდება ბიზნესოპერატორის მიმართ, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. სახელმწიფო კონტროლის სახეებია: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი, ვეტერინარული კონტროლი და ფიტოსანიტარიული კონტროლი;

თ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი – ქმედება, რომელიც ხორციელდება ბიზნესოპერატორის მიმართ, სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

) ვეტერინარული კონტროლი – ქმედება, რომელიც ხორციელდება ბიზნესოპერატორის მიმართ, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით;

კ) ფიტოსანიტარიული კონტროლი – ქმედება, რომელიც ხორციელდება ბიზნესოპერატორის მიმართ, მცენარეთა მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის მიზნით;

ლ) უფლებამოსილი პირი – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირი;

მ) გადამუშავება – ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის პირველად პროდუქტს, მათ შორის, გაცხელება, შებოლვა, დაკონსერვება, გამოშრობა, დამარილება, გამოწურვა ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია;

ნ) გადაუმუშავებელი სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელსაც არ გაუვლია გადამუშავება და რომელიც დაიკლა, დაიჩეხა, დაიჭრა ნაჭრებად, გამოეცალა ძვლები, გატყავდა, დაქუცმაცდა, გაიწმინდა, მოიჭრა, მოსცილდა ხაოიანი ნაწილი, გაცივდა, გაიყინა, სწრაფად გაიყინა ან გალღვა;

ო) გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელიც მიიღება გადაუმუშავებელი სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავების შედეგად. გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც აუცილებელია მის საწარმოებლად ან მისთვის სპეციფიკური თვისებების მისანიჭებლად;

პ) საკვებდანამატი – ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება სურსათად/ცხოველის საკვებად , მაგრამ ემატება სურსათს/ცხოველის საკვებს წარმოების, გადამუშავებისა და შენახვის დროს , რის შედეგადაც ეს ნივთიერება სურსათის/ცხოველის საკვების ინგრედიენტი ხდება;

ჟ) მავნე სურსათი/ცხოველის საკვები – სურსათი/ცხოველის საკვები , რომელიც არ შეესაბამება სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრ ულ უვნებლობის მოთხოვნებს;

რ) ბიზნესოპერატორი – მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებულია სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორად და პასუხისმგებელია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და დისტრიბუციასთან, ასევე პირველად წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის;

ს) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები – პროცესის ყოველი ეტაპი, სურსათის/ ცხოველის საკვების იმპორტის, პირველადი წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ჩათვლით;

ტ) ტრადიციული მეთოდი – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, გადამუშავება ან/და დისტრიბუცია, ასევე პირველადი წარმოება ისტორიულად ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობაზე გადაცემული მეთოდების გამოყენე­ბით, ტრადიციული ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებისა და სხვა ტრადიციული სამეურნეო საქმიანობების ჩათვლით;

უ) მაღალმთიანი რეგიონი – გეოგრაფიული არეალი, რომ­ელიც შეესაბამება „მაღალმთიანი რეგიონების სოცი­ა­ლურ-ეკ­ონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიანი რეგიონის ცნე­ბას;

ფ) ოჯახური წარმოება – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და პირველადი წარმოება არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით;

ქ) ოჯახური წარმოების სუბიექტი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას ან/და პირველად წარმოებას არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით;

ღ) მცირე ბიზნესი – ბიზნესოპერატორი, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს;

ყ) ბაზარზე განთავსება – სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის , ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდება მისი რეალიზაციის გზით;

შ) საცალო ვაჭრობის პუნქტი – ურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის სარეალიზაციოდ განკუთვნილი ობიექტი, რომელიც ახორციელებს საბოლოო მომხმარებლისათვის მის მიწოდებას;

ჩ) საბოლოო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც სურსათს/ცხოველის საკვებს, ცხოველს, მცენარეს, ვეტერინარულ პრეპარატს, პესტიციდს ან/და აგროქიმიკატს სარეალიზაციოდ არ იყენებს;

ც) საფრთხე – სურსათში/ცხოველის საკვებში, ცხოველში ან მცენარეში ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტის არსებობა, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს;

ძ) რისკი – საფრთხიდან გამომდინარე, ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე მავნე ზემოქმედების ალბათობა;

წ) ინსპექტირება – სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმი, რომელიც მოიცავს პირველადი წარმოების, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე ბიზნესოპერატორის ადგილზე შემოწმებას სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად;

ჭ) ნიმუშის აღება – ქმედება, რომელიც მოიცავს მონიტორინგის, ზედამხედველობისა და ინსპექტირების დროს სურსათიდან/ცხოველის საკვებიდან, ცხოველიდან, მცენარიდან, ვეტერინარული პრეპარატიდან, ნიადაგიდან, პესტიციდიდან ან აგროქიმიკატიდან ნიმუშის აღებას;

ხ) საინსპექციო ორგანო მეწარმე სუბიექტი , რომელიც აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ და ახორციელებს გეგმურ ინსპექტირება ;

ჯ) ვეტერინარი ექიმი – ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ჰ) ვეტერინარი ტექნიკოსი – პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული დიპლომი ან სერტიფიკატი;

1 ) მიკვლევადობა – სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების, ასევე სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველისა და მცენარის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა მათი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;

2 ) პარტია – ერთი სახეობისა და დასახელების სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან აგროქიმიკატის იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის მიერ, ერთი და იმავე ცვლის დროს, და გაფორმებული ერთნაირი ეტიკეტით;

3 ) ეტიკეტი – სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან ან აგროქიმიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, განთავსებული შეფუთვაზე, სურსათ/ცხოველის საკვების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან აგროქიმიკატის თანდართულ ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე;

4 ) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები – მახასიათებლები, რომლებიც ადამიანის გრძნობის ორგანოებით აღიქმება (შესახედაობა, ფერი, გემო, სუნი, კონსისტენცია და სხვა);

5 ) შეუსაბამობა – სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის შეუსა­ბა­მო­ბა ( არაკრიტიკული ან კრიტიკული) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებ­თან;

6 ) არაკრიტიკული შეუსაბამობა შეუსაბამობა, რო­მე­­ლიც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხო­ვე­ლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე;

7 ) კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის დროსაც აღმოჩენილია ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლ სა და ჯანმრთელობისათვის მავნე სურსათი/ცხოველის საკვები და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შე­ ძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე;

8 ) სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა – პროგ­რამა, რომელიც მოიცავს წლის განმავლობაში განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის სახეებს, მისი განხორციელების მექანიზმებს და რაოდენობას;

9 ) გონივრული ვადა – პერიოდი, რომელიც დგინდება ბი­ზ­­ნესოპერატორისა და ინსპექტირების უფლებამოსილების მქონე პირის შეთანხმების სა­ფუძველზე და საჭიროა რეკომენდაციით განსაზღვ­რუ­ლი ხარვეზის გამოსასწორებლად;

10 ) აკრედიტებული ლაბორატორია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში, ან საერთაშორისო (მათ შორის, სხვა ქვეყნების) აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია;

11 ) დასაბუთებული ეჭვი – პროდუქტიდან აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდის შედეგამსახველი დოკუმენტი , რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი უვნებელი არ არის;

12 ) დაავადება – ინფექციის კლინიკური ან/და პა­თო­ლო­გი­უ­რი გამოვლინება, ასევე სხვადასხვა ზემოქმედების საპასუხოდ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების (ცხოველმყოფელობის) დარღვევა;

13 ) ინფექცია – ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში პათოგენური აგენტის შეჭრა და განვითარება ან გამრავლება;

14 ) დასნებოვნებული ზონა ­– ზონა, რომელშიც და­დასტურებულია გადამდები ან ზოონოზური დაავადების ან მისი აღმძვრელის არსებობა;

15 ) ეპიზოოტია – გადამდები დაავადებით ერთდროულად მრავალი ცხოველის დასენიანება განსაზღვრულ ტერიტორიაზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში;

16 ) გადამდები დაავადება – ისეთი ინფექციური ან ინვაზიური დაავადება, რომელიც ცხოველიდან ცხოველს გადაედება;

17 ) ზოონოზური დაავადება – ისეთი ინფექციური ან ინვაზიური დაავადება, რომელიც ცხოველიდან ადამიანს გადაედება;

18 ) ეგზოტიკური დაავადება – გადამდები ან ზოონოზური დაავადება, რომელიც საქართველოში არასდროს ან დიდი ხნის განმავლობაში არ დაფიქსირებულა და შემოტანილია სხვა ქვეყნიდან;

19 ) ვეტერინარული პრეპარატი – ბიოლოგიური ან ქიმიურ-ფარმაცევტული საშუალება, რომელიც გამოიყენება ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის, დიაგნოსტიკისათვის და სამკურნალოდ ან ფიზიოლოგიური ფუნქციების აღსადგენად, გასაუმჯობესებლად და შესაცვლელად;

20 ) ვეტერინარული პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – პროცესი, რომელიც მოიცავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მიერ ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდის საფუძველზე სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას და ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეესტრში შეტანას; 

21 ) ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი – რეჟიმი, რომელიც გამოიყენება იმ ვეტერინარული პრეპარატის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულმა სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისმა ვეტერინარული პრეპარატის მარეგულირებელმა სახელმწიფო ორგანომ დაუშვა შესაბამის ბაზარზე;

22 ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი – რეგულირებადი ობიექტის ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რო­მე­ლიც ფიტოსანიტარიული პროცედურების შედეგად გაიცემა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენ­ცი­ით ( IPPC) დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;

23 ) სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატი – სურსათის/სურსათთან დაკავშირებული ტარის უვნებლობის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

24 ) ვეტერინარული სერტიფიკატი – ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) კოდექსების შესაბამისად, წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

25 ) შესაბამისობის შეფასების აქტი − სააგენტოს ან საინსპექციო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ბიზნესოპერატორის შემოწმების შედეგებს და მისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების მონაცემებს;

26 ) შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

27 ) პესტიციდი − მცენარეთა დაცვის საშუალება, რომელიც შეიძლება იყოს ქიმიური, ბიოლოგიური ან მცენარეული წარმოშობის;

28 ) აგროქიმიკატი – ყველა სახის სასუქი, მელიორანტები, აგრომადნეულები, რომლებიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა გასანოყიერებლად და ნიადაგის გასაუმჯობესებლად;

29 ) მელიორანტები და აგრომადნეულები – ბუნებრივი ნაერთები, წარმოების ნარჩენები, რომლებიც გამოიყენება ნიადაგის ქიმიურ-ფიზიკური და ბიოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად;

30 ) კარანტინი − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია გადამდები და ზოონოზური დაავადებების ან საკარანტინო მავნე ორგანიზმებისა და მავნებლების გამოვლენისკენ ან/და თავიდან აცილებისკენ, ასევე გარკვეულ მოქმედებათა შეზღუდვა ან/და სავარაუდოდ დაავადების მქონე ობიექტის განცალკევება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცხოველთა და ადამიანთა ინფექციებისა და მავნებლების გავრცელება;

31 ) საკარანტინო ზონა − გეოგრაფიული არეალი, რომელშიც არსებობს ინფიცირებული ან სავარაუდოდ ინფიცირებული ცხოველი და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, ასევე ზონა, რომელშიც არსებობს საკარანტინო მავნე ორგანიზმი და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მის აღმოსაფხვრელად;

32 ) მცენარეთა კარანტინი − ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

33 ) ვეტერინარული კარანტინი − ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა გადამდები ან ზოონოზური დაავადებების საქართველოში გამოვლენის ან/და გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

34 ) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი – ნებისმიერი მცენარე, მცე­ნა­რე­ული პროდუქტი, დასაწყობების ადგილი, შეფუთვა, სატრანს­პორ­ტო საშუალება, კონტეინერი, ნიადაგი, ან სხვა ორგანიზმი, ობ­იექტი ან მასალა, რომელშიც შესაძლებელია მავნე ორგანიზმის არ­სებობა ან რომელიც ხელს უწყობს მის გავრცელებას, რო­მლ­ის მიმართ აუცილებელია ფიტოსანიტარიული ზო­მების მიღება, განსაკუთრებით სა­ერთაშორისო გადაზიდვის შემთხვევაში;

35 ) ვეტერინარული საკარანტინო ობიექტი − სავარაუდოდ დაავადების მქონე ან უკვე დაავადებული ცხოველი, მისი განთავსებისა და შენახვის ადგილი და ტერიტორია, სავარაუდოდ ინფიცირებული ან უკვე ინფიცირებული ცხოველური წარმოშობის სურსათი/ცხოველის საკვები, ნედლეული;

36 ) ცხოველთა საკარანტინო დაავადება – დაავადება, რომელიც ხასიათდება სწრაფი და ფართო გავრცელებით, მაღალი ავადობით ან სიკვდილიანობით, ან დიდი სოციალურ-ეკონომიკური ზარალით;

37 ) მავნე ორგანიზმი − მცენარეებისათვის ან მცენარეული პროდუქტებისათვის მავნე მცენარის, ცხოველის ან პათოგენური აგენტის ნებისმიერი სახეობა, სახესხვაობა ან ბიოტიპი. მავნე ორგანიზმი შეიძლება იყოს საკარანტინო ან არასაკარანტინო;

38 ) საკარანტინო მავნე ორგანიზმი − მავნებელი, მცენარეთა დაავადების გამომწვევი აგენტი ან/და სარეველა, რომელიც არ არის ან შეზღუდულადაა გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე და საფრთხეს უქმნის მცენარეთა სიჯანსაღეს;

39 ) არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი – მავნე ორგანიზმი, რომლის არსებობა სარგავ ან სათესლე მასალაში იძლევა ეკონომიკურად არასასურველ ეფ­ექტს შესაბამისი მცენარის გამიზნული გამოყენების შემთხვევაში, რის გამოც იგი რეგულირდება ხელშემკვრელი მხარის ტერი­ტო­რიაზე იმპორტირებისას;

40 ) პესტიციდისა და აგროქიმიკატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით − პესტიციდისა და აგროქიმიკატის რეგისტრაციის პროცესი დოსიეს შემოწმების, სამეცნიერო-კომპლექსური ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდის საფუძველზე;

41 ) პესტიციდისა და აგროქიმიკატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით − პესტიციდისა და აგროქიმიკატის რეგისტრაციის პროცესი დოსიეს შემოწმების საფუძველზე.

 

თავი II. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის ძირითადი პრინციპები

    მუხლი 3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა  ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის ძირითადი  პრინციპები

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის ძირითადი პრინციპებია: რისკის ანალიზი, პრევენცია, გამჭვირვალობა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

მუხლი 4. რისკის ანალიზის პრინციპი

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ზომები და ქმედებები უნდა ეფუძნებოდეს რისკის ანალიზს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შექმნილი განსაკუთრებული გარემოებები არ იძლევა ამის შესაძლებლობას.

2. რისკის ანალიზი მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს: რისკის შეფასებას, რისკის კომუნიკაციას და რისკის მართვას. რისკის ანალიზი შეიძლება ასევე მოიცავდეს ამ კოდექსის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დამატებით ღონისძიებებს.

    მუხლი 5. რისკის შეფასება

1. რისკის შეფასება მოიცავს ოთხ საფეხურს: საფრთხის იდენტიფიცირებას, საფრთხის აღწერას, საფრთხის გამოვლენის შეფასებას და რისკის დახასიათებას და ეფუძნება მეცნიერულად (ანალიტიკურად) დასაბუთებულ შედეგებსა და მონაცემებს.

2. რისკის შეფასება ხორციელდება დამოუკიდებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ.

    მუხლი 6. რისკის კომუნიკაცია

რისკის კომუნიკაცია არის რისკის ანალიზის პროცესში საფრთხის, რისკის, რისკის შეფასების შედეგებისა და რისკის მართვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციისა და დასკვნების დროული და შეუფერხებელი გაცვლა რისკის შემფასებლებს, რისკის მართვაზე პასუხისმგებელ პირებს, მომხმარებლებსა და ბიზნესოპერატორებს შორის.

    მუხლი 7. რისკის მართვა

1. რისკის მართვა არის რისკის შეფასებისაგან განსხვავებული პროცესი, რომლის დროსაც რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით, საფრთხეების და რისკების შემცირების ან თავიდან აცილების მიზნით მიიღება გადაწყვეტილება სათანადო ალტერნატივის შერჩევის მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში რისკის მართვა ასევე მოიცავს სათანადო პრევენციული ზომების შერჩევას.

2. რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამაფრთხილებელი ზომების მიღება წარმოქმნილი რისკების შემცირების, აღმოფხვრის ან თავიდან აცილების მიზნით. ეს ზომები ეფექტიანი, ობიექტური და ადეკვატური უნდა იყოს.

    მუხლი 8. რისკის ანალიზთან დაკავშირებული დამატებითი ღონისძიებები

შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რისკის ანალიზთან დაკავშირებული შემდეგი დამატებითი ღონისძიებები:

ა) შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით კომპეტენტური სამეცნიერო დასკვნის წარდგენა საქართველოს მთავრობის, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის;

ბ) რისკის შეფასებისა და სახელმწიფო კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავების ხელშეწყობა და კოორდინირება;

გ) სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების მოკვლევა, შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი;

დ) ახალი საფრთხეების იდენტიფიცირება და აღწერა;

ე) დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ვ) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება საგანგებო ვითარების დროს ამ კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად საგანგებო ზომების მიღებისას.

    მუხლი 9. პრევენციის პრინციპი

1. შესაძლებელია რისკის მართვის დროებითი ზომების მიღება განსაკუთრებული გარემოების დროს, როდესაც არსებული ინფორმაციის საფუძველზე არსებობს ეჭვი ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთანავე, ვერ ხერხდება ამ ინფორმაციის მეცნიერულად (ანალიტიკურად) დასაბუთება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიღებული ზომები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.

    მუხლი 10. გამჭვირვალობის პრინციპი

1. რისკის მართვის ზომების შემუშავების, განხილვისა და შეფასების პროცესი არის საჯარო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა.

2. რისკის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ამ რისკის ხასიათიდან, მასშტაბიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, სააგენტო ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე ან მცენარის სიჯანსაღეზე რისკის გავლენის და რისკის შემცველი პროდუქტის შესახებ, ასევე იმ ზომების თაობაზე, რომლებიც მიიღება ამ რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად.

 

თავი III. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნები

    მუხლი 11. სურსათის უვნებლობის მოთხოვნები

1. ბიზნესოპერატორს უფლება აქვს, ბაზარზე განათავსოს სურსათი, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.

2. სურსათი მიიჩნევა უვნებლად, თუ იგი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საზიანო არ არის.

3. სურსათის უვნებლობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:

ა) სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის, ასევე პირველადი წარმოების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

ბ) საბოლოო მომხმარებლის მიერ სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენება;

გ) განსაკუთრებული კატეგორიის მომხმარებლის ჯანმრთელობაზე სურსათის ზეგავლენის დონე, თუ ეს სურსათი სპეციალური კატეგორიის მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი.

4. თუ სურსათი ვერ აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, ამ სურსათის მთელი პარტია მიიჩნევა მავნედ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.

5. სურსათის დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას ბაზარზე მისი განთავსების შეზღუდვასთან/აკრძალვასთან ან ბაზრიდან მის ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ, სურსათის უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებთან დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობის მიუხედავად, სურსათი უვნებელი არ არის.

    მუხლი 12. ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნები

1. ცხოველის საკვები არ უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებული ან ცხოველის საკვებად გამოყენებული, თუ იგი უვნებელი არ არის.

2. ცხოველის საკვები, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, მიიჩნევა უვნებლად.

3. ცხოველის საკვები მიიჩნევა მავნედ დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის, თუ:

ა) ეს საკვები საზიანოა ცხოველის ჯანმრთელობისათვის;

ბ) ამ საკვებით გამოკვებილი ცხოველისაგან მიღებული სურსათი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

4. თუ ცხოველის საკვები ვერ აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ამ ცხოველის საკვების მთელი პარტია მიიჩნევა მავნედ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს.

5. ცხოველის საკვების დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებთან არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას ბაზარზე მისი განთავსების შეზღუდვასთან/აკრძალვასთან ან ბაზრიდან მის ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ, ცხოველის საკვების უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებთან დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობის მიუხედავად, ცხოველის საკვები უვნებელი არ არის.

    მუხლი 13. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია

პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და დისტრიბუციასთან, ასევე პირველად წარმოებასთან, ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

    მუხლი 14. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

1. ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების შესაბამისობა ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

2. თუ ბიზნესოპერატორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები მავნებელია ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობისათვის, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების გამოსათხოვად.

3. ბიზნესოპერატორი ვალდებულია მის მიერ ბაზარზე განთავსებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების გამოთხოვის და ამ მიზნით მიღებული ზომების თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს სააგენტოს.

    მუხლი 15. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები ცხოველის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ცხოველის მოშენებას ან/და დაკვლას, ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ კონტროლთან დაკავშირებული შემდეგი მოთხოვნები:

ა) განახორციელოს ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებები, მათ შორის, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მკურნალობა და ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები;

ბ) ცხოველის დაკვლა მისი რეალიზაციის მიზნით განახორციელოს ვეტერინარული ზედამხედველობით;

გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;

დ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველის დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც.

    მუხლი 16. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები მცენარის დაცვასთან დაკავშირებით

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა მცენარის მოყვანასა და გაზრდას, ვალდებულია:

ა) დაიცვას მცენარე საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან;

ბ) არ დაუშვას გამოყენებული პესტიციდების მავნე ზემოქმედება ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე;

გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები იმ მავნე ორგანიზმების მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც საშიშია მცენარის სიჯანსაღისათვის, ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის;

დ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც.

    მუხლი 17. მიკვლევადობასა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. სურსათის/ცხოველის საკვების და პირველადი წარმოების მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ჰქონდეს ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების, სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად განკუთვნილი ნედლეულის, მცენარის ან/და ცხოველის მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების, ფაქტობრივი მისამართის და პროდუქტის ჩაბარების თარიღის შესახებ.

3. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ჰქონდეს ინფორმაცია იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და ფაქტობრივი მისამართის შესახებ, რომელსაც მიაწოდა წარმოებული სურსათი/ცხოველის საკვები, სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად განკუთვნილი ნედლეული, მცენარე ან/და ცხოველი, მისი მიწოდების თარიღის მითითებით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაცია მოწმდება დოკუმენტური შემოწმების გზით, ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ინსპექტირების, ზედამხედველობისა და მონიტორინგის დროს.

5. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა მოიცავს შემდეგ პრინციპებს:

ა) საფრთხის იდენტიფიცირება მისი თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო დონემდე შემცირების მიზნით;

ბ) კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა საფრთხის თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო დონემდე შემცირების მიზნით;

გ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე საფრთხის თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო დონემდე შემცირების კრიტიკული ზღვრების განსაზღვრა საფრთხის თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან შემცირების მისაღები დონის დადგენის მიზნით;

დ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე ეფექტიანი მონიტორინგის დანერგვა და განხორციელება;

ე) თუ მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე დაწესებული კონტროლის არაეფექტიანობა − კონტროლის მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება მისი გაუმჯობესების მიზნით;

ვ) რეგულარული პროცედურების დანერგვა და განხორციელება ამ ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;

ზ) ამ ნაწილის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ჩანაწერების წარმოება.

6. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვა სავალდებულო არ არის პირველადი წარმოებისათვის და მასთან დაკავშირებული შემდეგი ოპერაციებისათვის:

ა) პირველადი წარმოების პროდუქტის (მათ შორის, თევზჭერის პროდუქტის) ტრანსპორტირება, შენახვა და დამუშავება, თუ პირველადი წარმოების პროდუქტის დამუშავება მნიშვნელოვნად არ ცვლის მის თვისებებს;

ბ) ცოცხალი ცხოველის ტრანსპორტირება.

7. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის მოდიფიცირება, მისი გამარტივების მიზნით, შესაძლებელია ამ კოდექსის პირველი მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

8. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ტიპები, რომელთათვისაც სავალდებულოა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვა, განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 18. სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესი

1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა მოწმდება ინსპექტირებისა და მონიტორინგის დროს.

 

თავი IV. სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები

    მუხლი 19. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები

1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავენ საქართველოს მთავრობა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად, ხოლო საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას − საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომ − სამსახური) ამ კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

    მუხლი 20. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებებია:

ა) კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;

გ) ღონისძიებებისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება ამ კოდექსის 52-ე მუხლით განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის მართვის უზრუნველსაყოფად;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 21. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები სურსათის უვნებლობის სფეროში

სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებებია:

ა) სურსათის უვნებლობის ნორმებისა და პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა;

ბ) მომხმარებელთა სპეციალური ჯგუფებისათვის სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრაში მონაწილეობა;

გ) სურსათით გამოწვეული დაავადებების მონიტორინგის განხორციელება და შესაბამის მონაცემთა ბაზის წარმოება;

დ) ამ კოდექსის 52-ე მუხლით განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის მართვაში მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 22. სააგენტოს უფლებამოსილებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში

1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სააგენტოს უფლებამოსილებებია:

ა) რისკის ანალიზის უზრუნველყოფა და განხორციელება;

ბ) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

გ) მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შემოწმება მათი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონიტორინგის ან ინსპექტირების დროს;

დ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ინსპექტირების დროს;

ე) ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად ვეტერინარული კონტროლის განხორციელება, მათ შორის, გადამდები და ზოონოზური დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ვ) ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია, ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების განადგურებაზე ზედამხედველობა;

ზ) ბიოლოგიური ნარჩენების, გარდა საშიში და სამედიცინო ბიოლოგიური ნარჩენებისა, შეგროვებაზე, უტილიზაციასა და განადგურებაზე ზედამხედველობა;

თ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე ზედამხედველობა;

ი) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია;

კ) ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება, მათ შორის, მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ლ) მცენარეთა კარანტინისა და ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება;

მ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ ბიზნესოპერატორებისა და მომხმარებელთა ინფორმირება;

ნ) განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვება, მათი გამოვლენა და დიაგნოსტიკა;

ო) განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მასობრივი გავრცელებისა და განვითარების პროგნოზირება;

პ) რისკის ანალიზის საფუძველზე მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ პრევენციული და ლოკალიზაციის/სალიკვიდაციო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

ჟ) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია, რომ ეს სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის მავნეა;

რ) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებაზე მეთვალყურეობა;

ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატების, ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემა;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სააგენტო მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

    მუხლი 23. სამსახურის უფლებამოსილება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებისას სამსახური ახორციელებს:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლს;

ბ) ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლს;

გ) ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს .

    მუხლი 24. სააგენტოსა და სამსახურის თანამშრომლობა

1. სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის ან/და მცენარის საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევისას, ასევე საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას სააგენტო და სამსახური თანამშრომლობენ.

2. სააგენტოსა და სამსახურის თანამშრომლობა ხორციელდება შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:

ა) ინფორმაციის გაცვლა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის ან/და მცენარის შესახებ არსებული და შესაძლო რისკების თაობაზე, ასევე როგორც საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, ისე მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ან განთავსების შემდეგ განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;

ბ) საინფორმაციო ბაზის ხელმისაწვდომობა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყონ თავიანთ მიერ წარმოებულ შესაბამის საინფორმაციო ბაზასთან ერთმანეთის დაშვება და მისი ხელმისაწვდომობა, რაც საჭიროა სააგენტოსა და სამსახურის მიერ სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად;

გ) სწრაფი განგაშის სისტემის მეშვეობით ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან ორგანიზება გაუწიონ სწრაფი განგაშის სისტემის ეფექტიან მუშაობას, ასევე ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყონ სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან ან/და მცენარესთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად განხორციელე­ბული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თანამშრომლობისა და მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე შექმნან სახელმწიფო კონტროლის ერთიანი სისტემა. დაუშვებელია ურთიერთსაწინააღმდეგო, შეუთანხმებელი ან ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.

კარი II. სახელმწიფო კონტროლი

თავი V. სახელმწიფო კონტროლის სახეები და მისი განხორციელების მექანიზმები

    მუხლი 25. სახელმწიფო კონტროლის სახეები

სახელმწიფო კონტროლის სახეებია:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი, რომლის მიზანია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველყოფა;

ბ) ვეტერინარული კონტროლი, რომლის მიზანია ცხოველის ჯანმრთელობის დაცვა;

გ) ფიტოსანიტარიული კონტროლი, რომლის მიზანია მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვა.

    მუხლი 26. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმები

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის, ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების მექანიზმებია:

ა) გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება;

ბ) ზედამხედველობა;

გ) მონიტორინგი;

დ) ნიმუშის აღება;

ე) დოკუმენტური შემოწმება.

    მუხლი 27. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა და ანგარიში

1. სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

2. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა მოიცავს წლის განმავლობაში განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის სახეებს, მექანიზმებს და რაოდენობას.

3. სააგენტო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველწლიურად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის შედეგების წლიურ ანგარიშს, რომელიც შეიცავს:

ა) განხორციელებული კონტროლის სახეებს, მისი განხორციელების მექანიზმებს და რაოდენობას;

ბ) გამოვლენილი შეუსაბამობის რაოდენობას, დარღვევის ტიპის მითითებით;

გ) გამოვლენილი შეუსაბამობის საპასუხოდ მიღებულ ზომებს.

თავი VI. ინსპექტირება

    მუხლი 28. ინსპექტირების ზოგადი პრინციპები

1. საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლს და მის კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო კონტროლის მიზნით სააგენტო ახორციელებს არაგეგმურ ინსპექტირებას, ხოლო საინსპექციო ორგანო – გეგმურ ინსპექტირებას.

3. სახელმწიფო კონტროლის კოორდინაციის მიზნით სააგენტო საინსპექციო ორგანოს მიერ გეგმური ინსპექტირების განხორციელებას ზედამხედველობს შემდეგნაირად:

ა) საინსპექციო ორგანოს მიერ წარდგენილი შესაბამისობის შეფასების აქტის ასლის დოკუმენტური შემოწმების მეშვეობით;

ბ) საინსპექციო ორგანოს მიერ ინსპექტირების შედეგად მოპოვებული სხვა, დამატებითი მასალის დოკუმენტური შემოწმების მეშვეობით;

გ) ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საინსპექციო ორგანოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების მეშვეობით.

