„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016348
  • Word
117
17/04/2012
ვებგვერდი, 19/04/2012
040030000.22.033.016348
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №117

2012 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლი სიურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011 სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016192) დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1 ქვეპუნქტი :

1 ) საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ორგანიზება;“ .

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი :

1 ) კომპეტენციის ფარგლებში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ორგანიზება;“ .

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი :

1 ) კომპეტენციის ფარგლებში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ორგანიზება;“ .

4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1 ქვეპუნქტი :

1 ) კომპეტენციის ფარგლებში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ორგანიზება;“ .

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე