დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2265 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/07/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38(45), 04/08/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.100.000.05.001.000.643 |
საქართველოს კანონი
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი მუხ.61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „შინაგან საქმეთა და“ შეიცვალოს სიტყვებით „შინაგან საქმეთა,“ ხოლო სიტყვების „სახელმწიფო უშიშროების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და იუსტიციის “.
2. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურს“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 22 ივლისი.
№2265–რს
დოკუმენტის კომენტარები