„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5542
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 02/04/2012
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2012
ძალაში შესვლის თარიღი 02/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016054
  • Word
5542
02/04/2012
ვებგვერდი, 06/04/2012
000000000.00.00.016054
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება № 5542

201 2 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №3):

ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) მომსახურების ხარისხის მართვის სამმართველო.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მომსახურების ხარისხის მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) მომსახურების ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

ბ) მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებელი პროგრამების შემუშავება;

გ) მომსახურების ხარისხის მართვის ეფექტური ტექნოლოგიების/მექანიზმების შემუშავება, დანერგვის ინიცირება და სამუშაო პროცესში მონაწილეობა;

დ) მოქმედი პროცედურების დახვეწის მიზნით, მომსახურების პრობლემების/ხარვეზების შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად განხილვა და პრობლემების გადაჭრის გზების წარდგენა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობისათვის;

ე) მომსახურების პროცესში ჩართული თანამშრომლების კვალიფიკაციის შესაბამისობის კვლევა, კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადებისა და გადამზადების ინიცირება;

ვ) მომხმარებელთან ურთიერთობის კორპორატიული სტანდარტების შემუშავება შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და დანერგვა;

ზ) მომსახურების ხარისხის მართვის სახელმძღვანელოსა და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავების ინიცირება და შემუშავება;

თ) მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის, შესწავლის/შეფასების უზრუნველყოფა;

ი) განხორციელებული კვლევების შედეგების ანალიზი და მომსახურების დონის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

. ებანოიძე