4. საინსპექციო ორგანო ანგარიშვალდებულია სააგენტოს წინაშე გეგმური ინსპექტირების შედეგად მოპოვებული დოკუმენტური მასალის სააგენტოსათვის წარდგენის გზით, რომელიც ხორციელდება ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

5. სააგენტო ახორციელებს გეგმურ ინსპექტირებას საინსპექციო ორგანოსაგან ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შეტყობინების მიღებამდე ამ კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ საინსპექციო ორგანო ახორციელებს გეგმურ ინსპექტირებას შეტყობინებაში მითითებულ ტერიტორიასა და წარმოების სახეობაზე.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო განაგრძობს გეგმურ ინსპექტირებას იმ ტერიტორიასა და წარმოების სახეობაზე, სადაც არ არის საინსპექციო ორგანო.

7. იკრძალება ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის პარალელური გეგმური ინსპექტირება სააგენტოსა და საინსპექციო ორგანოს მიერ.

8. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება რისკის ანალიზის საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით შემუშავებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად.

მუხლი 29. გეგმური ინსპექტირების პერიოდულობა

1. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ბიზნესოპერატორად დარეგისტრირებულ საწარმოში.

2. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ამ კოდექსის 27-ე მუხ­ლის საფუძველზე შემუშავებული და დამტკიცებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პრო­გრამის შესაბამისად.

3. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება რისკის ანალიზის საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით შემუშავებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შედეგად შერჩეულ ბიზნესოპერატორში, წელიწადში ერთხელ.

    მუხლი 30. არაგეგმური ინსპექტირების საფუძველი

1. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება:

ა) მოსახლეობასა და ცხოველებში მასობრივი კვებითი მოშხამვების დადასტურებული შედეგების საფუძველზე;

ბ) მოსახლეობასა და ცხოველებში მასობრივი დაავადებების დადასტურებული შედეგების საფუძველზე;

გ) სააგენტოსათვის მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ მიმართვას თან ახლავს:

გ.ა) ნიმუშის აღების პროცედურის აღწერა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ.ბ) აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგი, რომლის მიხედვითაც, სურსათი/ცხოველის საკვები უვნებელი არ არის;

გ.გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა, რომელიც ადასტურებს მომხმარებლის სურსათით განპირობებულ ნაწლავთა ინფექციურ მოწამვლას ან კვებით ინტოქსიკაციას;

დ) ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საინსპექციო ორგანოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას;

ე) ამ კოდექსის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის განმახორციელებელი ვეტერინარი ექიმის მიერ სააგენტოსათვის ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გაგზავნილი დოკუმენტაციის დოკუმენტური შემოწმების შედეგად საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში;

ვ) სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ან საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს;

ზ) სახელ­მწი­ფო ან სამართალდამცავი ორგანოს წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე;

თ) ბიზნესოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარ საწარმოში.

2. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება ამ კოდექსის 33-ე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 31. საინსპექციო ორგანო

1. საინსპექციო ორგანო ახორციელებს გეგმურ ინსპექტირებას.

2. საინსპექციო ორგანო ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების საინსპექციო ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა მოიცავს საქართველოს ტერიტორიასაც.

3. საინსპექციო ორგანომ საქმიანობის დაწყებამდე სააგენტოს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.

4. საინსპექციო ორგანომ ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შეტყობინებაში უნდა მიუთითოს:

ა) ტერიტორია (დაფარვის არეალი), სადაც საინსპექციო ორგანო განახორციელებს გეგმურ ინსპექტირებას;

ბ) წარმოების სახეობა, სადაც საინსპექციო ორგანო განახორციელებს გეგმურ ინსპექტირებას.

5. სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შეტყობინების მიღების შემდეგ უზრუნველყოს საინსპექციო ორგანოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თავის ვებგვერდზე განთავსების გზით.

6. საინსპექციო ორგანომ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება ამის თაობაზე.

7. საინსპექციო ორგანოს მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში სააგენტო წერილობით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრს შესაბამისი საინსპექციო ორგანოსათვის აკრედიტაციის ჩამორთმევის მიზნით.

    მუხლი 32. საინსპექციო ორგანოს მიერ გეგმური ინსპექტირების განხორციელების წესი

1. გეგმური ინსპექტირების განხორციელებისათვის სააგენტო სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის საფუძველზე ადგენს გეგმური ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებული ბიზნესოპერატორების ნუსხას. გეგმური ინსპექტირების განხორციელების შესახებ ინფორმაცია არანაკლებ ერთი თვით ადრე ეგზავნება შესაბამის ბიზნესოპერატორებს.

2. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ბიზნესოპერატორსა და საინსპექციო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. საინსპექციო ორგანო ინსპექტირების განხორციელებისას ადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაბამისობის შეფასების აქტს .

4. საინსპექციო ორგანო ინსპექტირების შედეგად შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორს აძლევს რეკომენდაციებს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად.

5. საინსპექციო ორგანო სააგენტოს უგზავნის განხორციელებული ინსპექტირების შედეგად შედგენილი შესაბამისობის შეფასების აქტის ასლს , ხოლო სააგენტოს მოთხოვნისას − ინსპექტირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა, დამატებით დოკუმენტურ მასალას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) .

6. საინსპექციო ორგანოს მიერ სააგენტოსათვის გაგზავნილი შესაბამისობის შეფასების აქტის ასლისა და სხვა, დამატებითი დოკუმენტური მასალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის გაცემის შესახებ .

7. საინსპექციო ორგანო პასუხისმგებელია თავის მიერ წარმოებული დოკუმენტების სისწორისათვის.

    მუხლი 33. საინსპექციო ორგანოს უფლებამოსილებები

1. საინსპექციო ორგანო სახელმწიფო კონტროლის მიზნით, გეგმური ინსპექტირების გან­ხორციელებისას უფლებამოსილია:

ა) შეამოწმოს:

ა.ა) სურსათის/ცხოველის საკვების ან/და პირველადი წარმოების ადგილი, საწარმო, სატრანსპორტო სა­შუა­ლება, ტექნიკისა და აღჭურვილობის მდგომარეობა და გა­მოყენების პირობები;

ა.ბ) ნედლეული, ინგრედიენტები, ნახევარფაბრიკატები, სხვა საშუალებები და პროდუქტები, რომლებიც გა­მოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების სა­წარმოებლად; საბოლოო სურსათი/ცხოველის საკ­ვე­ბი, მასალები, რომლებსაც კონტაქტი აქვს სურ­სათ­თან;

ა.გ) სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, რომლებ­საც ბიზნესოპერატორები იყენებენ საწარმოში;

ა.დ) სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) დადგენილი წესით აიღოს ნიმუში;

გ) გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები ან სხვა მონაცე­მები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას სურსათის/ცხოველის საკ­ვების, პირველადი წარმოების შესახებ, გადაიღოს მათი ასლები და გააკეთოს ამონაწე­რები;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ აღებული ნიმუშის (ცხოველის შემთხვევაში – სინჯის, ნაცხის, პათოლოგიური მასალის) ორგანოლეპტი­კუ­რი შეფასების შედეგების საფუძველზე ლაბორატორიული ანალიზის გაკეთება საჭირო არ გახდა, საინსპექციო ორგანო ვალდებულია ეს აღნიშნოს შე­სა­ბამისობის შეფასების აქტის სათანადო ნაწილში.

3. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ხელი შეუწყოს საინსპექციო ორგანოს ინსპექტირების განხორციელებაში.

4. საინსპექციო ორგანო ინსპექტირებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისობის შეფასების აქტით.

5. საინსპექციო ორგანო ინსპექტირებისას ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს ორ ეგზემპლარად.

6. შესაბამისობის შეფასების აქტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) შემოწმების დაწყებისა და დამთავრების თარიღები;

ბ) შემოწმების საფუძველი;

გ) ინსპექტირების ტიპი;

დ) უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი და თანამდე ­ ბობა;

ე) ბიზნესოპერატორის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფ ­ ლე ­ ბამოსილი პირის რეკვიზიტები;

ვ) შემოწმების შედეგები, მათ შორის, შეუსაბამობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ტიპი;

ზ) საინსპექციო ორგანოს მიერ გაცემული რეკო ­ მენ ­ დაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) შეუსაბამობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოსწორებისათვის რეკომენდაციების შესრულების გონივრული ვადა.

7. შესაბამისობის შეფასების აქტის ერთი ეგზემპლარი გა­და­ე­ცემა ბიზნესოპერატორს, მეორე ეგზემპლარი რჩება საინსპექციო ორგანოს, ხოლო ასლი ეგზავნება სააგენტოს.

8. თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომად­გენ­ლო­ბაზე უფლებამოსილი პირი ეთანხმება საინსპექციო ორგანოს მიერ გეგმური ინსპექტირების შედეგად შესაბამისობის შე­ფასების აქტში შეტანილ ინფორმაციას, იგი თავის თანხ­მობას მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში და მას ბიზ­ნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფ­ლებამოსილი პირი და საინსპექციო ორგანოს წარმომადგენელი ხელმოწერებით ადას­ტურებენ.

9. თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, იგი ამის შესახებ მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში და მას ბიზ­ნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფ­ლებამოსილი პირი და საინსპექციო ორგანოს წარმომადგენელი ხელმოწერებით ადას­ტურებენ.

    მუხლი 34. არაკრიტიკული შეუსაბამობა

1. არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საინსპექციო ორგანო ბიზნესოპერატორს არაკრიტიკული შეუსაბამობის გამოს­წორების მიზნით აძლევს რეკომენდაციებს და გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად, ასევე განუმარტავს რე­კო­მენდაციების შეუ­ს­რულებლობის შესაძლო შედე­გებს.

2. არაკრიტიკული შეუსაბამობის გამოსასწორებლად რეკომენ­და­ციების შემუშავებასა და მათი შესრულებისათვის გონივრული ვადის გან­საზღვრაში მონაწილეობს ბიზნესოპერატორის ხელმძღვა­ნელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

3. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ ბიზნესოპერატორი ვალდებულია მოიწვიოს საინსპექციო ორგანო რეკომენდაციების შესრულების გადამოწმების მიზნით.

4. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ საინსპექციო ორგანომ უნდა გადაამოწმოს რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები არ იქნება შესრულებული, საინსპექციო ორგანო ამის შესახებ აცნობებს სააგენტოს. სააგენტო აჯარიმებს ბიზნესოპერატორს და აძლევს მას ახალ გონივრულ ვადას.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები გონივრულ ვადაში არ იქნება შესრულებული, ჯარიმა გასამმაგდება და შე ­ საბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება.

7. თუ ბიზნესოპერატორს სურს შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედების გაგრძელება, მან უნდა მოიწვიოს საინსპექციო ორგანო ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების გადამოწმების მიზნით.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საინსპექციო ორგანო განხორციელებული ინსპექტირების შედეგს უგზავნის სააგენტოს, რის საფუძველზედაც სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედების გაგრძელების თაობაზე.

9. თუ ბიზნესოპერატორი არ ეთანხმება საინსპექციო ორგანოს რეკომენდაციებს, მას უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. უფ­ლებამოსილი პირის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულდება სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტი ­ ლე ­ ბის მიღების შემდეგ.

10. არაკრიტიკული შე­უ­საბამობის არსებობისას ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საინსპექციო ორგანოს უფლება არ აქვს, შევიდეს იმა­ვე საწარმოში გაცემული რეკომენდაციების შესრულების გადამოწმების მიზნით.

11. თუ სასამართლო გადაწყვეტილებას ბიზნესოპერატორის სასარ ­ გებ ­ ლოდ მიიღებს, სააგენტო ვალდებულია აუნაზღაუროს ბიზნესოპე ­ რა ­ ტორს ჯარიმის ეკვივალენტური ზიანი.

    მუხლი 35. კრიტიკული შეუსაბამობა

1. კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საინსპექციო ორგანო ბიზნესოპერატორს აძლევს რეკომენდაციებს კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით და სააგენტოს აცნობებს საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შესახებ.

2. სააგენტო აჯარიმებს ბიზნესოპერატორს და იღებს კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას საინსპექციო ორგანოს მიერ მიწოდებული ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე ან ამ ინფორმაციის სააგენტოს მიერ არაგეგმური ინსპექტირების განხორციელებით გადამოწმების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის დადასტურების შემთხვევაში.

3. თუ სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ და ბიზნესოპერატორი ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, ბიზნესოპერატორი ვალდებულია შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი.

4. თუ ბიზნესოპერატორი არ ეთანხმება სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაჯარიმებისა და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ, ბიზ­ნესოპერატორს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. სა­სა­მართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესოპე­რა­ტორი ვალდებულია შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პრო­ცესი.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას ბიზნესოპერატორის სასარ­გებ­ლოდ მიიღებს, სააგენტო ვალდებულია აუნაზღაუროს ბიზნესოპე­რა­ტორს დაჯარიმებისა და კო­ნ­­კრე­ტული საწარმოო პროცესის შეჩერების შე­დე­გად მიყე­ნე­ბული ზიანი.

6. კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე კონკრეტუ­ლი საწარმოო პროცესის შეჩერებასთან ერთად შე­საბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედებაც ჩერდება.

7. გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემდეგ ბი­ზ­ნესოპერატორს უფლება აქვს, მიმართოს სააგენტოს კონ­კრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე.

8. ბიზნესოპერატორის მოწვევის საფუძველზე სააგენტო ამოწმებს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

9. თუ ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინსპექტირების განხორციელების შედეგად:

ა) აღმოჩნდა არაკრიტიკული შეუსაბამობა, სააგენტო ბიზნესოპერატორს ანიჭებს კონკრეტული სა­წარმოო პროცესის გაგრძელების უფლებას. ასეთ შემთხვევაში სააგენტო მოქმედებს ამ კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე;

ბ) დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო ბიზნესოპერატორს ანიჭებს კონკრეტული სა­წარმოო პროცესის გაგრძელების უფლებას და უგრძელებს შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედებას.

    მუხლი 36. შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი

1. თუ ინსპექტირების განხორციელების შე­დეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრუ­ლად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო ელექტრონულად გასცემს შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატს და ამის თაობაზე ინფორმაცია შეაქვს სპეციალურ ელექტრონულ რეესტრში.

2. ბიზნესოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე შესაძ­ლებე­ლია გაიცეს შესაბამისობის შეფასების სერ­ტი­ფი­კატის ბეჭდური ვერსია ან/და ასლი.

3. შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი გაიცემა უვა­დოდ.

4. შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის მოქმედება ჩერდება ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 35-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

თავი VII. ზედამხედველობა

    მუხლი 37. ზედამხედველობა

ზედამხედველობა არის ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების მექანიზმი, რომელიც გულისხმობს:

ა) ცხოველის დაკვლის პროცესზე (დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ შემოწმებაზე) მეთვალყურეობას;

ბ) მცენარეთა კარანტინისა და ვეტერინარული კარანტინის ფარგლებში, მოცემულ ზონაში მავნე ორგანიზმების, ცხოველთა დაავადებების არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით მონაცემების შეკრებას, გამოკითხვას, ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღებას, დაკვირვებას და სხვა პროცედურების განხორციელებას;

გ) ცხოველთა გადამდები ან მასობრივი არაგადამდები დაავადებებისა და ზოონოზური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე მეთვალყურეობას;

დ) ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების განადგურებაზე მეთვალყურეობას;

ე) ბიოლოგიური ნარჩენების, გარდა საშიში და სამედიცინო ბიოლოგიური ნარჩენებისა, შეგროვებაზე, უტილიზაციასა და განადგურებაზე მეთვალყურეობას;

ვ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე მეთვალყურეობას.

    მუხლი 38. ვეტერინარი ექიმი და ვეტერინარი ტექნიკოსი

1. ამ კოდექსის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზედამხედველობას ცხოველის დაკვლის პროცესზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ვეტერინარი ექიმი ან ვეტერინარი ტექნიკოსი ვეტერინარი ექიმის მეთვალყურეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობა ხორციელდება ბიზნესოპერატორსა და ვეტერინარ ექიმს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. ვეტერინარი ექიმი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე სააგენტოს უგზავნის შეტყობინებას საქმიანობის დაწყების თაობაზე, შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შეტყობინებაში უნდა მიეთითოს იმ ბიზნესოპერატორის დასახელება და ფაქტობრივი მისამართი, სადაც ვეტერინარი ექიმი განახორციელებს ზედამხედველობას.

5. სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტის მიღების შემდეგ ვეტერინარ ექიმს გადასცეს საიდენტიფიკაციო ბეჭედი, რომელზედაც მითითებული იქნება ვეტერინარი ექიმის სახელი და გვარი, აგრეთვე საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც სააგენტო ანიჭებს ვეტერინარ ექიმს.

6. თუ ცხოველის დაკვლის პროცესი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ვეტერინარი ექიმი გასცემს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის დოკუმენტს, რომელიც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია.

7. სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში ვეტერინარი ექიმი ზედამხედველობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს.

8. ვეტერინარი ექიმი პასუხისმგებელია თავის მიერ წარმოებული დოკუმენტაციის სისწორისათვის.

9. ვეტერინარი ექიმის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება შესაძლოა გახდეს სააგენტოს მიერ საიდენტიფიკაციო ბეჭდის ერთი წლის ვადით ჩამორთმევის საფუძველი.

10. ვეტერინარი ტექნიკოსი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კოდექსის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობა ცხოველის დაკვლის პროცესზე ვეტერინარი ექიმის მეთვალყურეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვეტერინარი ტექნიკოსი ზედამხედველობის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას წარუდგენს ვეტერინარ ექიმს.

11. ვეტერინარი ექიმი ან ვეტერინარი ტექნიკოსი უფლებამოსილია ბიზნესოპერატორთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს:

ა) ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებები (მათ შორის, ვაქცინაცია);

ბ) დიაგნოსტიკური გამოკვლევები;

გ) ცხოველის შესაბამისი მკურნალობა;

დ) ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

12. ვეტერინარი ექიმი ან ვეტერინარი ტექნიკოსი უფლებამოსილია სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებთან ერთად, განახორციელოს ასევე შემდეგი უფლებამოსილებანი:

ა) ვეტერინარული კარანტინის ფარგლებში, მოცემულ ზონაში ცხოველთა დაავადებების არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით მონაცემების შეკრება, გამოკითხვა, ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება, დაკვირვება და სხვა პროცედურების განხორციელება;

ბ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე მეთვალყურეობა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

13. ვეტერინარი ექიმი ან ვეტერინარი ტექნიკოსი ვალდებულია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ცხოველის ინფექციური, მასობრივი გადამდები ან არაგადამდები დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

თავი VIII. მონიტორინგი

    მუხლი 39. მონიტორინგი

1. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც შეისწავლება ბაზარზე არსებული მდგომარეობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

2. მონიტორინგი ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში.

3. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავებისას მონიტორინგის ნაწილში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:

ა) წინა წელს მოსახლეობასა და ცხოველებში კვებითი მოშხამვების, სურსათით/ცხოველის საკვებით განპირობებული ნაწლავთა ინფექციების, ეპიდემი ­ ების, სხვა მასობრივი დაავადებების გაჩენის შემთხვევები; ასევე შესაძლებელია წინა წელს არსებული, ამ კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მომხმარებელთა მიმართვების გათვალისწინება;      

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების ბაქტე ­ რი ­ ული, ქიმიური ან ფიზიკური დაბინძურების შემთხვევები;

გ) სააგენტოს მიერ საანგარიშო წელს და წინა წელს განხორციელებული საქმიანობების შედარებითი ანალიზი.

4. მონიტორინგის ფარგლებში ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეისწავლება საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ნიმუშის აღების გზით.

5. თუ მონიტორინგის ფარგლებში აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სურსათი/ცხოველის საკვები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, სააგენტო ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს შესაბამის ბიზნესოპერატორს და მოსთხოვოს მას პროდუქტის ბაზრიდან დაუყოვნებლივ გამოთხოვა.

6. თუ მონიტორინგის ფარგლებში ნიმუშის აღების შედეგად დადგინდა, რომ ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი ან აგროქიმიკატი ფალსიფიცირებულია, არარეგისტრირებულია ან ვადაგასულია, ან აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი ან აგროქიმიკატი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, სააგენტო ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს შესაბამის პირს და მოსთხოვოს მას პროდუქტის ბაზრიდან დაუყოვნებლივ გამოთხოვა.

7. მონიტორინგის ფარგლებში, ნიმუშის აღების გზით მოწმდება პროდუქტის ეტიკეტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოითხოვოს პროდუქტი ბაზრიდან.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროდუქტს ბაზრიდან ამოიღებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

თავი IX. ნიმუშის აღება

    მუხლი 40. ნიმუშის აღების მიზანი და წესი

1. ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიმუში აიღება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოკვლევის მიზნით, რათა განი­საზღვ­როს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობისათვის, მცენარის სიჯანსაღისათვის მათ მიერ შექმნილი საფრთხე, ასევე პროდუქტის ეტიკეტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

2. ნიმუშის აღება არის ქმედება, რომელიც შესაძლებელია განხორ­ციელდეს ინ­ს­­პექტირებისას, ზედამხედველობისას ან მონიტორინგისას.

3. ნიმუ­შს იღებს უფლებამოსილი პირი.

4. უფლებამოსილი პირის მიერ კონკრეტულ ობიექტზე ნი­მუშის აღებისას ბიზნესოპერატორმა უნდა ითანამშრომლოს უფლებამოსილ პირთან და უნდა და­ეხმაროს მას ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმე­დებათა განხორციელებისას.

5. ნიმუში აღებულ უნდა იქნეს ამ კოდექსითა და შე­სა­ბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

6. ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუში მისი თვისებების შე­სანარჩუნებლად უნდა განთავსდეს სტერილურ, სითხეგაუმტარ, ჰერ­მეტულ ჭურჭელში/კონტეინერში და უნდა დაილუქოს. ასევე შესაძლებელია ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუში თავისივე შეფუთვით გაიგზავნოს ლაბორატორიაში.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ლუ­ქის ან/და შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში ნი­მუში უვარგისად მიიჩნევა.

8. ნიმუშის ლაბორატორიისათვის გადაცემამ­დე აუ­ცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნიმუშის შენახვის სათანადო პირობებისა და ვა­დების დაცვა.

9. ნიმუში აიღება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი იგზავნება ლაბორატორიაში, ხოლო მეორე რეფერენტული ნი­მუშის სახით ინახება სააგენტოში (ნიმუშზე მიეთითება დასა­ხელება, წონა, მოცულობა). განსაკუთრებით მალფუჭებადი პრო­დუქ­­ტის რეფერენტული ნიმუში შესანახად არ აიღება.

10. ბიზნესოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში ნიმუში შე­საძლებელია აღებულ იქნეს სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება ბიზნესოპერატორთან. ასეთ შემთხვევაში ნიმუშის მე­სამე ეგზემპლარს უფლებამოსილი პირი არ შეისყიდის.

11. რეფერენტული ნიმუში ინახება სათა­ნა­დო პირობებში, ბიზნესოპერატორისათვის შედეგებისა და დასკვ­ნის მიწოდებიდან 1 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ რე­ფე­რენტული ნიმუში ნადგურდება დადგენილი წესის შესაბამისად და დგება რეფერენტული ნიმუშის განადგურების აქტი.

12. ლაბორატორიული გამოცდის შესაბამისი შედეგის საფუძველზე პროდუქტის განადგურება ან უტილიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 41. ნიმუშის აღების პროცედურა

ნიმუშის აღების პროცედურა მოიცავს:

ა) პროდუქტის იდენტიფიცირებას;

ბ) არსებული პარტიის იდენტიფი­ცი­რე­ბას და მისი რაოდენობის დადგენას ან/და დათვალიერებით გა­მოვ­ლენილი სხვადასხვა დეფექტის (ტრანსპორტირების, რეა­ლი­ზაციისა და შენახვის პირობებისა და სხვა დარღვევით გამოწ­ვეუ­ლი დეფექტების) იდენტიფიცირებას;

გ) კონკრეტული დასახელების პროდუქტისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი რა­ო­­დე­ნობითა და წესით ნიმუშის აღებას (საჭიროების შემ­თხვე­ვა­ში, წერტილოვანი ნიმუშების რიცხვის დადგენას და მათგან სა­შუა­ლო ნიმუშის ფორმირებას);

დ) ნიმუშის შერჩევის/აღების პროცესს;

ე) საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის დალუქვას.

    მუხლი 42. ნიმუშის აღება მონიტორინგისას

1. მონიტორინგისას ნიმუში აიღება საცალო ვაჭრობის პუნქტიდან მისი შესყიდვის გზით.

2. სააგენტოს უფლებამოსილი პირი საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ნიმუშის აღებისას ავსებს ნიმუშის აღების აქტს.

3. საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ნიმუშის აღებისა და ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს გაიღებს სააგენტო.

    მუხლი 43. ნიმუშის აღება ზედამხედველობისას

ზედამხედველობისას ნიმუში აიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემდეგ შემთხვევებში:

ა) ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობისას;

ბ) მცენარეთა კარანტინისა და ვეტერინარული კარანტინის ფარგლებში;

გ) გადამდები, ზოონოზური და მასობრივი არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისას.

    მუხლი 44. ნიმუშის აღება ინსპექტირებისას

1. ინსპექტირებისას ნიმუში აიღება იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების პროცესში გამოვლინდება დარ­ღვევა, რომელმაც შე­საძ­ლოა პირდაპირი საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს.

2. ინსპექტირებისას აღებული ნიმუში შესაძლოა ლაბორატორიას არ გადაეცეს, თუ სურსათის/ცხო­ვე­ლის საკვების ორ­გა­ნოლეპტიკური შეფასებისას დადგენილი ორ­განოლეპტიკური მაჩ­ვენებლებით გამოვლინდება ამ სურსათის/ცხო­ველის საკვების გა­ფუ­ჭების აშკარა ნიშნები (მძაფრი და არასა­სიამოვნო სუნი, კონ­სისტენციისა და ფერის შეცვლა, ობით ღრმა და მნიშვნელოვანი და­ზი­ა­ნება და სხვა) და თუ უფლებამოსილი პირი სურსათს/ცხოველის საკვებს ადამიანისათ­ვის/ცხოველისათვის საკვებად მავნედ მიიჩნევს.

3. თუ ინსპექტირებისას ორგანოლეპტიკურმა შეფასებამ გა­მოიწვია უფლებამოსილი პირის, ბიზნესოპერატორის ხელ­მძღვა­ნელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის აზრ­თა სხვა­დას­ხვა­ობა, ბიზნესოპე­რა­ტორის ხელ­მძღვა­ნელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამო­სილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში სურ­­­­სა­თის/ცხოველის საკვების ნიმუშს შეიძლება ჩაუ­ტარ­დეს ლა­ბორა­ტორიული გამოკვლევა. თუ ლაბორატორიული გამოცდის შე­დე­გად დადასტურდება სურსათის/ცხოველის საკვე­ბის ადამიან­ისათვის/ცხო­ვე­ლ­ისათვის საკვებად მავნედ მიჩნევის ფაქტი, ლაბორა­ტო­რიული გამოცდის ხარჯებს გაიღებს ბიზნესოპერატო­რი.

4. პირველადი წარმოების ინსპექტირებისას ნიმუში აიღება ცხოველიდან ან/და მცენარიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ეთანხმება ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირს, რომ ცხოველი ან მცენარე პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღებულ ნიმუშს უტარდება ლაბორატორიული გამოკვლევა. თუ ლაბორატორიული გამოცდის შე­დე­გად დადასტურდება, რომ ცხოველი ან მცენარე პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ლაბორა­ტო­რიული გამოცდის ხარჯებს გაიღებს ბიზნესოპე­რატო­რი.

    მუხლი 45. ნიმუშის აღების აქტი და შესაბამისობის შეფა­სების აქტი

1. მონიტორინგის ფარგლებში ნიმუშის აღების შემთხვევაში დგება ნიმუშის აღების აქტი.

2. თუ ამ კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე ნიმუ­ში აიღება ინსპექტირებისას, შესაბამისობის შეფასების აქტში მიეთითება ნი­მუშის აღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

3. ნიმუშის აღების აქტი ან შესაბამისობის შეფასების აქტი დგება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგ­ზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება იმ ობი­ექტში­, სადაც აღებულ იქნა ნიმუში, ხოლო მეორე ეძლევა ნი­მუშის ამ­ღებ უფლებამოსილ პირს. აქტის ორივე ეგზემ­პლარის ნო­მერი იდენტური უნდა იყოს. შესაბამისობის შეფასების აქტის ასლი ეგზავნება სააგენტოს.

4. ნიმუშის აღების აქტის ან შესაბამისობის შეფასების აქ­ტის საფუძველზე უფლებამოსილი პირი ადგენს მიმართვას და ნიმუშს გამოსაცდელად უგზავნის აკრედიტებულ ლაბორატორიას, ხოლო თუ ნიმუში ვეტერინარული გამოკვლევის მიზნითაა აღებული − შესაბამის ლაბორატორიას. მიმარ­თვაში მიეთითება გამოკვლევის კონკრეტული მიზანი და მაჩვე­ნებელი, რომლის განსაზღვრაც სავალდებულოა ლაბორატორიული გამოცდისას. აკრძალულია მიმართვაში ბიზნესოპერატორის დას­ა­ხე­ლება ან მისი საიდენტიფიკაციო სხვა ინფორმაციის რაიმე სახით მითითება. კვებით ინფექციასა და ინტოქსიკაციაზე ეჭვის მიტანის შემ­თხვევაში ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის კონკრეტუ­ლი მიზანი ან/და მაჩვენებელი განისაზღვრება ეპიდემიოლოგიური და ეპიზოოტიური მონაცემების და დაავადების კლინიკური სუ­რა­თის გათვალისწინებით.

5. თუ ლაბორატორიული გამოცდის საფუძველზე სურსათი/ცხოველის საკვები მიჩნეული იქნება მავნედ, სურსა­თს/­ცხოველის საკვებს ანადგურებს ბიზნესოპერა­ტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. თუ ლაბორატორიული გამოცდის საფუძველზე დადგინდება, რომ ცხოველი ან მცენარე პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ცხოველს ან მცენარეს ანადგურებს ბიზნესოპერა­ტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ნიმუშის აღების აქტის, შესაბამისობის შეფასების აქ­ტისა და ნიმუშისთვის ლაბორატორიული გამოცდის ჩასატარებლად მიმართვის ფორმებს ადგენს საქართველოს მთავრობა დადგენილებით.

    მუხლი 46. რეფერენტული (შედარებითი) გამოცდის ჩატარება

1. რეფერენტული (შედარებითი) გამოცდა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს.

2. რეფერენტული (შედარებითი) გამოცდის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა:

ა) სხვა აკრედიტებული ლაბორატორია;

ბ) სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.

3. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დაესწრონ რეფერენტულ (შედარებით) გამოცდას.

4. რეფერენტული (შედარებითი) გამოცდის დასკვნა საბოლოოა.

5. რეფერენტული (შედარებითი) გამოცდის იმ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებასთან, ფარავს მოდავე მხარე.

6. თუ რეფერენტული (შედარებითი) გამოცდით დადასტურდება ერთ-ერთი მხარის არგუმენტების სისწორე, მეორე მხარე მას უბრუნებს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურისათვის გაწეულ ხარჯებს.

თავი X. დოკუმენტური შემოწმება

    მუხლი 47. დოკუმენტური შემოწმება

1. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები დოკუმენტური შემოწმების მიზნით.

2. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმი. იგი ხორციელდება:

ა) ინსპექტირების, ზედამხედველობისა და მონიტორინგის დროს;

ბ) გეგმური ინსპექტირების შედეგად საინსპექციო ორგანოს მიერ ამ კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ინფორმაციის შემოწმებისას.

3. ბიზნესოპერატორი ვალდებულია დოკუმენტური შემოწმების ფარგლებში მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მოთხოვნილი დოკუმენტები.

თავი XI. ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაცია

    მუხლი 48. ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაცია

1. საქართველოში წარმოებული ან იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.

2. აკრძალულია ისეთი ვეტერინარული პრეპარატის წარმოება, რეალიზაცია და გამოყენება, რომ ლიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში.

3 . ვეტერინარული პრეპარატის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების რეჟიმებია:

ა) ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი;

ბ) ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმი.

    მუხლი 49. პესტიციდისა და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაცია

1. საქართველოში წარმოებული ან იმპორტირებული პესტიციდისა და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.      

2. აკრძალულია ისეთი პესტიციდისა და აგროქიმიკატის წარმოება, რეალიზაცია და გამოყენება, რომლებ იც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში.

3 . პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების რეჟიმებია:

ა) პესტიციდისა და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი;

ბ) პესტიციდისა და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმი.

    მუხლი 50. ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე შემოტანა

ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე შემოტანა შეიძლება :

ა) ექსპერიმენტული კვლევისათვის;

ბ) რეგისტრაციისათვის – ნიმუშის სახით;

გ) გამოფენის, სიმპოზიუმის, კონფერენციის, ფორუმისა და კონგრესისათვის – ნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე;

) რეექსპორტისათვის;

) საქონლის საწყობში/ტერმინალში შენახვის ან/და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისათვის ;

ვ) განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, ეპიზოოტია, ეპიზოოტიის საშიშროება, ეგზოტიკური დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით;

ზ) თუ ეს არის შუალედური დაუფასოებელი ვეტერინარული პრეპარატი;

თ) თუ ეს არის ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სადიაგნოსტიკო საშუალება.

თავი XII. საგანგებო ზომები და კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა

    მუხლი 51. საგანგებო ზომები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად

თუ დასაბუთებულია, რომ სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის სერიოზულ რისკს შეიცავს და არსებული საშუალებებითა და რესურსებით ვერ ხერხდება მისი თავიდან აცილება, სააგენტო ვალდებულია, შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს შემდეგი ზომები:

ა) ადგილობრივი წარმოშობის სურსათთან/ცხოველის საკვებთან მიმართებით:

ა.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება;

ა.ბ) მოსახლეობას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების მოხმარებისგან დროებით თავის შეკავების შესახებ;

ა.გ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები რისკის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი მაღალი რისკის შემცველ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;

ა.დ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო საგანგებო ზომები;

ბ) იმპორტირებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან მიმართებით:

ბ.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათის/ცხოველის საკვების იმპორტი ექსპორტიორი ქვეყნიდან ან მისი რომელიმე ნაწილიდან, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − ტრანზიტის ქვეყნიდან;

ბ.ბ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები ექსპორტიორ ქვეყანასთან, მის რომელიმე რეგიონთან ან ტრანზიტის ქვეყანასთან მიმართებით რისკის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი მაღალი რისკის შემცველ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;

ბ.გ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო საგანგებო დროებითი ზომები.

    მუხლი 52. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა

1. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

2. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით კონკრეტულად განისაზღვრება რისკის ის დონე, რომლის აღკვეთა, აღმოფხვრა ან მისაღებ დონემდე შემცირება გართულებულია და გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.

3. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით კონკრეტულად განისაზღვრება იმ ქმედებებისა და ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია კრიზისის სამართავად, კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის, გამჭვირვალობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვის და მომხმარებლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით.

თავი XIII. ვეტერინარული კარანტინი და მცენარეთა კარანტინი

    მუხლი 53. ვეტერინარული კარანტინი

1. ვეტ რინარული კარანტინი წესდება საკარანტინო დაავადების გაჩენის შემთხვევაში მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით .

2. ვეტერინარული კარანტინი ცხადდება საკარანტინო დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში .

3. განსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც გამოვლინდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილი საკარანტინო დაავადება, დაუყო ნებლივ დაწესდება იძულებითი კარანტინი შესაბამისი დაავადებისათვის დადგენილი საკარანტინო ვადით .

4. პროფილაქტიკური კარანტინის ვადა იმპორტირებულ ცხოველ ისათვის არის არა უმეტეს 30 დღ , ხოლო საექსპორტო ცხოველ ისათვის − არა უმეტეს 21 დღ ე, თუ იმპორტიორი ქვეყნის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. პროფილაქტიკური კარანტინის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    მუხლი 54. მცენარეთა კარანტინი

1. საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა კარანტინი ხორციელდება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციისა (IPPC) და ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების ( I S PM) მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. მცენარეთა კარანტინის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნიდან საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან;

ბ) შემოჭრილი საკარანტინო მავნე ორგანიზმების დროულად აღმოჩენა და გავრცელების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ორგანიზება, აგრეთვე ამ ღონისძიებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

გ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების უზრუნველყოფა.

3. მცენარეთა კარანტინი ვრცელდება:

ა) სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და დეკორატიული კულტურების თესლებსა და სარგავ მასალებზე, მცენარეებსა და მათ ნაწილებზე, აგრეთვე ნებისმიერ მცენარეულ პროდუქტსა და სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტზე, რომლებიც შეიძლება გახდეს საკარანტინო მავნე ორგანიზმის გადამტანი;

ბ) სოკოებსა და მათ კულტურებზე, ბაქტერიებზე, ვირუსებზე, ნემატოდებზე, ტკიპებსა და მწერებზე;

გ) მწერების კოლექციაზე, დაავადებების გამომწვევებსა და ნიმუშებზე, აგრეთვე ჰერბარიუმებსა და თესლების კოლექციაზე;

დ) საქართველოში შემოსულ სატრანსპორტო საშუალებებზე;

ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებზე, ტარასა და შესაფუთ საშუალებებზე;

ვ) იმ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ტერიტორიებსა და შენობებზე, რომლებიც ამზადებენ, ამუშავებენ, ინახავენ მცენარეულ პროდუქტებს და ახორციელებენ მათ რეალიზაციას, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სავარგულებზე, საკარმიდამო და სააგარაკო ნაკვეთებსა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე.

    მუხლი 55. ვეტერინარული კარანტინისა და მცენარეთა კარანტინის დაწესება და მოხსნა

საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარული კარანტინი და მცენარეთა კარანტინი , გარდა ამ კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული პროფილაქტიკური კარანტინისა, წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე :

ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − ადგილობრივი თვითმ ართველობის ორგანოს მიერ ;

ბ) ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − ამ თვითმმართველ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

    მუხლი 56. შიდასაკარანტინო ღონისძიებები

1. საკარანტინო ობიექტის აღმოჩენისას განსაზღვრული ტერიტორია ცხადდება საკარანტინო ზონად.

2. საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე იზღუდება სატრანსპორტო საშუალებების შესვლა-გამოსვლა; აკრძალულია კარანტინისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის შეტანა-გამოტანა; ამასთანავე, ადგილზე ხდება მისი გაუსნებოვნება, ტექნიკური გადამუშავება ან განადგურება სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.

3. საკარანტინო ზონიდან უნებართვოდ გამოტანილი, კარანტინისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი უნდა დაბრუნდეს, ჩამორთმეულ იქნეს და გადაეცეს შესაბამის სავაჭრო-გადამამუშავებელ საწარმოს ან განადგურდეს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.

    მუხლი 57. საქართველოს საბაჟო საზღვარზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს სამსახური გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციისა (IPPC) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ დადგენილი წესების და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე.

2. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანა ნებადართულია ამ საქონელზე ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ან სამსახურის ნებართვით.

3. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სასაზღვრო კონტროლს.

4. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ იმპორტის მოთხოვნებს, ექვემდებარება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან დამუშავებას (თუ იგი ექვემდებარება გაუსნებოვნებას), ან მესაკუთრის ხარჯით გადამუშავებას ან განადგურებას.

 5. ექსპორტისათვის განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ასევე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს, რაზედაც სამსახური ან სააგენტო გასცემს ჰიგიენურ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს.

კარი III. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესი

თავი XIV. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესი და მოქმედების პრინციპები

    მუხლი 58. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესის მიზანი და მოქმედების სფერო

1. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესის მიზანია უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მისი ქცევის მომწესრიგებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება.

2. უფლებამოსილ პირთა ცალკეული კატეგორიი­სათ­ვის, ამ თავით დადგენილი ქცევის ზოგადი წესის დაცვით, შეიძ­ლება მოქმედებდეს ქცევის სპეციალური წესი.

3. სააგენტოსა და საინსპექციო ორგანოს ხელმძღვანელები ვალდებული არიან, უზრუნველ­ყონ უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესის ხელმისაწვდომობა და გაცნობა მათდამი დაქვემდებარებული უფლებამოსილი პირებისათვის.

