„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 240090000.10.003.016796
  • Word
123
05/04/2012
ვებგვერდი, 10/04/2012
240090000.10.003.016796
„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 123

2012 წლის 5 აპრილი

. თბილისი

„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვებ ის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საწყობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვებ ის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, სარეგისტრაციო კოდი – 240090000.10.003.016164 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ ინსტრუქციის:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სანებართვო მოწმობა და დანართი. გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ასლები გადაეცემათ ნებართვის მფლობელსა და საგადასახადო ორგანოს, რომლის სამოქმედო ზონაშიც განლაგებულია საწყობი, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში − აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.“.

2. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) სატრანსპორტო საშუალების გახსნა, პუნქტის საწყობში უცხოური საქონლის შეტანა და შესაბამისი ცნობის (დანართი №6) შევსება ხორციელდება პუნქტის მფლობელის ან მის უფლებამოსილ წარმომადგენთა მიერ, ამ პუნქტის „ე ქვეპუნქტში მითითებული ქმედების განხორციელების შემდგომ. ცნობის მიღების დადასტურების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უსვამს პირადნომრიან ბეჭედს, აწერს ხელს და უთითებს თარიღს. საქონლის დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მოწმდება ცნობაში მითითებული მონაცემების სისწორე.“.

3.  №1 და №3 დანართებ ი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული სანებართვო მოწმობის ფორმები ( „საწყობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვებ ის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებით დამტკიცებული №1 და №3 დანართები) ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მათ სრულ გამოყენებამდე.  

მუხლი 3.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

RS LOGO_GEO პრემიერ-მინისტრი                                                        ნ. გილაური

                                                                                

     „დანართი №1

საწყობის  საქმიანობის

სანებართვო მოწმობა N000000

სანებართვო მოწმობის მფლობელი      ___________________________________________________

                                        (საწარმოს სრული დასახელება, სარეგისტრაციო მონაცემები)

 

საწყობის ადგილმდებარეობა და ფართობი ____________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

(ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი; საწყობის მისამართი; საგადასახადო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საწყობი; შენობა-ნაგებობებისა და ღია მოედნების ფართობი)

 

სანებართვო მოწმობა გაცემულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

შემოსავლების სამსახურის –––––––––––––––––––––––––––––––––––––

20 ..... წლის ......... .......................... ის  №          ბრძანების საფუძველზე.

გაცემის თარიღი      ........ ............................ 20      წ.                      

მოქმედების ვადა      ........ ............................ 20      წ.                    

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:

 

––––––––––––––––––––––––––––––––                                                 ბ.ა.

                                                                                                                                                 

დამკვეთი:      

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის №    

 

დანართი №3

Untitled-2

 

 

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის

სანებართვო მოწმობა N000000

სანებართვო მოწმობის  მფლობელი: ___________________________________________________

____________________________________________________________________________________    

  (საწარმოს სრული დასახელება, სარეგისტრაციო მონაცემები)

 

საწყობის ადგილმდებარეობა და ფართობი ____________________________________________

____________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

(ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი; თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მისამართი; საგადასახადო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი; პუნქტის ფართობი)

 

სანებართვო მოწმობა გაცემულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის  __________________________

20..... წლის ......... .......................... ის  №         ბრძანების საფუძველზე.

გაცემის თარიღი      ........ ............................ 20     წ.                     

მოქმედების ვადა      ........ ........................... 20     წ.                    

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:

                                                                                                                            ბ.ა.       

 ______________________________________________                        

დამკვეთი:  

დამამზადებელი:            

სფს-ს რეგისტრაციის №    “.

 

 

 

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.