„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6012-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 080080040.05.001.016691
  • Word
6012-Iს
10/04/2012
ვებგვერდი, 30/04/2012
080080040.05.001.016691
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 15, 16.05. 2006, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ჟ) არასრულწლოვანი – პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 18 წელს.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV 1 თავი:

თავი IV1

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სოციალური და სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია

    მუხლი 211 . ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ზოგადი საფუძვლები

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანზე ვრცელდება ამ კანონით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის დადგენილი სოციალური და სამართლებრივი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები არასრულწლოვანთათვის საქართველოს კანონმდებლობითა და ამ თავით დადგენილი წესების გათვალისწინებით.

2. სახელმწიფო ამ კანონით დადგენილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმების მეშვეობით იღებს სპეციალურ ზომებს ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) არასრულწლოვანთა ჩართვის შესაძლებლობების შესამცირებლად.

3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვნის მიმართ გამოიყენება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტაღნიშნული მექანიზმები და მითითებები.

4. ამ კანონის მოქმედება, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, ასევე ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის მიმართ.

    მუხლი 212 . ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სამართლებრივი დაცვა

1. სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით იღებს ზომებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვნის ვინაობის, მოქალაქეობის, მშობლები, ოჯახის ადგილსამყოფლის დასადგენად. საჭიროების შემთხვევაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიშნება მეურვე/მზრუნველი.

2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვნის ვინაობა და სხვა პერსონალური მონაცემები საიდუმლოა და მათი გამჟღავნება აკრძალულია (ეს ინფორმაცი ხელმისაწვდომ არ არის ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის), გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა საჭიროა მისი მშობლებისა და ოჯახის ადგილსამყოფლის დადგენა და აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს არ ქმნის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვნის უსაფრთხოებას.

3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინფორმაციიმის უფლებრივ მდგომარეობის შესახებ, ასევე მისი დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე. არასრულწლოვანს ინფორმაცი მიწოდება მისთვის გასაგებ ენაზე, მისი ასაკის გათვალისწინებით.

4. დაუშვებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის მოთავსება დაკავების ადგილებსა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 213 . ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ,  დაზარალებულ არასრულწლოვანთა სოციალური დაცვის,  დახმარებისა და რეაბილიტაციის მექანიზმები

1. სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს უწყობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის სოციალურ დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას.

2. სახელმწიფო ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის მოთავსებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში). თავშესაფარში, მისი შინაგანაწესით დადგენილი წესით, ასევე შეიძლება მოთავსდეს არასრულწლოვანი, რომლის ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლია ან დაზარალებულია.

3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში) მოთავსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის ცხოვრების, დასვენების, დახმარებისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო პირობები განისაზღვრება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) შინაგანაწესით, რომელიც ასევე შეიძლება ითვალისწინებდეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის მიერ ასაკის შესაბამისი მინიმალური განათლების მიღების შესაძლებლობას.

    მუხლი 214 . უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სტატუსი და რეპატრიაცია

1 . უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანზე ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გაიცემა ბინადრობის ნებართვა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.

2 . უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვანი არ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს უცხო სახელმწიფოში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული პირის განსაკუთრებული საჭიროებები, ფსიქოლოგიური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

3 . უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მისი დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით სახელმწიფო დაწესებულებები არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებენ შესაბამის პროგრამებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 10 აპრილი.

№6012- I