დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2796 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 01/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016036 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №2796
2012 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №3):
ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) პროფესიული განვითარების სამმართველო.“;
ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. პროფესიული განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტაჟირების გავლის ორგანიზებას, სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს სამსახურის მიერ შერჩეული ორგანიზაცია;
ბ) შემოსავლების სამსახურის სისტემის ასისტენტებისა და სტაჟიორებისთვის ადაპტაციისა და პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება, პროცესის ორგანიზება და მიმდინარეობის მონიტორინგი;
გ) შემოსავლების სამსახურის თითოეული სტრუქტურული ერთეულისთვის ასისტენტების ან/და სტაჟიორების პროფესიული მომზადება, მათ შორის:
გ.ა) სასწავლო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ.ბ) სწავლების პროცესის ორგანიზება და მიმდინარეობის მონიტორინგი;
გ.გ) პიროვნული და პროფესიული ტრენინგების საჭიროების გამოვლენა;
გ.დ) პიროვნული და პროფესიული ტრენინგების ორგანიზება;
გ.ე) სწავლებისა და ტრეინინგის შედეგების შეფასება და ანალიზი.
დ) შემოსავლების სამსახურის სისტემაში მიღებული ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროგრამების შემუშავება და ადაპტაციის პროცესის მართვა;
ე) შემოსავლების სამსახურის თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში არსებული პოზიციებისათვის (საშტატო ერთეულებისთვის) პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება და პროცესის მართვა.“.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):
ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯ. ებანოიძე
დოკუმენტის კომენტარები