მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016100
  • Word
16
05/03/2012
ვებგვერდი, 13/03/2012
010250000.35.153.016100
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2012 წლის 5 მარტი

. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის თანდართული წესი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   . კალანდაძე

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

წინამდებარე წესი განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მართვის, მოვლა-პატრონობის, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის ზოგად წესებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასაფლაო – მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ან ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც საკრებულოს განკარგულებით მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი, რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად და რომელიც იმართება მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ან მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ;

ბ) სასაფლაოს მმართველი – მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, მმართველობასა და მომსახურებას;

გ) კერძო სასაფლაო – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;

დ) საფლავი – სასაფლაოზე შემოსაზღვრული ან/და სხვაგვარად გამოკვეთილი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე სამარე;

ე) მეორეული დაკრძალვა – გარდაცვლილის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე არსებულ სასაფლაოზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

    მუხლი 3. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა

1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს სულ ცოტა 100 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება უკვე ფაქტობრივად არსებული სასაფლაოს მომიჯნავედ.

2. სასაფლაოსათვის (მათ შორის, პანთეონისათვის) მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ გადაწყვეტილებას მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, განკარგულების ფორმით იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (გარდა კერძო სასაფლაოსი) ხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არებული მიწის ნაკვეთის საფუძველზე.

3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:

ა) წყალმომარაგების სათავეებთან, სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში;

ბ) მდინარეების, ხელოვნული წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით და/ან სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;

გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე.

4. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში;

ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში;

გ) გრუნტის წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან.

    მუხლი 4. სასაფლაოების მართვა

1.  მცხეთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მართვას (გარდა კერძო სასაფლაოსი) ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული/დანიშნული ფიზიკური ან იურიდიული პირი (შემდგომში _ მმართველი).

2. სასაფლაოს მმართველის მართვაში შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაო ტერიტორია, ისე უკვე არსებულო სასაფლაო/სასაფლაოები (გარდა კერძო სასაფლაოსი).

    მუხლი 5. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა

1. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა მოიცავს:

ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას და მორთვას;

ბ) წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანას;

გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას;

დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას;

ე) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების მორწყვას, კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და სხვა.

2. სასაფლაოს მმართველის მიერ, სასაფლაოს მოვლა-პატრონობის განხორციელებისას გაწეული მომსახურების სახეობები და საფასურები, განისაზღვრება მცხეთის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით (გარდა კერძო სასაფლაოსი).

    მუხლი 6. სასაფლაოს მოწყობა

1. სასაფლაოს მოწყობა (დაგეგმარება) უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) გასასვლელებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;

ბ) მწვანე ნარგავების განთავსება;

გ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა (წყალგაყვანილობა, საზოგადოებრივი ტუალეტი); დაკრძალვის წინ ცხედრის დასასვენებლად (სამოქალაქო პანაშვიდისთვის) განკუთვნილი სპეციალური შენობის განთავსება;

დ) სასაფლაოს გამწვანება, შემოღობვა, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა;

ე) სასაფლაოს შესასვლელში საავტომობილო სადგომის მოწყობა;

ვ) საფლავების აღრიცხვა და სხვა.

2. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარება წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით ხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ სასაფლაოს მმართველის მეშვეობით.

3. სამარის გათხრის უფლება აქვს მმართველს ან სურვილის შემთხვევაში ჭირისუფალს.

    მუხლი 7. საფლავზე მეორეული დაკრძალვის შემთხვევები

იმ შემთხვევაში, როდესაც საფლავი მოუვლელია, პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე, დაკრძალვიდან გასულია 40 წელზე მეტი და მიტოვებულია (უპატრონოა), ასეთი ფართობი მეორეული დაკრძალვისათვის შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ახალი ადგილი, არსებული წესის შესაბამისად.

    მუხლი 8. მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს მოწყობის წესი

1. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების საკითხი საჭიროებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებას.

2. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართობის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი; იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის /ხელმძღვანელის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა;

გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით (გეგმაზე ნაჩვენები უნდა იყოს უახლოესი საცხოვრებელი შენობები და მათი მანძილი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებიდან);

დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

ე) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

3. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართობის თაობაზე გადაწყვეტილებას განკარგულების ფორმით იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. კერძო სასაფლაოს მფლობელი პირი ვალდებულია მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან გაფართოებისა და სასაფლაო მეურნეობის წარმოების დროს დაიცვას წინამდებარე წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.