„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1290
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/02/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 05/03/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.05.001.001.034
  • Word
1290
15/02/2002
სსმ, 4, 05/03/2002
010.320.000.05.001.001.034
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში“.

2. 1341 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2003 წლის 1 იანვრამდე.

3. 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე და 47-ე მუხლების, 71-ე მუხლის   მე-3 პუნქტის (გარდა „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და 109-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2003 წლის 1 იანვრამდე.“.

4. 137-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის 50-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 15 თებერვალი.

№1290-IIს