„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5954-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 050030010.05.001.016656
  • Word
5954-Iს
27/03/2012
ვებგვერდი, 12/04/2012
050030010.05.001.016656
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 31(38), 1999 წელი, მუხ. 163) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ :

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. კანონის მიზნები

ეს კანონი ადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ან/ და კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში მოქცევისას, საბაჟო საწყობში/საბაჟო ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილში შესანახად განთავსებისას ან საქართველოდან ექსპორტირებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული, ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ასპექტების შესახებ შეთანხმების დებულებებს სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებების თაობაზე.“.

  2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ 1. თუ საქონლის იმპორტში მოქცევისას, საბაჟო საწყობში/საბაჟო ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილში შესანახად განთავსებისას ან საქართველოდან ექსპორტირებისას შესაბამის სამსახურს ექნება საფუძველი ივარაუდოს, რომ საქონელი წარმოებულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით, და ასეთ ობიექტზე უფლების მფლობელის მოთხოვნა სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების შესახებ რეგისტრირებულია ამ კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამსახურ ი იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღით ( მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში 6 სამუშაო დღით) შეჩერების (შემდგომ – საქონლის შეჩერების) შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5954- I