4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაიცვას ქცე­­­ვის ზოგადი წესი.

    მუხლი 59. უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითადი პრინციპები

1. უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ეფუძნება შემდეგ ძი­რითად პრინციპებს:

ა) პროფესიული დამოუკიდებლობა – სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს დაინტე ­ რესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად;

ბ) ობიექტურობა – სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შედეგად დასკვნების, შეფა­სებების, რეკომენდაციების ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების დროს დაცული უნდა იქნეს საიმედოობა და მიუკერ­ძოებლობა;

გ) სანდოობა – სახელმწიფო კონ­ტრო­ლი უნდა განხორციელდეს სწორად, ზუსტად და თანა­მიმ­დევრულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) კონფიდენციალურობა – დაცული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენცია ­ ლუ ­ რობა, რომელიც შეგროვდა სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ისეთი ინფორმაციისა, რომელმაც შეიძლება შელა ­ ხოს ბი ­ ­ ნესოპერატორის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავ ­ ში ­ რე ­ ბუ ­ ლი რეპუტაცია. აკრძალულია ამ ინფორმაციის არაპ ­ რო ­ ფე ­ სი ­ ული მიზნებისათვის გამოყენება ან უკანონოდ გავ ­­ რცელება;

ე) კეთილსინდისიერება – უფლებამოსილმა პირმა პროფესიული საქმიანობა კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. ბიზნესოპერატორთან მისი ურთიერთობა სა­მა­რ­­თლიანი და მიუკერძოებელი უნდა იყოს, რაც ბიზნესოპერა­ტო­რ­ის მხრიდან სახელმწიფო კონტ­რო­ლის განმახორციელებელი ორგანოს მიმართ ნდო­ბის ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გახდეს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც დადასტურებულია, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშია.

    მუხლი 60. უფლებამოსილი პირის მოვალეობები

1. უფლებამოსილი პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:

ა) დროულად და სრულად უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად;

ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კოდექსის მოთხოვნები;

გ) სამსახურებრივი უფლებამოსილება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად;

დ) თავიდან აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის ან მისი სამსახურის რეპუტაციას;

ე) სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს მიცემული ინსტრუქციების შესაბამისად.

2. უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალეობების შესრულებისას, სათანადო ქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის თხოვნის საფუძველზე წარადგენს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ მოწმობას.

    მუხლი 61. ინფორმაციის კონფიდენციალურობა

1. უფლებამოსილმა პირმა არ უნდა გაავრცელოს საეჭ­ვო, გადაუმოწმებელი ან/და მცდარი ინფორმაცია.

 2. უფლებამოსილმა პირმა უნდა მიიღოს საჭირო ზო­მები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის კონ­ფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.

3. აკრძალულია განხორციელებული სახელმწიფო კონტ­რო­ლის ან რისკის ანალიზის შედეგად მოპოვებული, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება უფ­ლებამოსილი პირის მიერ, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წინასწარი წე­რი­ლობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი შემთხვევებისა. ეს წესი მოქმედებს უფლებამოსილი პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც.

4. ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვასთან დაკავში­რებით უფლებამოსილმა პირმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუ­მებით უნდა იხელმძღვანე­ლოს. აუცილებლობის შემთხვევაში მან დაუყოვნებლივ უნდა დასვას ამ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 62. ინტერესთა კონფლიქტი

1. უფლებამოსილი პირი დაინტერესებული მხარეებისაგან დამოუკიდებელია პროფესიულ საქმიანობაში , შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში .

2. უფლებამოსილ პირს არ უნდა ჰქონ ეს სხვა საქმიანი ურთიერთობა იმ ბიზნესოპერატორთან , რომლ ინსპექტირებას აც ახორციელებს. საინსპექციო ორგანოს ხელმძღვანელს და ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელს ან წამომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს არ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ეკონომიკური ინტერესი .

3. უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებ ის დამოუკიდებლობა სა და მიუკერძოებლობაზე.

კარი IV. პასუხისმგებლობა

თავი XV. პასუხისმგებლობა

    მუხლი 63. პასუხისმგებლობის საფუძვლები

1. პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ თავითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

2. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს.

3. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე სამართალდამრღვევს სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

4. ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

5. ინსპექტირებისას არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჯარიმდება ამ კოდექსის მხოლოდ 68-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში – ამ კოდექსის მხოლოდ 69-ე მუხლის საფუძველზე.

    მუხლი 64. პირის საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე

ამ კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად პირის საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე –

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

    მუხლი 65. ბიზნესოპერატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებით

1. ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბიზნესოპერატორის მიერ მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან ვალდებულების შეუსრულებლობა ბაზარზე უკვე განთავსებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების გამოთხოვასთან დაკავშირებით –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბიზნესოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების გამოთხოვასთან და ამ მიზნით მიღებულ ზომებთან დაკავშირებით სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინებისთვის თავის არიდება –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3. ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზრიდან დაუყოვნებლივ გამოთხოვასთან დაკავშირებით სააგენტოს მოთხოვნის შეუსრულებლობა −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 66. მითითებების, ვალდებულებებისა და გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა ცხოველის ჯანმრთელობისა და მცენარის მავნე ორგანიზმებისაგან დაცვასთან დაკავშირებით

1. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, ასევე მავნე ორგანიზმების მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად –

 გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბიზნესოპერატორისას − 300 ლარის ოდენობით.

2. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცხოველის დაკვლა მისი რეალიზაციის მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

3. ვეტერინარული კარანტინისა და მცენარეთა კარანტინის ფარგლებში უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილებებისა და მითითებების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბიზნესოპერატორისას – 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 67. სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, გამოვლენილი მონიტორინგის დროს

ამ კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების და პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, გამოვლენილი მონიტორინგის დროს, −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

    მუხლი 68. ბიზნესოპერატორის მიერ რეკომენდაციების შეუსრულებლობა არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში

არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გონივრული ვადის გასვლის შემდეგ − 1 200 ლარის ოდენობით.

    მუხლი 69. კრიტიკული შეუსაბამობის არსებობა

ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრიტიკული შეუსაბამობის არსებობა −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 70. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის ხელის შეშლა

სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან უფლებამოსილების განხორციელებისას მისთვის ხელის სხვაგვარად შეშლა, მათ შორის, ამ კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე დოკუმენტური შემოწმების ფარგლებში უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების მიუწოდებლობა, −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

    მუხლი 71. არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატის, აგროქიმიკატის ან პესტიციდის რეალიზაცია

არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატის, აგროქიმიკატის ან პესტიციდის რეალიზაცია –

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 72. საინსპექციო ორგანოსა და ვეტერინარი ექიმის მიერ საქმიანობის დაწყება ან შეწყვეტა სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე

საინსპექციო ორგანოსა და ვეტერინარი ექიმის მიერ საქმიანობის დაწყება ან შეწყვეტა სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე −

გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

    მუხლი 73. ვეტერინარი ექიმის მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება

ვეტერინარი ექიმის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება −

გამოიწვევს ვეტერინარი ექიმის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

    მუხლი 74. უფლებამოსილი პირის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება და ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნების დარღვევა

1. საინსპექციო ორგანოს უფლებამოსილი პირის, ვეტერინარი ექიმის ან ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ ამ კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გამჟღავნება ან ამ კოდექსის 62-ე მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სააგენტოს თანამშრომლის მიერ, გახდება მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი. 

   მუხლი 741. სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა

1. სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1915 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
 

კარი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XVI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებან

    მუხლი 75. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობამ ამ კოდექსის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა და მათი სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარება.

2.  სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს მთავრობამ მიიღოს:

ა) „ბიოწარმოების შესახებ“ დადგენილება;

ბ) „არაპროდუქტიული ცხოველების შესახებ“ დადგენილება.

4. ინსპექტირების დროს ამ კოდექსის მოთხოვნებთან მიკვლევადობის და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი გასცემს მხოლოდ რეკომენდაციებს მისი გამოსწორების მიზნით და აღნიშნული შეუსაბამობის აღმოჩენა არ იწვევს ამ კოდექსის 68-ე და 69-ე მუხლების თანახმად დაჯარიმებას 2014 წლის 31 დეკემბრამდე.

საქართველოს 2012 წლის 2 1  დეკემბრის კანონი №144 - ვებგვერდი,  30 .12.2012წ.

    მუხლი 76. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 18.01.2006, მუხ. 30);

ბ) საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონი „ვეტერინარიის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27−30, მუხ. 635);

გ) საქართველოს 1994 წლის 12 ოქტომბრის კანონი „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 450);

დ) საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ის ნორმატიული აქტები, რომელთა ამ კოდექსთან შესაბამისობა მისი ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი.

3 . ეს კოდექსი , გარდა ამ კოდექსის 38-ე მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებისა და 67-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

4. ამ კოდექსის 38-ე მუხლის პირველი−მე-5 ნაწილები ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივლისიდან.

5. ამ კოდექსის 67-ე მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოს 2012 წლის 2 1  დეკემბრის კანონი №144 - ვებგვერდი,  30 .12.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1915 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6155- I

16. 04/10/2023 - საქართველოს კანონი - 3550-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/10/2023 15. 02/11/2021 - საქართველოს კანონი - 975-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/11/2021 14. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6936-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 13. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4933-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 12. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3460-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 11. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3452-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 10. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3083-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 9. 15/12/2017 - საქართველოს კანონი - 1754-Iს - ვებგვერდი, 28/12/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1649-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 7. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5568-IIს - ვებგვერდი, 13/07/2016 6. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5590-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 5. 16/07/2015 - საქართველოს კანონი - 4038-რს - ვებგვერდი, 28/07/2015 4. 11/12/2014 - საქართველოს კანონი - 2877-Iს - ვებგვერდი, 23/12/2014 3. 17/04/2014 - საქართველოს კანონი - 2285-IIს - ვებგვერდი, 02/05/2014 2. 27/12/2013 - საქართველოს კანონი - 1915-რს - ვებგვერდი, 30/12/2013 1. 21/12/2012 - საქართველოს კანონი - 144-Iს - ვებგვერდი, 30/12/2012