„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 200030000.10.003.016729
  • Word
49
14/02/2012
ვებგვერდი, 17/02/2012
200030000.10.003.016729
„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 49

2012 წლის 14 თებერვალი

. თბილისი

„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის 278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის 278 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14.07.2011, 2000 30000.10.003.016438) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „ საგადასახადო შეთანხმების გაფორმე ის წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:         

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) გადასახადების ან/და სანქციების შემცირების მიზნით;“;    

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გადასახადების ან/და სანქციების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმება არ ფორმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე, ასევე ამავე კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელების თანხებსა და იმ მოსაკრებლის თანხებზე, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო. .

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) გადასახადების ან/და სანქციების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე განცხადების შემთხვევაში შესამცირებელი გადასახადისა და სანქციის თანხების ოდენობას, მათ შორის, დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების ან/და სანქციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობას; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელად შემოთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური