მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ

  • Word
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 11/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.159.016082
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
15
09/03/2012
ვებგვერდი, 16/03/2012
010250020.35.159.016082
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/03/2012 - 03/04/2012)

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება № 15   

2012 წლის 9 მარტი

ქ. მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ

მუხლი 1

I. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტში შეიქმნას შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები (თემები) და თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ტერიტორიული ორგა ოები:

1. სადახლოს ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: სადახლო, მოლაოღლი, თაზაკენდი, ბურმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის სადახლოს ტერიტორიული ორგანო.

2. ალგეთის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: ალგეთი, საბირკენდი, თაზაკენდი, აზიზკენდი, გაჯისაკენდი და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგან .

3. კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: ამბაროვკა, ქეშალო, ილმაზლო, I ქესალო, II ქესალო, კაპანახჩი, ალგეთის მევენახეობა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის კაპანახჩის ტერიტორიული ორგანო.

4. დამია- გეურარხის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: დამია- გეურარხი, ახლოლალო, კიროვკა, დამია და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის დამია – გეურარხის ტერიტორიული ორგანო.

5. ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: ბაიდარი, ქუთლიარი, დიდი მუღანლო, ლეჟბადინი, ხუტორ- ლეჟბადინი და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველის ერთეულის ქუთლიარის ტერიტორიული ორგანო.

6. წერეთლის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: წერეთელი, საიმერლო, დიდი ბეგლიარი, პატარა ბეგლიარი, ნორგიული და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

7. შულავერის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: არაფლო, ახლომახმუდლო, ენიკენდი, სეიდგოჯალო, ზემო სარალი, ქვემო სარალი, იმირი, შულავერი, იმირჭალა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო.

8. შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: შაუმიანი, ახკულა, ხიხანი, ყუდრო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის შაუმიანის ტერიტორიული ორგანო.

9. თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: თამარისი, ალავარი, დიოკნისი და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის თამარისის ტერიტორიული ორგანო.

10. კასუმლოს ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომლებიც აერთიანებს სოფლებს: კასუმლო, აღმამედლო, ულაშლო, კუშჩუ, ბეითარაბჩი, ბაითალო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერ ეულის კასუმლოს ტერიტორიული ორგანო.

11. ყულარის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: კირიხლო, ზემო ყულარი, ქვემო ყულარი, წითელსოფელი, მარადისი, ბუდიონოვკა, დაშტაფა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვი მმართველი ერ ეულის ყულარის ტერიტორიული ორგანო.

12. ყიზილ- აჯლოს ადმინისტრაციული ერთეულის (თემი), რომელიც აერთიანებს სოფელ ყიზილ- აჯლოს და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ყიზილ- აჯლოს ტერიტორიული ორგანო.

13. კაჩაგანის ადმინისტრაციული ერ ეულის (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: კაჩაგანი, თაქალო, ხანჯიგაზლო, კირაჩ მუღანლო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის კაჩაგანის ტერიტორიული ორგანო.

14. ხოჯორნის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: ხოჯორნი, ცოფი, გიულბახი, ბრდაზორი და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ხოჯორნის ტერიტოიული ორგანო.

15. ახკერპის ადმინისტრაციული ერ ეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: ახკერპი, ულიანოვკა, ჩანახჩი და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერ ეულის ახკერპის ტერიტორიული ორგანო.

16. ოფრეთის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფელ ოფრეთს, ხოხმელს და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვი მმართველი ერთეულის ოფრეთის ტერიტორიული ორგანო.

17. წერაქვის ადმინისტრაციული ერთეული (თემი), რომელიც აერთიანებს სოფლებს: წერაქვი, სიონი, ჯანხოში და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წერაქვის ტერიტორიული ორგანო.

18. ქალაქ მარნეულის ტერიტორიული ორგანო.

მუხლი 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 მარტის 3/2 დადგენილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ (სარეგისტრაციო კოდი 10025002035159006137, 23.03.2010 წელი).

მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ი . ქერიმოვი