„ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 09/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 340030000.10.003.016791
  • Word
118
28/03/2012
ვებგვერდი, 30/03/2012
340030000.10.003.016791
„ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 118

2012 წლის 28 მარტი

. თბილისი

„ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 14/01/2011, 340030000.10.003.0161172) შეტანილ იქნეს ცვლილებ და დად გენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) კარანტინის ადგილის შესახებ. “.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22 და 23 პუნქტები:

„21. ცოცხალი ცხოველების ექსპორტის შემთხვევაში, გარდა სანაშენე და საკლავი ცხოველებისა, კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად. ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ცხოველებზე საკარანტინო ვეტერინარულ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო, ან შესაძლებელია წარმოდგენილი იქნს კერძო ვეტერინარი ექიმის ცნობა, რომლითაც დასტურდება ცხოველების კარანტინში განთავსების ფაქტი.

22. სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტის დროს , ცხოველთა ჯანმრთელობის კლინიკურად დადგენის მიზნით კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება 5 დღით, თუ იმპორტიორი მხარე ან განმცხადებელი არ ითხოვს უფრო ხანგრძლივ საკარანტინო ვადას. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე საკარანტინო ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ საერთო საკარანტინო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 21 დღეს.

23. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის შემთხვევაში, კარანტინში განთავსების ვადა გრძელდება ანალიზის პასუხის მიღებამდე..

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური