საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6015-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016692
  • Word
6015-Iს
10/04/2012
ვებგვერდი, 30/04/2012
200000000.05.001.016692
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო (შემდგომ თიზ-ის საწარმო) არის „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო.

2. თიზ-ის საწარმო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის) 4 პროცენტი საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

3. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

4. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდებისას დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება ამ საქონლის საბაზრო ფასი.

5. თიზ-ის საწარმოს ეკრძალება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების შეძენა, გარდა:

ა.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა;

ა.ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა ან/და ფინანსური მომსახურების გაწევისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/და მშენებლობის მომსახურების გაწევისა;

ა.გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების გაწევა.

6. თიზ-ის საწარმოს მიერ საგადასახადო ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

2. 26-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სპეციალური სავაჭრო ზონის (შემდგომ − სსზ) სტატუსი, საკუთარი ან საქართველოს მთავრობის ინიციატივით, შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ეწევა ვაჭრობის ორგანიზებას.“;

ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სსზ-ში განახორციელოს თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება და სსზ-ში რეალიზებულ საქონელზე მომხმარებელთან ანგარიშსწორება უზრუნველყოს ცენტრალიზებულად მართული სალარო პუნქტების მეშვეობით.“;

დ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება;“.

4. 121-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თიზ-ის საწარმოს მიერ;“.

5. 130-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“.

6. 131-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული პროცენტი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ პროცენტის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“.

7. 1331  მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსზ-ის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირის მიერ (გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები კომპენსაცია (დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში − დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე) სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ იბეგრება 3-პროცენტიანი განაკვეთით.“;

ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

8. 162-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეტანილი (გარდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან შეტანილისა) საქონლის სხვა პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) სასაქონლო კოდის შეუცვლელად მიწოდების შემთხვევაში იმპორტის თანხას ემატება ამ საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხა, რომლის მიხედვითაც იმპორტიორი დღგ-ს გადაიხდის იმპორტის გადასახდელთან ერთად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

  9. 199-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, დაადგინოს საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმები;“.

10. 309-ე მუხლის 42-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებდა 2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მიიღოს სსზ-ის სტატუსი და 2014 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) განახორციელოს ამ კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ვადის (2014 წლის 1 იანვარი) გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“.

    მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი          . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 10 აპრილი.

№6015- I