შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2012
ძალაში შესვლის თარიღი 15/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 300230000.10.003.016714
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 41

2012 წლის 8 თებერვალი

. თბილისი

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2261 მუხლის შე­ სა­ ბა­ მისად:

1. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლი­თონების ნარჩენის ექსპორტისათვის განისაზღვროს მომსახურების ტარიფი შემდეგი მოცულობით:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენის, ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის გარდა) ექსპორტისათვის – 160 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;

ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 40 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;

გ) ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტისათვის – 50 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;

დ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის ექსპორტისათვის – 10 ლარის ოდენობით 1 ტონაზე.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №503 – ვებგვერდი, 28.11.2017წ.

2. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლი­ თონების ნარჩენად (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლი­ თონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) მიიჩნევა ლითონის მე­­ რადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუ­ შავები­ სა­ თვის და რომელიც წარმოიშვება ლითონის წარმოების ან მექანიკური და­ მუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გა­ მო­ უსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შე­ იქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმი­­ რი დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.

შენიშვნა: ამ პუნქტით წარმოდგენილი შავი ან/და ფერადი ლი­ თო­ ნე­ ბის ჯართისა და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლი­ თო­ ნის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შე­ ნადნობის გარდა) განმარტება არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზო­­ დებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნა­ ხე­ ვარ­ ფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირდება საგარეო-ეკონომიკური სა­­­ მიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7102, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვე­­ სუბპოზიციაში.

3. შავი ლითონის წარმოების ნარჩენად მიიჩნევა ლითონის მაღა­ ლი (20% და მეტი) შემცველობის მქონე ნარჩენი.

4. ფერადი ლითონის დაუმუშავებელ შენადნობად მიიჩნევა ფე­ რა­ დი ლითონი ან/და ფერადი ლითონების შენადნობი წარმოდგენილი შო­ თე­ ბის, ზოდების, ლუგვების, ბრიკეტების ან სხვა პირველად ფორმებში.

5. მომსახურების ტარიფის გადახდის გარეშე დაუშვებელია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის, ან შავი ან/და ფერადი ლითონების ნარ­ ჩენის ექსპორტის განხორციელება.

6. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენის, ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის გარდა) ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003289 სახაზინო კოდზე, შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003290 სახაზინო კოდზე, ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003293 სახაზინო კოდზე, ხოლო შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003294 სახაზინო კოდზე და შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარედგინება ექსპორტის დეკლარაციასთან ერთად.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №503 – ვებგვერდი, 28.11.2017წ.

7. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლი­ თონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ადმინის­­ რი­ რე­ ბას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსა­­ ლების სამსახური.

მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგუ­­ ად გამოცხადდეს „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარ­­ ფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართვე­ ლოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №440 დადგენილება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 15 თებერვ­ ლი­ დან.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაურ

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.