„სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №493 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №493 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.016721
  • Word
47
14/02/2012
ვებგვერდი, 17/02/2012
200250000.10.003.016721
„სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №493 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 47

2012 წლის 14 თებერვალი

. თბილისი

 „სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებსაქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის 493 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებსაქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის 493 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 200250000.10.003.016653) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე‑5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო‑სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ‑ის სტატუსის მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებს 2012  წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მიიღოს სსზ‑ის სტატუსი და 2014 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო‑სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) განახორციელოს ამ წესით. აღნიშნული ვადის (2014 წლის 1 იანვარი) გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური