„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5922-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 110050130.05.001.016674
  • Word
5922-Iს
27/03/2012
ვებგვერდი, 19/04/2012
110050130.05.001.016674
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. დისციპლინური სამართალწარმოების ვადები

მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი, ხოლო დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან – 1 წელი.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა

1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები, სახელმწიფო მოხელეები და მათი დამხმარე პერსონალი ვალდებული არიან, დაიცვან ყველა ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დისციპლინური სამართალწარმოების დროს, ამ კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა.

2. უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან შეჩერების, მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის, ასევე ამ კანონის 48- მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება, თუ საერთო სასამართლოში აღარ მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.“.

4. მე-6−მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი

1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი შეიძლება იყოს:

ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა;

ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;

გ) გამოძიების ორგანოს შეტყობინება;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს;

ე) სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება მოსამართლის მიმართ ახალი საფუძვლით დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ქვეპუნქტში მითითებული საჩივარი (განცხადება) უნდა უპასუხებდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. მისი წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.

     მუხლი 7. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება

1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეიძლება დაიწყოს:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ (ან მისი მოვალეობის შემსრულებელმა) – საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ;

ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ (ან მისი მოვალეობის შემსრულებელმა) – შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მიმართ;

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ – საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ და „ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთვევებში დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი დისციპლინური დევნის შემდგომი მსვლელობის უზრუნველსაყოფად შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

     მუხლი 8. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და წინასწარი შემოწმება

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ან საბჭოს სხვა წევრი (ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დავალებით – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელე) მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიღებიდან 2 თვეში, წინასწარ ამოწმებს მის საფუძვლიანობას. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.

2. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს გამოვლინდა.

3. დაუშვებელია ერთი და იმავე მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განმეორებით დაწყება იმავე საფუძვლით, რომლითაც უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.

4. დისციპლინური სამართალწარმოების დროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აფასებს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე.“.

6. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 11. დისციპლინური საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება

შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით ერთ წარმოებად გააერთიანოს ერთი მოსამართლის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით წარმოებული ორი ან მეტი დისციპლინური საქმე.“.

8. მე-12 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს. დისციპლინური საქმის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. ის ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა, და მისი მოთხოვნის შემთხვევაში ჩამოართვას მას დამატებითი ახსნა-განმარტება.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უფლება აქვს, საერთო სასამართლოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი სასამართლო საქმე, გარდა განხილვის პროცესში მყოფი საქმისა.

4. დისციპლინური სამართალწარმოების დროს აკრძალულია მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმება.“.

9. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის წინააღმდეგაც წარმოებს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი გადაწყვეტილებით აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი ვალდებულია განაახლოს საქმის წარმოება;“;

ბ) „ ქვეპუნტი ამოღებულ იქნეს.

10. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 14. დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა

მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი იღებს, თუ:

ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეული ჩადენა არ დადასტურდა;

ბ) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა;

გ) გაგზავნილი მასალის საფუძველზე მოსამართლის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა;

 დ) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მოსამართლის მიმართ, იმავე საფუძვლით;

ე) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება.“.

11. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ, დისციპლინური დევნის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს წინადადებით მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ.“.

12. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ

1. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილებაში გადმოცემული უნდა იყოს მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდების შინაარსი.

2. იმავე გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში ნიშნავს თავის წარმომადგენელს საქმის განხილვის დროს დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად დანიშნოს რამდენიმე წარმომადგენელი ან შეცვალოს წარმომადგენელი დისციპლინური სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

3. გადაწყვეტილების ასლი გადაეცემა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს.

4. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 1 კვირაში დისციპლინურ საქმესთან ერთად ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.“.

13. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კერძო სარეკომენდაციო ბარათს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.“.

15. 24- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან 3 წევრი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 – არ არის მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 მოსამართლე წევრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი. სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 2 წლით.“.

16. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კოლეგიის არანაკლებ 3 წევრი.“.

17. 35-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს, აგრეთვე დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს წარმომადგენელს უფლება აქვს, სადისციპლინო კოლეგიის წევრს ან კოლეგიის მთელ შემადგენლობას მისცეს აცილება. იგი ვალდებულია დაასახელოს და დაასაბუთოს აცილების მოტივი. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს აგრეთვე უფლება აქვს, აცილება მისცეს მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს წარმომადგენელს, რომელიც მის საქმეზე დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად არის დანიშნული.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიერ წარსულში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიკერძოებისა და აცილების საფუძვლად.“.

18. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურულია, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ეს გადაწყვეტილება აცნობოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა.“.

19. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ დისციპლინური საქმის მასალების მიხედვით მოსამართლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა აშკარაა, სადისციპლინო კოლეგია არ იწყებს საქმის განხილვას, აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას, საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის ორგანოს და ამის შესახებ აცნობებს მოსამართლეს, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა, აგრეთვე მის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს.“.

20. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისციპლინო კოლეგიამ საქმის განხილვის ადგილი, დღე და საათი დროულად უნდა აცნობოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს და მის წარმომადგენელს, აგრეთვე მოსამართლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური საქმე.“.

21. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს, პირველად – მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს წარმომადგენელს დისციპლინური ბრალდების წასაყენებლად, შემდეგ – დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, ისარგებლოს დამცველის დახმარებით. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი, ნებისმიერი მოსამართლე ან სხვა წარმომადგენელი.“.

22. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინური საქმის განხილვისას სადისციპლინო კოლეგიის სხდომაში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლისა და მისი პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა. თუ რომელიმე მხარე სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე არ გამოცხადდა, კოლეგია ვალდებულია გადადოს საქმის მოსმენა არა უმეტეს 2 კვირით. ეს ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ორთვიან ვადაში.“.

23. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს წარმომადგენელს უფლება აქვს, დისციპლინური საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე) მოხსნას მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია განხილვის ეტაპის მიუხედავად შეწყვიტოს საქმის განხილვა და, შესაბამისად, – დისციპლინური საქმე.“.

24. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემმა ორგანომ მოსამართლეს დისციპლინური ბრალდება მოუხსნა;“.

25. 541  მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის სახით მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს საყვედური, მკაცრი საყვედური ან მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება (საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვიდან ამორიცხვა);“;

ბ) „გ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „“, „ან ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის სახით მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს შენიშვნა ან საყვედური;“.

26. 58-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან 5 დღეში ეგზავნება მოსამართლეს, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.“.

27. მე-60 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს საბჭოს სხდომაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით.“.

28. 67-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პაექრობის შემდეგ სადისციპლინო პალატა გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს მხარეებს.“.

29. მე-80 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ შესაბამისად კოლეგიის ან პალატის წარდგინების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წარდგინების მიღებიდან 10 დღეში. გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, რომელიც მონაწილეობდა სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში.“.

30. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 81. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება

1. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები, პირის პერსონალური მონაცემების გარეშე, ქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. სადისციპლინო კოლეგიასა და სადისციპლინო პალატას უფლება აქვთ, სრულად გამოაქვეყნონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5922-Iს