დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/07/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016086 |
შეთანხმება
ევროკავშირსა და საქართველოს შორის
სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების
გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ
СПОРАЗУМЕНИЕ
МЕЖДУ ЕВРОПЕЙСКИЯ СЪЮЗ
И ГРУЗИЯ
ОТНОСНО ЗАЩИТАТА НА ГЕОГРАФСКИТЕ ОЗНАЧЕНИЯ
НА СЕЛСКОСТОПАНСКИТЕ ПРОДУКТИ И ХРАНИ
ACUERDO
ENTRE LA UNIÓN EUROPEA
Y GEORGIA
SOBRE LA PROTECCIÓN DE LAS INDICACIONES GEOGRÁFICAS
DE LOS PRODUCTOS AGRÍCOLAS Y ALIMENTICIOS
DOHODA
MEZI EVROPSKOU UNIÍ
A GRUZIÍ
O OCHRANĚ ZEMĚPISNÝCH OZNAČENÍ
ZEMĚDĚLSKÝCH PRODUKTŮ A POTRAVIN
AFTALE
MELLEM DEN EUROPÆISKE UNION
OG GEORGIEN
OM BESKYTTELSE AF GEOGRAFISKE BETEGNELSER
FOR LANDBRUGSPRODUKTER OG FØDEVARER
ABKOMMEN
ZWISCHEN DER EUROPÄISCHEN UNION
UND GEORGIEN
ZUM SCHUTZ GEOGRAFISCHER ANGABEN
FÜR LANDWIRTSCHAFTLICHE ERZEUGNISSE UND LEBENSMITTEL
EUROOPA LIIDU
JA GRUUSIA
VAHELINE PÕLLUMAJANDUSTOODETE JA TOIDU
GEOGRAAFILISTE TÄHISTE KAITSET KÄSITLEV
LEPING
Συμφωνία
μεταξύ της Ευρωπαϊκής Ένωσης
και της Γεωργίας
σχετικά με την προστασία των γεωγραφικών ενδείξεων
των γεωργικών προϊόντων και των τροφίμων
AGREEMENT
BETWEEN GEORGIA
AND THE EUROPEAN UNION
ON PROTECTION OF GEOGRAPHICAL INDICATIONS
OF AGRICULTURAL PRODUCTS AND FOODSTUFFS
ACCORD
ENTRE L'UNION EUROPÉENNE
ET LA GÉORGIE
RELATIF À LA PROTECTION DES INDICATIONS GÉOGRAPHIQUES
DES PRODUITS AGRICOLES ET DES DENRÉES ALIMENTAIRES
ACCORDO
TRA L’UNIONE EUROPEA
E LA GEORGIA
RELATIVO ALLA PROTEZIONE DELLE INDICAZIONI GEOGRAFICHE
DEI PRODOTTI AGRICOLI E ALIMENTARI
NOLĪGUMS
STARP EIROPAS SAVIENĪBU UN GRUZIJU
PAR LAUKSAIMNIECĪBAS PRODUKTU UN
PĀRTIKAS PRODUKTU ĢEOGRĀFISKĀS IZCELSMES
NORĀŽU AIZSARDZĪBU
EUROPOS SĄJUNGOS
IR GRUZIJOS
SUSITARIMAS
DĖL ŽEMĖS ŪKIO IR MAISTO PRODUKTŲ
GEOGRAFINIŲ NUORODŲ APSAUGOS
MEGÁLLAPODÁS
AZ EURÓPAI UNIÓ ÉS GRÚZIA KÖZÖTT
A MEZŐGAZDASÁGI TERMÉKEK
ÉS ÉLELMISZEREK FÖLDRAJZI ÁRUJELZŐINEK
OLTALMÁRÓL
FTEHIM
BEJN L-UNJONI EWROPEA
U L-ĠEORĠJA
DWAR IL-PROTEZZJONI TA’ INDIKAZZJONIJIET ĠEOGRAFIĊI
TA’ PRODOTTI AGRIKOLI U OĠĠETTI TAL-IKEL
OVEREENKOMST
TUSSEN DE EUROPESE UNIE
EN GEORGIË
INZAKE DE BESCHERMING VAN GEOGRAFISCHE AANDUIDINGEN
VAN LANDBOUWPRODUCTEN EN LEVENSMIDDELEN
UMOWA
MIĘDZY UNIĄ EUROPEJSKĄ
A GRUZJĄ
W SPRAWIE OCHRONY OZNACZEŃ GEOGRAFICZNYCH
