„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2012
ძალაში შესვლის თარიღი 15/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 240090000.10.003.016843
  • Word
174
08/05/2012
ვებგვერდი, 10/05/2012
240090000.10.003.016843
„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 174

2012 წლის 8 მაისი

. თბილისი

„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, სარეგისტრაციო კოდი – 240 090000.10.003.016164) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საწყობის საქმიანობის შემთხვევაში – „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით დადგენილი წესით საწყობის საქმიანობისათვის გაანგარიშებული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები გარანტია.“.

2. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

 „3. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე ნებართვის გამცემს წარუდგინოს „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით დადგენილი წესით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობისათვის გაანგარიშებული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები გარანტია.

4. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელს ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულების შემდეგ. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ითვლება სანებართვო პირობების დარღვევად.“. 

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 15 მაისიდან .

პრემიერ-მინისტრი                                               ნ.გილაური