დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5791-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.016626 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5 4, 12.10. 2010 , მუხ. 343 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 26 1 მუხლი:
„მუხლი 2 61 . ტურისტული საწარმო
1. ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებას მისი იჯარით მიღების მიზნით და უზრუნველყოფს შენობის, როგორც სასტუმროს, ფუნქციონირებას ექსპლუატაციაში მიღებიდან არანაკლებ 8 წლის განმავლობაში .
2 . ამ მუხლით გათვალისწინებული იჯარა არის პირის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ტურისტული საწარმოსგან სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის შეძენა და ამავე საწარმოსთვის დროებით ფასიან სარგებლობაში გადაცემა , მისი გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ.
3 . სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტული საწარმო ვალდებულია ახორციელებდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას და შენობის ფართობის არანაკლებ 40 პროცენტისა გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრებისათვის გამოსაყენებლად . ამასთანავე , ამავე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ვადაში კონკრეტული ობიექტიდან (სასტუმროდან) ტურისტული საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი არ უნდა იყოს ქონების მიწოდების შედეგად მიღებულ კომპენსაციის თანხაზე ნაკლები.
4. პირს ტურისტული საწარმოს სტატუსს კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით ანიჭებს შემოსავლების სამსახური, რომელიც უფლებამოსილია, ქონების შემძენის მიერ ამ კოდექსის 63-ე მუხლის 5 1 ნაწილის საფუძველზე თანხის დაბრუნებისას მოითხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში უქმდება ტურისტული საწარმოს სტატუსი, იჯარის ხელშეკრულების მონაწილე მხარეები პირისთვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების მომენტიდან კარგავენ ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებებსა და დადგენილ საგადასახადო შეღავათებს და ამავე კოდექსის 63-ე მუხლის 5 1 ნაწილის საფუძველზე დაბრუნებული თანხის გადახდევინება ხორციელდება სოლიდარულად ამ პირთა ქონებიდან ან წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალებებიდან.
6. პირისთვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და ასეთი საწარმოს ფუნქციონირების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.
2. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5 1 ნაწილი:
„5. 1 პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად, ან მის უფლებამოსილ/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ტურისტული საწარმოსგან შეძენილ სასტუმროს აქტივებს/მათ ნაწილს იჯარით გადასცემს ამავე საწარმოს, აქტივების/მათი ნაწილის შეძენისას გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი უბრუნდება საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენიდან 3 თვის ვადაში.“.
3. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“ ქვეპუნქტი:
„ჯ) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 1 თვის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევის შედეგად სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული სარგებელი.“.
4. 99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები:
„შ ) ტურისტული საწარმოს მიერ სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული სარგებელი;
ჩ) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 1 თვის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევის შედეგად წარმოშობილი შემოსავალი (უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი) და სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული სარგებელი.“.
5. 174-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) იმ პირისათვის, რომელსაც ამ კოდექსის 63-ე მუხლის 5 1 ნაწილის საფუძველზე დაბრუნებული აქვს აქტივების/მათი ნაწილის შეძენისას გადახდილი დღგ, დაბრუნებული თანხის ფარგლებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 13 მარტი.
№5791- Iს
დოკუმენტის კომენტარები