დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1–1/842 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/594 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/02/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 330010040.22.024.016154 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1–1/594
2012 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1–1/842 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის № 1–1/842 ბრძანებით (სსმ III, 25.05.2010 წ., №59, მუხ. 896) დამტკიცებულ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესში შევიდეს ცვლილება და წესს დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ სამშენებლო დაოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების პირობები
1. ამ წესის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება, თუ სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების მიერ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების სამართლებრივი საფუძველია უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი.
3. არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უფლებამოსილი ორგანოები არიან „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული ორგანოები, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული კლასების შესაბამისად.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის არქიტექტურული პროექტი შედგება შემდეგი დოკუმენტაციისგან:
ა) განმარტებითი ბარათი;
ბ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის გეგმა (მაგ.: სადაც შეიძლება ნაჩვენები იყოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მისასვლელი გზები, ავტოსადგომები, ღობეები, გამწვანება და სხვა ნაწილები);
გ) შენობის სახურავის გეგმა (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით) და შენობის ყველა სართულის გეგმა საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკების ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში;
დ) შენობა-ნაგებობის ფასადები;
ე) შენობის მახასიათებელი ჭრილები (საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირის ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში);
ვ) არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა (შორი და ახლო ხედებით);
ზ) ფოტომონტაჟი;
თ) საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი;
ი) ინფორმაცია შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის შესახებ, რომელიც მოიცავს დამპროექტებლის სახელს/დასახელებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებს, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერს და პირად ნომერს.
5. არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უფლებამოსილი ორგანო არქიტექტურულ პროექტს ითანხმებს არა უმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში.
6. არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანა წარმოებს მისი შეთანხმებისათვის დადგენილი წესით.
7. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაინტერესებული პირი უფლებამოსილია აზომვითი ნახაზის საფუძველზე ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოს.
8. იმ განსაკუთრებული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან/და ქვეყნისათვის სოციალური ან/და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შენობების მშენებლობა, რომელიც დაკავშირებულია შემჭიდროვებულ ვადებთან ან/და გადაუდებელ აუცილებლობასთან, შესაძლებელია განხორციელდეს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გარეშე. ასეთ შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ დაინტერესებული პირი უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს განმარტებით ბარათს შესაბამისი დასაბუთებით და შენობა-ნაგებობის ესკიზურ პროექტს. უფლებამოსილი ორგანო არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ადასტურებს განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებს.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
დოკუმენტის კომენტარები