დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ’’ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.127.016055 |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ზესტაფონი
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ ’’ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის № 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნე ს ცვლილება „ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/02/2012 წ.) შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილებები:
1. 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ( ორი ათასი) ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 8 000 (რვა ათასი) ლარი;
ზ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი წესის თანახმად.“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
,,მუხლი 3.
ამ დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.
მუხლი 2.
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები