საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • Word
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 09/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 24/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016032
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
14/2012
09/03/2012
ვებგვერდი, 12/03/2012
010240060.15.008.016032
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/03/2012 - 22/03/2012)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 14/2012

2012 წლის 9 მარტი

. თბილისი

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი� მე-14 მუხლის პირველი პუნქტის �წ� ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი�.

მუხლი 2 . ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, 6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი � გ. მჭედლიძე

დანართი

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებები

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში �კოდექსი�) ადგენს ქცევის წესს, რომელიც სავალდებულოა საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერი მოხელისათვის.

��� მუხლი 2. კოდექსის სამართლებრივი საფუძვლები

ამ კოდექსის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� (შემდგომში �საარჩევნო კოდექსი�), საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

��� მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კოდექსის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საარჩევნო ადმინისტრაცია � ცესკო, ცესკოს აპარატი, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;

ბ) ოჯახის წევრი � მოხელის მეუღლე, შვილი და გერი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.

��� მუხლი 4. კოდექსის მიზნები, ამოცანები და მოქმედების სფერო

1. კოდექსის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციის პრესტიჟის ამაღლებას, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების წევრთა ნდობის განმტკიცებას, საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების მიმართ ამ ქცევის წესების დაცვასა და დამკვიდრებას.

2. კოდექსის ამოცანაა მოსამსახურეთა პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულების, მაღალი ზნეობრიობის გა მტკიცება და სამსახურებრივ მოვალეობებთან მიმართებაში პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.

3. კოდექსის მოქმედება ვრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეებზე.

��� მუხლი 5. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა (შემდგომში მოხელეთა) საქმიანობის ძირითადი პრინციპები

მოხელე ვალდებულია :

1. პატივი სცეს კანონს :

უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყოს დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი.

2. იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი:

ა) უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა;

ბ) თავი აარიდოს ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნს რომელიმე პარტიისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერად/წინააღმდეგ ქმედებად;

გ) მოხელის ოჯახის წევრის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან/და ცესკოში 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს წერილობითი განცხადება, რომლის წარუდგენლობაც აღნიშნულ ვადაში შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი;

დ) არ მიიღოს საჩუქარი ან რაიმე სარგებელი პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციისა ან იმ პირისაგან, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში;

ე) საარჩევნო პერიოდში არ დაესწროს წვეულებებს, ბანკეტებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებს, რომელიც ორგანიზებულია პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის ან იმ პირის მხრიდან, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში;

ვ) საარჩევნო პერიოდში თავი აარიდოს ადგილობრივი თუ სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან პირადი ხასიათის შეხვედრებსა და ვიზიტებს.

3. მოქმედებდეს გამჭვირვალედ:

ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს საარჩევნო პროცესთან ან საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების მიღებაში (გარდა ამომრჩევლთა სიებში პირადი ნომრის შემცველი ინფორმაციისა).

4. იყოს პროფესიონალი, მოწესრიგებული და პუნქტუალური:

ა) მიიღოს მონაწილეობა მისთვის ჩატარებულ ტრენინგებში და ზედმიწევნით შეისწავლოს საარჩევნო პროცედურები;

ბ) არ დაუშვას სამსახურებრივი დროისა და ქონების გამოყენება არასამსახურებრივი მიზნებისათვის;

გ) იყოს კომუნიკაბელური და თავი აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან მათ გაღვივებას;

დ) საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად გამოხატოს დასაბუთებული კრიტიკა;

ე) იყოს პუნქტუალური და იმოქმედოს კანონით დადგენილი ვადების შესაბამისად.

��� მუხლი 6. პასუხისმგებლობა ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევაზე

1. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და მასზე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა საარჩევნო კოდექსითა და �საჯარო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონებით დადგენილი წესით.

2. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც არ არიან საჯარო მოხელეები და მათზე არ ვრცელდება �საჯარო სამსახურის შესახებ� კანონი, ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხს აგებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილი ზომების შესაბამისად და წესით.