PRODUKTÓW ROLNYCH I ŚRODKÓW SPOŻYWCZYCH
ACORDO
ENTRE A UNIÃO EUROPEIA
E A GEÓRGIA
SOBRE A PROTECÇÃO DAS INDICAÇÕES GEOGRÁFICAS
DOS PRODUTOS AGRÍCOLAS E GÉNEROS ALIMENTÍCIOS
ACORD
ÎNTRE UNIUNEA EUROPEANĂ
ȘI GEORGIA
CU PRIVIRE LA PROTECȚIA INDICAȚIILOR GEOGRAFICE
ALE PRODUSELOR AGRICOLE ȘI ALIMENTARE
DOHODA
MEDZI EURÓPSKOU ÚNIOU
A GRUZÍNSKOM
O OCHRANE ZEMEPISNÝCH OZNAČENÍ
POĽNOHOSPODÁRSKYCH VÝROBKOV A POTRAVÍN
SPORAZUM
MED EVROPSKO UNIJO
IN GRUZIJO
O ZAŠČITI GEOGRAFSKIH OZNAČB
ZA KMETIJSKE PROIZVODE IN ŽIVILA
EUROOPAN UNIONIN
JA GEORGIAN VÄLINEN
SOPIMUS
MAATALOUSTUOTTEIDEN JA ELINTARVIKKEIDEN
MAANTIETEELLISTEN MERKINTÖJEN SUOJASTA
AVTAL
MELLAN EUROPEISKA UNIONEN
OCH GEORGIEN
OM SKYDD AV GEOGRAFISKA BETECKNINGAR
FÖR JORDBRUKSPRODUKTER OCH LIVSMEDEL
საქართველო,
ერთი მხრივ,
და
ევროკავშირი,
მეორე მხრივ ,
შემდგომში წოდებულნი, როგორც „ხელშემკვრელი მხარეები”,
კვლავ ადასტურებენ რა, თავიანთ ვალდებულებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მიზნებთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორში თანამშრომლობასა და ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის დაახლოებაში,
მიიჩნევენ რა, რომ ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან ხელი შეუწყონ გეოგრაფიული აღნიშვნების ჰარმონიულ განვითარებას „ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების (TRIPS)” 22(1)-ე მუხლის შესაბამისად, და გააძლიერონ იმ სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობა, რომლებიც წარმოშობილია ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებიდან.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მოქმედების ფარგლები
1. წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს იმ გეოგრაფიული აღნიშვნების აღიარებასა და დაცვას, რომლებიც წარმოშობილია ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებიდან.
2. იმისათვის, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარის გეოგრაფიულ აღნიშვნას მიენიჭოს დაცვა მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ, ის უნდა ფარავდეს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლში მითითებული ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით განსაზღვრულ პროდუქციას.
მუხლი 2
დადგენილი გეოგრაფიული აღნიშვნები
1. შესწავლილ იქნა რა, საქართველოს კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” მიღებული 1999 წლის 22 აგვისტოს, ევროკავშირი ასკვნის, რომ ეს კანონი შეესაბამება I დანართში მითითებულ პირობებს.
2. შესწავლილ იქნა, რა ევროკავშირის საბჭოს 1991 წლის 10 ივნისის რეგულაცია (EEC) No1609/91, რომელიც ადგენს არომატიზებული ღვინოების, არომატიზებულ ღვინოებზე დაფუძნებული სასმელების და არომატიზებული ღვინოპროდუქტების კოქტეილების განსაზღვრის, აღწერის და წარმოდგენის ზოგად წესებს[1] , ევროკავშირის საბჭოს 2006 წლის 20 მარტის რეგულაცია (EC) No510/2006 გეოგრაფიული აღნიშვნებისა და სოფლის მეურნეობის და კვების პროდუქტების წარმოშობის დასახელების შესახებ[2] , მისი იმპლემენტაციის წესების ჩათვლით, რომელიც შეეხება ევროკავშირში სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციას, კონტროლს და დაცვას, ევროკავშირის საბჭოს 2007 წლის 22 ოქტომბრის რეგულაციის (EC) No1234/2007 II ნაწილის II კარის I თავის Iა სექცია, რომელიც შეეხება სასოფლო-სამეურნეო ბაზრების საერთო მოწყობას და სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტის სპეციალურ დებულებებს (ერთიანი ბაზრის ორგანიზების რეგულაცია[3] ), ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2008 წლის 15 იანვრის რეგულაცია (EC) No110/2008, რომელიც შეეხება სპირტიანი სასმელების გეოგრაფიული აღნიშვნების განსაზღვრას, აღწერას, წარმოდგენას, ეტიკეტირებას და დაცვას[4] , საქართველო ასკვნის, რომ ეს კანონები, წესები და პროცედურები შეესაბამება ამ შეთანხმების I დანართში მითითებულ პირობებს.
3. საქართველო, მას შემდეგ რაც დასრულდა რა გასაჩივრების პროცედურა II დანართში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად; შესწავლილ იქნა რა, III დანართში მოცემული ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების მონაცემები, რომლებიც რეგისტრირებულია ევროკავშირის მიერ მე-2 პუნქტით განსაზღვრული კანონმდებლობის შესაბამისად, და ღვინოების, სპირტიანი სასმელებისა და არომატიზებული ღვინოების გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც მოცემულია IV დანართში, იღებს ვალდებულებას, დაიცვას ეს გეოგრაფიული აღნიშნვები წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ დონეზე.
4. ევროკავშირი, დაასრულა რა გასაჩივრების პროცედურა II დან ართში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად; შეისწავლა რა, საქართველოს გეოგრაფიული აღნიშ ვნებით დაცული სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების მონაცემები, რომლებიც მოცემულია III დანართში და რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოს მიერ 1-ლი პუნქტით განსაზღვული კანონმდებლობის შესაბამისად, და ღვინოების, არომატიზებული ღვინოების და სპირტიანი სასმელების გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც მოცემულია IV დანართში, იღებს ვალდებულებას, დაიცვას ეს გეოგრაფიული აღნიშ ვნები წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ დონეზე.
მუხლი 3
ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დამატება
1. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან III და IV დანართებში ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დამატების შესაძლებლობაზე მე-11(3) მუხლით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით, მას შემდეგ რაც დასრულდება მე-2 მუხლის (3) და (4) პუნქტებით გათვალისწინებული გასაჩივრებისა და მონაცემების შესწავლის პროცედურები ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის მისაღები შედეგით.
2. ხელშემკვრელი მხარე არ არის ვალდებული დაიცვას, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, ის სახელი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მცენარის ან ცხოველის ჯიშის სახელთან, რის შედეგადაც, შესაძლოა, მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეექმნას პროდუქტის ნამდვილი წარმოშობის შესახებ.
მუხლი 4
გეოგრაფიულ აღნიშვნათა დაცვის ფარგლები
1. III და IV დანართებში მოცემული, ასევე მე-3 მუხლის შესაბამისად დამატებული გეოგრაფიული აღნიშვნები, დაცულია შემდეგი შემთხვევებისაგან:
(a) დაცული სახელის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით კომერციული გამოყენება:
i ისეთ მსგავს პროდუქტებთან მიმართებაში, რომელიც არ შეესაბამება დაცული სახელის მქონე პროდუქტის მონაცემებს, ან
ii თუ ამგვარი გამოყენებით ხდება გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციით სარგებლობა.
(b) ნებისმიერი არასწორი გამოყენება, იმიტაცია ან მიბაძვა [5] , იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროდუქტის ნამდვილი წარმოშობა მითითებულია, ან თუ დაცული სახელი ნათარგმნია ან მას თან ახლავს ისეთი სიტყვები, როგორიცაა „სტილი”, „ტიპი”, „მეთოდი”, „წარმოებული”, „იმიტაცია”, „არომატი”, „მსგავსი” ან მსგავსი სიტყვები;
(c) ნებისმიერი სხვა ყალბი ან შეცდომაში შემყვანი აღნიშვნა პროდუქტის წარმომავლობის, წარმოშობის, სახეობის ან განსაკუთრებული ხარისხის შესახებ, განთავსებული შიდა ან გარე შეფუთვაზე, სარეკლამო მასალაზე ან პროდუქტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, და პროდუქტის მოთავსება ისეთ კონტეინერში, რომელმაც შესაძლოა არასწორი შთაბეჭდილება შექმნას მისი წარმოშობის შესახებ;
(d) ნებისმიერი სხვა ქმედება, რამაც შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს პროდუქტის ნამდვილ წარმოშობასთან დაკავშირებით.
2. თუ გეოგრაფიული აღნიშვნები მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს ომონიმებს, დაცვა გავრცელდება თითოეულ აღნიშვნაზე, იმ პირობით, თუ იგი გამოიყენებოდა კეთილსინდისიერად, ადგილობრივი და ტრადიციული გამოყენების წესების და აღრევის რისკის გათვალისწინებით. ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების (TRIPS) 23-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარეები ერთობლივად დაადგენენ გამოყენების პრაქტიკულ პირობებს, რომელთა თანახმადაც მოხდება ომონიმური გეოგრაფიული აღნიშვნების ერთმანეთისგან გარჩევა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა დაინტერესებული მწარმოებელი ჩაყენებული იქნება თანაბარ პირობებში და მომხმარებელი არ იქნება შეცდომაში შეყვანილი. ომონიმური დასახელება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი, რომ პროდუქტი, სხვა ტერიტორიიდან არის წარმოშობილი არ უნდა დარეგისტრირდეს, მაშინაც კი თუ ეს დასახელება სწორია და წარმოადგენს პროდუქტის წარმოშობის კონკრეტულ ტერიტორიას, რეგიონს ან ადგილს.
3. თუ ხელშემკვრელი მხარე მესამე ქვეყანასთან მოლაპარაკებათა კონტექსტში შესთავაზებს მესამე ქვეყნის გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვას, და ეს დასახელება მეორე ხელშემკვრელი მხარის გეოგრაფიული აღნიშვნის ომონიმურია, ამ უკანასკნელ ხელშემკვრელ მხარეს ეცნობება აღნიშნულის შესახებ და მიეცემა თავისი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მანამ, სანამ აღნიშნულ დასახელებაზე გავრცელდება დაცვა.
4. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი არ ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეს დაიცვას მეორე ხელშემკვრელი მხარის ის გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელიც არ ან აღარ არის დაცული წარმოშობის ქვეყანაში. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ, თუ გეოგრაფიულ აღნიშვნას შეუწყდება დაცვა წარმოშობის ქვეყანაში.
მუხლი 5
გეოგრაფიული აღნიშვნების ტრანსლიტერაციის დაცვა
1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც შესრულებულია ქართული ან ისეთი არალათინური ანბანით, რომელიც გამოიყენება ოფიციალურად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ექვემდებარება დაცვას მათ ლათინურ ტრანსლიტერაციასთან ერთად. ეს ტრანსლიტერაცია შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნ ეს პროდუქტის ეტიკეტირებისთვის.
2. იმავე წესით, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად დაცული ლათინური ანბანით შესრულებული გეოგრაფიული აღნიშვნები, ექვემდებარება დაცვას ქართული და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ოფიციალურად მოქმედი სხვა არალათინური ანბანების ტრანსლიტერაციებთან ერთად. ეს ტრანსლიტერაცია შეიძლება, ასევე, გამოყენებულ იქნეს პროდუქტის ეტიკეტირებისთვის.
