„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 040150000.10.003.016828
  • Word
155
30/04/2012
ვებგვერდი, 03/05/2012
040150000.10.003.016828
„მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 155

2012 წლის 30 აპრილი

. თბილისი

მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2011, 040150000. 10.003.016305) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესის:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში, სარეკრეაციო ზონასა და სპეციალურ ზონაში განთავსებული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა განისაზღვროს შენობის გარე პერიმეტრის გარშემო ერთი მეტრი მანძილის დაშორებით შემოვლებული კონტურის საზღვრებში მოქცეული მიწის ფართობის სიდიდის შესაბამისი ოდენობით. სასოფლო-სამეურნეო ზონაში განთავსებული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა განისაზღვროს შენობის განაშენიანების ფართობის ორმაგი ოდენობით და მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრები დადგინდეს შენობის გარე პერიმეტრის გარშემო, ხოლო საწარმოო და სამრეწველო შენობებისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა განისაზღვროს შენობის გარე პერიმეტრის გარშემო სამი მეტრი მანძილის დაშორებით შემოვლებული კონტურის საზღვრებში მოქცეული მიწის ფართობის სიდიდის შესაბამისი ოდენობით.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

61. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქ ით გათვალისწინებულ შენობას აქვს შესაბამისი მიწის ნაკვეთი, რომელიც ფაქტობრივად გამოიყენება მისი ფუნქციონირების აუცილებლობიდან გამომდინარე, მაშინ მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ფართობი უნდა განისაზღვროს იმდაგვარად, რომ იგი არ აღემატებოდეს ამ შენობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მიწის ნაკვეთის ფართობს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური