„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.033.016318
  • Word
46
10/02/2012
ვებგვერდი, 14/02/2012
010130000.22.033.016318
„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის

მინისტრის

 ერთობლივი ბრძანება №46-№23

2012 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, №172, მუხ.2542, 31/12/2010 წ.) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე - 4 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს.

2. საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად პირის განცხადება თანდართულ საბუთებთან ერთად შემოსავლების სამსახურს წარედგინება მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით.

3. ფიზიკური პირი, რომელსაც არ გააჩნია საქართველოში ბინადრობის ნებართვა და დაინტერესებულია საქართველოს რეზიდენტობის მოპოვებით, პირადად, უფლებამოსილი წარმომადგენლის ან შემოსავლების სამსახურის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო) ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადებას (დანართი №2 ორ ეგზემპლარად) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დოკუმენტაციასთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, იგი უფლებამოსილი წარმომადგენლის ან შემოსავლების სამსახურის ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით წარუდგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადებას (დანართი №2, ორ ეგზემპლარად) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დოკუმენტაციასთან ერთად.

4. შემოსავლების სამსახურის მეშვეობით საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ პირის განცხადება თანდართულ საბუთებთან ერთად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარედგინება მატერიალური და ელექტრონული ფორმით.“.

2. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საქართველოს რეზიდენტობის მისანიჭებლად წარმოსადგენი დოკუმენტები

საქართველოს რეზიდენტობის მისაღებად ფიზიკურმა პირმა შემოსავლების სამსახურში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის/ბინადრობის მოწმობა და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ფიზიკური პირის ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან მისი წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს; ან

ბ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ფიზიკური პირის ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან მისი წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფიზიკური პირი საქართველოში არსებული წყაროდან იღებს საგადასახადო წლის განმავლობაში 25 000 ლარის, ან მეტი ოდენობის შემოსავალს.

მუხლი 6. საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების შესახებ განცხადების განხილვის წესი

 1. შემოსავლების სამსახური განიხილავს საქართველოს რეზიდენტობის მაძიებელი ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, ადგენს შემოსავლების სამსახურში განცხადების მიღების თარიღისთვის უცხოური ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური გაცვლითი სავალუტო კურსის გათვალისწინებით, რამდენად აკმაყოფილებს წარმოდგენილი დოკუმენტების მონაცემები ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. შემოსავლების სამსახური განიხილავს საქართველოს რეზიდენტობის მაძიებელი ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და:

ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევებში განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარდგინებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრს რეზიდენტის მაძიებლისთვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების თაობაზე;

ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს განმცხადებელს და ხარვეზის აღმოსაფხვნელად განუსაზღვრავს ვადას არა უმეტეს 30 დღისა;

გ) ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უარს ეუბნება განმცხადებელს რეზიდენტობის მინიჭების თაობაზე.

3. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე.

4. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება ჩაითვლება ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობაზე უარის თქმად, ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირი უფლებამოსილია, განმეორებით წარმოადგინოს განცხადება საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად.

5. საქართველოს რეზიდენტობა ფიზიკურ პირს მიენიჭება ყოველი საგადასახადო პერიოდის მიხედვით. ყოველ განმეორებით მოთხოვნაზე ფიზიკური პირი ვალდებულია წარმოადგინოს ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

.გვინდაძე

. ადეიშვილი