მუხლი 6
გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების უფლება
1. წინამდებარე შეთანხმებით დაცული სახელის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი იმ ოპერატორის მიერ, რომელსაც ბაზარზე გააქვს სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტები, ღვინო, არომატიზებული ღვინოები ან სპირტიანი სასმელები, რომლებიც შეესაბამებიან შესაბამისი პროდუქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
2. მას შემდეგ, რაც გეოგრაფიულ აღნიშვნაზე გავრცელდება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დაცვა, ასეთი დაცული სახელის გამოყენებისათვის საჭირო არ იქნება გამოყენების უფლების მქონე პირთა რეგისტრაცია ან მათ მიერ სხვა გადასახადის გადახდა.
მუხლი 7
დაცვის განხორციელება
ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ 2-6 მუხლებით გათვალისწინებულ დაცვას საჯარო ორგანოების მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული მოქმედების განხორციელების გზით. ისინი, ასევე, განახორციელებენ ასეთ დაცვას დაინტერესებული მხარის მოთხოვნით.
მუხლი 8
ურთიერთობა სასაქონლო ნიშნებთან
1. მხარეები უარს იტყვიან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე ან, თავიანთი გადაწყვეტილების ან ნებისმიერი დაინტერესებული ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, გააუქმებენ იმ სასაქონლო ნიშანს, რომელიც შეესაბამება მე-4(1) მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე გარემოებას მსგავსი პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასთან მიმართებაში იმ პირობით, თუ განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ წარდგენილ იქნა გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვასთან დაკავშირებით შესაბამის ტერიტორიაზე განაცხადის შეტანის შემდეგ.
2. მე-2 მუხლში მითითებული გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის, დაცვის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღად მიიჩნევა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი.
3. მე-3 მუხლში მითითებული გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის, დაცვის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მეორე ხელშემკრელი მხარისთვის გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნის გადაცემის თარიღი.
4. ხელშემკვრელ მხარეებს არ ეკისრებათ ვალდებულება დაიცვან გეოგრაფიული აღნიშვნა, თუ კარგი რეპუტაციის მქონე ან საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის შემთხვევაში, ამგვარმა დაცვამ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი პროდუქტის ნამდვილ წარმოშობასთან დაკავშირებით.
5. მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარეები დაიცავენ გეოგრაფიულ აღნიშვნებს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს უფრო ადრინდელი სასაქონლო ნიშანი. უფრო ადრინდელი სასაქონლო ნიშანი ნიშნავს ისეთ სასაქონლო ნიშანს, რომლის გამოყენებაც შეესაბამება მე-4(1) მუხლში მითითებულ რომელიმე გარემოებას, და რომელზეც, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანილ იქნა განაცხადი, განხორციელდა რეგისტრაცია ან დამკვიდრებულ იქნა გამოყენების გზით, თუ ამის შესაძლებლობას იძლევა შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობა, იმ თარიღამდე, ვიდრე მეორე ხელშემკვრელ მხარეს წარედგინა განაცხადი გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვასთან დაკავშირებით წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად. ამგვარი სასაქონლო ნიშნის გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს ან განახლდეს გეოგრაფიული აღნიშნვისათვის დაცვის მინიჭების მიუხედავად, იმ პირობით, თუ სასაქონლო ნიშნების შესახებ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით არ არსებობს სასაქონლო ნიშნის გაუქმების ან ბათილად ცნობის საფუძველი.
მუხლი 9
ზოგადი წესები
1. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმებით ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით.
2. მე-2 და მე-3 მუხლებში მითითებული პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი და ბაზარზე გატანა განხორციელდება იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
3. ნებისმიერი საკითხი, რომელიც წარმოიშობა რეგისტრირებული სახელის ტექნიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, გადაწყდება მე-11 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომიტეტის მიერ.
4. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები შესაძლებელია გაუქმდეს მხოლოდ იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიშვა ეს პროდუქტი.
5. წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული პროდუქტის მონაცემები, ისევე როგორც მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, დამტკიცდება იმ ხელშემკვრელი მხარის ორგანოთა მიერ, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიშვა ეს პროდუქტი.
მუხლი 10
თანამშრომლობა და გამჭვირვალობა
1. ხელშემკვრელი მხარეები, პირდაპირ ან მე-11 მუხლის შესაბამისად შექმნილი ერთობლივი კომიტეტის მეშვეობით, შეინარჩუნებენ კავშირს წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, კერძოდ, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან მოითხოვოს ინფორმაცია პროდუქტის მონაცემებთან და მის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით და ასევე, ინფორმაცია საკონტაქტო პირების შესახებ კონტროლის მიზნებისათვის.
2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს პროდუქციის მონაცემები, აღწერილობა და საკონტაქტო დეტალები კონტროლის მიზნებისათვის, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე მუხლის შესაბამისად დაცულ მეორე ხელშემკვრელი მხარის გეოგრაფიულ აღნიშვნებს.
მუხლი 11
ერთობლივი კომიტეტი
1. ორივე ხელშემკვრელი მხარე თანახმაა შეიქმნას ერთობლივი კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები შეთანხმების განხორციელებაზე მონიტორინგისა და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მიზნით.
2. ერთობლივი კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსის წესით. ის თავად ადგენს საპროცედურო წესებს. ერთობლივი კომიტეტი შეიკრიბება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, მონაცვლეობით საქართველოში ან ევროკავშირში, ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმებით დადგენილ დროს, ადგილას და ფორმით (მათ შორის ვიდეოკონფერენციის ფორმით), მოთხოვნის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს [90] დღისა.
3. ერთობლივი კომიტეტი ასევე უზრუნველყოფს წინამდებარე შეთანხმების სათანადო ფუნქციონირებას და შესაძლოა განიხილოს მის განხორციელებასთან და მოქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. კერძოდ, ის პასუხისმგებელი იქნება შემდეგზე:
(a) ცვლილებების შეტანა წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტში, რომლებიც ეხება ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე მოქმედ კანონებს;
(b) III და IV დანართების მოდიფიცირება, რომლებიც შეეხება გეოგრაფიულ აღნიშვნებს;
(c) ინფორმაციის გაცვლა გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით მიღებული კანონებისა და შემუშავებული სტრატეგიის საკითხებზე და გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში ნებისმიერ ისეთ საკითხზე, რომელიც საერთო ინტერესების საგანს წარმოადგენს;
(d) გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მათი დაცვის ღონისძიებების განხილვის მიზნით.
მუხლი 12
ტერიტორიული გავრცელების ფარგლები
წინამდებარე შეთანხმება გავრცელდება, ერთი მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე და, მეორე მხრივ, იმ ტერიტორიებზე, სადაც გამოიყენება ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულება, იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებს აღნიშნული ხელშეკრულება.
მუხლი 13
აუთენტიკური ენები
წინამდებარე შეთანხმება შესრულებულია ორ ეგზემპლარად, ქართულ, ბულგარულ, ჩეხურ, დანიურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ესტონურ, ფინურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, უნგრულ, იტალიურ, ლატვიურ, ლიტვურ, მალტურ, პოლონურ, პორტუგალიურ, რუმინულ, სლოვაკურ, სლოვენიურ, ესპანურ და შვედურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება ინგლისურენოვანი ტექსტი.
მუხლი 14
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მეორე თვის პირველ დღეს იმ დღიდან, როდესაც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს წერილობით შეატყობინებენ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შესაბამისი პროცედურების დასრულების შესახებ.
2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის ერთი წლით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.
შესრულებულია ქ. ბრიუსელში, ორი ათას თერთმეტი წლის თოთხმეტ ივლისს.
Съставено в Брюксел на четиринадесети юли две хиляди и единадесета година.
Hecho en Bruselas, el catorce de julio de dos mil once.
V Bruselu dne čtrnáctého července dva tisíce jedenáct.
Udfærdiget i Bruxelles den fjortende juli to tusind og elleve.
Geschehen zu Brüssel am vierzehnten Juli zweitausendelf.
Kahe tuhande üheteistkümnenda aasta juulikuu neljateistkümnendal päeval Brüsselis.
΄Εγινε στις Βρυξέλλες, στις δέκα τέσσερις Ιουλίου δύο χιλιάδες έντεκα.
Done at Brussels on the fourteenth day of July in the year two thousand and eleven.
Fait à Bruxelles, le quatorze juillet deux mille onze.
Fatto a Bruxelles, addì quattordici luglio duemilaundici.
Briselē, divi tūkstoši vienpadsmitā gada četrpadsmitajā jūlijā.
Priimta du tūkstančiai vienuoliktų metų liepos keturioliktą dieną Briuselyje.
Kelt Brüsszelben, a kétezer-tizenegyedik év július tizennegyedik napján.
Magħmul fi Brussell, fl-erbatax-il jum ta' Lulju tas-sena elfejn u ħdax.
Gedaan te Brussel, de veertiende juli tweeduizend elf.
Sporządzono w Brukseli dnia czternastego lipca roku dwa tysiące jedenastego.
Feito em Bruxelas, em catorze de Julho de dois mil e onze.
Întocmit la Bruxelles la paisprezece iulie două mii unsprezece.
V Bruseli dňa štrnásteho júla dvetisícjedenásť.
V Bruslju, dne štirinajstega julija leta dva tisoč enojst.
Tehty Brysselissä neljäntenätoista päivänä heinäkuuta vuonna kaksituhattayksitoista.
Som skedde i Bryssel den fjortonde juli tjugohundraelva.
საქართველოს სახელით /ხელმოწერილია/
За Грузия
Por Georgia
Za Gruzii
For Georgien
Für Georgien
Gruusia nimel
Για τη Γεωργία
For Georgia
Pour la Géorgie
Per la Georgia
Gruzijas vārdā -
Gruzijos vardu
Grúzia részérõl
Għall-Ġeorġja
Voor Georgië
W imieniu Gruzji
Pela Geórgia
Pentru Georgia
Za Gruzínsko
Za Gruzijo
Georgian puolesta
För Georgien
ევროკავშირის სახელით /ხელმოწერილია/
За Европейския съюз
Por la Unión Europea
Za Evropskou unii
For Den Europæiske Union
Für die Europäische Union
Euroopa Liidu nimel
Για την Ευρωπαϊκή ΄Ενωση
For the European Union
Pour l’Union européenne
Per l’Unione europea
Eiropas Savienības vārdā -
Europos Sąjungos vardu
Az Európai Unió részéről
Għall-Unjoni Ewropea
Voor de Europese Unie
W imieniu Unii Europejskiej
Pela União Europeia
Pentru Uniunea Europeană
Za Európsku úniu
Za Evropsko unijo
Euroopan unionin puolesta
För Europeiska unionen
[1] OJ EC L 149, 14.6.1991, gv. 1
[2] OJ EC L 93, 31.3.2006, gv. 12
[3] OJ EC L 299, 16.11.2007, gv. 1
[4] OJ EC L 39, 13.2.2008, gv.16
[5] მიბაძვად განსაკუთრებით ჩაითვლება იმ პროდუქტების რაიმე ფორმით გამოყენება, რომლებიც შედიან ჰარმონიზებული საქონლის აღწერისა და კოდირების სისტემის შესახებ ბრიუსელში 1983 წლის 14 ივნისს შესრულებული საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებულ ჰარმონიზებული სისტემის No20.09 სათაურში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი წარმოადგენს ჰარმონიზებული საქონლის აღწერისა და კოდირების სისტემის შესახებ ბრიუსელში 1983 წლის 14 ივნისს შესრულებული საერთაშორისო კონვენციის ჰარმონიზებული სისტემის No20.04 სათაურით გათვალისწინებულ ღვინოებს, No20.05 სათაურით გათვალისწინებულ არომატიზებულ ღვინოებს და No20.08 სათაურით გათვალისწინებულ სპირტიან სასმელებს.
დოკუმენტის კომენტარები