„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.156.016095
  • Word
14
28/03/2012
ვებგვერდი, 05/04/2012
010260010.35.156.016095
„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2012 წლის 28 მარტი

ქ. დმანისი

,,დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის 9-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად , დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

  შეტანილ იქნეს ცვლილება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №9-22 დადგენილებაში (სსმ,13.07.2010 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260010.35.156.006205) ,,დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ შემდეგი სახით:

 მუხლი 1

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,, დმანისის მუნიციპალიტეტის რწმუნებული’’;

 2. მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. დმანისის მუნიციპალიტეტის რწმუნებული’’;

  3. მე-11 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში ,,თვითმმართველი ერთეულის’’ ნაცვლად ჩაიწეროს ,,დმანისის მუნიციპალიტეტის’’;

4. მე-14 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები’’;

5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

  2. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ქ. დმანისის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ქ. დმანისი);

ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ამამლოს თემში, (სამოქმედო ტერიტორია, (სოფლები: ამამლო, ანგრევანი, ბაზაქლო, მამიშლო, საფარლო, ტყისპირი));

გ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო განთიადის თემში, (სამოქმედო ტერიტორია, (სოფლები: განთიადი, ჯავახი, ტნუსი));

დ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო გომარეთის თემში, (სამოქმედო ტერიტორია, (სოფლები: გომარეთი, მამულო, კაკლიანი (ქართული), ჩათახი));

ე) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო გუგუთის თემში, (სამოქმედო ტერიტორია (სოფლები: გუგუთი, კამიშლო, ლოქჭანდარი));

ვ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო დიდი დმანისის თემში, (სამოქმედო ტერიტორია, (სოფლები: დიდი დმანისი, ბოსლები, ვარდისუბანი, პატარა დმანისი));

ზ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო დმანისის თემში, (სამოქმედო ტერიტორია, (სოფლები: იაღუფლო, შინდლარი, პანტიანი));

თ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო – ირგანჩაი, (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ირგანჩაი);

ი) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო იფნარის თემში, (სამოქმედო ტერიტორია (სოფლები: იფნარი, დაგარახლო, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი, საჯა));

კ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო კამარლოს თემში, (სამოქმედო ტერიტორია, (სოფლები: კამარლო, შახმარლო, ქარიანი));

ლ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო კარაბულახის თემში, (სამოქმედო ტერიტორია, (სოფლები: ზემო კარაბულახი, ახა, ქვემო კარაბულახი, ძველი გოდაგდაგი, ახალი გოდაგდაგი, მამიშლარი, პირველი სალამალეიქი, მეორე სალამალეიქი, სოგუთლო, უსეინქენდი));

მ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო კიზილქილისის თემში, (სამოქმედო ტერიტორია, (სოფლები: კიზილქილისა, კაკლიანი (აზერბაიჯანული));

ნ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მაშავერის თემში, (სამოქმედო ტერიტორია, (სოფლები: მაშავერა, უკანგორა));

ო) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ოროზმანის თემში, (სამოქმედო ტერიტორია, (სოფლები: ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი, ვაკე, მთისძირი));

პ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო საკირეს თემში, (სამოქმედო ტერიტორია, (სოფლები: საკირე, გორა));

ჟ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სარკინეთის თემში, (სამოქმედო ტერიტორია, (სოფლები: სარკინეთი, ველისპირი, განახლება)).

3. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი ტიპური დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.

 მუხლი 2

 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე ბ . მგელაძე